გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3459-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგი-
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - მ--–--ზ ჯო---ე
წარმომადგენელი - ნი----–--------------–---–ი
მოპასუხე - ლი- ოქ-----–---–ი
წარმომადგენელი - გი----------–----ე
დავის საგანი - ვალდებულების შესრულებულად აღი-რება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2013 წლის 25 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე N1-------- შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვროს 1500 აშშ დოლარით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხეს და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომლის მიხედვითაც მ--–--ზ ჯო---ემ ლი- ოქ-----–---–ისგან ისესხა 3500 აშშ დოლარი, წლების განმავლობაში მოსარჩელე იხდიდა სარგებელს 5 %-ის ოდენობით, რომლის გადახდაც ვეღარ შეძლო 2016 წელს. N16------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად მოსარჩელეს ლი- ოქ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 7777 ლარის გადახდა, რაც ორჯერ აღემატებოდა სესხის ძირ თანახს ე.წ. პირგასამტეხლოს დაკისრებით. ვინაიდან სასამართლოს პროცესზე ადვოკატი არ გამოცხადდა, გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა 2017 წლის 06 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ნი----–--------------–---–ს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დაიდო შეთანხმება N1--------, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაეხადა მოსარჩელეს მოპასუხისთვის. მხარეებმა შეთანხმების დანართის თანახმად 2018 წლის 23 აგვისტოს მოახდინეს აღნიშნული ვალდებულების ანგარიშსწორება, რის შემდეგაც მოპასუხეს უნდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის, რათა შეწყვეტილიყო მოსაჩელის მიმართ არსებული საქმის წარმოება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ არ მოახდინა სააღსრულებო საქმის შეწყვეტა, მეტიც, მოპასუხე ემუქრება ქონების აუქციონზე გატანით და მოითხოვს კიდეც უფრო მეტი თანხის გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცი-
მოპასუხე ლი- ოქ-----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს მ--–--ზ ჯო---ემ მხოლოდ ერთხელ განახორციელა მოპასუხის პირად ანგარიშზე 2000 აშშ დოლარის გადახდა. მას შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლი- ოქ-----–---–მა მოსარჩელეს ანგარიში გაუწი- და აუქციონი რამდენჯერმე შეჩერდა, მოსარჩელეს თანხა არ გადაუხდი-. მ--–--ზ ჯო---ემ მოპასუხისგან აიღო სესხი, იკისრა მისი გადახდის ვალდებულება, მაგრამ თანხა არ გადაუხდი-, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი- და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 25 აგვისტოს მ--–--ზ ჯო---ეს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომლის მიხედვითაც მ--–--ზ ჯო---ემ ლი- ოქ-----–---–ისგან ისესხა 3500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის დარიცხვით და გადახდით, მხარეთა განცხადებით წინასწარ გადახდილი იქნა ერთი თვის პროცენტი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 25 ნოემბერი.
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ--–--ზ ჯო---ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გუ--------ს რაიონი, სო----–----------ი, რომლის მახასი-თებლები-: ზონა-გუ-------- 51, სექტორი-ჭა------ი 11, კვარტალი N66, ნაკვეთი N040, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცი-: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1566 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 5----------7ა, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 324.30 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N1-------- (ს.ფ. 14-17)
3.1.3. 2016 წლის 26 ი-ნვარს ნოტარიუს ელისო შიხი-შვილის მიერ გაცემული იქნა N16------- სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალეს წარმოადგენს მ--–--ზი ჯო---ე, კრედიტორს - ლი- ოქ-----–---–ი, ხოლო აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა ძირი თანხა - 3500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო-0,2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე-4277 აშშ დოლარი, ჯამში 7777 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.
სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N16------- სააღსრულებო ფურცელი, (ს.ფ 8-20)
3.1.4. 2017 წლის 06 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ნი----–--------------–---–ს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დაიდო N1-------- შეთანხმება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე სრულად აანაზღაუროს იპოთეკარ ლი- ოქ-----–---–ს და მესაკუთრე მოვალე მ--–--ზ ჯო---ეს შორის დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
შეთანხმების 2.2. პუნქტის თანახმად, ნი----–--------------–---–ი ვალდებული- ხელშეკრულების დადებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ჩარიცხოს კრედიტორ ლი- ოქ-----–---–ის ანგარიშზე 2000 აშშ დოლარი.
შეთანხმების 2.3. პუნქტის თანახმად, ნი----–--------------–---–ი ვალდებული- დარჩენილი თანხა აანაზღაუროს 2017 წლის 25 ნოემბრამდე სრულად.
ხოლო შეთანხმების 2.4. პუნქტის მიხედვით ლი- ოქ-----–---–ი იღებს ვალდებულებას ნი----–--------------–---–ის მიერ სრულად დაფარვის შემთხვევაში მიმართოს აღსრულების ბიუროს მ--–--ზ ჯო---ის მიმართ წარმოებული საქმის შეწყვეტის თაობაზე. სააღსრულებო ბიუროსადმი ლი- ოქ-----–---–ის მიმართვა განხორციელდეს ვალდებულების სრულად შესრულებისთანავე იმავე სამუშაო დღეს.
3.1.5. 2017 წლის 10 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 2017 წლის 06 ოქტომბრის შეთანხმებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 2.2. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- 2018 წლის 25 აგვისტომდე ჩარიცხოს კრედიტორ ლი- ოქ-----–---–ის ანგარიშზე 2000 აშშ დოლარი. ხოლო შეთანხმების 2.3. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- დარჩენილი თანხა აანაზღაუროს 2018 წლის 30 სექტემბრამდე. შეთანხმებაში არსებული სხვა ნორმები დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ 21-23)
- ცვლილება შეთანხმებაში (ს.ფ. 24)
3.1.6. მხარეებს სადავოდ არ გაუხდი-თ, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს მოსარჩელე მ--–--ზ ჯო---ის წარმომადგენლის ნი----–--------------–---–ის მიერ მოპასუხე ლი- ოქ-----–---–ისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი იქნა 2000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცვლილება შეთანხმებაში (ს.ფ. 24)
- ხელწერილი (ს.ფ. 25)
- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 111-118)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მ--–--ზ ჯო---ის მიერ მოპასუხე ლი- ოქ-----–---–ისთვის გადახდილი იქნა 1530 აშშ დოლარი, რაც ჩაითვალა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის სარგებელში.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლი- ოქ-----–---–მა განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ, ვიდრე მხარეთა შორის მოხდებოდა იპოთეკის თანხის გადახდაზე შეთანხმება, მოსარჩელის მიერ მისთვის გადახდილი იქნა 1530 აშშ დოლარი.
სასამართლო იზი-რებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თანხა ჩათვლილი იქნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხაში და არსებული დავალი-ნება აღარ არსებობდა, ვინაიდან 2017 წლის 06 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებით დარეგულირდა მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება და მხარეებს არ მიუთითები-თ სესხის სარგებლის დავალი-ნებაზე.
3.2.2. მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ განსახორციელებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 1500 აშშ დოლარს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 06 ოქტომბრის N1-------- შეთანხმებაში მითითებული შესასრულელი ვალდებულება მოიცავდა 2016 წლის 26 ი-ნვრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას 7777 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 06 ოქტომბრის N1-------- შეთანხმების 1.1. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე სრულად აანაზღაუროს იპოთეკარ ლი- ოქ-----–---–ს და მესაკუთრე მოვალე მ--–--ზ ჯო---ეს შორის დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 25 აგვისტოს მ--–--ზ ჯო---ეს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დადებული N1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენს 3500 აშშ დოლარს.
ამასთან, თავად მოპასუხე ლი- ოქუაშვილი მის მიერ 2019 წლის 22 ი-ნვარს გაცემულ ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილში აღნიშნავს, რომ ნი----–--------------–---–ის მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარი არის მასსა და მ--–--ზ ჯო---ეს შორის დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალიოსწინებული თანხის ნაწილი, რომლის ვალდებულებაც აიღო ნი----–--------------–---–მა მასსა და ნი----–--------------–---–ს შორის დადებული N1-------- შეთანხმებით.
ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას შეადგენდა 3500 აშშ დოლარი, საიდანაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2000 აშშ დოლარი, შესაბამისად მის მიერ შესასრულებელი დარჩა ვალდებულება 1500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მ--–--ზ ჯო---ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილი- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი- მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზი-ნის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეული- კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებული- შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 25 აგვისტოს მ--–--ზ ჯო---ეს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომლის მიხედვითაც მ--–--ზ ჯო---ემ ლი- ოქ-----–---–ისგან ისესხა 3500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 5%-ის დარიცხვით და გადახდით, მხარეთა განცხადებით წინასწარ გადახდილი იქნა ერთი თვის პროცენტი. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 25 ნოემბერი.
2017 წლის 06 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს ნი----–--------------–---–ს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დაიდო N1-------- შეთანხმება, რომლის 2.2. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- ხელშეკრულების დადებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ჩარიცხოს კრედიტორ ლი- ოქ-----–---–ის ანგარიშზე 2000 აშშ დოლარი. შეთანხმების 2.3. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- დარჩენილი თანხა აანაზღაუროს 2017 წლის 25 ნოემბრამდე სრულად.
2017 წლის 10 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 2017 წლის 06 ოქტომბრის შეთანხმებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: 2.2. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- 2018 წლის 25 აგვისტომდე ჩარიცხოს კრედიტორ ლი- ოქ-----–---–ის ანგარიშზე 2000 აშშ დოლარი. ხოლო შეთანხმების 2.3. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი ვალდებული- დარჩენილი თანხა აანაზღაუროს 2018 წლის 30 სექტემბრამდე. შეთანხმებაში არსებული სხვა ნორმები დარჩა უცვლელი.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომელთა პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ვინაიდან მ--–--ზ ჯო---ემ მიიღო სესხი, მას ევალებოდა მისი დაბრუნება ხელშეკრულებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალით დადგენილი-, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ 2017 წლის 06 ოქტომბრის N1-------- შეთანხმებაში მითითებული შესასრულელი ვალდებულება არ მოიცავდა 2016 წლის 26 ი-ნვრის სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას 7777 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 06 ოქტომბრის N1-------- შეთანხმების 1.1. პუნქტის თანახმად ნი----–--------------–---–ი პასუხს აგებს კრედიტორის წინაშე სრულად აანაზღაუროს იპოთეკარ ლი- ოქ-----–---–ს და მესაკუთრე მოვალე მ--–--ზ ჯო---ეს შორის დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 25 აგვისტოს მ--–--ზ ჯო---ეს და ლი- ოქ-----–---–ს შორის დადებული N1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეადგენს 3500 აშშ დოლარს. ამასთან, თავად მოპასუხე ლი- ოქუაშვილი მის მიერ 2019 წლის 22 ი-ნვარს გაცემულ ნოტარიულად დამოწმებულ ხელწერილში აღნიშნავს, რომ ნი----–--------------–---–ის მიერ გადახდილი 2000 აშშ დოლარი არის მასსა და მ--–--ზ ჯო---ეს შორის დადებული N1-------- იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი, რომლის ვალდებულებაც აიღო ნი----–--------------–---–მა მასსა და ნი----–--------------–---–ს შორის დადებული N1-------- შეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღი-რების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღი-რება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
ვინაიდან იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას შეადგენდა 3500 აშშ დოლარი, საიდანაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა 2000 აშშ დოლარი, შესაბამისად მის მიერ შესასრულებელი დარჩა ვალდებულება 1500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებული- თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 128.70 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი, ხოლო მ--–--ზ ჯო---ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 213.30 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მ--–--ზ ჯო---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. 2013 წლის 25 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან N1-------- გამომდინარე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვროს 1500 აშშ დოლარით.
3. ლი- ოქ-----–---–ს მ--–--ზ ჯო---ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 128.70 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარი.
4. მ--–--ზ ჯო---ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 341 ლარიდან 213.30 ლარი, რომელიც გადახდილი- 14/01/2019 წელს, საგადახდო დავალება #0;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებული- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვი-ნეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელი-.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი