გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.12.2019
საქმის ნომერი
330310019002890260
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე № 3/1811-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

9 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - ლ------------ე

წარმომადგენელი - ა-–-----------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ქ------------------ე

მესამე პირი - ქ------------–--------------ე

წარმომადგენელი - თამარ გაბადაძე, ლამარა ბარკალაია

მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-------ი“

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-------ი“-ს თავმჯდომარე - ლ------------ე

მესამე პირი - ლ--------–-----ე

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე 206 კვ.მ. უძრავი ნივთის ლ--------–-----ის სახელზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - ქ-----------–--------------ე არ დაეთანხმა სარჩელს.

 

3.2. მესამე პირის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ-------ი“-ს თავმჯდომარე - ლ------------ე დაეთანხმა სარჩელს.

 

3.3. მესამე პირს - ლ--------–-----ეს პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 1 ნოემბრის №------ ოქმით დამტკიცდა კალინინის რაისაბჭოს აღმასკომთან არსებული ბინების შემსყიდველი კომისიის 1989 წლის 19 ოქტომბრის (ოქმი №5) დადგენილება გ----------------ში მცხოვრებ მოქ. ა---------------ას სახელზე რიცხული 15.78 კვ.მ. ფართი ბინის შესყიდვის თაობაზე.

 

საბინაო ტრესტის მიერ 1989 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, დგინდება, რომ ა-------------------ას ნება დაერთო შეესყიდა მისი კუთვნილი ბინა, ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის მიხედვით 1 სართულიანი სახლის პირველ სართულზე, საცხოვრებელი ოთახი №14 - 15,78 კვ.მ., საერთო სამზარეულო №13 – 9,867 კვ.მ. , საერთო სანკვანძი 2 კვ.მ., საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 146 კვ.მეტრი.

 

1989 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებით ა-----------–----------–------------ას საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის კალინინის რაიონის საბინაო ტრესტის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 1----- წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში. საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, სასარგებლო ფართია 206 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - რვა, საცხოვრებელი ფართია 146 კვ.მ., დამხმარე ფართია 60 კვ.მეტრი.

 

1989 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა-------------------ამ ნ--------–-----ეს მიყიდა საცხოვრებელი სახლის 1------დი წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში. საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, სასარგებლო ფართია 206 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - რვა, საცხოვრებელი ფართია 146 კვ.მ., დამხმარე ფართია 60 კვ.მეტრი.

 

2008 წლის 28 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ--------–-----ემ მიიღო გარდაცვლილი ნ--------–-----ის სამკვიდრო ქონება, რომელიც არის მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი 1------ის წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებელია №1, ლიტერი „ა“, სართულიანობა - 1, საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 146 კვ.მ., დამხმარე ფართი 60 კვ.მეტრი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილებით, ლ--------–-----ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 206 კვ.მ. უძრავ ნივთზე, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის კალინინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 1 ნოემბრის №------ ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 181-182);

- საბინაო ტრესტის მიერ 1989 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობა (ტ. 2, ს.ფ. 101);

- 1989 წლის 15 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 183-184);

- 1989 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 255-256);

- სამკვიდრო მოწმობა (ტ. 1, ს.ფ 115-119);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 121);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 122);

 

4.2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ------------–--------------ის საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა უძრავი ნივთი მდებარე, ქ. თბილისში, გ----------------ში, 206 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 125-126);

- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 131);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 132);

4.3. 1992 წლის 21 მაისის პრივატიზების ხელშეკრულების თანახმად, ლ------------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის 67-ე საბინაო საექსპლუატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, აღნიშნულ სახლში გასასხვისებელი ბინა ერთოთახიანია, საცხოვრებელი ფართია 16 კვ.მ., სამზარეულო 5 კვ.მ., დამხმარე სათავსო 29 კვ.მ., სააბაზანო 4 კვ.მ., საკუჭნაო 8 კვ. მეტრი.

 

1995 წლის 1 მარტს გაცემული №----- ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, გერგგეთის ქ. №3-ში მდებარე სახლთმფლობელობა რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში მ---------–------------------, 16/146 წილობრივი მონაცემით, საფუძველი: 21.05.1991 წლის სანოტარო საბუთი. ცნობა გაიცა მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეზე გაჩუქების მიზნით.

 

უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათის თანახმად, განაცხადის რეგისტრაციის თარიღი: 30.08.2005 წ. რეგ. №-------, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №1-----------, აღირიცხა ლ------------ის საკუთრებად, საცხოვრებელი ფართი 16 კვ.მ., სამზარეულო 5 კვ.მ., დამხმარე სათავსო 29 კვ.მ., სააბაზანო 4 კვ.მ., საკუჭნაო 8 კვ. მეტრი. გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1992 წლის 21 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 190-191);

- 1995 წლის 1 მარტს გაცემული №----- ცნობა-დახასიათება (ტ. 1, ს.ფ. 194-195);

- სააღრიცხვო ბარათი (ტ. 1, ს.ფ. 200-201);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ. 1, ს.ფ. 202-203);

 

4.4. ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო მასალაში დაცული მიწის ნაკვეთის გეგმის თანახმად, ქ. თბილისში, გ----------------ში აღრიცხული მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 535, განაშენიანებულია 342 კვ.მ. ამავე გეგმაზე ასახულია მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები: 1. ლიტერი „ა“; 2. ლიტერი „ა1“, 3. ლიტერი „ვ“; 4. ლიტერი „ბ“; 5. ლიტერი „გ“; 6. ლიტერი „е“.

 

ამავე მასალის თანახმად, ლიტერი „ვ“ (ცალკე მდგომი შენობა, აღრიცხული იყო ალელაშვილის სახელზე) შეადგენდა 17,50 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობას, რომელსაც მოგვიანებით მიშენებული ჰქონდა შემინული ფართი. ამავე გეგმაზე ასახულია ლიტერი „ა“-ს ფრაგმენტი ოთახი №14, ფართით 15,80 კვ. მეტრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის ნაკვეთის გეგმა (ტ. 1, ს.ფ. 210-211);

- შემაჯამებელი შეფასების აქტი (ტ. 1, ს.ფ. 215-217, 223-224);

 

4.5. 2019 წლის 26 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ლიტერი „ვ“, ლიტერი „გ“ და ლიტერი „ბ“ აღრიცხულია ია წულეისკირის საკუთრებად, რომლებიც შეესაბამებიან 16.12.10 წ. მომზადებულ საკადასტრო გეგმაზე ასახულ №3, №4 და №5 შენობა-ნაგებობებს.

 

ამავე ამონაწერის თანახმად, საკადასტრო გეგმაზე ასახული №6 (ს.კ. 01.15.05.060.012.06.500) და №7 (ს.კ. 01.15.05.060.012.07.500) ფართები შესაბამისად აღრიცხულია ნინო იმედაშვილისა და ელენე ბერიძის საკუთრებად.

 

ამავე ამონაწერის თანახმად, გიორგი შატბერაშვილის საკუთრებაში ირიცხება 47.42 კვ.მ. ფართი, სართული 1, ბინა №3 (ს.კ. 0----------------------, წინა №0---------------------4, რომელიც მანამდე აღრიცხული იყო ტექ.ბიუროში 1993 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან საჯარო რეესტრში ეთერი მოსიძის სახელზე, როგორც 39/146-დი წილი; აღნიშნული უძრავი ნივთის რეგიტრირებული მონაცემებში განხორციელდა ცვლილებები, შეიცვალა ფართი, საკადასტრო კოდი და მესაკუთრე.

 

ამავე ამონაწერის თანახმად, თ----–----–-----ის საკუთრებაში ირიცხება 44,56 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0----------------------), რომელიც უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, 2000 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, აღრიცხული იყო ლ------------ის საკუთრებად, 32,00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის სახით. ეს უძრავი ნივთი შედგებოდა 17 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახის, 6 კვ.მ. დერეფანის, 4 კვ.მ. ტუალეტისა და 5 კვ.მ. საშხაპესაგან. თ----–----–-----ის საკუთრებაში აღნიშნული ფართი აღრიცხულია 2002 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

ამავე ამონაწერის თანახმად, ა-----------------–---–ის საკუთრებად ირიცხება 60,89 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0----------------------), აღნიშნული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 1992 წლის 21 ივნისის საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2010 წლის 18 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 26 სექტემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ტ. 1, ს.ფ. 296-299);

- მოხსენებითი ბარათი (ტ. 1, ს.ფ. 313-314);

- ხელშეკრულებები (ტ. 1, ს.ფ. 315-325);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „უძრავი ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია; „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თუ სხვა დოკუმენტაციის, ისე ამ დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების საფუძველზე.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ინსტრუქციის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით. განცხადების ფორმა და რეკვიზიტები მტკიცდება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით დადებული გარიგება მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სანოტარო წესით დადასტურებული სახით ან გარიგების მხარეთა ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებული სახით. თუ გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მაშინ გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება.

 

ამავე წესის 66-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძვლები. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით, მათ შორის, მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

 

ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის ერთეულზე, მიუხედავად იმისა, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში ერთეული ფართობშია გამოხატული თუ მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის წილში, საკუთრების უფლება რეგისტრირდება ფართობის შესაბამისად, მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის საერთო ან მთლიან საცხოვრებელ ფართობში ან/და მიწის ნაკვეთში ამ ფართობის წილის მითითების გარეშე.

 

ამავე წესის 67-ე მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

 

დადგენილია, რომ 1989 წლის 22 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა-------------------ამ ნ--------–-----ეს მიყიდა საცხოვრებელი სახლის 1------დი წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში. საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, სასარგებლო ფართია 206 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - რვა, საცხოვრებელი ფართია 146 კვ.მ., დამხმარე ფართია 60 კვ.მეტრი. 2008 წლის 28 ოქტომბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ--------–-----ემ მიიღო გარდაცვლილი ნ--------–-----ის სამკვიდრო ქონება, რომელიც არის მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი 1------ის წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებელია №1, ლიტერი „ა“, სართულიანობა - 1, საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 146 კვ.მ., დამხმარე ფართი 60 კვ.მეტრი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ როგორც ლ--------–-----ის, ისე მისი წინამორბედი მესაკუთრეების საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტებით საკუთრების უფლების საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის 1------დი წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში. საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანია, სასარგებლო ფართია 206 კვ.მ., საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა - რვა, საცხოვრებელი ფართია 146 კვ.მ., დამხმარე ფართია 60 კვ.მეტრი. აღნიშნული ფაქტი ასევე დგინდება საბინაო ტრესტის მიერ 1989 წლის 27 ნოემბერს გაცემული ცნობით, კერძოდ ა-------------------ას ნება დაერთო შეესყიდა მისი კუთვნილი ბინა, ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის მიხედვით 1 სართულიანი სახლის პირველ სართულზე, საცხოვრებელი ოთახი №14 - 15,78 კვ.მ., საერთო სამზარეულო №13 – 9,867 კვ.მ. , საერთო სანკვანძი 2 კვ.მ., საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 146 კვ.მეტრი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ლ--------–-----ის საკუთრების უფლების ობიექტი მისი წინამორბედი მესაკუთრეების მსგავსად განისაზღვრა სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, შემდეგი მონაცემებით: მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი 1------ის წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებელია №1, ლიტერი „ა“, სართულიანობა - 1, საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 146 კვ.მ., დამხმარე ფართი 60 კვ.მეტრი.

 

აღსანიშნავია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილებით, ლ--------–-----ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 206 კვ.მ. უძრავ ნივთზე, გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0----------------------.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილებით არასწორად იქნა ასახული რეგისტრირებული მონაცემები საჯარო რეესტრში და იგი არ შეესაბამება საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში ასახულ უძრავი ნივთის მონაცემებს, რაც შესაძლოა გამხდარიყო რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების და არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება სადავო სარეგისტრაციო წარმოების მომენტში მოქმედ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-25-ე მუხლების დანაწესს, სადაც მოცემულია უფლების რეგისტრაციის გამომრიცხველი გარემოებები. ამავე კანონის 252 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილების მიღებისას არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, სადავო აქტი კანონშეუსაბამოდ გამოცემულად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით (ამავე კანონის 251 მუხლი).

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ?? ???????? 32-? ან 34-? ?????? გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია დადასტურდეს ლ--------–-----ის მხრიდან რაიმე ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდოექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მხარის კანონიერი ინტერესის გამომრიცხავ გარემოებად შეიძლება ჩათვლილიყო. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ლ--------–-----ეს სადავო რეგისტრაციის გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - ლ--------–-----ესა და ქ------------–--------------ეს შორის 2008 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სადავო უძრავი ნივთი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 1 დეკემბრის №8------------03 გადაწყვეტილებით ამჟამად აღრიცხულია ქ------------–--------------ის სახელზე. თუმცა აღნიშნული გარემოებები ხელშემშლელი ვერ იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის, თუ დადასტურდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილიღ გათვალისწინებული გამომრიცხველი გარემოება, - როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

ამჟამად მოქმედი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი გვაძლევს რეგისტრაციის ბათილად ცნობის იმავე საფუძვლების ჩამონათვალს, რაც მოცემული იყო „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 252 მუხლის მე-3 პუნქტით. ასევე ამავე კანონის 28-ე მუხლი ითვალისწინებს რეგისტრაციისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესწორების წესს. ამასთან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს.

 

სასამართლო ასევე ხაზგასმით მიუთითებს საქმეში დაცულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 1 ოქტომბერს მომზადებულ სამსახურებრივ ბარათში ასახულ ინფორმაციზე, რომელიც ასახავს ქ. თბილისში, გ----------------ში არსებულ უძრავ ქონებაზე ამჟამად რეგისტრირებული მონაცემების დარეგისტრირებამდე ისტორიულ ცვლილებებს, აღნიშნული ცვლილებები აფუძნება, როგორც ტექნიკური აღრიცხვის აღრიცხვის არქივში არსებულ სააღრიცხვო მასალაში დაცულ, ისე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ უფლების დამდგენ დოკუმენტებს. კერძოდ კონკრეტული ლიტერისა და შენობის ნომრის მითითების გარეშე გარდა ქეთევანი გოცირიძე-ბრეგვაძის 206 კვ.მ. ფართისა აღრიცხულია შემდეგი მესაკუთრეების საკუთრების უფლებები:

 

1. გიორგი შატბერაშვილის საკუთრებაში ირიცხება 47.42 კვ.მ. ფართი, სართული 1, ბინა №3 (ს.კ. 01.15.05.060.012.06.500, წინა №01.15.05.060.012.07.500, რომელიც მანამდე აღრიცხული იყო ტექ.ბიუროში 1993 წლიდან, ხოლო 2005 წლიდან საჯარო რეესტრში ეთერი მოსიძის სახელზე, როგორც 39/146-დი წილი; აღნიშნული უძრავი ნივთის რეგიტრირებული მონაცემებში განხორციელდა ცვლილებები, შეიცვალა ფართი, საკადასტრო კოდი და მესაკუთრე;

 

2. თ----–----–-----ის საკუთრებაში ირიცხება 44,56 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0----------------------), რომელიც უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, 2000 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, აღრიცხული იყო ლ------------ის საკუთრებად, 32,00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის სახით. ეს უძრავი ნივთი შედგებოდა 17 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახის, 6 კვ.მ. დერეფანის, 4 კვ.მ. ტუალეტისა და 5 კვ.მ. საშხაპესაგან. თ----–----–-----ის საკუთრებაში აღნიშნული ფართი აღრიცხულია 2002 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

3. ა-----------------–---–ის საკუთრებად ირიცხება 60,89 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი (ს.კ. 0----------------------), აღნიშნული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 1992 წლის 21 ივნისის საკუთრების მოწმობის საფუძველზე, 2010 წლის 18 მაისს.

 

4. ლ------------ის საკუთრებად ირიცხება საცხოვრებელი ფართი 16 კვ.მ., სამზარეულო 5 კვ.მ., დამხმარე სათავსო 29 კვ.მ., სააბაზანო 4 კვ.მ., საკუჭნაო 8 კვ. მეტრი (ს.კ. 0----------------------), რეგისტრაციის საფუძველი 1992 წლის 21 მაისის პრივატიზების ხელშეკრულება;

 

საქმეში დაცულია 2005 წლის 13 სექტემბერს მომზადებული საკადასტრო რუკა, რომელზეც ქ. თბილისში, გ----------------ში არსებულ უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობები აღრიცხულია №1, №2, №3, №4, №5, №6, №7 ნუმერციის გათვალისწინებით; ასევე საქმეში დაცულია 16.12.2010 წ. მომზადებული საკადასტრო გეგმა, რომელზეც ქ. თბილისში, გ----------------ში არსებულ უძრავ ნივთზე შენობა-ნაგებობები აღრიცხულია №2/1, №2/1, №3/1, №4/1, №5/1, №6/1, №7/1 ნუმერციის გათვალისწინებით; ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლ--------–-----ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში, სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო ქონების მახასიათებლად ასახულია 1------დის წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებელია №1, ლიტერი „ა“; მაშინ, როცა ამავე ამხანაგობის სხვა წევრთა საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების, მათ შორის ლ------------ის უფლების დამდგენი დოკუმენტის შეფასება ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ სადღეისოდ ქ. თბილისში, გ----------------ში №1 შენობა აღარ არსებობს ან შეცვლილი აქვს ნომერი, ვინაიდან დავის განხილვის მომენტში მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერი შეიცავს რეგისტრირებული მონაცემის სახით შენობა-ნაგებობების ჩამონათვალს: №1, №2, №3, №4, №5, №6 და №7. შესაბამისად, მოცემულ დავაში ვერ შეფასადება ის ფაქტი, №1 და №2 (ეს უკანასკნელი ნომერი ასახულია 49.05 კვ.მ. სხვენის მახასიათებლად) შენობა-ნაგებობა არის თუ არა ერთიდაიგივე შენობა-ნაგებობა, ვინაიდან აღნიშნული სცდება მოთხოვნის ფარგლებს და შესაბამისად ამ გარემოებაზე არგუმენტაცია მხარეებს არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლო მიუთითებს თბილისის მთაწმინდის რაიონის 1991 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ---------------------–---------ე გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, გ----------------ში მდებარე მოსარჩელე - ნ--------------------–-----–-----ის პირადი საკუთრების 15,78 კვ.მ. ფართის ერთოთახიანი ბინიდან პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტი, რომ ნ--------–-----ის საკუთრებაში არსებულ ფართში ლ--------–-----ეს თვითნებურად ჰქონდა გაჭრილი კედელი და იკავებდა მას (ტ. 1, ს.ფ. 77-84);

 

თბილისის მთაწმინდის რაიონის 1991 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, რომ ლ------------ეს ნ--------–-----ის საკუთრებაში არსებული ფართის კედლის გაჭრით მისი დაკავების ფაქტობრივი შესაძლებლობა ჰქონდა, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამკვიდრო მოწმობით ლ--------–-----ის საკუთრებაში გადაცემული 1----- კვ.მ. ფართი და ლ------------ის საკუთრებაში არსებული ფართი ერთ ლიტერში მდებარეობდნენ, რასაც ასევე ადასტურებს 1995 წლის 1 მარტს გაცემული №----- ცნობა-დახასიათებაში ასახული ლ------------ის ფართის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი - 16/146-დი წილი, კერძოდ 146 კვ.მ. ლიტერი „ა“-ში არსებული საცხოვრებელი ფართის აღრიცხული საერთო მონაცემია; თუმცა ლ------------ის საკუთრებაში არსებული ოთახი როგორი კონფიგურაციით და რომელი მხრიდან ემიჯნება ა-------------------ასათვის გადაცემულ №14 ოთახს, აღნიშნული ფაქტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია ტექნიკური აღრიცხვის არქივში სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არარსებობის გამო.

 

შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება ძალადაკარგულია საკუთრების უფლების სხვა პირზე გადასვლისა და რეგისტრაციის გამო; ამასთან, დადგენილია, რომ ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ლ--------–-----ის საკუთრებად აისახა ლიტერი „ა“-ს მთელი ფართი - 206 კვ.მეტრი. შესაბამისად, იმავე ლიტერში არსებული სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრის კანონიერი ინტერესი საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის კანონის 28-ე მუხლის გამოყენებით, რეგისტრაციისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზის შესწორებით ვერ იქნება დაცული, ვინაიდან აღნიშნული პროცედურის განხორციელების ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მესაკუთრის კანონიერი ინტერესი ძალადაკარგული სადავო აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებით, ვინაიდან ამჟამად სადავო ქონება ირიცხება ახალი მესაკუთრის საკუთრებად; შესაბამისად, ძალადაკარგულად არის გამოცხადებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება და მასში ტექნიკური ხარვეზის შესწორება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ--------–-----ეს სამკვიდრო მოწმობით გადაცემული აქვს მამკვიდრებლის კუთვნილი უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი 1------ის წილი, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში, მთელი საცხოვრებელი სახლის მახასიათებელია №1, ლიტერი „ა“, სართულიანობა - 1, საერთო ფართი 206 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი - 146 კვ.მ., დამხმარე ფართი 60 კვ.მეტრი. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილების სრულად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან იმ ნაწილში, რომლითაც ლ--------–-----ის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლება დარეგისტრირდა სადავო აქტი კანონიერია. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2008 წლის 29 ოქტომბრის №8------------03 გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 191 კვ.მ. ფართის ნაწილში, ვინაიდან ლ--------–-----ის სახელზე ამ ფართის რეგისტრაციის რაიმე სამართლებრივი საფუძველი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------------ის სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2008 წლის №8------------03 გადაწყვეტილება ლ--------–-----ის სახელზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში (ს.კ.0----------------------) 191 კვ.მეტრის ნაწილში;

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.10.2008 წლის №8------------03 გადაწყვეტილება ლ--------–-----ის სახელზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, გ----------------ში (ს.კ.0----------------------) 191 კვ.მეტრის ნაწილში;

 

3. მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე