განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2020
საქმის ნომერი
080100119003248716
დავის ტიპი
236 3 , 236 2 , 120
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/926-19 (№041080919002)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---–- ტ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ო------ ა-------- ძე ყ---------- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, ს-–----–-- განათლებით, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, ი----------–---–----------–----------, მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. ქუთაისი, რ----------–---–----------------;

 

ადვოკატები - ზ------ ჯ---–--, გ--- შ-----–--, გ------- გ----–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ტარება;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, კ--------------------------- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ო------ ყ----------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლის შედეგად, გ--------- კ---------- მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ო------ ყ----------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და 2019 წლის 8 სექტემბერს უკანონოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და 9 მმ კალიბრის 1908 წლის ვაზნას, ტყვიას, რომლიდანაც ორჯერ გასროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გ--------- კ----------. 9 მმ კალიბრის 1908 წლის ვაზნის ტყვია ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.

 

2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, კ--------------------------- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ო------ ყ---------- უკანონოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას - 9 მმ კალიბრის 1908 წლის ვაზნას, ტყვიას, რომლიდანაც განახორციელა ორჯერ გასროლა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გ--------- კ----------. 9 მმ კალიბრის 1908 წლის ვაზნის ტყვია ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა გ--------- კ---------- არ დაადასტურა მის მიერ გამომძიებლისათვის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია. დაზარალებულმა დაადასტურა ადვოკატისათვის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, განმარტა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს დაახლოებით 19:30 საათზე ზუსტი დრო არ ახსოვს, გ--------------------- მარჯვენა მხრიდან, მისი ბინის შესასვლელთან იჯდა მის კუთვნილ მერსედესის მოდელის ავტომანქანაში. ხელში ეჭირა ტელეფონი და „მესიჯობდა“, რა დროსაც დაინახა, ფეხით მიმავალი ძველი ნაცნობი ო------ მ----, რომელიც ამჟამად თურმე არის ყ----------. გვარის შეცვლის ამბავი გაიგო მეორე დღეს პოლიციელებისაგან. ო------ მ------- წლების წინ მოუვიდა კონფლიქტი და მისი დანახვა არ ესიამოვნა, ერთმანეთს არ გასაუბრებიან. დაახლოებით ხუთი-ათი წუთის შემდეგ მანქანაში ჩაუჯდა შვილი ზ------ კ---------, რომელსაც ესაუბრებოდა, რა დროსაც გვერდიდან მიუახლოვდა ვიღაც და თან გაიგო გასროლის ხმა, პირველი გასროლა როდესაც გაისმა იყურებოდა შვილისაკენ და არავინ დაუნახავს. გასროლის შემდეგ ჯერ შვილს უთხრა გადასულიყო მანქანიდან და შემდეგ აპირებდა გვერდზე, მარცხნივ მსროლელისაკენ გახედვას, ამ დროს გაისმა მეორე გასროლის ხმა და ეს პირი უცებ შეტრიალდა და გაიქცა გ--------------------- მხარეს. მან თვალი მოჰკრა მის აღნაგობას, სახეზე კი არ შეუხედავს. გასროლების შედეგად დაიჭრა ორივე ფეხში, გადმოვიდა მანქანიდან და წავიდა ეზოს შესასვლელისაკენ, რათა მოეხმო ვინმესათვის. ადგილზე შეიკრიბნენ მეზობლები, რომლებმაც დარეკეს სასწრაფოში. მასთან მივიდა მეუღლეც რომელმაც ჰკითხა, რომ სამსახურიდან დაბრუნებისას დაინახა ო------ მ---- და მან ესროლა ხომ? მეუღლეს უთხრა, რომ ო------ თავადაც დაინახა, მხედველობაში ჰქონდა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ო------ დაინახა, მისი აღნიშნული განმარტება მეუღლემ როგორ გაიგო არ იცის. შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაციის დაწყებისას გაითიშა, არ იცის გონება დაკარგა თუ წამალი გაუკეთეს. რამდენ ხანში მოვიდა გონს არ ახსოვს, არ იცის დღე იყო თუ ღამე, მასთან შევიდა გამომძიებელი და პოლიციელი, რომელთაც მისცა ჩვენება, მაგრამ არ ახსოვს რა ილაპარაკა. როგორც გაირკვა პირდაპირ მიუთითებია, რომ ო------ მ----- ესროლა, ნამდვილად არ ახსოვს მართლა ეს თქვა თუ არა, რადგან იყო რეანიმაციაში და ალბათ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, გათიშულ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა ხელი ჩვენებას. შემდეგ გაიგო, რომ მისი ჩვენების საფუძველზე ო------ მ---- დაუჭერიათ. მომდევნო დღეებში კარგად აღიდგინა დეტალები, მართალია პიროვნება რომელმაც ესროლა სახეზე არ დაუნახავს, მაგრამ მისი აღნაგობა აშკარად არ ჰგავდა ო------ს აღნაგობას. ის პირი იყო გაცილებით მაღალი და სპორტული აღნაგობის. რადგან არ სურდა უდანაშაულო კაცი ციხეში ყოფილიყო, აიყვანა ადვოკატი და განცხადებით მიმართა პროკურატურას, მისი ხელმეორედ გამოკითხვის მოთხოვნით. გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით მიმართა პროკურატურას გამოკითხვის მიზნით, მაგრამ რატომღაც ისინი გამოკითხვას არ ახდენდნენ, ამის შემდეგ მივიდა ო------ ყ----------- ადვოკატებთან, რომელთაც გამოკითხეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ კ---------- განმარტა, რომ დედასთან ერთად მიდიოდა სახლში, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, კ-------------------------------- ნომერში, ეზოში შესვლისას დაინახეს ვერცხლისფერი იაპონური ავტომობილი, რომელიც ბრუნდებოდა, დედას შეატყო, რომ აღნიშნული ავტომობილის დანახვა არ ესიამოვნა. დედა სახლში ავიდა თვითონ კი ჯერ მაღაზიაში წავიდა, შემდეგ კი მამას ჩაუჯდა მანქანაში. დაახლოებით 15-20 წამის საუბრის შემდეგ მამის მხარეს, ფანჯარასთან მივიდა სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც ეცვა შავი ფერის „კაპიუშონიანი“ ჩასაცმელი, რომელმაც პისტოლეტიდან მოახდინა გასროლა, გასროლის შემდეგ მამის მითითებით გადახტა მანქანიდან და გაიქცა. დაახლოებით 5 წამის გასვლის შემდეგ, გაისმა მეორე გასროლის ხმაც. დაახლოებით 5 წუთში უკან დაბრუნებულმა ეზოში დაინახა მეზობლები და დედამისი, მამა გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მიერ შედგენილი მოწმე ქ------- ბ---------- 2019 წლის 8 სექტემბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად - ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, კ----------------------------------ში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:10 საათზე, ავტომობილით მიაკითხა უფროსმა შვილმა ზ------ კ----------, რათა წასულიყვნენ სახლში, სადაც ელოდებოდა მეუღლე გ--------- კ---------. როდესაც მივიდნენ გამსახურდიას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შემავალ გზაზე დაინახა ვერცხლისფერი პატარა ავტომანქანა, რომლის მარკა და მოდელიც არ ახსოვს. ვინაიდან აღნიშნული ავტომანქანა იდგა ცუდად ძალაუნებურად დააკვირდა მძღოლს, რომელიც აღმოჩნდა მისთვის კარგად ნაცნობი ო------ მ----, რომელსაც ახლა შეცვლილი აქვს გვარი და არის ყ----------. ო------ს იცნობდა მეუღლისაგან, ისინი იყვნენ ერთმანეთის ახლობლები, მაგრამ რამდენიმე წლის უკან, რა მიზეზით დეტალები არ ახსოვს, მოუვიდათ კონფლიქტი, მათ ერთმანეთში იჩხუბეს და მას შემდეგ აქვთ დაძაბული ურთიერობა. აღნიშნული პიროვნების უბანში დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ აუარა გვერდი და შევიდა ბინის ეზოში. მანქანიდან ჯერ გადავიდა შვილი, რომელიც წავიდა ქუჩისაკენ, როგორც უთხრა სურდა მაღაზიაში შესვლა, ხოლო თავად გაემართა ბინისაკენ, მაგრამ რამდენიმე სართულის ავლის შემდეგ აღელდა, ვინაიდან ო------ და მის მეუღლეს ჰქონდათ დაძაბულობა და მისი შვილი წავიდა ქუჩისაკენ, დაბრუნდა ქვემოთ, რათა ენახა შვილი და დამშვიდებულიყო. ეზოში ჩასული გაცდა ბინის პირველ სადარბაზოს, საიდანაც გამოჩნდა გამსახუდიას გამზირი და ბინის შემოსასვლელი მეორე ჩიხი, სადაც იდგა მეუღლის კუთვნილი მერსედეს ბენცის მარკისა და მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით R--------, რომელსაც წინა მხარე მისკენ ჰქონდა მიმართული. საჭესთან იჯდა მეუღლე, ხოლო წინა სავარძელში მარჯვენა მხრიდან ჩაჯდა შვილი ზ-----. ასევე დაინახა მისთვის კარგად ნაცნობი ო----- ყ----------, რომელიც ქვეითი სვლით სწრაფად მივიდა მანქანასთან, კარგად დაინახა, რომ ხელში ეჭირა პისტოლეტის მსგავსი ვერცხლისფერი საგანი, პისტოლეტიანი ხელი ჩაჰყო მანქანის წინა სალონში, მარცხენა მხარეს სადაც იჯდა მეუღლე და თან გაიგონა ჯერ ერთი გასროლა, შემდეგ მეორე. ყოველივე ამის დანახვაზე იყვირა. დაინახა შვილი, რომელიც გადმოხტა მანქანიდან და გაიქცა ქუჩის მხარეს. ო------ც მოცილდა მანქანას და გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. შიშისა და დაბნეულობისაგან ადგილიდან ვერ იძროდა. დაინახა მეუღლე, რომელიც გადმოვიდა მანქანიდან და კოჭლობით წავიდა ბინისაკენ. ისტერიულად კიოდა, რომ ო------ამ დაჭრა მისი ქმარი და ითხოვდა სასწრაფო დახმარების გამოძახებას. ადგილზე შეიკრიბა ხალხი, მივიდა სასწრაფო დახმარება და ქმარი გადაიყვანეს საავადმყოფოში. ქ------- ბ---------- ასევე განმარტა, რომ ყველაფერ ამას ხედავდა დაახლოებით 20 მეტრიდან და არ ცდება, მის ქმარს ესროლა მათთვის კარგად ნაცნობმა ო----- ყ----------მ, იგივე მ-----, რომელიც არის დაახლოებით 32 წლის, ცხოვრობს ს-------------------–---–----------- და შეცვლილი აქვს გვარი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ადვოკატის მიერ შედგენილი მოწმე ქ------- ბ---------- 2019 წლის 24 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად - სექტემბრის დასაწყისში დაიკითხა მეუღლის, გ--------- კ---------- დაჭრის ფაქტზე, სადაც მიუთითა, თუ როგორ დაინახა ო----- მ----ს მხრიდან მისი მეუღლის მიმართულებით სროლის ფაქტი. ამჯერად სურს დააზუსტოს შემდეგი: ავტომანქანით სახლში მისვლისას მართლაც დაინახა ავტომანქანაში მჯდომი ო----- მ---- და რეალურად არ ესიამოვნა მისი დანახვა, მაგრამ როდესაც სახლში ავიდა, იმ წამსვე უკან არ დაბრუნებულა, როგორც ეს წინა ჩვენებაში მიუთითა. მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა, როდესაც გასროლების და სხვა ხმაური გაიგო. ჩამოსულმა დაინახა მანქანიდან გადმოსული მეუღლე, რომელიც ფეხებში იყო დაჭრილი, სდიოდა სისხლი და ითხოვდა შველას. კითხვაზე, რომ ო------ მ---- დაინახა და მან ესროლა ხომ? მეუღლემ უპასუხა, რომ თვითონაც დაინახა ო------ მ----. სწორედ ყოველივე ამის საფუძველზე იყო დარწმუნებული, რომ ო------ მ----- დაჭრა მისი მეუღლე. იყო ძალიან შეშინებულ და ჰქონდა განცდა, რომ თუკი ო------ მ----- გააკეთა ეს, ამით არ გაჩერდებოდა, ამიტომაც ოჯახის დაცვის მიზნით დაადასტურა, რომ სწორედ ო------ მ----- ესროლა მის მეუღლეს და თითქოს ყოველივე ეს თავად დაინახა. ეს ჩვენება მისცა ოჯახის დაცვის მიზნით, თუმცა მოგვიანებით, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მეუღლემ აღიდგინა ზუსტი სურათი და უთხრა, რომ სროლის მომენტში არ დაუნახავს მსროლელის სახე, მაგრამ ვინაიდან წინა წუთებში დაინახა იქ გავლილი ო------ მ----, აღნიშნული დაუდასტურა მასაც და თან უთხრა გაჩუმებულიყო, ვინაიდან იმ მომენტში აღელვებისაგან ხმამაღლა გამოხატავდა ემოციებს. მეუღლის აღნიშნული პასუხის შემდეგ იგულისხმა, რომ ო------ მ----საგან სროლაც დაუდასტურა, ამით გარკვეული გარემოებების დამთხვევამ ორივე შეცდომაში შეიყვანა, თუმცა ეს განზრახ არ ყოფილა, ნამდვილად ეგონა, რომ ო------ მ----- ჩაიდინა და მეუღლის ნათქვამი მიიღო მის მიერ დანახულად. ახლა ვინაიდან მეუღლეს სურს გამოძიებას მისცეს გამოჯანმრთელების შემდეგ აღდგენილი ინფორმაცია, თავადაც თავს ვალდებულად თვლის მისი ჩვენება არ მოვიდეს წინააღმდეგობაში მეუღლის ჩვენებასთან. ვინაიდან იყო ძლიერ აღელვებული და ემოციურ მდგომარეობაში საღად ვერ აზროვნებდა, ამას დაემატა მეუღლის ნათქვამის არასწორი აღქმა და სწორედ ამიტომ მიუთითა საპატრულო პოლიციას, რომ ო----- მ----- დაჭრა მისი მეუღლე.

 

უდავოდ ცნობილი, მოწმე კ--- ძ---–---- გამოკითხვის ოქმის თანახმად - მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, ქ. ქუთაისში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2019 წლის 8 სექტემბერს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, დაახლოებით 19:30 საათზე, რადიო სადგურ რიონი 112-იდან მიღებულ იქნა შეტყობინება ე.წ კლინიკურ საავადმყოფოსთან, კერძოდ კ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მეწყვილე გ------- ლ----------- ერთად გაემართა მისამართზე, სადაც მისულმა დაინახა კ----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ფილაზე მწოლიარე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც შარვალზე ჰქონდა სისხლი. აღნიშნულ მამაკაცთან ასევე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ სასწრაფო დახმარების დროულად მისვლას. კითხვაზე ვინ იყო აღნიშნული მოქალაქე და რა მოხდა, ერთ-ერთმა ქალბატონმა განუმარტა, რომ იყო ქ------- ბ---------, ხოლო მამაკაცი რომელსაც შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი იყო მისი მეუღლე გ--------- კ---------. აღელვებულმა და შეშინებულმა ქ------- ბ---------- საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე გ--------- კ--------- ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ვინმე ო----- მ-----. ამ დროს ადგილზე მოვიდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცეს შეტყობინება დანაშაულის შესახებ და ქ------- ბ---------- მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გ--------- კ--------- სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში.

 

უდავოდ ცნობილი, მოწმე გ---- ტ---–------- გამოკითხვის ოქმის თანახმად - მუშაობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პირველ განყოფილების ოცეულის მეთაურის თანამდებობაზე. 2019 წლის 8 სექტემბერს სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას დაახლოებით 19:30 საათზე, რადიო სადგურ რიონი 112-იდან მიღებულ იქნა შეტყობინება ე.წ კლინიკურ საავადმყოფოსთან, კერძოდ ქუთაისში, კ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება, სწრაფი რეაგირებისათვის გადასცა შემთხვევის ადგილთან ახლოს მოძრავ საპატრულო ეკიპაჟს და თავადაც გაემართა ზემოხსენებულ მისამართზე. ადგილზე მისვლისას დაინახა, კ----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან არსებულ ბეტონის კონსტრუქციის ფილაზე მწოლიარე ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც შარვალზე ჰქონდა სისხლი. აღნიშნულ მამაკაცთან ასევე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ სასწრაფო დახმარების დროულად მისვლას. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მისთვის ცნობილ გახდა, რომ მამაკაცი რომელსაც შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი იყო გ--------- კ---------, რომელთანაც ასევე იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალბატონი, როგროც შემდეგ გაირკვა მისი მეუღლე ქ------- ბ---------, რომელმაც საუბრისას განმარტა, რომ მისი მეუღლე გ--------- კ---------- ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ო----- მ-----. ამ დროს ადგილზე მოვიდნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც გადასცეს შეტყობინება დანაშაულის შესახებ და ქ------- ბ---------- მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გ--------- კ--------- სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში. მათ მიერ დაცული იქნა შემთხვევის ადგილი და დანაშაულის შესახებ შეტყობინება ეცნობა საპატრულო პოლიციის სამორიგეო ნაწილსა და ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--- კ--------- დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს იყო მორიგე გამომძიებელი, რა დროსაც შევიდა შეტყობინება, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს კ------------------------------------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა გ--------- კ---------- დაჭრის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დაიწყო გამოძიება და გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იდგა ავტომანქანა მერსედეს ბენცი, რომელიც ეკუთვნოდა გ--------- კ---------- და მის ოჯახს. ადგილზე შეხვდა გ--------- კ---------- მეუღლეს ქ------- ბ---------ს, რომელმაც განუმარტა, რომ შეესწრო მისი მეუღლის დაჭრის ფაქტს, კერძოდ ეზოდან დაინახა ავტომანქანაში მჯდომი მისი მეუღლე და შვილი, მათთან მივიდა მათი ძველი ნაცნობი, ო----- მ---- (ყ----------) და ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მანქანაში მჯდომ მის მეუღლეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის შემდეგ გაიქცა, გ--------- კ--------- კი დაჭრის შემდგომ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 9 სექტემბერს გ--------- კ----------თან გამოცხადდა სავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალმა უთხრა, რომ კარგად იყო და შეეძლო გამოეკითხა. ამის შემდეგ პირადად შეხვდა დაზარალებულს, რომელიც თავს კარგად გრძნობდა. გ--------- კ---------- გამოკითხვაზე ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა, მის მიერ განმარტებულ იქნა ყველა უფლება-მოვალეობა, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით. გამოკითხვის მიმდინარეობისას გ--------- კ--------- იყო საღ გონებაზე და თავადაც განაცხადა, რომ თავს გრძნობდა კარგად და შეეძლო ჩვენების მიცემა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გ--------- კ--------- გაეცნო ოქმს და მისი სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------ ო-------–---- განმარტა, რომ გ--------- კ---------- დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განყოფილებაში შესული შეტყობინების შემდეგ მის მიერ გამოკითხული იქნა რამდენიმე პირი, ამოღებული იქნა ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, გ--------- კ---------- ტანსაცმელი და სამედიცინო ისტორია, რომელზეც შემდგომ დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ---- ც----- განმარტა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება გ--------- კ---------- განზრახ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ძირითადი გამომძიებელი იყო ბ--- კ--------, ხოლო მის მიერ მოხდა დაზარალებულის მეუღლის გამოკითხვა, შედგენილ იქნა ოქმები და დანიშნული იქნა ექსპერტიზები, ასევე მონაწილეობა მიიღო მოსამართლის განჩინების საფუძველზე ო----- ყ----------- ბრალდებულის სახით დაკავებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----- ნ-–-------- განმარტა, რომ 2019 წლის 13 სექტემბერს, ქუთაისში ა---–-----------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ო----- ყ----------. დაკავების დროს ო----- ყ----------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაკავება მოხდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 8 სექტემბერს გ--------- კ---------- ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N2------ - 2019 წლის 8 სექტემბერს 112-ში შევიდა შეტყობინება ქუთაისში, გ-------------------------ში განხორციელებული გ--------- კ---------- დაჭრის ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N2------ - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „111“-ე საპატრულო ეკიპაჟიდან განმცხადებელმა კ. ძ---–---- გადმოსცა, რომ ქუთაისში, კ--------------------- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოქ. მ------ მ------------ განაცხადა, რომ კ. გ---------------------ში მცხოვრები 1----–--–- დაბადებულ გ--------- კ---------- ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ქონდა ჭრილობა მარცხენა ფეხის არეში.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინებით N2------ - კლინიკური საავადმყოფოს მორიგის, ნ--------- განცხადებით, სასწრაფო დახმარების მიერ კ-------------------------დან ცეცხლნასროლი ჭრილობით მიყვანილია გ--------- კ---------, დიაგნოზით ჭრილობა ბარძაყის არეში.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით - 2019 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ--- კ--------- მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ. ქუთაისი, გ-------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც კორპუსისაკენ შესასვლელ, ბეტონის გზის დასაწყისში, მარჯვენა მხარეს განთავსებულია მოლურჯო ფერის სედანის ტიპის ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ სახელმწიფო ნომრით R--------, რომელიც მიმართულია N10-ის მიმართულებით. ადგილზე მყოფმა ქ------- ბ---------- განმარტა, რომ მითითებული ავტომანქანა არის მისი ქმრის, გ--------- კ----------, თუმცა სარგებლობს თავადაც. მისი განმარტებით 2019 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში ის სახლიდან ჩამოვიდა N10 კორპუსის მიმდებარედ ზემოაღნიშნულ ქუჩაზე, საიდანაც გარკვევით დაინახა მოპირდაპირე ზოლში მდგარი მისი მეუღლის ავტომანქანა, სადაც საჭესთან იჯდა გ--------- კ---------, ხოლო გვერდით ჩაუჯდა მისი შვილი ზ------ კ---------. ამ დროს დაინახა, რომ გ--------- კ----------თან გარედან, კართან მივიდა მათი ძველი ნაცნობი ო----- ყ----------, რომელმაც პისტოლეტი დაუმიზნა მის ქმარს და ორჯერ გაისროლა ავტომანქანაში მჯდომი გ--------- კ----------აკენ. აღნიშნულის შემდგომ ო----- ყ---------- გაიქცა, ხოლო გ--------- კ--------- გადმოვიდა ავტომანქანიდან და შემდგომ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ქ------- ბ---------- განმარტებით, ვინაიდან მისი ქმარი ამჟამად მკურნალობის მიზნით იმყოფება ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში და უტარდება გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაცები, ვერ შეძლებს ადგილზე მისვლას, ავტომანქანა არის საერთო სარგებლობის და თანახმაა მოხდეს შემთხვევის ადგილის, მათ შორის ავტომანქანის დათვალიერება, რაც დაადასტურა ხელმოწერით. ავტომანქანის ოთხივე კარები არის დახურული. წინა ორივე კარის მინა ჩაწეულია. წინა მარცხენა საბურავის მარცხნივ ორ მეტრსა და 17 სმ-ში ძირს დაგდებულია ერთი ცალი ცილინდრული ფორმის ლითონის დეტალი-ნივთი, რაც ამოღებულ იქნა და მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N1 პაკეტში და დაილუქა FCD1269938 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ავტომანქანის შიდა მხარეს, წინა მარცხენა სავარძლის წინ საჭის ქვედა ნაწილში ხალიჩაზე ასევე დევს ერთი ცალი ცილინდრისებური ფორმის ლითონის მცირე ზომის ნივთი-დეტალი. აღნიშნული ლითონის ნივთი მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N2 პაკეტში და დაილუქა FCD1269939 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. დათვალიერებული ავტომანქანის წინა მარცხენა კარის ქვედა ნაწილთან, ავტომანქანის კორპუსზე შეინიშნება ჩამოღვენთილი სახის მოწითალო ფერის ლაქები. მოწითალო ფერის ლაქები ასევე მრავლობითად შეინიშნება ავტომანქანის მარცხენა მხარეს ბეტონის საავტომობილო გზის ზედაპირზე. აღნიშნული ბეტონის ზედაპირიდან ბიოლოგიურ ჩხირებზე ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები. მოწითალო ფერის ლაქები ასევე შეინიშნება ავტომანქანის წინამდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ გზის მიმართულებით. დათვალიერებაში მონაწილე ქ------- ბ---------- მითითებით სწორედ აღნიშნული მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, ღობესთან მდებარე ბეტონის ფილაზე დაჯდა და უცდიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გ--------- კ---------. ამავე ფილის ზედაპირზე შეინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ბიოლოგიური ჩხირის გამოყენებით ექსპერტის მიერ აღნიშნული ბეტონის ფილის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა მოწითალო ლაქები. ორივე ზემოთაღნიშნული ადგილიდან ამოღებული მოწითალო ლაქები მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N3 პაკეტში და დაილუქა FCD1003158 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ავტომანქანის წინა მარცხენა მხარეს კარის შიდა მოპირკეთებაზე, ზედა მხრიდან აღენიშნება გამჭოლი ნახვრეტი, რაც ქ------- ბ---------- განმარტებით მანამდე არ აღენიშნებოდა. ექსპერტების მიერ დამუშავდა სალონის შიდა მოპირკეთება, საიდანაც სპეციალური დოლბანდით ამოღებულ იქნა ანაწმენდები, რაც მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N4 პაკეტში და დაილუქა FCD1263761 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ავტომანქანა დამუშავდა სპეციალური ფხვნილით და წინა მარცხენა კარის გარე მხრიდან დამაგრებულ პლასტმასის სამზეურის გარე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხელის ერთი კვალი, რაც მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N5 პაკეტში და დაილუქა FCD1263750 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ავტომანქანის წინა მარცხენა ტყავის სავარძლის ზედაპირიდან ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები, რაც მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N6 პაკეტში და დაილუქა FCD1265763 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილი დასურათდა ექსპერტების მიერ.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნით - სს N041080919002 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის ვაზნის 2 ცალი ტყვია საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია 9 მმ კალიბრის დაუდგენელი მოდელის ერთი და იგივე პისტოლეტიდან.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით - წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6072-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ--------- კ---------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 08.09.2019 წლის 19:45 საათზე და დაესვა დიაგნოზი: მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები, ორივე ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანებით. დაზიანებები - ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით - 2019 წლის 13 სექტემბერს 14:25 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----- ნ-–-------- მიერ ქუთაისში, ა---–------------------------------ში განთავსებული საეკლესიო საავადმყოფოს წინამდებარე ტერიტორიაზე ო----- ყ---------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით - ო----- მ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის განაჩენით - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

ცნობის ასლით N0684702 - ო----- მ---- იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2005 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 6 თებერვალამდე საიდანაც განთავისუფლებულ იქნა სასჯელის ვადის გასვლის საფუძველზე კალენდარულად.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნთ - სს N041180919002 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი „MERCEDES-BENZ E320” მოდელის სახ. ნომრით R-------- ავტომობილის მარცხენა წინა (მძღოლის მხარეს) კარების შიგა მოპირკეთების ნაწილებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულია, რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან, ერთი გასროლით გასროლილი 8-9 მმ ხაზობრივი პარამეტრების მქონე ჭურვის ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული გასროლის მიმართულებით და ხასიათდებიან შესაბამისად, როგორც შემავალი და გამომავალი. აღნიშნული დაზიანებების ლოკალიზაციის მიხედვით გასროლის მანძილის დადგენა ვერ მოხერხდა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით - წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N6072-ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N1958/4 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 23.09.2019 წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ--------- კ---------- აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 08.09.2019 წლის 19:45 საათზე, საიდანაც გაეწერა 13.09.2019 წელს 13:00 საათზე დიაგნოზი: მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები, ორივე ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანებით. დაზიანებები - ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ო------ ყ----------- მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, კ--------------------------- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლის შედეგად, გ--------- კ---------- მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია დაზარალებულ გ--------- კ---------- ჩვენებით, მოწმე ზ------ კ---------- ჩვენებით, მოწმე ქ------- ბ---------- გამოკითხვის ოქმებით, მოწმე კ--- ძ---–---- გამოკითხვის ოქმით, მოწმე გ---- ტ---–------- გამოკითხვის ოქმით, მოწმე ბ--- კ--------- ჩვენებით, მოწმე გ------ ო-------–---- ჩვენებით, მოწმე ლ---- ც----- ჩვენებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს დაახლოებით 18:30 საათზე, ო------ ყ---------- იმყოფებოდა ქუთაისში, კ--------------------------- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით როგორც დაზარალებულ გ--------- კ---------- ჩვენებით, ასევე მოწმე ქ------- ბ---------- გამოკითხვის ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ გ--------- კ----------ა და ო----- ყ----------ს შორის წლების წინ მოხდა კონფლიქტი, მას შემდეგ მათ შორის არის დაძაბული ურთიერთობა. გ--------- კ----------ა და ქ------- ბ---------ს ეზოში მისი დანახვა არ ესიამოვნათ.

 

დაცვის მხარე ო------ ყ----------- მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს და უთითებს, რომ ო------ ყ----------ს გ--------- კ----------ათვის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, არ მიუყენებია. სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას არ იზიარებს და უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სწორედ ო------ ყ----------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით გ--------- კ---------- მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, კერძოდ:

 

საქმეში წარმოდგენილი მოწმე ქ------- ბ---------- 2019 წლის 8 სექტემბრის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:10 საათზე სახლთან უბანში დაინახა ო------ ყ----------, რომლის დანახვა არ ესიამოვნა მასსა და მის მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტის გამო. ბინაში ასვლისას, როდესაც რამდენიმე სართული აიარა, ვინაიდან ო------ და მის მეუღლეს ჰქონდათ დაძაბულობა და მისი შვილი წავიდა ქუჩისაკენ, დაბრუნდა ქვემოთ, რათა ენახა შვილი და დამშვიდებულიყო. ეზოში ჩასულმა დაინახა მისთვის კარგად ნაცნობი ო----- ყ----------, რომელიც ქვეითი სვლით სწრაფად მივიდა გ--------- კ---------- მანქანასთან, კარგად დაინახა, რომ ხელში ეჭირა პისტოლეტის მსგავსი ვერცხლისფერი საგანი, პისტოლეტიანი ხელი ჩაჰყო მანქანის წინა სალონში, მარცხენა მხარეს სადაც იჯდა მეუღლე და გაიგო ჯერ ერთი, შემდეგ მეორე გასროლის ხმა. დაინახა შვილი, რომელიც გადმოხტა მანაქანიდან და გაიქცა ქუჩის მხარეს. ო------ც მოცილდა მანქანას და გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით. ქ------- ბ---------- გამოკითხვისას ასევე განმარტა, რომ ყველაფერ ამას ხედავდა დაახლოებით 20 მეტრიდან და არ ცდება, მის ქმარს ესროლა მათთვის კარგად ნაცნობმა ო----- ყ----------მ. აღნიშნული მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი უდავოდ მიჩნეული პატრულ-ინსპექტორების კ--- ძ---–----ა და გ---- ტ---–------- გამოკითხვის ოქმებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია მოწმე ქ------- ბ---------- მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებთან, აღნიშნულმა მოწმეებმა გამოკითხვისას მიუთითეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს ქ------- ბ---------- განუმარტა, რომ მისი მეუღლე გ--------- კ--------- ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ო----- მ-----. საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ--- კ--------- მიერ განხორციელდა ქ------- ბ---------- მონაწილეობით, სწორედ ქ------- ბ---------- მიერ ანალოგიურად, დეტალურად და თანმიმდევრულად იქნა მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მან 2019 წლის 8 სექტემბრის გამოკითხვისას განუცხადა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ---- ც-----, კერძოდ ქ------- ბ---------- განმარტებით 2019 წლის 8 სექტემბერს, საღამოს საათებში ის სახლიდან ჩავიდა N10 კორპუსის მიმდებარედ ზემოაღნიშნულ ქუჩაზე, საიდანაც გარკვევით დაინახა მოპირდაპირე ზოლში მდგარი მისი მეუღლის ავტომანქანა, სადაც საჭესთან იჯდა გ--------- კ---------, ხოლო გვერდით ჩაუჯდა მისი შვილი ზ------ კ---------. ამ დროს დაინახა, რომ გ--------- კ----------თან, კართან მივიდა მათი ძველი ნაცნობი ო----- ყ----------, რომელმაც პისტოლეტი დაუმიზნა მის ქმარს და ორჯერ გაისროლა ავტომანქანაში მჯდომი გ--------- კ----------აკენ. აღნიშნულის შემდგომ ო----- ყ---------- გაიქცა, ხოლო გ--------- კ--------- გადმოვიდა ავტომანქანიდან და შემდგომ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

სასამართლოს შეფასებით საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულებები სრულ შესაბამისობაშია ერთმანეთთან, მათ სისწორეში, სწორედ ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკური თანხვედრის არსებობის გამო, სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ გ--------- კ---------- ჩვენებასა და 2019 წლის 24 ოქტომბერს ქ------- ბ---------- მიერ გამოკითხვისას მითითებულ გარემოებებს, სადაც ისინი ფაქტობრივად გამორიცხავენ ო------ ყ----------- მიერ გ--------- კ----------ათვის სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტს, სასამართლო არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე, რომ არასარწმუნო და არადამაჯერებელია დაზარალებულ გ--------- კ---------- განმარტება მის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როდესაც ის აღნიშნავს, რომ მისი გამოკითხვა მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც იმყოფებოდა ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ, არ ახსოვს რა ილაპარაკა და ფაქტობრივად გათიშულ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს. სასამართლო დაზარალებულ გ--------- კ---------- მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არასარწმუნოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება გ--------- კ---------- მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად. ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ--- კ--------- განმარტა, რომ გ--------- კ--------- გამოკითხვისას თავს კარგად გრძნობდა, მან გამოკითხვაზე ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა, მის მიერ განმარტებულ იქნა ყველა უფლება-მოვალეობა, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით. გამოკითხვის მიმდინარეობისას გ--------- კ--------- იყო საღ გონებაზე და თავადაც განაცხადა, რომ თავს გრძნობდა კარგად და შეეძლო ჩვენების მიცემა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ გ--------- კ--------- გაეცნო ოქმს და მისი სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული მოწმის ჩვენების სისწორეში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ გააჩნია. სასამართლო ასევე არ იზიარებს და ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია, დაზარალებულ გ--------- კ---------- ჩვენებასა და მოწმე ქ------- ბ---------- 2019 წლის 24 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, რომ ო------ ყ----------- დანაშაულის ჩამდენ პირად მითითების საფუძველი გახდა ქ------- ბ---------- შეკითხვაზე: ,,ო------ ყ----------მ ესროლა ხომ?’’, გ--------- კ---------- განმარტება, რომ ო------ ყ---------- მანაც დაინახა.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, კ--------------------------- საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე სწორედ ო------ ყ----------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლის შედეგად, გ--------- კ---------- მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

რაც შეეხება ო------ ყ----------- მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას სასამართლო განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინაარმდეგო შეძენა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა გამოსაყენებლად დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით. ამავე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება. ტარება გულისხმობს მოქმედებას, როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

 

ო------ ყ----------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ტარება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. დაზარალებულ გ--------- კ----------, მოწმე ზ------ი კ----------, მოწმე ქ------- ბ---------- გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ გ--------- კ---------- დაზიანება მიიღო იარაღიდან განხორციელებული ორი გასროლის შედეგად. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ გ--------- კ---------- სხეულზე არსებული დაზიანებები, კერძოდ მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები, ორივე ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების დაზიანებებით, რაც განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან 2019 წლის 8 სექტემბერს „მერსედეს ბენცი“ სახელმწიფო ნომრით R-------- ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავის მარცხნივ ორ მეტრსა და 17 სმ-ში ძირს დაგდებული ერთი ცალი ცილინდრული ფორმის ლითონის დეტალი-ნივთი, ამოღებულ იქნა და მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N1 პაკეტში და დაილუქა FCD1269938 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. ავტომანქანის შიდა მხარეს, წინა მარცხენა სავარძლის წინ საჭის ქვედა ნაწილში ხალიჩაიდან ასევე ამოღებული იქნა ერთი ცალი ცილინდრისებური ფორმის ლითონის მცირე ზომის ნივთი-დეტალი. აღნიშნული ლითონის ნივთი მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის N2 პაკეტში და დაილუქა FCD1269939 ლუქის ნომრით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები. საქმეში წარმოდგენილია ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნა, რომლის თანახმად სს N041080919002 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის 1908 წლის ნიმუშის ვაზნის 2 ცალი ტყვია საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია 9 მმ კალიბრის დაუდგენელი მოდელის ერთი და იგივე პისტოლეტიდან, ხოლო საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნით კი დადგენილია, რომ სს N041180919002 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი „MERCEDES-BENZ E320” მოდელის სახ. ნომრით R-------- ავტომობილის მარცხენა წინა (მძღოლის მხარეს) კარების შიგა მოპირკეთების ნაწილებზე არსებული დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულია, რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან, ერთი გასროლით გასროლილი 8-9 მმ ხაზობრივი პარამეტრების მქონე ჭურვის ზემოქმედების შედეგად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო------ ყ----------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა და 2019 წლის 8 სექტემბერს უკანონოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და 9 მმ კალიბრის 1908 წლის ვაზნას, ტყვიას, რომლიდანაც ორჯერ გასროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა გ--------- კ----------.

 

სასამართლომ განიხილა მტკიცებულებები, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ო------ ყ----------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ტარება, ამასთან, ხაზგასმული უნდა იყოს, რომ სასამართლო თანაბრად არ გამოიყენებს საქმის ყველა მტკიცებულებას, რაც სასამართლოს დისკრეციაა. საქმეში არსებული ბრალდების/დაცვის მხარის სხვა მტკიცებულებები ბრალდებულ ო------ ყ----------- მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლომ მათ შინაარსზე ყურადღება არ შეაჩერა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა, თითოეული მტკიცებულების თანხვედრა და კავშირი სხვა მტკიცებულებებთან, სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის, ამ სტანდარტის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა, რომ ო------ ყ----------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლის შედეგად, გ--------- კ---------- მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის უკანონო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ო------ ყ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ო----- მ---- (ყ----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმეში წარმოდგენილი ცნობის ასლით N0684702 დასტურდება, რომ ო----- მ---- იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2005 წლის 7 აგვისტოდან 2012 წლის 6 თებერვალამდე, საიდანაც გათავისუფლდა სასჯელის ვადის გასვლის საფუძველზე კალენდარულად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშჯერებითა და გაანალიზებით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ო------ ყ---------- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

შესაბამისად, ბრალდებულ ო------ ყ----------- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ო------ ყ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის ერთი კვალი, ო------ ყ----------- ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლები, გ--------- კ---------- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი ტყვია - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ამოღებული ავტომანქანა, გ--------- კ---------- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ზ-------- გ---------- საცხოვრებელი სახლის გარე სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 02 ცალ DVD დისკზე ერთ პაკეტად, „ე-–------–--------------“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „ი----------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „ე--------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, ჭკვიანი კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 02 ცალ დისკზე ერთ პაკეტად, შპს „მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 01 ცალ DVD დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, 01 ცალ СD-R დისკზე, შპს „ჰ---–-------–------“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „რ------------–--“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, სამი ცალი დისკი მასზე არსებული ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი აუდიო ჩანაწერით - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ო------ ყ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ო------ ყ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ო------ ყ----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ო------ ყ----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

მოწითალო ფერის ლაქები, ანაწმენდები, მიკრონაწილაკები, ხელის ერთი კვალი, ო------ ყ----------- ნერწყვის ნიმუში და ხელის კვლები, გ--------- კ---------- ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი ტყვია - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

ამოღებული ავტომანქანა, გ--------- კ---------- ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.

 

ზ-------- გ---------- საცხოვრებელი სახლის გარე სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 02 ცალ DVD დისკზე ერთ პაკეტად, „ე-–------–--------------“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „ი----------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „ე--------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, ჭკვიანი კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი 02 ცალ დისკზე ერთ პაკეტად, შპს „მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 01 ცალ DVD დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, 01 ცალ СD-R დისკზე, შპს „ჰ---–-------–------“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, შპს „რ------------–--“ სათვალთვალო კამერებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი DVD დისკზე, სამი ცალი დისკი მასზე არსებული ფარული მიყურადების შედეგად ჩაწერილი აუდიო ჩანაწერით - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური