განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
330100119003351474
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/6126-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ ო----------------,ადვოკატ გ-----------------,ბრალდებულ ლ---------------–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---------------–---- (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 18 ი--–---, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლევის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების თბილისში, წ-----------–---–-- ქ.#---–ი, მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ლ---------------–---- ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევ ლ---------------–---- მიმართ 2019 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------–- განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერ დ--------------–---–-- მიერ გამოიცა შემაკავებელი #------ ორდერი, 30 დღის ვადით, რომლის თანახმადაც, ლ---------------–---- აეკრძალა მეგობარ ქალთან - ბ--–------------------- რაიმე ფორმით მიახლოება, მათ შორის, იმ სახლთან მიახლოება, სადაც ბ--–-------------- ცხოვრობს, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ბ--–-------------- შეიძლება იმყოფებოდეს. მასვე აეკრძალა ბ--–------------------- ყოველგვარი სატელეფონო კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ლ---------------–--- 2019 წლის 10 ნოემბერს, დილის საათებში, მივიდა თბილისში, ვ------------ ქ.#---ში მდებარე, ბ--–--------------- საცხოვრებელ სახლთან და უთვალთვალებდა ამ უკანასკნელს, რის გამოც იგი მამამ - ზ-------------------- გააცილა ტაქსით, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ, დაახლოებით 18:25 საათზე, სახლიდან გამოსულ ბ--–------------------- მივიდა ლ---------------–--- და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შეშინებულმა ბ--–--------------მ დაიწყო ყვირილი, რის შემდეგაც ლ---------------–--- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ლ---------------–---- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულ ბ--–---------------, მოწმეების: ს--------------------, დ----------–-----------, ზ--------------------- და ა---------------------- გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; საქველმოქმედო ფონდ ,------------- ვიდეოსათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით; შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1-------------- განაჩენით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---------------–---- არაერთგზის ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---------------–---- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---------------–---- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ლ---------------–---- დანაშაული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას, როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ლ---------------–---- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა მთლიანად შეკრების პრინციპის გამოყენებას.

 

ამასთან, სასჯელთა შეჯამებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, ჯარიმა თავისუფლების აღკვეთასთან მიმატების შემთხვევაში გამოიყენება დამოუკიდებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ლ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ---------------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1-------------- განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, და ლ---------------–---- საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ლ---------------–---- დაევალოს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ლ---------------–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 19 თებერვლის ჩათვლით - 2 (ორი) თვე და 24 (ოცდაოთხი) დღე.

 

ლ---------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი ლაზერული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე