განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
330100119003163552
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3966-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

6 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----–------ა;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა------------–---–ი, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–----------------------------------------------------

 

ადვოკატი - დ-----------ე;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი; გამართლდა);

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-–--------------------------------------–---------------------ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი დედის - თ-----------------ას მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც თ-----------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ივლისს, დილის საათებში, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------–---------------------ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი ძმის - შ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს ხელი რამდენჯერმე დაარტყა მხარზე, რის შედეგადაც შ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 12 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ-–-------------------------------------------–---------------------ში, ა------------–---–მა ოჯახში ძალადობა განახორციელა თავისი ძმის - ა--------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას, ამ უკანასკნელს ხელი დაარტყა თავის მიდამოში, რის შედეგადაც ა--------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ა------------–---–ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულების ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა თ-----------------ამ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.2. დაზარალებულმა შ-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.3. დაზარალებულმა ა--------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.4. მოწმე ი-------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.5. გამომძიებელმა ი-----–------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 14 ივლისს პოლიციის განყოფილებას განცხადებით მიმართა თ-----------------ამ, რომელიც აცხადებდა, რომ მისი შვილი ა------------–---–ი ძალადობდა მასზე. ამავე დღეს, თ-----------------ამ გამოკითხვისას მიუთითა, რომ ა------------–---–ი თავის ორ ძმაზე ა------ და შ-------------–---–ებზეც ძალადობდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რომელზეც მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის ავთენტურობასაც ადასტურებს.

 

3.6. მოწმეებმა დ-------------–---–მა, დ------–--------ემ და ლ-–----------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.

 

3.7. 2019 წლის 14 ივლისის №------- განცხადებით დასტურდება, რომ თ-----------------ამ მიმართა გ-–-----------–--------------------–--------–-–-----------–-----------–--ას, რომელსაც მოახსენა, რომ მისი შვილი ა------------–---–ი მასზე სისტემატურად ძალადობდა (ს.ფ. 2).

 

3.8. 2019 წლის 15 ივლისის ბინის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, გ-–-----------------------------------------------, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ერთი ზეწარი, ერთი ბალიშის პირი და ერთი დანა (ს.ფ. 39-44). აღნიშნული ნივთები სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

 

3.9. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს, მამის - ი-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 53-55).

 

3.10. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს, დედის - თ-----------------ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 56-59).

 

3.11. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს, ძმის - შ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 60-63).

 

3.12. №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 ივლისს, ძმის - ა--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ა------------–---–ის სახელზე გაიცა შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 64-67).

 

3.13. ბრალდებულმა ა------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.14. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ა------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ა------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ა------------–---–ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულებმა თ-----------------ამ, ა------ და შ-------------–---–ებმა და მოწმე ი-------------–---–მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება ოჯახის წევრის - ა------------–---–ის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, გამომძიებელ ი-----–------ას ჩვენებას სასამართლო პირდაპირი ხასიათის დამოუკიდებელ მტკიცებულებებად ვერ განიხილავს, რადგან იგი მოცემულ საქმეზე საჭირო ინფორმაციას ფლობს დაზარალებულ თ-----------------ას მოყოლის საფუძველზე, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ი-----–------ა უშუალოდ არ შესწრებია ძალადობას და არ არის ძალადობის თვითმხილველი მოწმე, ე.ი. მისი ჩვენება ირიბია, რასაც სასამართლო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ გამომძიებელ ი-----–------ას ირიბი ხასიათის ჩვენება, რომელიც არ დასტურდება ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

 

3.16. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 ივლისს ა------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერები გაიცა ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და არა მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებებთან დაკავშირებით.

 

3.17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა------------–---–ის მიმართ არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.18. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ა------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ა------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალიწინებულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს ა------------–---–ის მიერ ძალადობის განხორციელების ფაქტზე.

 

4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ა------------–---–მა ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრების - თ-----------------ას, ა------ და შ-------------–---–ების მიმართ.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ა------------–---–ის მიმართ ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

 

4.4. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.7. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.8. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.9. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.10. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ა------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი, თ-----------------ას მიმართ) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 14 ივლისის ეპიზოდი, შ-------------–---–ის მიმართ) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 12 ივლისის ეპიზოდი, ა--------------–---–ის მიმართ) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ა------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

1) ა------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ყურსასმენები, გასაღებები და ორი სანთებელა, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ა------------–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

2) შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ზეწარი, ერთი ცალი ბალიშის პირი და ერთი ცალი დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

3) შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია 1 ცალ კომპაქტ-დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე