განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
170100119003367916
დავის ტიპი
126
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/113-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

17 მარტი, 2020 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ-------------------------------–----, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები წ--–---------------------–-----------–-, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - მ-------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; იმავე კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

თარჯიმანი - ე-–---------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის ნოემბერში, წ--–---------------------–-----------–- მდებარე უ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ-----------------–----- თმის მოქაჩვისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე დროის შუალედში სისტემატიური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - მ--------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს შეესწრნენ მ-----------------–------ და მ--------------- არასრულწლოვანი შვილები - ა----–-----------------------–------.

 

2. 2018 წლის ნოემბერში, წ--–---------------------–-----------–- მდებარე უ-------–------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, მ-----------------–-----, თავის მიერ განხორციელებული ძალადობისგან მ--------------- დაცვის გამო, ხელის სახის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი შვილის - ს-----------------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო მ-----------------–------ და მ--------------- არასრულწლოვანი ოჯახის წევრი - ა----–----------–----.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა მ-----------------–----- მიერ არასრულწლოვანი შვილების - ა----–-----------------------–------ს თანდასწრებით მეუღლის - მ--------------- მიმართ 2018 წლის ნოემბერში ფიზიკური ძალადობა და 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე დროის შუალედში სისტემატიური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

4. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2018 წლის ნოემბერში მ-----------------–----- მიერ არასრულწლოვანი შვილის - ა----–----------–----ს თანდასწრებით, არასრულწლოვანი შვილის - ს-----------------–----- მიმართ ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს უტყუარობის, რელევანტურობისა და დასაშვებობის პრინციპების საფუძველზე.

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქნტებით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილი.

 

7. ამდენად, ერთი მხრივ, მ-----------------–---- და მ-------------- არიან მეუღლეები, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უკანასკნელთა შვილები და ოჯახის წევრები არიან - ა----– (დაბადებულია 2----–-–------------–-) და ს------- (დაბადებულია 2----–-–------------) უ-------–------, რომლებიც 2018-19 წლების მდგომარეობით იყვნენ არასრულწლოვნები, 18 წელს მიუღწევლები.

 

8. აღსანიშნავია, რომ მ-----------------–----- მეუღლემ მ--------------მ და შვილმა ს------- უ-------–------- (დაზარალებულები) უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ა----–----------–----ს საპროცესო წარმომადგენელმა მ----------–----- უარი თქვა მის დაკითხვაზე. თავად ბრალდებულმა ისარგებლა დუმილის უფლებით.

 

9. გამომძიებლებმა - მ----------–--–---–-- და თ-----------–---- დაადასტურეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება, იციან, რომ საქმე ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტს. თ-----------–---- განმარტებით ბრალდებული იმყოფებოდა საზღვარგარეთ და როცა გაიგო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ჩამოვიდა, რა დროსაც საზღვარზე იქნა დაკავებული. სხვა უდავო მტკიცებულებებით (მოწმეები - პ--------------, ლ--------------, მ----------–----, ლ-------------------) არაფერი დგინდება, ხოლო ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მოცემულ საქმეზე იქნა წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის #0----- ოქმია, რომლის თანახმად, მ-----------------–---- თავის მეუღლეს მ--------------- სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ავიწროვებს, ყველაფერს უკრძალავს, ფსიქოლოგიურად ძალადობს. მ-----------------–---- ემუქრება ხშირად.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-----------------–----- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ გარემოებებს. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შემოწმებას მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სასამართლო ვერ ახერხებს, ასევე დაცვის მხარეც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაესვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით კრიტიკული შეკითხვები (ძალადობის ფორმებთან, პერიოდულობასთან, ასევე ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის განცდასთან, რაზეც საერთოდ არცერთი მტკიცებულება ირიბადაც კი არ მიანიშნებს), რის გამოც ამ საკითხებზე კატეგორიული დასკვნების გაკეთება საქმის სამართლიანი განხილვის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც პოლიციის თანამშრომლის ინტერპრეტაციებია მოცემული, მისი წყაროს გამოკვლევის გარეშე, არ წარმოადგენს სათანადო საშუალებას ფაქტის დასადგენად, ხოლო გამომძიებლების ჩვენებები ზოგადი და ირიბია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

12. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

13. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა რომ სწორედ მ-----------------–----- განახორციელა ძალადობა მეუღლესა და შვილზე, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-----------------–----- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----------------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. მ-----------------–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. მ-----------------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ-----------------–---- უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი