განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
080100119003232326
დავის ტიპი
210 2 ა
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/883-19 (№092041019001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ-------- ჩ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ-----–---- ნ--------- ძე ჩ------

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): სენაკი, გ----------------------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ქ. თბილისი, გ-–-----------------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: კ------- ა-------–-- ძე ა----- (მონაწილეობის გარეშე)

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები (რეგისტრირებული): გალი, ი. ჭ-------------------

მცხოვრები (ფაქტობრივად): ზუგდიდი, თ-------------------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ადვოკატები: მ------ ქ-----, ნ------ ბ-------–--

 

დისპოზიცია: ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ნ-----–---- ჩ------მ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს ,,ა------’’ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 მაისს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი და დირექტორია კ------- ა----- (პ/ნ 6----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართის ნარჩენებით.

 

შპს ,,ს---------–-’’ (ს/ნ 4--------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 01 ნოემბერს ფოთის რეგიონულ ცენტრში. საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 09 იანვრამდე იყო ნ-----–---- ჩ------ (პ/ნ 4----------). საწარმოს საქმიანობის სფეროა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელის და სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

 

2018 წლის ზაფხულის პერიოდში შპს ,,ა------ს’’ დირექტორმა კ------- ა-----მ და შპს ,,ს---------–-’’-ს დირექტორმა ნ-----–---- ჩ------მ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, (თითქოსდა ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს ,,ს---------–-“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.

 

შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად კ------- ა-----მ შპს ,,ა------ს’’ სახელით გამოწერა შპს ,,ს---------–-’’-ს სახელზე 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 06 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884 ჯამში 4 725 610 ლარის ღირებულების ფიქტიური, თითქოსდა ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც შპს „ს---------–-ს“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 720 855 ლარის ოდენობით. 2018 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ს---------–--“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. N 0---------- და N 0---------- და მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.

 

1.2. კ------- ა-----მ ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

შპს „ა------“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 მაისს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი და დირექტორია კ------- ა----- (პ/ნ 6----------). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართის ნარჩენებით.

 

შპს „ს---------–-“ (ს/ნ 4--------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 01 ნოემბერს ფოთის რეგიონულ ცენტრში. საწარმოს ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 09 იანვრამდე იყო ნ-----–---- ჩ------ (პ/ნ 4----------). საწარმოს საქმიანობის სფეროა საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელის და სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

 

2018 წლის ზაფხულის პერიოდში შპს „ა------ს“ დირექტორმა კ------- ა-----მ და შპს „ს---------–-“-ს დირექტორმა ნ-----–---- ჩ------მ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, (თითქოსდა ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ), დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა, რომელსაც შპს ,,ს---------–-“ შემდგომში გამოიყენებდა მის მიერ სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების წარმოების პროცესში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების და ვალდებულებების (იმპორტის გადასახადი; აქციზის გადასახადი; დამატებული ღირებულების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი) ჩასაქვითად.

 

შეთანხმებული გეგმისა და მათ შორის არსებული განზრახვის შესაბამისად კ------- ა-----მ შპს „ა------ს“ სახელით გამოწერა შპს „ს---------–-“-ს სახელზე 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 06 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884 ჯამში 4 725 610 ლარის ღირებულების ფიქტიური, თითქოსდა ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც შპს „ს---------–-ს“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 720 855 ლარის ოდენობით. 2018 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ს---------–--“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. N 0---------- და N 0---------- და მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-------- განმარტა, რომ არის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. მოწმის განმარტებით აქვს წვდომა სამსახურეობრივ ბაზებზე, სადაც ახდენს სხვადასხვა საწარმოების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას. მის მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად შპს „შ-----“ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2018 წლის 28 სექტემბერს, საწარმოს 2018 წლის 30 სექტემბერს გამოწერილი აქვს ოთხი საგადასახადო ანგარიშფაქტურა ჯამში 11 288 470 ლარის ღირებულებით, აქედან ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 30 სექტემბერს გამოწერილია შპს „დ--–---------“ საერთო ღირებულების 5 807 240 ლარი, საიდანაც შპს „დ--–---“ მიერ ჩასათვლელი თანხის ოდენობაა 885 850 ლარი, ხოლო იმავე დღეს ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია შპს „ო–-----------“, საერთო ღირებულებით 5 781 230 ლარი, საიდანაც შპს „ო–-----“ მიერ ჩასათვლელი თანხის დღგ-ს თანხაა 881 883 ლარი. მოწმის განმარტებით შპს „შ-----“ იყო ორი დღის რეგისტრირებული და არანაირი საქონლის შეძენა არ გააჩნდა, აღნიშნულის გამო მის მიერ შედგენილ იქნა პატაკი სამმართველოს უფროსის სახელზე, როგორც მისთვის ცნობილია იმავე დღეს დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა მოწმის სახით. მისი მონაწილეობით აგრეთვე შედგა ორი დათვალიერების ოქმი, კერძოდ 2019 წლის 26 ივნისს შპს „ს---------–-ს“ შესახებ და 2019 წლის 19 ივლისს შპს „ა------ს“ შესახებ. მისი მონაწილეობით დათვალიერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდი napr.gov.ge საიდანაც დაზუსტდა ინფორმაცია მართვაზე პასუხისმგებელი პირების ანუ დირექტორების შესახებ და დადგინდა, რომ შპს „ს---------–-“ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად 2016 წლის 01 ნოემბერს და 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრამდე საწარმოს დირექტორი იყო ნ-----–---- ჩ------, ხოლო შპს „ა------“ რეგისტრირებული იყო გადასახადის გადამხდელად 2018 წლის 10 მაისს და რეგისტრაციის დღიდან დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო კ------- ა-----. შპს „ა------ს“ საქონლის შეძენა რეგისტრაციის დღიდან არ გააჩნდა, მიუხედავად ამისა მას ამოწერილი აქვს 2018 წლის ივნისსა და ივლისის თვეში ცხრა საგადასახადო ანგარიშფაქტურა შპს „ს---------–-სათვის“, კერძოდ 2018 წლის 21 ივნისის, 29 ივნისის, 06 ივლისის, 11 ივლისის და ასევე 2018 წლის 25 ივლისს 5 საგადასახადო ანგარიშფაქტურა, საერთო ჯამში 4 275 610 ლარის ღირებულების, რის საფუძველზეც შპს „ს---------–--“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 720 855 ლარის ოდენობით. 2018 წლის 21 ივნისის, 29 ივნისის, 6 ივლისის, 11 ივლისის ანგარიშფაქტურები წარდგენილ იქნა საგადასახადო ორგანოში 2018 წლის 11 ივლისის დეკლარაციით და ჩათვლილი იქნა დღგ 303 272 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 25 ივლისს ამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურაზე წარდგენილ იქნა დღგ-ს დეკლარაცია 2018 წლის 14 აგვისტოს და ჩათვლილი დღგ-ს თანხის ოდენობამ შეადგინა 417 583 ლარი, ამ ანგარიშფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–-“ მიღებული აქვს თანხა 720 855 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს გამომძიებელმა ი-----–- ა--------- განმარტა, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- კ-------- პატაკის საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შპს „დ--–--“ და შპს „შ-----ს“ ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე. მის მიერ ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზები, დათვალიერდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდი, საიდანაც დადგინდა, რომ მითითებულმა კომპანიებმა ერთმანეთში გამოწერეს სხვადასხვა ფიქტიური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები, რომლებითაც შემდგომში კომპანიებმა მიიღეს დიდი ოდენობით დღგ-ს აქტივი, რომლის გამოყენებითაც შპს „ს---------–--“, შპს „დ--–---“ და რამდენიმე კომპანიამ განაბაჟა სხვადასხვა სახის ტვირთი, მათ შორის ავტომობილები და სხვადასხვა სასურსათო პროდუქცია, ასევე ბიტუმი და ნავთობი. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ კომპანიებზე მათ შორის შპს „ს---------–---“, შპს „ა------ზე“ 2019 წლის 16 თებერვალს დაინიშნა სრული საგადასახადო შემოწმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. 2019 წლის 25 მარტს დაინიშნა ასევე შემოსავლების სამსახურში შპს „ს---------–-სა“ და შპს „ა------ს“ ინვენტარიზაციები. 2019 წლის 22 ივნისს ასევე დაინიშნა რევიზია გამოკვლევათა ექსპერტიზის დეპარტამენტში. შემოსავლების სამსახურიდან სპეციალურ გამოკვლევათა ექსპერტიზიდან მიიღეს დასკვნები, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ შპს ,,ა------ს’’ შპს „ს---------–-სათვის“ რაიმე სახის პროდუქციის მიწოდება არ უფიქსირდებოდა. 2018 წლის 21 ივნისიდან 2018 წლის 25 ივლისის ჩათვლით შპს „ა------მ“ შპს ,,ს---------–-’’ გამოუწერა ჯამში ცხრა ცალი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 4 725 610 ლარის ღირებულების მეორადი მასალის მიწოდების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე შპს „ს---------–--“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 720 855 ლარის ოდენობით. 2018 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ს---------–--’’ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციები, რის საფუძველზეც მოახდინა 720 855 ლარის ოდენობის დღგ-ს ჩათვლა, ზემოხსენებული თანხა შპს ,,ს---------–-ს’’ მიერ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების გადასახდელად, მათ შორის ავტომობილების და სხვადასხვა სასურსათო პროდუქტების განბაჟებისათვის. მოწმის მიერ განჩინებების საფუძველზე ასევე გამოთხოვილ იქნა ბანკებიდან ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ს---------–-“ და შპს „ა------ს“ ერთმანეთში რაიმე სახის გადარიცხვა არ უწარმოებიათ. ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან დამატებით. 2019 წლის 14 ივნისს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს მიმართა წერილობით, რომლითაც მოითხოვა ინფორმაცია კომპანიებს რეალიზაციის მომენტისათვის გააჩნდა თუ არა რაიმე საფუძველი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერებთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურიდან დამატებით მიღებული წერილით დადასტურდა, რომ შპს „ა------ს“ იმ მომენტისათვის როდესაც მან რეალიზაცია აწარმოა, 4 725 610 ლარის ღირებულების მეორადი მასალის შეძენა, არც რეალიზაცია, არც საბაჟო შემოტანა არ უფიქსირდებოდა. მის მიერ ასევე გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია IP მისამართების შესახებ, გამოკითხა მოწმეები, მათ შორის ნ-----–---- ჩ------.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ------ უ---–---–---–-- განმარტა, რომ თ------ ს---–------------ ერთად მოამზადა ინფორმაცია შპს ,,ა------სა’’ და შპს ,,ს---------–----’’ დაკავშირებით, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში შპს „ა------ს“ დაუფიქსირდა მხოლოდ მიწოდებები, ხოლო შიდა შეძენები მას არ გააჩნდა. ამასთან მას მიწოდებული აქვს შპს „ს---------–---’’ 4 725 610 ლარის ოდენობის ღირებულების მეორადი ლითონები. მოწმის განმარტებით, შემოწმება არ დასრულებულა, ეს არის შუალედური დასკვნა, რომელიც დაკორექტირდება საბოლოო შედეგების მიხედვით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა თ------ ს---–-------- ანალოგიურად მიუთითა ფაქტობრივი გარემოებები და დაადასტურა მის მიერ გაცემული ინფორმაციის სისწორე.

 

2019 წლის 19 ივლისის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის oracle”; ელექტრონული ვებ. გვერდის www.napr.gov.ge დათვალიერების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ შპს „ა------“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 მაისს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი და დირექტორია კ------- ა----- (პ/ნ 6----------). შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის „oracle”-ს დათვალიერებით დადგინდა, რომ შპს „ა------“-ს რეგისტრაციის დღიდან არანაირი საქონლის არც შეძენა და არც იმპორტი არ უფიქსირდება. 2018 წლის ივნისის და ივლისის თვეებში შპს „ა------მ“ (ს/ნ 4--------) შპს „ს---------–-“ გამოუწერა 9 ერთეული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, კერძოდ: 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884, ჯამში 4 725 610 ლარის ღირებულების რკინის მეორადი მასალის, ლითონის ავზების, ამორტიზირებული ნავთობის სახდელის მიწოდების შესახებ. შპს „ს---------–--“ 2018 წლის 11 ივლისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაცია N 0----------, რომლითაც შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–--“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 303 272,55 ლარის ოდენობით. 2018 წლის 14 აგვისტოს შპს „ს---------–--“ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაცია N 0----------, რომლითაც შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი 2018 წლის 25 ივლისით დათარიღებული ეა 27 1549873, ეა 27 1549874, ეა 27 15 49875, ეა 27 15 49876 და ეა 27 1549884 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–--“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 417 583 ლარის ოდენობით. სულ შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი ზემოაღნიშნული 9 ერთეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–-“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა 720 855,55 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 26 ივნისის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის oracle”; ელექტრონული ვებ. გვერდის www.napr.gov.ge და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის N21-02-1/66603 წერილის დათვალიერების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ შპს ,,ს---------–-’’ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2016 წლის 1 ნოემბერს და 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრამდე საზოგადოების დამფუძნებელი 100 % წილის მფლობელი და დირექტორი იყო ნ-----–---- ჩ------. 2018 წლის ივნისის და ივლისის თვეებში შპს „ა------მ“ (ს/ნ 4--------) შპს „ს---------–-“ გამოუწერა 9 ერთეული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, კერძოდ: 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884, ჯამში 4 725 610 ლარის ღირებულების რკინის მეორადი მასალის, ლითონის ავზების, ამორტიზირებული ნავთობის სახდელის მიწოდების შესახებ. სულ შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი ზემოაღნიშნული 9 ერთეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–-“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა 720 855,77 ლარის ოდენობით. შპს ,,ა------ს’’ არ უფიქსირდება ზემოაღნიშნული საქონლის არც ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვა და არც იმპორტი.

 

2019 წლის 1 აგვისტოს დათვალიერების ოქმით - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის მ--–---- ქ-----–--- მიერ დათვალიერებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 25.07.2019 წლის N21-11/81290, N21-11/81291, N21-11/81292, N21-11/81298, N21-11/81301, N21-11/81293, 26.07.2019 წლის N21-11/81734, N21-11/81735, N21-11/81725, N21-11/81723, N21-11/81721, N21-11/81729 და 29.07.2019 წლის N21-11/82254 წერილებით მიღებული IP მისამართების მფლობელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია. დათვალიერების შედეგად გაირკვა შემდეგი: IP მისამართები 2-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- რეგისტრირებულია შპს „მ----------“-ზე; IP მისამართები 1----------------------------------------------------------- რეგისტრირებულია სს „ს--–------“-ზე; IP მისამართი 9------------ რეგისტრირებულია შპს „ს-----------“-ზე.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი შპს ,,ა------ს’’ შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს ,,ა------ს’’ ს/ნ 4-------- ელექტრონული ბაზების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი) შეძენები (ადგილობრივი იმპორტი) არ უფიქსირდება, თუმცა განხორციელებული აქვს ლითონის (მ.შ. მეორადი ავზების) რეალიზაცია შპს ,,ს---------–---’’ ს/ნ 4--------, ღირებულებით 4 725 610 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ არცერთი გადასახადის დეკლარირება არ განხორციელებულა. შესაბამისად არ ფიქსირდება ბიუჯეტში გადახდილი თანხებიც. შპს. ,,ა------ს’’ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია. შპს ,,ა------ს’’ ს/ნ 4-------- მიერ ამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში სატრანსპორტო საშუალებების და მძღოლების საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ფიქსირდება.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქმეში არსებული ბრალდების სხვა მტკიცებულებები ბრალდებულების ნ-----–---- ჩ------ს და კ------- ა-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა ბრალდებულების ნ-----–---- ჩ------ს და კ------- ა-----ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ. მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ჯგუფურად.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულების უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია ბრალდებულების ნ-----–---- ჩ------ს და კ------- ა-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულების ნ-----–---- ჩ------ს და კ------- ა-----ს მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, ჩადენილი ჯგუფურად დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, რომ შპს „ა------ს“ სახელით გამოიწერა შპს „ს---------–-“-ს სახელზე ანგარიშფაქტურები, ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ.

 

წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ შპს ,,ა------მ’’ შპს ,,ს---------–-’’ საერთო ჯამში გამოუწერა 4 725 610 ლარის ღირებულების მეორადი მასალის მიწოდების შესახებ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი შპს ,,ა------ს’’ შესახებ ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს ,,ა------ს’’ ს/ნ 4-------- ელექტრონული ბაზების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (2018 წლის 10 მაისიდან 2019 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდი) შეძენები (ადგილობრივი იმპორტი) არ უფიქსირდება, თუმცა განხორციელებული აქვს ლითონის (მ.შ. მეორადი ავზების) რეალიზაცია შპს ,,ს---------–---’’ ს/ნ 4--------, ღირებულებით 4 725 610 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათის ანალიზით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ არცერთი გადასახადის დეკლარირება არ განხორციელებულა. შესაბამისად არ ფიქსირდება ბიუჯეტში გადახდილი თანხებიც. შპს. ,,ა------ს’’ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია. შპს ,,ა------ს’’ ს/ნ 4-------- მიერ ამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში სატრანსპორტო საშუალებების და მძღოლების საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ფიქსირდება. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მთავარმა აუდიტორმა გ------ უ---–---–---–-- და აუდიტორმა თ------ ს---–-------- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ინფორმაციის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 26 ივნისის, 2019 წლის 19 ივლისის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის oracle”; ელექტრონული ვებ. გვერდის www.napr.gov.ge დათვალიერების შესახებ ოქმებით, 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაციითა N0---------- და 2018 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაციით N 0---------- დასტურდება, რომ შპს „ს---------–--“ 2018 წლის 11 ივლისს საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის ივნისის თვის დღგ-ს დეკლარაცია N 0----------, რომლითაც შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–--“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 303 272,55 ლარის ოდენობით, ასევე 2018 წლის 14 აგვისტოს შპს „ს---------–--“ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა 2018 წლის ივლისის თვის დღგ-ს დეკლარაცია N 0----------, რომლითაც შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი 2018 წლის 25 ივლისით დათარიღებული ეა 27 1549873, ეა 27 1549874, ეა 27 15 49875, ეა 27 15 49876 და ეა 27 1549884 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–--“ მიიღო დღგ-ს ჩათვლა 417 583 ლარის ოდენობით. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმეტებით დასტურდება, რომ შპს „ა------“-ს მიერ გამოწერილი ცხრა ერთეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს „ს---------–-“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა 720 855 ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი და სამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2019 წლის 26 ივნისისა და 2019 წლის 19 ივლისის ელექტრონულ მონაცემთა ბაზის oracle”; ელექტრონული ვებ. გვერდის www.napr.gov.ge დათვალიერების შესახებ ოქმებით დასტურდება, რომ შპს ,,ს---------–-’’ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2016 წლის 1 ნოემბერს და 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრამდე საზოგადოების დამფუძნებელი 100 % წილის მფლობელი და დირექტორი იყო ნ-----–---- ჩ------, ხოლო შპს „ა------“ (ს/ნ 4--------) იურიდულ პირად რეგისტრირებულია 2018 წლის 10 მაისს. რეგისტრაციის დღიდან საზოგადოების დამფუძნებელი 100% წილის მფლობელი და დირექტორია კ------- ა----- (პ/ნ 6----------).

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შპს ,,ა------ს’’ დირექტორმა კ------- ა-----მ და შპს ,,ს---------–-’’-ს დირექტორმა ნ-----–---- ჩ------მ განიზრახეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის გზით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობის შექმნა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,ა------ს’’ შეძენები (ადგილობრივი იმპორტი) არ ჰქონდა, შესაბამისად თითქოსდა ლითონის ავზების, რკინის მეორადი მასალის და ამორტიზირებული ნავთობის სახდელის ნასყიდობის შესახებ შპს ,,ა------ს’’ სახელით კ------- ა-----მ გამოწერა შპს ,,ს---------–-’’-ს სახელზე 2018 წლის 21 ივნისის ეა 27 1521411; 2018 წლის 29 ივნისის ეა 27 1525124; 2018 წლის 6 ივლისის ეა 27 1535667; 2018 წლის 11 ივლისის ეა 27 1541379; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549873; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549874; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49875; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 15 49876; 2018 წლის 25 ივლისის ეა 27 1549884, ჯამში 4 725 610 ლარის ღირებულების ფიქტიური, სამეურნეო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის საფუძველზეც შპს „ს---------–-ს“ გადამხდელის ბარათზე აისახა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩასათვლელი აქტივის ზედმეტობა 720 855 ლარის ოდენობით. 2018 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 14 აგვისტოს შპს ,,ს---------–--“ საგადასახადო ორგანოში წარადგინა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია რეგ. N 0---------- და N 0---------- და მოახდინა აღნიშნული თანხის ჩათვლა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ ბრალდების მხარის მიერ სრულყოფილად არ იქნა გადამოწმებული ინფორმაცია, საგადასახადო ანგარიშფაქტურებში მითითებული საქონლის მიწოდების რეალურობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა თავად წარმოედგინა მათი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე გარემოება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულების დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულებმა ნ-----–---- ჩ------მ და კ------- ა-----მ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

4. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ნ-----–---- ჩ------ს და კ------- ა-----ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ჩ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ნ-----–---- ჩ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნ-----–---- ჩ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 26 ივნისიდან.

 

კ------- ა----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

კ------- ა-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

კ------- ა-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

კ------- ა----- დაკავების შემთხვევაში, შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრება მსჯავრდებულ კ------- ა-----ს შეუძლია ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური