განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3019-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------–---–-----ი, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–------------------------------–------------------.
ადვოკატი - გ--------------ე;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამართლდა);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ს------–----------------------–------------------ში, გ--------–---–-----მა არასრულწლოვან მ-------–---–-----ის თანდასწრებით, სახის არეში ხელის დარტყმით მეუღლის - თ----------------–ის მიმართ განახორციელა ძალადობა. გ--------–---–-----ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით.
1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ--------–---–-----მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 აპრილს ქ. თბილისში, მ------------------------ში მდებარე რესტორან ,,ხ----–-------–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ--------–---–-----მა სახის არეში ხელის დარტყმით მეუღლის - თ----------------–ის მიმართ განახორციელა ძალადობა. გ--------–---–-----ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–---–-----მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ გ--------–---–-----ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა თ----------------–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.2. მოწმე მ-------–---–-----მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.3. პატრულ-ინსპექტორმა შ-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 2 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ,,ცენტრი“-დან მიიღო შეტყობინება ს------–---------ში ოჯახური ძალადობის ფაქტზე. იგი მითითებულ ადგილზე გამოცხადდა თავის მეწყვილესთან ერთად, სადაც დახვდა ქალბატონი თ----------------–ი, რომელიც ტიროდა და აცხადებდა, რომ მეუღლის მხრიდან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ამის თაობაზე მოწმემ შეადგინა შემაკავებელი ორდერი. მსხვერპლმა თ----------------–მა გამოკითხვისას განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ მეუღლეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფაც ჰქონდა მიყენებული. მსხვერპლის ამ განცხადების გამო საქმე გადაეცა კრიმინალურ პოლიციას.
3.4. მოწმე ნ----–------------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის არასრულწლოვან მ-------–---–-----ის ბებია, რომელიც როგორც კანონიერი წარმომადგენელი გამოძიების ეტაპზე დაესწრო მის გამოკითხვას. გამოკითხვისას მ-------–---–-----ის მიმართ რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. იგი პასუხობდა მის მიმართ დასმულ შეკითხვებს. თავად მოწმე არასდროს შესწრებია ა------------–---–ის მხრიდან რაიმე ძალადობის ფაქტს და მას ახასიათებს როგორც დადებით პიროვნებას.
3.5. მოწმეებმა ზ---------------ემ, მ--–----------–------–---–მა და ნ-------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
3.6. 112-ში შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 3 ივნისს, მ-----------------–მა შეატყობინა 112-ს, რომ მას მეუღლე - გ--------–---–-----ი აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი (ს.ფ. 4-5).
3.7. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 2 ივნისს, მეუღლის თ----------------–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, გ--------–---–-----ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 24-30).
3.8. ბრალდებულმა გ--------–---–-----მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა, თუმცა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და განაცხადა, რომ მართალია, მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, თუმცა მას ფიზიკურად არასდროს შეხებია.
3.9. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ--------–---–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ--------–---–-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში გ--------–---–-----ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა თ----------------–მა და არასრულწლოვანმა მოწმემ მ-------–---–-----მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის - გ--------–---–-----ის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, მოწმეების ზ---------------ის, მ--–----------–------–---–ის და ნ-------------–---–ის ჩვენებებს სასამართლო პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს, რადგან ხსენებული პირები მოცემულ საქმეზე საჭირო ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულ თ----------------–ის ან მ-------–---–-----ის მოყოლის საფუძველზე, რომლებმაც სასამართლოს არ მისცეს ჩვენება. ხსენებული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან ძალადობას და არ არიან თვითმხილველები, ე.ი. მათი ჩვენებები ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.
3.11. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა თ----------------–მა სამართალდამცავ ორგანოებს შეატყობინა პირველი შემთხვევიდან (2018 წლის 10 ივნისიდან) ერთი წლის შემდეგ, ხოლო მეორე შემთხვევიდან (2019 წლის 25 აპრილიდან) თვენახევრის შემდეგ (2019 წლის 2 ივნისს). სამართალდამცავებმა იგი პირველად სწორედ მეორე შემთხვევიდან თვენახევრის შემდეგ ნახეს, რა დროსაც თ----------------–ს არანაირი დაზიანება, ან ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 2 ივნისს გ--------–---–-----ის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და არა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებებთან დაკავშირებით.
3.12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------–---–-----ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.13. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ--------–---–-----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ გ--------–---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს გ--------–---–-----ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე.
4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ--------–---–-----მა ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - თ----------------–ის მიმართ.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ--------–---–-----ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--------–---–-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ--------–---–-----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ--------–---–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გ--------–---–-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე