განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/107-20 (011140120001)
საქმე 140100120003493247
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მარტი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ------ ბ------–--- (დაბადებული 1----–-–-------------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ-------------------------------)
ადვოკატი - კ--- კ--–-----–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე” ქვეპუნქტები (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბ------ ბ------–---ს მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. 2019 წლის დეკემბერში, გ----–----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ბ------ ბ------–---მ არასრულწლოვანი შვილის - ნ-----–---- მ--------ის თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს - ა-- მ--------ეს მოქაჩა თმა, რის შედეგად ა-- მ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. 2019 წლის დეკემბერში, ამავე სახლში, ბ------ ბ------–---მ კვლავ ნ-----–---- მ--------ის თანდასწრებით, ა-- მ--------ეს მოქაჩა თმა და კედელზე მიარტყმევინა თავი, რის შედეგად ა-- მ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.3. 2020 წლის 13 იანვარს, ამავე მისამართზე, ბ------ ბ------–--- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ-- ბ------–---ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ბ------ ბ------–---მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ლ-- ბ------–--ის, ა-- მ--------ის, ნ-----–---- მ--------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ------ ბ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბ------ ბ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს რომ ბ------ ბ------–--- მსჯავრდებულია ოჯახის წევრის - ძმის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის, იგი იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დროის მცირე პერიოდში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობაც;
5.2. ყოველივე აღნიშნულის გამო სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ბ------ ბ------–--ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, რადგან არასაპატიმრო სასჯელი უშედეგოა, თუმცა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამო მას უნდა დაენიშნოს მინიმალურთან მიახლოებული ზომა, შთანთქმის წესის გამოყენებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------ ბ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე” ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე” ქვეპუნქტებით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე” ქვეპუნქტებით – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
- სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ბ------ ბ------–---ს მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს წინა - 2019 წლის 7 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომა შთანთქას ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და მსჯავრდებულ ბ------ ბ------–---ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2020 წლის 14 იანვრიდან;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი