განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/284-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
6 მარტი 2020 წელი ქ. ა---––---
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------–---–-, დაბადებული 0---------წ., პ/ნ 4----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული ქ.ა---––---, ყ-------- ქ. N3-
ადვოკატი - ნ------------------–---–-
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - მუქარა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი)
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს თ---------------ს გ----------–---–- სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით სისტემატიურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს თ---------------ს გ----------–---–- სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით სისტემატიურად ემუქრებოდა მისივე დედის ნ--------------- სიცოცხლის მოსპობით, რომელსაც ისმენდა დაზარალებული და რის შედეგადაც ნ--------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა გ----------–---–-ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ----------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–---–- დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
დაზარალებულ თ---------------ს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ა-----–---–თან ხუთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თავიდან თ--------------- და გ----------–---–- ცხოვრობდნენ სოფელ კ-–---–-, თ---------------ს დედის სახლში, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ საერთო შვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. თ---–--–- ნაქირავებ ბინაში. მეუღლეებს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მოგვიანებით გ----------–---–-ს მხრიდან ძალადობას და შეურაცხყოფას სისტემატიური ხასიათი მიეცა. ამასთან, თ---------------მ გ----------–---–-ს ტელეფონში ნახა უცხო ქალთან მისი სასიყვარულო მიმოწერა, რის გამოც, იმ დროს, როცა გ----------–---–- მორიგე იყო, შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სოფელ კ-–---–- მშობლების სახლში. მეორე დღეს გ----------–---–-ა დაურეკა თ---------------ს მუქარით, თუ რატომ წავიდა სახლიდან და რატომ დააშორა შვილს. 2019 წლის სექტემბრის თვეში გ----------–---–-ს მხრიდან მუქარას მიეცა სისტემატიური ხასიათი, უგზავნიდა მესიჯებს თუ როგორ მოუსპობდა მას სიცოცხლეს, მის სისხლს დალევდა, როგორ ატირებდა კუბოზე მის უფროს გოგონას (პირველი ქორწინებიდან) და თუ მის პატარა გოგონას სათანადოდ ვერ მიხედავდა თ------ დედა ნ--------------, ასევე მოუსპობდა მასაც სიცოცხლეს. თ------ ასევე წააკითხა დედას და ძმას გ----------–---–-ს მოწერილი, მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუქარები უფრო ინტენსიური გახდა, ერთერთი დარეკვის დროს, როდესაც გ----------–---–- კვლავ ემუქრებოდა თ---------------ს, სახლში იმყოფებოდნენ თ---------------ს ოჯახის წევრებიც - დედა და ძმა, რომლებსაც თ---------------მ ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმზე მიკროფონის ჩართვით მოასმენინა თუ როგორ ემუქრებოდა გ----------–---–- თ---------------ს და ნ--------------- სიცოცხლის მოსპობით. თვითონ გ----------–---–-აც იცოდა, რომ ნ-------------- ისმენდა მის მუქარებს და ნ--------------- გასაგონადაც ემუქრებოდა მას. მუქარის გამო ძალიან შეშინებულები იყვნენ თვითონ და დედამისიც, დედას შაქარმა აუწია და წნევები ჰქონდა შიშის ფონზე, ღამე შუქსაც არ აქრობდნენ, იცოდნენ რომ გამკეთებელიც იყო, რადგან წარსულშიც მისი მხრიდან იყო მათ მიმართ ძალადობის ფაქტი და პასუხისგებაში იყო მიცემული, რის გამოც გ----------–---–-ა მაშინ პირადად უთხრა, რომ ისეთი გაბრაზებული იყო, რომ ფანჯრიდან გადავიდა სახლში, რათა მოეკლა თ-----, თუმცა იქ არავინ დახვდა. მუქარების გამო იძულებული გახდა მიემართა პოლიციისთვის.
დაზარალებულ ნ--------------- სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ----------–---–- და მისი შვილი თ--------------- იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ მის სახლში და ერთიან მეურნეობას ეწეოდნენ. ისინი ხშირად კამათობდნენ, ვინაიდან გ--- მის შვილს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ გადავიდნენ თ---–--–- საცხოვრებლად. 2019 წლის სექტემბრის თვეში თ---–------ნ დაურეკა შვილმა თ---------------მ და უთხრა, რომ გ---- სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ქალთან, რის გამოც შვილთან ერთად დაბრუნდა მასთან სახლში სოფელ კ-–---–-. გ--- რეკავდა ტელეფონზე და შვილს ელაპარაკებოდა, საუბრისას კი ბავშვთან დედის და ბებიის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა, იმუქრებოდა. ამასთან, მუქარის მესიჯებს უწერდა მის შვილს თ---------------ს, ასევე ურეკავდა თ---------------ს და ემუქრებოდა. ბოლო ერთი კვირა კი აუტანელი გახდა. ერთ-ერთი დარეკვისას თ------ ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი და გაიგო როგორ ემუქრებოდა გ----------–---–- მას და მის შვილს თ------ მოკვლით, ნ--------------- ძმის შვილის ბ----------------–---–-- გვამის გამოგზავნით. თ---------------ს ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა მას და დედამისაც მიაყოლებდა, იმის გამო რომ შვილს წესიერად ვერ მოუარეს, წინა ქორწინებიდან შეძენილ შვილსაც მოუკლავდა და მის კუბოს ანახებდა. გ----------–---–-ს მხრიდან მუქარის ფაქტს ასევე შეესწრო მისი შვილი გ-----------------ც, რომელმაც მოისმინა ტელეფონზე როგორ ემუქრებოდა გ----------–---–- თ---------------ს და ნ--------------- მოკვლით. გ----------–---–- ტელეფონით რომ ემუქრებოდა თ---------------ს, მან იცოდა, რომ მისი მუქარა ნ---------------აც ესმოდა და მასაც მიმართა, რომ ადრე ,,დრუჟბის ცეპი“ ხომ გადაარტყა და ახლა ,,დრუჟბით“ აჩეხავდა. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია მასსა და მის შვილში ნ--------------ში შიში, რის გამოც ღამეები არ ეძინათ, შუქს ანთებულს ტოვებდნენ სახლში, ეშინოდათ გ--- არ მისულიყო და სახლი არ გადაეწვა. სისტემატური მუქარის გამო კი იძულებული გახდნენ მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
მოწმე გ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ არის თ---------------ს ძმა. მის დას თ---------------სა და სიძეს გ--- ა-----–---–ს შორის თავიდან ჩვეულებრივი ურთიერთობა იყო, გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. თუმცა შემდეგ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, გ----------–---–- მის დას თ---------------ს ტელეფონში უგზავნიდა მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვები იყო, როდესაც სახლში იმყოფებოდა, მის დას თ---------------ს ტელეფონზე დაურეკა გ----------–---–-ა, დამ ტელეფონი ჩართო ხმამაღლა მოლაპარაკე რეჟიმზე და მანაც გაიგონა, თუ როგორ ემუქრებოდა გ----------–---–- მის დას და დედას ნ--------------- სიცოცხლის მოსპობით. ამის გამო თ---------------ს და ნ--------------- ძალიან შეეშინდათ და ამის თაობაზე განაცხადეს პოლიციაში.
მოწმე დ---------–------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოში. 2019 წლის 12 სექტემბერს შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა თ---------------მ, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლის მხრიდან მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა მუქარა. მოცემულ საქმეზე მან დაზარალებულებს გააცნო დადგენილება და დაკითხა, ასევე დაკითხა გ-----------------, რომლებმაც განმარტეს, რომ მუქარა იმდენად რეალური იყო, რომ გაუჩნდათ რეალური შიში. გ----------–---–- ემუქრებოდა მეუღლეს, რომ თუ არ შეურიგდებოდა მუქარას აღასრულებდა.
მოწმედ დაკითხულებმა თ-------------------- ა-–-------------------–---–--, თ-------------–---–-ა და მ--------------- დაადასტურეს მათ მიერ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება.
ბრალდებულის გ----------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ თ---------------სთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. ჰყავთ საერთო შვილი. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–-. 2019 წლის 15 აგვისტოს, თ--------------- ბავშვთან ერთად წავიდა სახლიდან და დატოვა წერილი, სადაც წასვლის მიზეზად უთითებდა ტელეფონში ნანახ მესიჯებს. არაერთი თხოვნის მიუხედავად სახლში არ ბრუნდებოდა. გადამოწმების მიზნით კი ურეკავდა გ--- ა-----–---–ს იმყოფებოდა თუ არა სამსახურში. იმავე წლის 18 აგვისტოს, სამუშაოს დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებულ გ--- ა-----–---–ს სახლის კარები დახვდა გატეხილი, თ------ და ბავშვის პირადი ნივთები სახლში აღარ იყო, ასევე სახლიდან წაღებული იყო ფული 450 ლარი. მან დაურეკა თ---------------ს, რომელმაც განმარტა, რომ ნივთები თ------ ბიძამ და დედამ წაიღეს. ამის შემდეგ თ------ მას რამდენჯერმე სთხოვა თანხმობა ბავშვის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანაზე, თუმცა მის კითხვაზე თუ სად და ვისთან უნდა გამგზავრებულიყო ბავშვი პასუხს არ სცემდა, რის გამოც გ----------–---–-ა თ---------------ს ბავშვის გაყვანაზე მინდობილობის მიცემაზე უარს ეუბნებოდა, ვინაიდან თ------ არ ენდობოდა. ამაზე თ------ დედა ნ-------------- ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თუ თანხმობას არ მისცემდა ციხეში ამოალპობდა და მოეფიქრებინა 12 სექტემბრამდე. 12 სექტემბერს კიდევ დაურეკა და უთხრა, რომ იყო განყოფილებაში და მოეფიქრებინა აძლევდა თუ არა თანხმობას, რაზეც კვლავ უარი უთხრა მიიღო. ამის შემდეგ კი ერთ საათში ძმისგან გაიგო, რომ პოლიცია ეძებდა. რაც შეეხება სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, თ------თვის მხოლოდ შეუგინებია, ხოლო ფრაზა, რომ თითქოს მის სისხლს დალევდა, არ ახსოვს უთხრა თუ არა, ვინაიდან გამწარებული იყო და რას წერდა არ ახსოვს. მოკვლით კი არ დამუქრებია არც პირადად და არც შეტყობინებებით. თ------ და ნ----- პროვოკაციის მსხვერპლია, ვინაიდან ბავშვი არ გაუშვა გაურკევეველ ვითარებაში საზღვარგარეთ.
თ---------------ს 2019 წლის 12 სექტემბრის განცხადებით დადგენილია, რომ მან მიმართა შსს ა---––---- რაიონულ სამმართველოს ყოფილი მეუღლის გ----------–---–-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების თაობაზე და ითხოვა დახმარება. განცხადებასთან ერთად კი წარადგინა ყოფილი მეუღლის გ----------–---–-ს მიერ 2019 წლის 09 სექტემბერს მიწერილი მესიჯები ამობეჭდილი სახით, რასაც დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, სადაც გ----------–---–- თ---------------ს სწერს: „შენ კუბოზე უნდა ვატირო შენი მეგრელი შვილი ..., შენ ადამიანი არ ყოფილხარ შენი კუბო გავა ეს გახსოვდეს ჩემგან ...., და ეს მუქარა არა მართლა მოკვდები შენ, შენ შვილებს ეფერე თვის ბოლომდე, შენი კუბო უნდა გავიტანო და დედაშენმა არ მიდეხოს ჩემ მარიკუნას ორმოც დღეში ეგ მოგყვება უკან, ელოდეთ ..... ჩემ ჩამოსვლას“.
ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გ----------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე ვადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის სექტემბრის თვეში გ----------–---–- სისტემატიურად სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მის ყოფილ მეუღლეს თ---------------ს და დედამისს ნ---------------, რის შედეგადაც თ----- და ნ--------------ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2019 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს თ---------------ს გ----------–---–- სატელეფონო კომუნიკაციის გამოყენებით სისტემატიურად ემუქრებოდა მისი და მისი დედის ნ--------------- სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც თ---------------ს და ნ--------------- გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება, ამისათვის აუცილებელია, რომ შექმნილი ვითარება ქმნიდეს საშიშროებას დაზარალებულისათვის, რომ მუქარის განხორციელება შესაძლებელია იმწუთიერად მუქარისთანავე. ასეთი ქმედება მიუთითებს მუქარის განხორციელების რეალურ საშიშროებაზე და დაზარალებულისათვის წარმოადგენს საფუძვლიანი შიშის გამომწვევ ვითარებას.
ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ: მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა განისაზღვროს ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი კონკრეტულ მუქარას რეალურად. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, არაერთჯერადი ხასიათი, ფიზიკური კონდიციები მუქარის წარმოთქმისას და ობიექტური დაბრკოლებების არსებობა/არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------–---–-ს მხრიდან მუქარის შედეგად დაზარალებულები განიცდიდნენ მუქარის განხორციელების რეალურ შიშს, ვინაიდან, ბრალდებულმა წარსულში მათ არაერთხელ მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც გასამართლებული იქნა კიდევაც. მანვე დაზარალებულ თ---------------ს მიწერა შემდეგი სიტყვები: „შენ კუბოზე უნდა ვატირო შენი მეგრელი შვილი ..., შენ ადამიანი არ ყოფილხარ შენი კუბო გავა ეს გახსოვდეს ჩემგან ...., და ეს მუქარა არა მართლა მოკვდები შენ, შენ შვილებს ეფერე თვის ბოლომდე, შენი კუბო უნდა გავიტანო და დედაშენმა არ მიდეხოს ჩემ მარიკუნას ორმოც დღეში ეგ მოგყვება უკან, ელოდეთ ..... ჩემ ჩამოსვლას“, რაც ჩვეულებრივ ადამიანში გამოიწვევდა შიშის შეგრძნებას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, ბრალდებულისა და დაზარალებულების ურთიერთდამოკიდებულება, მათ ერთმანეთთან აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა. ეს გარემოება ხსნის ბრალდებულის აგრესიას დაზარალებულების მიმართ, დაზარალებულებისათვის ზიანის მიყენების განზრახვის არსებობას, ხოლო, საერთო ჯამში იძლევა საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ----------–---–-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის გ----------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ----------–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გ----------–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:
გ--- ა-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და მისი წარსული ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სანქციის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში გ----------–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით გ----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე ვადით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გ----------–---–- ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას შესაბამისად, კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ----------–---–- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თ---------------ს ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
გ----------–---–- (პ/ნ 4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--------------- ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თ---------------ს ეპიზოდში დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ნ--------------- ეპიზოდში დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--- ა-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
2. გ----------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ გ--- ა-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 13 სექტემბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე ლუიზა თოდუა