განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
330100119003349562
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6121-19

N------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------------–---–ი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ-----------------–---------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის სექტემბრიდან, დ-------------–---–ი სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა დედას - რ---------------------ეს. ანალოგიური ქმედება მის მიმართ განახორციელა მათ შორის, 2019 წლის 23 ოქტომბერს, კერძოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტისას დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაფურთხა სახეში. 2019 წლის 24 ოქტომბერს კი, თბილისში, თ-----------------–---------------------------------ში მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სისტემატიურმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ რ---------------------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ დ-------------–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ რ---------------------ის, მოწმეების - ლ--------–---–---–ი, ნ------------ას გამოკითხვის ოქმებით მიღებულ ინფორმაციას, დ-------------–---–ის მიმართ ალკოტესტის შემოწმების ოქმს, 2----–-–---------------ის განაჩენს დ-------------–---–ის მიმართ და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ დ-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, დ-------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის სექტემბრიდან, დ-------------–---–ი სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა დედას - რ---------------------ეს. ანალოგიური ქმედება მის მიმართ განახორციელა მათ შორის, 2019 წლის 23 ოქტომბერს, კერძოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა საყოფაცხოვრებო საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტისას დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეაფურთხა სახეში. 2019 წლის 24 ოქტომბერს კი, ქ.თბილისში, თ-----------------–---------------------------------ში მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სისტემატიურმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ რ---------------------ის ტანჯვა გამოიწვია.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც დ-------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ დ-------------–---–ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ დ-------------–---–ის აღიარება და სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, აღარ განმეორდება მსგავსი.

 

შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, დ-------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა ასევე ითვალისწინებს, რომ დ-------------–---–ი ნასამართლევია ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის (დედის მიმართ) და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის N1/3312-19 განაჩენით დ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნულ სასჯელს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დაშვებულია სასჯელთა როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების პრინციპი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ კანონით დაშვებული ალტერნატივებიდან სასამართლომ თავისი შეხედულებით, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის და ქმედების რეციდიული ბუნების გამო, თავისი შეფასებით განსაზღვროს საბოლოო სასჯელის ზომა – მიზანშეწონილად მიჩნეული ალტერნატივებიდან გამოიყენოს ერთ-ერთი პრინციპი, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო დ-------------–---–ის მიმართ დანიშნავს სასჯელს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომის სახით, განაჩენთა ერთობლიობით - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დ-------------–---–ის მიმართ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 8(რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დ-------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

დ-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და იგი აყვანილ იქნეს პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 ოქტომბრიდან 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ დ-------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე