გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210119003290302
#2/358 -2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09.03.2020წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე- ს.ს.,, ლ-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–- გ------ა
მოპასუხე - მ------ ტ------ე
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს ” ლ-------------ი”-მა მოპასუხე - მ------ ტ------ის (პ.№3---------- მის: საჩხერე სოფელი მ----------ი) მიმართ, დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
1.2. მოსარჩელე უთითებს, რომ სს „ლ-------------“-მა 2017 წლის 13 დეკემბერს მ------ ტ------ეს მისცა სესხი(ლიბერთი ექსპრესი) 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 68 %-ით. ხოლო ვადა გადაცილების პირგასამტეხლო- ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით.
მოსარჩელე მიუთითებს რომ , მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა, გრაფიკის და ელექტრონული და სხვა არხების საშუალებით მიღებული კრედიტის / ოვერდრაფტის / საგანგებო ავანსის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობების შესაბამისად.
2018 წლის 14 მაისს მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადა გადაცილებაში და ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, მ------ ტ------ეს დავალიანება სს „ ლ-------------ის“-ს მიმართ შეადგენს 2756,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1364.50 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1010.95 ლარი, სესხის ვადა გადაცილების ჯარიმა 381.53 ლარი.
მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება და მიეცა დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის , თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია, შესაბამისად, სს „ ლ-------------ი“ დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართავს სასამართლოს.
1.3.მოსარჩელე ითხოვს მ------ ტ------ეს სს „ ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2756,98 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1364.50 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1010.95 ლარი, სესხის ვადა გადაცილების ჯარიმა 381.53 ლარი.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „ლ-------------“-მა 2017 წლის 13 დეკემბერს მ------ ტ------ეს მისცა სესხი(ლიბერთი ექსპრესი) 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 68 %-ით. ხოლო ვადა გადაცილების პირგასამტეხლო- ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება(ს.ფ.17-34)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 14 მაისს მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადა გადაცილებაში და ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, მ------ ტ------ეს დავალიანება სს „ ლ-------------ის“-ს მიმართ შეადგენს 2756,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1364.50 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1010.95 ლარი, სესხის ვადა გადაცილების ჯარიმა 381.53 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დავალიანების ცნობა(ს.ფ.17-34)
- მხარეთა განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს.,, ლ-------------ი“-ს სარჩელი მ------ ტ------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა შემცირდეს მხოლოდ პირგასამტეხლო ძირი თანხის 10 პროცენტის ფარგლებში. ძირი და პროცენტი უნდა დაეკისროს მთლიანად მოპასუხეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. ამ მუხლის მიზნებისათვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების (გარდა საჯარო ინდექსის ცვლილებისა) დადგომის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 871-ე მუხლის შესაბამისად თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდისათვის, მაშინ კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული.
6.2. სს „ლ-------------“-მა 2017 წლის 13 დეკემბერს მ------ ტ------ეს მისცა სესხი(ლიბერთი ექსპრესი) 1500 ლარის ოდენობით 24 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 68 %-ით. ხოლო ვადა გადაცილების პირგასამტეხლო- ვადაგადაცილებული თანხის 0.40%-ის ოდენობით..
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 14 მაისს მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული პერიოდიდან იმყოფება ვადა გადაცილებაში და ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.
მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, მ------ ტ------ეს დავალიანება სს „ ლ-------------ის“-ს მიმართ შეადგენს 2756,98 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1364.50 ლარი, სესხზე დარიცხული პროცენტი 1010.95 ლარი, სესხის ვადა გადაცილების ჯარიმა 381.53 ლარი.
6.3.სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი და პროცენტი.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).
ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ძირი თანხის ათი პროცენტის ფარგლებში.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.8. ამდენად მ------ ტ------ეს უნდა დაეკისროს სს.,, ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 2511 (ორიათასხუთასთერთმეტი) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრი(საიდანაც 1364,5 არის ძირი თანხა, პროცენტი არის 1010,95 ლარი , პირგასამტეხლო- 136,45 ლარი )
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მ------ ტ------ემ 1364,5 ლარის ფარგლებში ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. სს. ,, ლ-------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს 24.75 ლარი.
მ------ ტ------ეს უნდა დაეკისროს სს. ,,თიბისი ბანკი“-ს სასარგებლოდ მ------ ტ------ეს დაეკისროს სს. ,,ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 20 ლარისა და 81 თეთრის, 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 ლარის(ამონაწერის განახლების) , 40 ლარის ( ყადაღის რეგისტრაციის საფასური) გადახდა,სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ს.ს. ,, ლ-------------ი“-ს (ს/კ203828304) სარჩელი მ------ ტ------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.მ------ ტ------ეს (პ/ნ3----------) დაეკისროს სს.,, ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 2511 (ორიათასხუთასთერთმეტი) ლარი და 90 (ოთხმოცდაათი) თეთრი(საიდანაც 1364,5 არის ძირი თანხა, პროცენტი არის 1010,95 ლარი , პირგასამტეხლო- 136,45 ლარი )
2. სს. ,, ლ-------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 24.75 (ოცდაოთხი ლარი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N5161793828, გადამხდელის ბანკი - სს „ლ-------------ი“, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 50 ლარი, გადამხდელი - სს „ლ-------------ი“ ს.ნ.204854595, გადახდის თარიღი: 15.11.2019 წელი) კანონით დადგენილი წესით.
3. მ------ ტ------ეს დაეკისროს სს. ,,ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ 20 ლარისა და 81 თეთრის, 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 ლარის(ამონაწერის განახლების) , 40 ლარის ( ყადაღის რეგისტრაციის საფასური) გადახდა,4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი