განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100117001676820
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - გელა თებიძე
ბრალდებული - ლი--–--–----ნი
ადვოკატი - მა-–---------------აძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ლი--–--–----ნი
მამის სახელი: გ--------ი
დაბადებული: 31.03.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
მცხოვრები: ქუთაისი, ა---–-----------ის გამზირი, სახლი N64, ბინა N29
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 1630 საათზე, ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, მდინარე ჩოლოქის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ფოლქსვაგენ ბორა’’-ს მარკის ავტომანქანით - სახ. ნომრით S----4-ით მოძრავმა ლი--–--–----ნმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნები, კერძოდ გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ,,ჰონდა ფიტ’’-ის მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით X-----X, რომელსაც მართავდა ზ---–--–-----–-ილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღეს ნ---------ამ, გ--------ი შ--–---ანმა, ი--ზა შ--–---ანი-ჩ-------მა და ზ---–--–-----–-ილმა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ზ---–--–-----–-ილის ჩვენების ანალიზის თანახმად 2016 წლის 14 აგვისტოს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ნათესავებთან ერთად მოძრაობდა ზუგდიდიდან ბათუმის მიმართულებით. ქობულეთის შემოსასვლეთან ცუდი ხილვადობა იყო და წვიმდა. უეცრად დაინახა, რომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გადავიდა ზ---–--–-----–-ილის სამოძრაო ზოლში და იმავდროულად მოხდა შეჯახება, რის შედეგად როგორც მან, ასევე სხვა პირებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები.
3. N005216216 ქიმიურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ---–--–-----–-ილის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
4. სამედიცინო ექსპერტიზის N006088216 დასკვნის თანახმად ზ---–--–-----–-ილს აღენიშნებოდა მარცხენა იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა, ჭრილობა მარჯვენა მუხლის სახსრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ლი--–--–----ნის ჩვენების ანალიზის თანახმად იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. 2016 წლის 14 აგვისტოს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ნათესავებთან ერთად მოძრაობდა ქობულეთიდან ქუთაისის მიმართულებით. იყო წვიმიანი ამინდი. მოძრაობა ლი--–--–----ნის სამოძრაო ზოლში იყო ძალიან მჭიდრო. გზაზე იყო დაბრკოლება, კერძოდ ეგდო ხის ტოტი, რის გამოც მის წინ მოძრავი მანქანები გადადიოდნენ საპირისპირო მიმართულებით, ხოლო გვერდის ავლის შემდეგ უბრუნდებოდნენ საწყის სამოძრაო ზოლს. ანალოგიურად ლი--–--–----ნმა იგივე მანევრით მოახდინა დაბრკოლებაზე გვერდის ავლა, დაბრუნდა მის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც შენიშნა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომლის მძღოლი დაიბნა, რადგან საჭე გადაწია თავის მხარეს მარცხნივ და შემდეგ გადმოწია მარჯვენა მხარეს და ამ დროს მოხდა შეჯახება.
6. N005240416 ქიმიურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლი--–--–----ნის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ ნ---------ას ჩვენების ანალიზის თანახმად, ზ---–--–-----–-ილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ნათესავებთან ერთად ზუგდიდიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მოძრაობდნენ ნელა, ყოველგვარი სიჩქარის გადაჭარბების გარეშე, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და ფრთხილობდნენ. ქობულეთის შესასვლელთან მოპირდაპირე ზოლიდან მათ სავალ ნაწილზე გადმოვიდა ავტომანქანა და შეეჯახა მათ. შეჯახების შედეგად მანქანაში მყოფმა პირებმა მიიღეს დაზიანება, მათ შორის ნ---------ამ.
8. სამედიცინო ექსპერტიზის N005937616 დასკვნის თანახმად ნ---------ა აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის დისტალური მესამედის ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---–--–-----–-ილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მგზავრებმა გი-------–------–-ილმა და მ----–------–--ლმა დაადასტურეს ნ---------ას და ზ---–--–-----–-ილის ჩვენებებში აღწერილი გარემოებები.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლი--–--–----ნის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის მგზავრებმა გ--------ი შ--–---ანმა, ი--ზა შ--–---ანი - ჩ-------მა, ლ---ა ჩ-------მა და გ------ი ჩ-------მა დაადასტურეს ლი--–--–----ნის ჩვენებაში აღწერილი გარემოებები.
11. 2016 წლის 14 აგვისტოს დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, სენაკი-ფოთი-სარფი-ს ს/გზის 66-ე კმ-ზე, მდინარე ჩოლოქის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მდინარე ჩოლოქიდან ბათუმის მიმართულებით გზის სავალი ნაწილი არის ორმხრივი მოძრაობის, შუა გამყოფი წყვეტილი ხაზით. გზის სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლის სიგანეა 5,70 მეტრი, მარცხენა ზოლის სიგანეა 4,80 მეტრი. შეჯახება სავარაუდოდ მომხდარია გზის სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში, შეჯახების ადგილის მარცხენა მხარეს, გზის სავალი ნაწილის მარცხენა გვერდულზე, წინა ნაწილით, მარცხენა ზოლში უკანა ნაწილით ირიბად დგას ,,ჰონდა - ფიტ’’-ის მარკის ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული აქვს ძლიერად წინა ნაწილი. აღნიშნული ავტომანქანიდან 5,0 მეტრის დაშორებით, ბათუმის მხარეს, მარცხენა გვერდულზე, წინა ნაწილით დგას ,,ფოლქსვაგენ ბორა’’-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც ასევე ძლიერად აქვს დაზიანებული წინა ნაწილი. ავტომანქანების ირგვლივ არის ჩამონატეხები.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ ზუ-----------ის ჩვენების ანალიზით თანახმად 2016 წლის 14 აგვისტოს მიიღო შეტყობი--ბა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ, გავიდა, იყო ძლიერი წვიმა, ორი ავტომანქანა იყო შეჯახებული რომელიც გვერდულზე იყო გადასული. ერთ-ერთ ავტომანქანაში იყო ბრალდებული და მისი მამა. ვინაიდან ძლიერი წვიმა იყო არავითარი კვალი არ ჩანდა. ორივე მანქანიდან ყველა იყო დაზიანებული. ლი--–--–----ნმა განუმარტა, რომ მის სავალ ზოლში ტოტი იყო ჩამოვარდნილი, ამიტომ გადასული იყო საპირისპირო ზოლში და მოხდა შეჯახება როცა ბრუნდებოდა თავის სავალ ზოლში.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელ ნუ----------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად, 2016 წლის 14 აგვისტოს ჩოლოქთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და იყო დაზარალებულები. მდგომარეობის გასარკვევად მივიდა ქობულეთის საავადმყოფოში. გაესაუბრა მედპერსონალს, ყველა იყო კონტაქტური, საგანგაშო მდგომარეობა არ იყო, პატარა ბიჭი იყო უკეთესად, არ ჰქონდა დაზიანებები რომელთანაც შეიძლებოდა გასაუბრება. მან განმარტა, რომ ავტომანქანას მართავდა ქალბატონი, მის სავალ ნაწილზე გადმოვარდნილი იყო ხის ტოტი და გვერდის ავლის მიზნით გადავიდა საპირისპირო ზოლში, რა დროსაც შეეჯახა ზოლში მოძრავ ავტომანქანას. აღნიშნული კი ნუ----------------ემ დააფიქსირა.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006652116 სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების ,,Volkswagen Bora’’ S----4 -ს წინა მარცხენა და ,,Honda Fit’’ X-----X-ს წინა მარჯვენა ნაწილებით ურთიერთკონტაქტისას მახვილი კუთხე მათ გრძივ ღერძებს შორის შეადგენდა დაახლოებით 100-150-სს.
მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე:
ა) ავტომობილ ,,Honda Fit’’ X-----X’’-ის მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.
ბ) ავტომობილ ,,Volkswagen Bora’’ S----4-ს მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება).
15. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზა---------------ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
16. სამედიცინო ექსპერტიზის N005555216 დასკვნის თანახმად ი--ზა შ--–---ანი - ჩ-------ს აღენიშნებოდა დიდი ზომის სკალპის ღია ჭრილობა, ნეკნების მოტეხილობა, მარცხენა ქვემო კიდურის ორივე გოჯის მოტეხილობა, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
17. სამედიცინო ექსპერტიზის N005938616 დასკვნის თანახმად გ--------ი შ--–---ანს აღენიშნებოდა მარცხნივ 2 ნეკნის მოტეხილობა ცდომით, სისხლნაჟღენთები შუბლისა და მარჯვენა წვივის არეში რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
18. იურიდიული დახმარების საერთაშორისო ცენტრ შპს "პანორამა"-ს მიერ გაცემული N01-2017 დასკვნის თანახმად ლი--–--–----ნს არ შეეძლო მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, ხოლო ზ---–--–-----–-ილს შეეძლო.
19. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა შმ----------–-ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
20. სასამართლო როგორც ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ სხვა სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
21. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) გათვალისწი--ბული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევას და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.
25. მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია კუმულაციურად შემდეგი წინაპირობების თანაარსებობა: ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მოცემული დარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც მართავს ავტომობილს და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტის დადასტურება.
26. მეორე კომპონენტთან მიმართებით, კერძოდ - ნ---------ას, გ--------ი შ--–---ანის, ი--ზა შ--–---ანი-ჩ-------ის და ზ---–--–-----–-ილის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების არსებობა მხარეთა შორის სადავო არაა, მით უფრო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ეს გარემოება უტყუარად დადგენილია.
27. პირველ კომპონენტთან მიმართებით გასათვალისწი--ბელია, რომ ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლს გააჩნია ბლანკეტური ხასიათი, უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში 32.1 პუნქტით გათვალისწი--ბული მოთხოვნები). აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, რომ წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, შესაბამისად სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება.
27. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გაზიარება შეუძლებელია, რადგან ექსპერტი უსაფრთხოების წესის დარღვევის დადგენის სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტად იყენებს არა მოქმედ კანონს - „საგზაო მოძრაობის შესახებ“, არამედ 2014 წლის 01 მარტიდან ძალადაკარგულ 1999 წლის კანონს "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ". ხსენებულ დასკვნაში არაა გადმოცემული შესაბამისი კვლევა - გამოთვლები, როგორც შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების სიჩქარის, მათი ტექნიკური მახასიათებლების, სველ ასფალტზე ჩაჭიდების კოეფიციენტის, ასევე საფრთხის წარმოშობისას ავტომობილების სრული გაჩერებისთვის საჭირო მანძილის.
28. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნისგან განსხვავებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006652116 სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა სრულიად მოიცავს ყველა სადავო საკითხს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ლი--–--–----ნის ბრალეულობას მომხდარ სატრანსპორტო შემთხვევაში. მასში მოყვანილი კვლევა - გამოთვლები სრულ შესაბამისობაშია სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან და დასკვნის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
29. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარის ექსპერტმა მხარეთა მიერ პირდაპირი და ჯვარედინი წესით დაკითხვისას უტყუარად დაადასტურა ექსპერტიზის სისწორე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული მოწმის ჩვენების სანდოობის განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია მრავალი სხვადასხვა გარემოების ობიექტურ შემოწმებასა და შეფასებაზე: თვითონ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათზე, ქმედების ჩადენის ვითარებაზე, მისი ჩამდენის სამსახურებრივ თუ სოციალურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე, ქმედების ჩადენის დროზე, ხერხებზე, ასევე, მოწმის უნარ–ჩვევებზე, მის ურთიერთობებზე ბრალდებულსა და დაზარალებულთან, მის შემხებლობაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებულ გარემოებებსა და მოვლენებთან, მის მიერ მიღებული ან აღქმული ინფორმაციის წყაროს თავისებურებასა და კიდევ მრავალ სხვა ფაქტორზე, რომელთა ამომწურავად აღნუსხვა შეუძლებელია. ამასთან მიმართებით საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მის ცალკეულ გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტებები მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომლებშიც აღნიშნულია: დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწი--ბული წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ... მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ... შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლთოს გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე: (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლთოს გადაწყვეტილებები შემდეგ საქმეებზე: Kuznetsov and Others V. Russia, 184/02, 11/01/2007, §84; Barbera, Messeque, Jabardo V. Spain, №10590/83, 06/12/1988, №68; Bulyshevy V. Russia, №24086/04, 08/04/2010, §32).
30. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწი--ბს და სავსებით იზიარებს ამ საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომასა და პრაქტიკას, რომელიც თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანი იყო სამართალწარმოება მთლიანობაში და რამდენად იყო დაცული დაცვის უფლებები. კერძოდ, უნდა შეფასდეს – მიეცა თუ არა მომჩივანს შესაძლებლობა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულებების გამოყენებას. გარდა ამისა, გასათვალისწი--ბელია მტკიცებულებათა ხარისხი, ის გარემოებები, რომლებშიც მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და რამდენად ბადებს ეჭვს ეს გარემოებები მტკიცებულებების ნამდვილობასა და სარწმუნოობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო, სამართლიანობაში ეჭვის შეპარვის საფუძველი წარმოიქმნას, თუ მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით. ხაზგასასმელია – იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება საკმაოდ წონიანია და არ არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიძლება არასარწმუნოდ იქნეს მიჩნეული, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის მით უფრო ნაკლები აუცილებლობა არსებობს (იხილეთ, ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Bykov v. Russia), N4378/02; (დიდი პალატა), §89, 90; ECtHR; 10.03.2009; ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany), N54810/00; (დიდი პალატა), §95, 96; ECtHR; 11.07.2011). სასამართლოს მიაჩნია, რომ განხილულ საქმეზე არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია და ამ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას შემოწმებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. ამ მხრივ, მოცემული საქმის წარმოებისას დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული – სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი საფუძველი ეჭვისათვის იმ მტკიცებულებების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, რომლებზეც სასამართლო აფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ამ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობას გონივრულ ეჭვს მიღმა ნაწილი ბრალდებულისთვის გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, ზემოთ წარმოდგენილი და გაანალიზებული გარემოებების გათვალისწი--ბით, ამ მხრივაც ვერ იქნება აღნიშნული მტკიცებულებები საეჭვოდ მიჩნეული, რადგან ასეთი ეჭვისათვის არ მოიპოვება დასაბუთებული და რელევანტური საფუძველი.
31. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ლი--–--–----ნის მიმართ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) გათვალისწი--ბული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
32. ლი--–--–----ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
33. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწი--ბული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწი--ბით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწი--ბით, სასამართლო თვლის, რომ ლი--–--–----ნს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
გამომდინარე იქედან, რომ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს რედაქციით) სხვადასხვა ძირითადი სასჯელების გამოყენებაა შესაძლებელი, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ლი--–--–----ნის რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლი--–--–----ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 აგვისტოს რედაქციით) გათვალისწი--ბული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
,,ფოლქსვაგენ ბორა’’-ს მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი S----4) და ,,ჰონდა ფიტ’’-ის მარკის ავტომანქანა (სახ. ნომერი X-----X), რომლებიც ინახება შპს ,,ბათ ავტო’’-ს სპეციალურ ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
CD დისკი ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი