განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
130100119003327033
დავის ტიპი
140
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-234-2019

(027171019002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 დეკემბერი, 2019 წელი ხაშური

 

ხაშურის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ლ--–----------–---–ი

 

სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ლ----------------–ი

 

ბრალდებული - ს----- ა----------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, დაბადებული 1989 წლის 07 ივლისს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ში, ე-------ის ქუჩა N 6-ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში)

 

თარჯიმანი - დოილათ მახმედოვი

 

სხდომის სახე - დახურული

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ს----- ა----------–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.საპროცესო შეთანხმების არსი:

 

1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ს----- ა----------–ის ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის დეკემბრის თვეში, 15 წლის რ----–- ა------–--– ო---–- ცოლად გაჰყვა 1989 წლის 07 ივლისს დაბადებულ ს----- ა----------–ის; თანაცხოვრების პერიოდში, ქ-----–ში, ე-------ის ქუჩა N 6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ს----- ა----------–იმა რ----–- ა------–--– ო---–-ს მიმართ ჩაიდინა, სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, რასაც შედეგად რ----–- ა------–--– ო---–-ს ორსულობა მოჰყვა.

 

1.2. ს----- ა----------–ის ჩადენილი ქმედებისათვის 2019 წლის 10 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ე-------ლიობა:

 

საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, თ---–---სა და ქ-----–ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურებიდან გამოძიების მწარმოებელ ორგანოში გადაგზავნილი მასალებით, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, შპს ,,იმედის კლინიკა“-დან გამოძიების მწარმოებელ ორგანოში გადაგზავნილი სამედიცინო დოკუმენტაციით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ს----- ა----------–იმ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება.

 

3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. 2019 წლის 10 დეკემბერს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ს----- ა----------–ისა და ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---– შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით. საპროცესო შეთანხმების შესახებ შედგა ოქმი. საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.

 

3.2. 2019 წლის 10 დეკემბერს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ბ----------------–---–მა ბრალდებულ ს----- ა----------–ისთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დააზუსტა სასჯელთან დაკავშირებული საკითხი და იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ს----- ა----------–ის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის კოდექსი 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით ს----- ა----------–ის უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

3.4. პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც წარმოდგენილ და განხილულ იქნა ბრალდებული სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი.

 

3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ----------------–---–სა და ბრალდებულ ს----- ა----------–ის შორის 2019 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

 

3. ს----- ა----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,140-ე მუხლის პირველი ნაწილით და, სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

5. დამატებითი სასჯელის სახით ს----- ა----------–ის დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე

ლ--–----------–---–ი