განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
180100120003442301
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100120003442301

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/19-20 10 მარტი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–---------------ე;

 

დაცვის მხარე - მ--------------–--–---–ი;

 

ბრალდებული - ა------ი ბ-------ს ძე მ-----------ი (დაბადებული 1--- წლის 3 ს--------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, დაოჯახებული, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: დუშეთის რაიონის სოფელ ყ-----–ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 29 ს--------რს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ყ-----–ის მიმდებარედ არსებული მეცხოველეობის ფერმის ეზოში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ მ-----------მა, მეუღლეს ე-–--ა მ-----------ს ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, აგინა, ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი, ამასთან წამოვიდა მისკენ, ე-–--ა მ-----------ს შეეშინდა და გაიქცა, რა დროსაც დაუცურდა ფეხი და წაიქცა. ამით ისარგებლა ა------ მ-----------მა, მივარდა, ხელი მოქაჩა თმებში და წაქცეულს თავისა და ტანის არეში მრავალჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადას, მან მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2019 წლის 29 ს--------რს, დაახლოებით დილის 09:00 საათზე, დუშეთის რაიონის სოფელ ყ-----–ის მიმდებარედ არსებული მეცხოველეობის ფერმის ეზოში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა------ მ-----------მა, მეუღლეს ე-–--ა მ-----------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, აგინა ეუბნებოდა, რომ იყო ცუდი ყოფაქცევის ქალი, ამასთან წამოვიდა მისკენ, ე-–--ა მ-----------ს შეეშინდა და გაიქცა, რა დროსაც დაუცურდა ფეხი და წაიქცა. ამით ისარგებლა ა------ მ-----------მა, მივარდა ე-–--ას და წაქცეულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ეუბნებოდა, რომ ჩააძაღლებდა და მოკლავდა. აიძულა, შესულიყო ფერმის საცხოვრებელ ბინაში, სადაც განაგრძო მისი გინება, წავიდა მისკენ და დაემუქრა თავის მოჭრით. ე-–--ა მ-----------ს შეეშინა, რომ მეუღლე მოკლავდა, რის გამოც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იგი შევარდა ტუალეტში, ჩაიკეტა კარი და მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ფერმის მფლობელს შ----ა მ--------–-–--ლს, რომელსაც უამბო მომხდარის შესახებ და თხოვა დახმარება, რა დროსაც ა------ მ-----------ი უბრახუნებდა კარზე და მოითხოვდა კარის გაღებას.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ა------ მ-----------მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითხოვა პატიება და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადა უდავო მტკიცებულებად.

2.2. დაზარალებულ ე-–--ა მ-----------ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს დუშეთის რაიონის სოფელ ყ-----–ში მეუღლესთან ა------ მ-----------თა და სრულწლოვან შვილებთან ერთად. ე-–--ა მ-----------ი მუშაობს ფერმაში. 2019 წლის 29 ს--------რს დილის საათებში 09:00 საათის შემდეგ, როდესაც ე-–--ა მ-----------ი მივიდა ფერმაში, მისი ქმარი ა------ მ-----------ი დახვდა ფერმის საცხოვრებელ ბინაში, მის დანახვაზე გახდა აგრესიული და დაუწყო გინება ეჭვიანობის გამო, ე-–--ა მ-----------ი გამოვიდა ოთახიდან, ა------ მ-----------ი გამოეკიდა და იგი იძულებული გახდა გაქცეულიყო, რა დროსაც დაუცდა ფეხი და წაიქცა, რითიც ისარგებლა ა------ მ-----------მა, მივარდა, ხელი მოკიდა თმებში და დაუწყო ე-–--ას მუშტებთ ცემა თავის და ტანის არეში, შემდეგ ფეხი ჩაარტყა ერთხელ სხეულზე და გაჩერდა, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა და თავს მოაჭრიდა, შემდეგ ა------ მ-----------მა მოსთხოვა ოთახში შესვლა, სადაც აგრძელებდა მუქარას, ე-–--ა მ-----------ს შეეშინდა და შევარდა საპირფარეშოში და ჩაიკეტა კარი, რა დროსაც მან დაურეკა ფერმის მეპატრონეს შ----ა მ--------–-–--ლს და სთხოვა დახმარება, ხოლო ა------ მ-----------ი გარედან უბრახუნებდა და მოითხოვდა კარის გაღებას. ე-–--ა მ-----------მა დაზიანებები მიიღო წარბის არეში, ზურგზე, მუცელთან, მარცხენა მკლავზე და მარცხენა მკერდთან, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად.

2.3. შ----ა მ--------–-–--ლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ მას აქვს ფერმა, სადაც საქონლის მომვლელად დაქირავებული ჰყავს ე-–--ა მ-----------ი. 2019 წლის 29 ს--------რს დილის საათებში ტელეფონით ესაუბრა ე-–--ა მ-----------ს, რომელიც ტიროდა და უთხრა, რომ ქმარი ემუქრებოდა მოკვლით, ჩაკეტილი იყო საპირფარეშოში და სთხოვა დახმარება. შ----ა მ--------–-–--ლმა დარეკა 112-ში პოლიციის დასახმარებლად.

2.4. 2019 წლის 29 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ შსს დუშეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის მიერ ე-–--ე მ-----------ის მიმართ ჩატარებული იქნა სამედიცინო N5-- ბარათის ამოღება, აღნიშნული სამედიცინო ბარათის მიხედვით, დაფიქსირებულია, რომ პაციენტს ე-–--ა მ-----------ს სახეზე და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სიწითლე და შეშუპება ყვრიმალებში, შუბლის არეში სილურჯე და ნაკაწრები, ზურგის, მკერდის და ზემო კიდურების არეში, პაცინეტის გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ. სამედიცინო N5-- ბარათის შევსების თარიღია 2019 წლის 29 ს--------რი, 15:55 საათი. ბარათს ხელს აწერეს ექიმი ქ------ნ შ--–--–---–ი და ექთანი ქ------ნ ა--–---–---–ი.

2.5. ქ------ნ შ--–--–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ იგი არის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი, 2019 წლის 29 ს--------რს მიიღო გამოძახება ქ. დუშეთის პოლიციაში. იგი ექთანთან ქ------ნ ა--–---–---–თან ერთად გამოცხადდა ადგილზე, სადაც დახვდა ე-–--ა მ-----------ი, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სილურჯის და ნაკაწრების სახით, ზურგის, მკერდის და ზემო კიდურების არეში, თავზე ჰქონდა სიწითლე და შეშუპება ყვრიმალების და შუბლის არეში. პაციენტის განმარტებით დაზიანებები მიღებული ჰქონდა მეუღლის, ა------ მ-----------ის მიერ განხორციელებული ცემის შედეგად. გასინჯვის შემდეგ ექიმის მიერ შედგენილი იქნა სამედიცინო N5-- ბარათი, რომელიც გადაეცა პაციენტ ე-–--ა მ-----------ს.

2.6. მსგავსი შინაარსის ინფორმაციაა დადასტურებული ექთნის ქ------ნ ა--–---–---–ის გამოკითხვის ოქმით.

2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.8. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ე-–--ა მ-----------ი არის ბრალდებულ ა------ მ-----------ის მეუღლე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ალკოტესტის შემოწმების ოქმი, შემაკავებელი ორდერი, ა------ მ-----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა------ მ-----------მა 2019 წლის 29 ს--------რს დაახლოებით 09:00 საათზე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ა------ მ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, დაკავებამდე იღებდა საარსებო შემწეობას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------ მ-----------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------ი მ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. ა------ი მ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ა------ მ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

4. ა------ მ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.

5. ა------ მ-----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 სექტემბრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.

6. ა------ მ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი