განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1544-19
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----–------ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა----------–-–---–ი
ბრალდებული - გ------- ჯ------ე, დაბადებული 1----–-–----------სს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ----------------–------------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე. ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–------------რიდან - 2----–-–--------------ლამდე პერიოდში, გ------- ჯ------ე ფსიქიკურად აიძულებდა თავის ძმას - კ--- ჯ------ეს, დაეტოვებინა მამის - ზ------ ჯ------ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე - თბილისში, მ----------------------------------------------ში. კერძოდ, მუდმივად მოითხოვდა მისგან, რომ საცხოვრებლად გადასულიყო სხვაგან. მათ შორის, 2----–-–--------------ალს, დაახლოებით 1--- საათზე, გ------- ჯ------ე თბილისში, გ-------–---–---------------------------ში მყოფ თავის დას - ნ----- ჯ------ეს, სოციალურ ქსელ ,,F--------ის“ მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებებით დაემუქრა ძმის - კ--- ჯ------ის სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, გულის ამოჭრითა და მისი გვამის დანაწევრებით, იმ შემთხვევაში, თუ კ--- ჯ------ე არ დატოვებდა ზ------ ჯ------ის საცხოვრებელ ბინას და საცხოვრებლად არ გადავიდოდა სხვაგან. კ--- ჯ------ემ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.2. 2----–-–--------------–იდან - 2----–-–--------------ლამდე პერიოდში, გ------- ჯ------ე ფსიქიკურად აიძულებდა დედამისს - ც-–---- გ-----ეს, დაეტოვებინა მეუღლის - ზ------ ჯ------ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე - თბილისში, მ----------------------------------------------ში. კერძოდ, მუდმივად მოითხოვდა საცხოვრებლად გადასულიყო სხვაგან. მათ შორის, 2----–-–--------------ალს, დაახლოებით 1--- საათზე, გ------- ჯ------ე თბილისში, გ-------–---–---------------------------ში მყოფ დას - ნ----- ჯ------ეს, სოციალურ ქსელ ,,F--------ის“ მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებებით დაემუქრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ც-–---- გ-----ე მივიდოდა მეუღლის საცხოვრებელ ბინაში და არ გადავიდოდა საცხოვრებლად სხვაგან, არ დაინდობდა კ--- ჯ------ის მსგავსად, რომელსაც გ------- ჯ------ე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა ც-–---- გ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ბრალდებულ გ------- ჯ------ის მიერ ძმის - კ--- ჯ------ისა და დედის - ც-–---- გ-----ის მიმართ იძულების ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ც-–---- გ-----ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ჯ------ე არის მისი შვილი. 2----–-–--------------ალს, დღის განმავლობაში, იმყოფებოდა ქალიშვილ ნ----- ჯ------ესთან, რომელმაც დაურეკა სახლში დაბრუნებისას და უთხრა, რომ მისი ძმა გ------- ჯ------ე იმუქრებოდა დედის მოკვლით. შესაბამისად, ნ----- ჯ------ე სთხოვდა, არ მისულიყო სახლში და დაბრუნებულიყო მასთან. მოწმემ განმარტა, რომ ქალიშვილისგან განსხვავებით, მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს, ამასთან, ბრალდებული პირადად არ დამუქრებია, თუმცა ქალიშვილის ნათქვამმა მაინც შეაშინა. მიუხედავად შიშისა, მაინც მივიდა სახლში, ისე რომ საპატრულო პოლიციაში არ დაურეკავს, არც სახლში მისვლამდე და არც მის შემდგომ, რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავდა. თვლიდა, რომ შეძლებდა შვილისგან თავის დაცვას. გარდა ამისა, თავის თავზე მეტად უფროსი შვილის - კ--- ჯ------ის დაცვაზე ფიქრობდა. არ სურდა, რომ შვილებს ერთმანეთისათვის რაიმე დაეშავებინათ. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ გ------- ჯ------ეს საპატრულო პოლიცია უკვე გამოძახებული ჰყავდა. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მისვლამდე, სახლში იყო ბრალდებულთან ერთად, სადაც ბრალდებული მას და კ--- ჯ------ეს სთხოვდა წასულიყვნენ მისი სახლიდან. მისი მისვლის შემდეგ, პოლიციელები სახლში მალევე მივიდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას არავინ აიძულებდა მის სახლში არ ეცხოვრა, თუმცა რძალთან ს------- ა--------–--ესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ის პერიოდულად გადადიოდა დედასთან საცხოვრებლად.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- ჯ------ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ჯ------ე არის მისი ძმა, რომელთანაც ჰქონდა უთანხმოება, რადგან ის დედას, ც-–---- გ-----ეს არ უშვებდა სახლში. ზოგადად თვლის, რომ გ------- ჯ------ე არის აგრესიული, ამასთან, ის (გ------- ჯ------ე) ფიქრობს, რომ მშობლების სახლი არის უმცროსი შვილის და შესაბამისად არ სურს, რომ იქ სხვებიც ცხოვრობდნენ. 2----–-–--------------ალს, მისდა გასაკვირად სახლში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, შემდეგ კი მათი და, ნ----- ჯ------ე. პოლიციის განყოფილებაში წააკითხეს გ------- ჯ------ის მიერ ნ----- ჯ------ისათვის გაგზავნილი მუქარის შემცველი ვრცელი შეტყობინება. ზუსტად სიტყვები არ ახსოვს, მაგრამ აგრესია გამოხატული იყო მისი დის მიმართ, რამაც გააკვირვა, რადგან ნ----- ჯ------ეს, ბრალდებულთან მიმართებაში კარგი დამოკიდებულება აქვს. შეტყობინების ზომიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ მუქარა იყო რეალური, რადგან კაცი, მითუფრო ძმა, ემუქრებოდა დას. ამასთან, მოწმემ დაადასტურა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ წაკითხულ მის გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ გამომძიებელმა წააკითხა გ------- ჯ------ის მიერ ნ----- ჯ------ისათვის გაგზავნილი შეტყობინება, რომელშიც მუქარა მიმართული იყო მის მიმართ, კერძოდ, ბრალდებული მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ შეტყობინებას გ------- პირადად მას მისწერდა, მუქარას რეალურად ჩათვლიდა. მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ გ------- ჯ------ის შეტყობინებები წაიკითხა მხოლოდ განყოფილებაში და მანამდე მათ შინაარს არ იცნობდა. შესაბამისად, ერთის მხრივ კ--- ჯ------ემ დაადასტურა, რომ მისი მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინება არ წაუკითხავს, ხოლო რაც წაიკითხა არ აღუქვამს, რომ იყო მისი მისამართით, თუმცა მეორეს მხრივ განმარტა, რომ შეტყობინებაში აღნიშნულ სიტყვაში - მოხუცში, ბრალდებული სავარაუდოდ გულისხმობდა მას, რადგან ძმაზე 10 წლით უფროსია. მანვე დაუშვა შესაძლებლობა, რომ ბრალდებული სიტყვა - მოხუცში, გულისხმობდა მამას ან დედას. საბოოლოდ კ--- ჯ------ემ დაადასტურა, რომ შეტყობინებაში გადმოცემული მუქარა აღიქვა მის მიმართ განხორციელებულ მუქარად და იმ მომენტში ის ჩათვალა რეალურად.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ გ------- ჯ------ის მეუღლესთან, ს------- ა--------–--ესთან ჰქონდა კონფლიქტი, თუმცა ის დედასთან საცხოვრებლად მის გამო არ წასულა. ბინის გაყოფაზე წინააღმდეგი იყო, რადგან არსებულ ფართში ყველა ეტევა, ამასთან მათ ინახავს მხოლოდ მამა. თუ ოჯახთან ერთად ვინმეს ცხოვრება არ სურს, შეუძლია თავად წავიდეს სახლიდან.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ჯ------ემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ჯ------ე და დაზარალებული კ--- ჯ------ე არიან მისი ძმები, ხოლო ც-–---- გ-----ე - მათი დედა. 2--- წლამდე ცხოვრობდა მშობლების სახლში. ამ დროისთვის, ძმებს შორის არის გარკვეული უთანხმოება, რადგან გ------- ჯ------ეს ერთის მხრივ, სურს, ჰქონდეს თავისი წილი ქონება და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდეს ცალკე - მამის საცხოვრებელ სახლში, ხოლო, მეორეს მხრივ, სურს, რომ კ--- ჯ------ე საცხოვრებლად გადავიდეს მამიდის სახლში, რადგან ეს უკანასკნელი მისი სახლის ჩუქებას სწორედ უფროსი ძმისშვილისთვის - კ--- ჯ------ისათვის აპირებს. თავის მხრივ, კ--- ჯ------ეს, არ სურდა მამის სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა. აღნიშნული კი ძმებს შორის იწვევდა უთანხმოებას. ნ----- ჯ------ე ძმების კონფლიქტს უშუალოდ არ შესწრებია, თუმცა 2----–-–--------------ალს გ------- ჯ------ისაგან მიიღო მუქარის შემცველი შეტყობინება, რომ სიცოცხლეს მოუსპობდა კ--- ჯ------ეს, თუ ეს უკანასკნელი არ დატოვებდა მამის საცხოვრებელ სახლს, რისთვისაც აძლევდა 3 დღიან ვადას. მოწმემ ასევე დაადასტურა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლოში საჯაროდ წაკითხულ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციის ნაწილი, რომ გ------- ჯ------ე მიმოწერაში, მუქარის ფონზე, ასევე ითხოვდა სახლში არ დაბრუნებულიყო ც-–---- გ-----ე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოწმემ განმარტა, რომ შეტყობინების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასთან სტუმრად იმყოფებოდა დედამისი, თუმცა იმ დროისათვის უკვე წასული იყო სახლისკენ. შეშინებულმა, ძმას სთხოვა დამშვიდებულიყო და აუხსნა, რომ მსგავსი საქციელი იყო არასწორი. ასევე დაურეკა ც-–---- გ-----ეს და სთხოვა მასთან დაბრუნება. სასამართლო სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში თუ მუქარას აღიქვამდა რეალურად, დარეკავდა პოლიციაში, თუმცა ეს არ გაუკეთებია. მით უფრო, სახლში მისულმა ც-–---- გ-----ემ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ გ------- ჯ------ე იყო მშვიდად. დედასთან მორიგი სატელეფონო საუბრისას შეიტყო, რომ გ------- ჯ------ემ თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება. აღნიშნულის შემდეგ ნ----- ჯ------ე წავიდა მშობლების ოჯახში, ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, ძმებს შორის იყო სიტყვიერი კონფლიქტი. მის კითხვაზე, თუ რატომ მისწერა მუქარის შემცველი შეტყობინება, აღნიშნული გ------- ჯ------ემ უარყო, რის შემდეგაც ნ----- ჯ------ემ პოლიციელს უჩვენა მიმოწერა. რაიმე საფუძველი ფიქრისათვის, რომ ბრალდებული მუქარას შეასრულებდა არ ჰქონია, უბრალოდ მისი შინაარსი უსიამოვნო წასაკითხი იყო, რადგან ერთი ძმის მუქარა მიმართული იყო მეორე ძმის მიმართ, რომელსაც მოხუცს ეძახდა, რადგან ის 10 წლით უფროსია. მოწმემ დაადასტურა, რომ რეალურად, გ------- ჯ------ე მუქარის შემსრულებელი არ იყო, ეს იყო მისი წამიერი რეაქცია, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ჩათვალეს, რომ მათ რეაგირება უნდა მოეხდინათ და დაეწყოთ გამოძიება. ბოლო პერიოდში, ოჯახში აქვთ კარგი ურთიერთობა, ამასთან, გ------- არის შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს------- ა--------–--ემ განმარტა, რომ არის ბრალდებულ გ------- ჯ------ის მეუღლე. დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდა გ-------ს დედ-მამასთან და ძმასთან ერთად. ოჯახის წევრებთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, განსაკუთრებით კი კ--- ჯ------ესთან, რადგან მას არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ ს------- ა--------–--ე ცხოვრობდა მათ სახლში. მთვრალი კ--- ჯ------ე ემუქრებოდა და ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს. როგორც წესი, თავად ს------- ცდილობდა გასცლოდა დაძაბულ სიტუაციას, თუმცა მაშინ, როცა კ--- ჯ------ემ სცადა მისთვის დაერტყა, მიმართა პოლიციას. 2----–-–--------------ალს, დედასთან ყოფნისას, სადაც გადასული იყო საცხოვრებლად კ--- ჯ------ის მუქარის გამო, საღამოს საათებში დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ძმა სთხოვდა სახლიდან წასვლას, რის გამოც ჰქონდათ კონფლიქტი და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ს------- ა--------–--ე, მეჯვარე პ----- ხ--–-–---–თან ერთად მივიდა სახლში. კ--- ჯ------ე კვლავ ითხოვდა სახლიდან წასულიყო გ------- ჯ------ე. ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა ს------- ა--------–--ემ, რის გამოც მის მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, თუმცა გ------- ჯ------ემ თქვა, რომ მან თავად გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რადგან კ--- ჯ------ე არ აძლევდა ოჯახთან ერთად ცხოვრების საშუალებას. პოლიციის მისვლის შემდეგ სახლში მივიდა ასევე ნ----- ჯ------ე. მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ გ------- ჯ------ე მშობლებსა და ძმას სთხოვდა, რომ კ--- ჯ------ე საცხოვრებლად გადასულიყო მამიდასთან, რადგან მის ოჯახს ავიწროებდა. მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნისას გ------- ჯ------ე იყო აფექტურ მდგომარეობაში, თუმცა მის შესრულებას არ აპირებდა.
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე პ----- ხ--–-–---–მა განმარტა, რომ არის გ------- ჯ------ის მეჯვარე. კონკრეტულ დღეს, შუადღეს, დაურეკა აღელვებულმა გ------- ჯ------ემ და უთხრა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ძმასთან. დაახლეობით 20 წუთში, ბრალდებულთან მისულს, თავად გ-------მ გაუღო კარი და მოუყვა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით ჰქონდა ძმასთან შელაპარაკება, გარდა ამისა, უთხრა, რომ კ--- ჯ------ე ავიწროებდა მის ცოლ-შვილს. აღნიშნული პრობლემებით ბრალდებული ძალიან გადაღლილი ჩანდა. პ----- ხ--–-–---–ი იმ დროისათვის არ იცნობდა კ--- ჯ------ეს, თუმცა გაესაუბრა ამ უკანასკნელს და ურჩია, რომ ძმასთან ერთად მშვიდად უნდა გადაეწყვიტა ოჯახური პრობლემა. სახლში დაბრუნებულ პ----- ხ--–-–---–ს დახვდა გ------- ჯ------ის მეუღლე. ის იყო აღელვებული და ტიროდა, უთხრა, რომ გ------- ჯ------ემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რადგან კ--- ჯ------ე მის ოჯახს ავიწროებდა და სთხოვდა, სახლიდან წასულიყო. როგორც იცის, მომხდარ ფაქტამდე დაახლოებით 1 თვით ადრე, მთვრალმა კ--- ჯ------ემ მართლაც მიაყენა შეურაცხყოფა ბრალდებულის ცოლ-შვილს. პ----- ხ--–-–---–მა ს------- ა--------–--ე მიიყვანა სახლში, სადაც იმ დროისთვის სიმშვიდე იყო. ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, საუბრისას კ---მ გ-------ს და მის მეუღლეს უთხრა - ,,ბოლოს და ბოლოს ვერ უნდა მიხვდეთ, რომ უნდა წახვიდეთ ამ სახლიდან“, ასევე იკამათეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების გამოძახების ფაქტზე, რადგან ც-–---- და კ--- ფიქრობდნენ, რომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა ს-------მ. მათი მისვლის შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მალევე მივიდა ნ----- ჯ------ეც. მოწმემ განმარტა, რომ ც-–---- გ-----ეს და კ--- ჯ------ეს საუბრისას მუქარასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ.
3.9. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ჯ------ემ განმარტა, რომ 2--- წელს დაოჯახდა ს------- ა--------–--ეზე და ცხოვრობდა მშობლებთან და ძმასთან ერთად. ოჯახში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რადგან ოჯახის წევრებს არ მოსწონდათ რძალი და სხვადასხვა მიზეზის გამო ხშირად კამათობდნენ. დედისა და ს-------ს კონფლიქტში ერთვებოდა კ--- ჯ------ე. მეუღლე სახლში ხვდებოდა ატირებული და განერვიულებული. კ--- ჯ------ე ძირითადად ფსიქიკურად ძალადობდა, თუმცა ერთხელ დაიჭირა დედის მხარე, რომელიც ეკამათებოდა ს------- ა--------–--ეს. კ---მ ხელი მოუქნია და მიადო ლოყასთან მის მეუღლეს. აღნიშნულის გამო, ს------- ა--------–--ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და კ--- ჯ------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ეს უკანასკნელი მშობლების თხოვნით, საცხოვრებლად გადავიდა მამიდის სახლში. კ--- ჯ------ე ბრაზობდა, რადგან მშობლები ვეღარ ეხმარებოდნენ, ამასთან, ფიქრობდა, რომ ისინი მხოლოდ გ------- ჯ------ეს ანებივრებდნენ და დაბრუნდა მშობლების სახლში. კერძოდ, როგორც მეუღლისგან იცის, უშუალოდ 2----–-–--------------ლის ფაქტამდე 3 თვით ადრე, მამიდის სახლიდან მშობლების სახლში მოულოდნელად მივიდა ნასვამი კ--- ჯ------ე და დაიწყო მუქარა, ამბობდა, რომ არ აძლევდნენ თავის სახლში ცხოვრების საშუალებას. შეშინებული ს------- ა--------–--ე ბავშვთან ერთად წავიდა დედასთან, კ--- ჯ------ე კი დაბრუნდა მათ სახლში. გ------- ჯ------ე ფიქრობდა, რომ ოჯახის წევრები შექმნილ ვითარებაში იპოვიდნენ გამოსავალს, რადგან ერთის მხრივ ყველას ერთად თანაცხოვრება შეუძლებელი იყო, მეორეს მხრივ კი მეუღლის მშობლებთან თავად ვერ გადადიოდა საცხოვრებლად, სივიწროვისა და მათი ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, უწევდა ს------- ა--------–--ისა და ბავშვისაგან განცალკევებით ცხოვრება. სწორედ ამიტომ ელოდებოდა, რომ ერთ დღესაც კ--- ჯ------ე დაბრუნდებოდა მამიდის სახლში. უშუალოდ 2----–-–--------------ალს, რაიმე განსაკუთრებული კონფლიქტი არ მომხდარა. გ------- ჯ------ე, სოციალური ქსელის საშუალებით ესაუბრებოდა დას - ნ----- ჯ------ეს. პარალელურად, გაიგონა, რომ ეს უკანასკნელი ტელეფონის მეშვეობით ესაუბრებოდა ც-–---- გ-----ეს. როგორც მიხვდა, ნ----- ჯ------ე ნერვიულობდა მის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე და დედასთან აზუსტებდა სახლში არსებულ სიტუაციას. თავის მხრივ, ც-–---- გ-----ე ამშვიდებდა ქალიშვილს და ატყობინებდა, რომ სახლში სიმშვიდე იყო, ვიანიდან გ------- სასტუმრო ოთახში იმყოფებოდა, ხოლო კ--- თავის ოთახში. დედა-შვილის ამგვარმა საუბარმა მას აფიქრებინა, რომ მის დას ვერ გააგებინებდა თუ რა სურდა, ამიტომ თავდაპირველად დაურეკა მეჯვარე - პ----- ხ--–-–---–ს და სთხოვა დახმარება. ეს უკანასკნელი გაესაუბრა კ--- ჯ------ეს, თუმცა მათი საუბარი უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ დაურეკა ს------- ა--------–--ეს და სთხოვა სახლში დაბრუნება. პარალელურად გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ოჯახში არსებული პრობლემა - თუ ვის უნდა ეცხოვრა მშობლების სახლში. ბრალდებულმა განმარტა, რომ გულწრფელად ნანობს ნ----- ჯ------ისათვის ემოციურ ფონზე მიწერილ სიტყვებს, რომლებიც მიმართული იყო კ--- ჯ------ისა და დედის მიმართ. ც-–---- გ-----ის მიმართ გამოხატული აგრესია განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მისგან მიღებული ჰქონდა დაპირება, რომ კ--- ჯ------ე გადავიდოდა მამიდასთან, თუმცა პირობა არ სრულდებოდა, აღნიშნული კი იწვევდა მის სიბრაზეს.
3.10. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
3.11. სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ------- ჯ------ის მიერ ძმის - კ--- ჯ------ის და დედის - ც-–---- გ-----ის მიმართ იძულების ჩადენა, რადგან სახეზე არ არის აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები. გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება 2----–-–--------------ალს, გ------- ჯ------ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულების იძულება, დაეტოვებინათ ზ------ ჯ------ის საცხოვრებელი ბინა და საცხოვრებლად გადასულიყვნენ სხვაგან, რა დროსაც კ--- ჯ------ემ და ც-–---- გ-----ემ მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მიუხედავად ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაციისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულების მიმართ ფსიქიკური იძულების ფაქტს ადგილი. ამასთან, ქმედების კვალიფიკაციაზე (დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელ ნიშნებზე), სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად, აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია იძულებისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის თავისუფლება - კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულების შესაბამისად. ობიექტურად იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად შეასრულა თუ არა დამნაშავისათვის სასურველი ქმედება. ამდენად, განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება: 1) პირის ფიზიკურ იძულებაში. 2) პირის ფსიქიკურ იძულებაში.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმით გამოხატული. ამასთან, მუქარა შესაძლებელია მიმართული იყოს როგორც უშუალოდ იმ პირისადმი, ვისგანაც ითხოვენ გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმი, რომელთა ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.
ამასთან, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. ამასთან, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა. მუქარა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიკურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.
5.3. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა კ--- ჯ------ემ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხშირად იყო კონფლიქტური სიტუაცია, რაც გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მის ძმას, გ------- ჯ------ეს სურდა მშობლების სახლში მარტო ცხოვრება და ითხოვდა მისი სახლიდან წასვლას, მისი მხრიდან მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად წაიკითხა მაშინ, როცა, პოლიციის თანამშრომლების თხოვნით, მივიდა განყოფილებაში. ამასთან, მოწმემ სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია, იმასთან დაკავშირებით განყოფილებაში წაკითხული გ------- ჯ------ის მიერ დისთვის, ნ----- ჯ------ისათვის მიწერილი შეტყობინება შეიცავდა თუ არა მუქარას მის მიმართ. პირველ ეტაპზე განმარტა, რომ მუქარა მიმართული იყო ნ----- ჯ------ის და არა მისი ან/და დედის მისამართით, ასეთ შემთხვევაში კი ცხადია, საკუთარი სიცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებით შიში ვერ გაუჩნდებოდა.
5.4. დაზარალებულმა ც-–---- გ-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ბრალდებულისგან უშუალოდ არასდროს მოუსმენია მუქარის შემცველი რაიმე სახის მოთხოვნა, ამასთან, არავინ აიძულებდა მის სახლში არ ეცხოვრა. კონკრეტული მუქარის შესახებ მან გაიგო ქალიშვილისგან, მაშინ, როცა ბრუნდებოდა სახლში. დაზარალებულმა დაკითხვისას რამდენჯერმე შეცვალა პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ თითქოსდა დაადასტურა ქალიშვილის მიერ გადმოცემული შეტყობინების გამო განცდილი შიში, განმარტა, რომ ამის მიუხედავად მივიდა სახლში, რადგან ერთის მხრივ სურდა კ--- ჯ------ის დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ ფიქრობდა, რომ შეძლებდა შვილისგან თავის დაცვას. ამასთან, მისთვის არ იყო ცნობილი გ------- ჯ------ის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტი, თავად კი არ თვლიდა საჭიროდ მიემართა პოლიციისთვის.
5.5. თავის მხრივ, ნ----- ჯ------ემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრალდებულ გ------- ჯ------ეს, ნამდვილად სურდა მშობლების ქონებიდან ჰქონოდა თავისი წილი, სადაც იცხოვრებდა ცოლ-შვილთან ერთად და ოჯახის წევრებს სთხოვდა, კ--- ჯ------ე გადასულიყო მამიდის სახლში, თუმცა დაადასტურა, რომ რეალურად, გ------- ჯ------ე არ იყო მუქარის - ძმისა და დედის სიცოცხლის მოსპობის, შემსრულებელი. შეტყობინებაში გამოხატული მისი აგრესია იყო მისი წამიერი რეაქცია. ამასთან, ბოლო პერიოდში ოჯახის წევრებს აქვთ კარგი ურთიერთობა. მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწმის ჩვენების ის ნაწილი, რომლითაც დგინდება, რომ მან, შეტყობინების მიღების შემდეგ დაურეკა დედას და სთხოვა მასთან დაბრუნებულიყო, თუმცა საკუთრ სახლში მისულმა ც-–---- გ-----ემ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ოჯახში იყო სიმშვიდე და გ------- ჯ------ემ დახმარებისათვის თავად დარეკა საპატრულო პოლიციაში.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ბრალდებულმა გ------- ჯ------ემ დაადასტურა ნ----- ჯ------ისათვის, ძმისა და დედის მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებების მიწერის ფაქტი, მაგრამ ამ ყოველივეს რეალურად განხორციელება და დაზარალებულების მხრიდან რეალურად აღქმა, სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება. აღნიშნულს ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ თავად დაზარალებულებიც. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მართალია დასტურდება ჯ------ეების ოჯახში არსებული მწვავე უთანხმოება, რაც გამოწვეული იყო გ------- ჯ------ის სურვილით მამიდასთან საცხოვრებლად გადასულიყო კ--- ჯ------ე, თუმცა იმავე მტკიცებულებებით არ დასტურდება, კონკრეტულად რა ფსიქიკურ იძულებას მიმართავდა სურვილის შესასრულებლად ბრალდებული. გ------- ჯ------ის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ბრალდების მხარე და მის მიერ წარმოდგენილი მოწმეები უთითებენ მხოლოდ და მხოლოდ 2----–-–--------------ლის ფაქტზე მინიშნებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში საუბარია - კ--- ჯ------ის შემთხვევაში 2----–-–------------რიდან - 2----–-–--------------ლამდე დროის მონაკვეთზე, ხოლო - ც-–---- გ-----ის შემთხვევაში 2----–-–--------------–იდან - 2-----------–ამდე დროის მონაკვეთზე.
5.7. გ------- ჯ------ის მიერ იძულების ჩადენაზე საუბრისას, 2----–-–--------------ალს მის მიერ დისთვის მიწერილ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მინიშნებით, მნიშვნელოვანია დაზარალებულების ჩვენებების დეტალური ანალიზი. როგორც თავად დაზარალებულების, ასევე შეტყობინების უშუალო ადრესატ ნ----- ჯ------ის ჩვენებებით, მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის ციტირების დადასტურებისას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გ------- ჯ------ის შეტყობინებამ გამოიწვია შიშისმაგვარი გრძნობა.
5.8. გარდა იმისა, რომ კ--- ჯ------ემ სასამართლო სხდომაზე არაერთხელ შეცვალა პოზიცია შეტყობინების გაცნობისას წარმოშობილ ემოციასა და შესაძლო შიშთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეტყობინებას პირველად გაეცნო საგამოძიებო ორგანოში, რა დროსაც საფრთხის წყარო ობიექტურად აღარ არსებობდა. შესაბამისად შიშის ფაქტორიც გამორიცხული იყო. იმ პირობებში კი, როცა დანაშაულისათვის საჭირო კომპონენტი - მუქარა, როგორც ფსიქიკური იძულება ობიექტურად არ არსებობს, სახეზე ვერ გვექნება დანაშაული - იძულება, რადგან როგორც აღინიშნა ამ დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება - ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში.
5.9. ასევე, დაზარალებულმა, ც-–---- გ-----ემ, მართალია, დაადასტურა საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე, რომ გ------- ჯ------ის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებთან დაკავშირებით, ქალიშვილთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა შიშის გრძნობა, თუმცა სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას არაერთხელ განმარტა კატეგორიულად, რომ - მას არ შეშინებია, პოლიციის გამოძახება საჭიროდ არ ჩათვალა, ქალიშვილისგან განსხვავებით, მუქარა სერიოზულად არ აღუქვამს და სხვა.
5.10. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, თავად შეტყობინების ადრესატმა, ნ----- ჯ------ემ განმარტა, რომ გ------- ჯ------ე არ იყო მუქარის - ძმისა და დედის სიცოცხლის მოსპობის, შემსრულებელი. შეტყობინებაში გამოხატული მისი აგრესია იყო მისი წამიერი რეაქცია. იმ შემთხვევაში თუ მუქარას აღიქვამდა რეალურად, დარეკავდა პოლიციაში, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, მოწმემ დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში ოჯახის წევრებს აქვთ კარგი ურთიერთობა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ვარაუდის დონეზეც არ განუმარტავს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ ც-–---- გ-----ემ განიცადა შიში. საპირისპირო დაადასტურეს, დედის დამამშვიდებელმა სიტყვებმა, რომ ოჯახში იყო სიმშვიდე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნ----- ჯ------ე მოცემულ საქმეში არ არის დაზარალებული და მის მიერ განცდილი შიში, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არის კავშირში გ------- ჯ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან.
5.11. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კონკრეტულ დღეს - 2----–-–--------------ალს, გ------- ჯ------ემ ნ----- ჯ------ეს სოციალურ ქსელ ,,F--------ის“ საშუალებით მისწერა ძმისა და დედის სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინებები, იმ შემთხვევაში თუ ერთის მხრივ კ--- ჯ------ე არ დატოვებდა ზ------ ჯ------ის საცხოვრებელ ბინას და საცხოვრებლად არ გადავიდოდა სხვაგან, ხოლო მეორეს მხრივ ც-–---- გ-----ე დაბრუნდებოდა სახლში და საცხოვრებლად არ გადავიდოდა სხვაგან. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზით არ დასტურდება ბრალდებულად ცნობის დადგენილებაში მითითებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, გ------- ჯ------ის მიერ უშუალოდ ძმის - გ------- ჯ------ის და დედის - ც-–---- გ-----ის მიმართ იძულება, ანუ მათი ფსიქიკური იძულება, დაეტოვებინათ საცხოვრებელი ბინა, რომელში ცხოვრების სრული უფლება გააჩნდათ და საცხოვრებლად გადასულიყვნენ სხვაგან.
5.12. დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებები მუქარასთან და ამით გამოწვეულ შიშთან დაკავშირებით, არის უკიდურესად არადამაჯერებელი, რაც ცხადია იწვევს გონივრულ ეჭვებს.
5.13. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, (არათუ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია დარჩა ეჭვად და ვარაუდად. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია ძალიან მაღალი სამართლებრივი სტანდარტი - გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.14. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5.15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების ფარგლებში, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებას უშუალოდ დაზარალებულების მიმართ, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლი. ასევე ვარაუდად რჩება, ერთ შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მეორე შემთხვევაში, გადმოცემით მიღებული მუქარა, რეალურად აღიქვეს თუ არა დაზარალებულებმა და გაუჩნდათ თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
5.19. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნ----- ჯ------ის მიერ მიღებული შეტყობინებები არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულის მიერ ფსიქიკურ იძულებას, თუმცა არა დაზარალებულების, არამედ ნ----- ჯ------ის მიმართ, რომელიც, თავის მხრივ, მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დაზარალებულს.
5.20. ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ გ------- ჯ------ემ ჩაიდინა იძულება კ--- ჯ------ისა და ც-–---- გ-----ის მიმართ, ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
5.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ჯ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (კ--- ჯ------ის და ც-–---- გ-----ის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ჯ------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (კ--- ჯ------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ც-–---- გ-----ის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. გ------- ჯ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- ჯ------ეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე