გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.03.2020
საქმის ნომერი
110210019003215075
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210019003215075

N2/584-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6 მარტი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: ი--- ლ---------–---–-;

მოპასუხე: ა--------------------------------------’’;

წარმომადგენელი: ნ-----–- ღ----------

დავის საგანი: პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა---------------------------------------ს’’ 2019 წლის 21 მარტის N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 6700 ლარის გადახდა.

 

ა---------------------------------------ს’’ 2019 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 7353 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა-------------------------------------ს" შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NN-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ---–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დ---–- მე-2 უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაესრულებია 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, მოპასუხემ აღნიშნული პირობა დაარღვია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს და გააფრთხილა, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო მიმდინარე წლის 29 მარტიდან ერიცხებოდათ პირგასამტეხლო და სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდებოდათ ხელშეკრულება და დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო, თუმცა მოპასუხე სამუშაოებს არ ასრულებდა, მათ სამუშაოები არც კი დაუწყიათ. ყოველივე ამის შემდეგ შეუწყდათ ხელშეკრულება და დაეკისრათ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %, რაც თანხობრივად ერთ დღეზე შეადგენს 100 ლარს, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვადაგადაცილებულია 67 კალენდარული დღე და შესაბამისად ჯამში ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 6700 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, თუმცა საფოსტო გზავნილი მერიას უკან დაუბრუნდა, ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ასევე შემსყიდველის მიერ აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში SPA.GE-ზე, რაც ითვლებოდა მიმწოდებლისთვის შეტყობინებად, მაგრამ მოპასუხეს დავალიანება დღემდე არ გადაუხდია.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ამხანაგობა ,,ნ------------------------- შორის 2019 წლის 4 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NN--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გ---–--------–ი ს-------ა და ს---------- უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას. აღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების მე-3.1 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაესრულებია 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა მოპასუხე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხალშეკრულების გაფორმებიდან 3 კალენდარულ დღეში და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად სამუშაოები განეხორციელებია ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხემ აღნიშნული პირობა დაარღვია, რომელზეც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ მიმართა და გააფრთხილა, რომ ვინაიდან არ ჰქონდათ სამუშაოები დაწყებული, მათ მიერ ირღვეოდა მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი, რის გამოც ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ეკისრებოდათ პირგასამტელო და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მათზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა როდესაც მიაღწევდა ხელშეკრულების ღირებულების 2 %-ს შეუწყდებოდათ ხელშეკრულება და დაეკისრებოდათ შესაბამისი პირგასამტეხლო. თუმცა მოპასუხე სამუშაოებს არ ასრულებდა. ყოველივე ამის შემდეგ შეუწყდათ ხელშეკრულება და მიმდინარე წლის 12 ივნისიდან ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %, რაც თანხობრივად ერთ დღეზე შეადგენს 245.10 ლარს, ხოლო ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ვადაგადაცილებულია 30 კალენდარულ დღე ჯამში ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 7353 ლარმა, რომელიც მას უნდა გადაეხადა 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეს გაეგზავნა ხელშეკრულებაში მითითებულ ელ. მისამართზე, ასევე შემსყიდველის მიერ აიტვირთა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში SPA.GE-ზე, რაც ითვლებოდა მიმწოდებლისთვის შეტყობინებად, მაგრამ მოპასუხეს დავალიანება დღემდე არ გადაუხდია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებდა სამუშაოების შესრულების შემთხვევაში ვადაგადაცილებულ დღეებზე პირგასამტეხლოს დარიცხვას 0.1 %-ის ოდენობით, თუმცა პროცენტი გამოთვლილი უნდა იქნას ხელშეკრულების თითოეული ობიექტის შეუსრულებლი ვალდებულების ჯამიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ასევე თითოეულ ობიექტზე პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს ამ კონკრეტული ობიექტის ღირებულების შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე. გონივრულია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველვადაგადაცილებულ დღეზე იყოს 0.01 %. მოცემული პირგსამტეხლოს დაანგარიშებით მიიღება 10 ლარი, ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე, ნაცვლად 100 ლარისა, რაც იქნებოდა გონივრული ოდენობა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც უნდა შემცირდეს:

 

2019 წლის 21 მარტის N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 670 ლარი.

 

2019 წლის 4 ივნისის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობაა 735,30 ლარი.

 

შესაბამისად, აღნიშნული თანხების ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა---------------------------------------ს’’ შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ---–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დ---–- მეორე უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას (გზატკეცილების, გზები მშენებლობა, საძირკვლის მომზადება და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებას, ხარჯთაღრიცხვას.

 

3.2. 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების მე-12 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 12.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 12.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 12.2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებას.

 

3.3. ა---------------------------------------მა’’ არ შეასრულა ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ---–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი დ---–- მე-2 უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ, დაარღვია მის მიერ წარდგენილი მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი. მას სამუშაოები არც დაუწყია. ვაგადაგაცილებულ დღეთა რაოდენობამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეადგინა 67 დღე, შესაბამისად, ხელშეკრულების 12.2. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა პირაგასამტეხლო, 2019 წლის 29 მარტიდან 2019 წლის 03 ივნისის ჩათვლით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების - 0,1 %-ის ოდენობით, თითოეულ დღეზე 100 ლარი, ჯამში 67 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 6700 ლარი. ხოლო, ვინაიდან, პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ გადააჭარბა 2%-ს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 მაისის N------- წერილს, 2019 წლის 28 მაისის N------- წერილს, 2019 წლის 31 მაისის N------- წერილს, 2019 წლის 5 ივნისის N------- წერილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 4 ივნისის N------ ბრძანებას, 2019 წლის 30 მაისის კონტროლის ჯგუფის დასკვნას.

 

3.4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა---------------------------------------ს’’ შორის 2019 წლის 04 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გ---–--------–ი ს-------ა და ს---------- უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას (გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადება და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 245 099.77 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 175 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებას, ხარჯთაღრიცხვას.

 

3.5. 2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების მე-13 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 13.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. 13.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების 13.2 პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებას.

 

3.6. ა---------------------------------------მა’’ არ შეასრულა ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი გ---–--------–ი ს-------ა და ს---------- უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ, დაარღვია მის მიერ წარდგენილი მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი. მას სამუშაოები არც დაუწყია. ვაგადაგაცილებულ დღეთა რაოდენობამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეადგინა 30 დღე, შესაბამისად, ხელშეკრულების 13.2. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა პირაგასამტეხლო 2019 წლის 12 ივნისიდან 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების -0.1 %-ის ოდენობით, თითოეულ დღეზე 245.10 ლარი, ჯამში 30 კალენდარულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 7353 ლარი. ხოლო, ვინაიდან, პირგასამტეხლოს ჯამურმა ოდენობამ გადააჭარბა 2%-ს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხესთან შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 9 ივლისის N------- წერილს, 2019 წლის 12 ივლისის N------- წერილს, 2019 წლის 26 ივნისის N------- წერილს, 2019 წლის 12 ივნისის N------- წერილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ივლისის N------- ბრძანებას, 2019 წლის 5 ივლისის კონტროლის ჯგუფის დასკვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420- ე, 629-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა---------------------------------------ს’’ შორის 2019 წლის 21 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ---–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ დ---–- მეორე უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას (გზატკეცილების, გზები მშენებლობა, საძირკვლის მომზადება და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ შორის 2019 წლის 04 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გ---–--------–ი ს-------ა და ს---------- უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულებას (გზატკეცილების, გზების მშენებლობა, საძირკვლის მომზადება და ზედა ფენის გადაგების სამუშაოები). ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 245 099.77 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების დადებიდან 175 კალენდარული დღის განმავლობაში და მისი დასრულების ვადად მიეთითა 2019 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

დადეგენილია, რომ ა---------------------------------------მა’’ არ შეასრულა 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მ---–----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი დ---–- მე-2 უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ, დაარღვია მის მიერ წარდგენილი მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი. მას სამუშაოები არც დაუწყია.

 

დადგენილია, რომ ა---------------------------------------მა’’ ვერ შეასრულა 2019 წლის 04 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებითა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი გ---–--------–ი ს-------ა და ს---------- უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, კერძოდ, დაარღვია მის მიერ წარდგენილი მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი. მას სამუშაოები არც დაუწყია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო –მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისივე ბრალით არ შეასრულა 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებითა და 2019 წლის 04 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, და შესაბამისად მას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო.

 

6.4. რაც შეეხება მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების მე-12 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 12.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების მე-13 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო საჯარიმო სანქციები. კერძოდ, 13.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

 

მოსარჩელე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოითხოვს მოპასუხეზე 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - ჯამში 6700 ლარის, ხოლო 2019 წლის 4 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პირგასამტეხლოს ჯამში 7353 ლარის დაკისრებას.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, არაგონივრულად მიიჩნევს სარჩელში მითითებულ პირგასამტეხლოს ოდენობას და მოითხოვს მის შემცირებას. იგი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად, 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიიჩნევს 670 ლარს, ხოლო 2019 წლის 4 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობად მიიჩნევს 735,30 ლარს და ამ ოდენობებით ცნობს სარჩელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით: სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასამტეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს სახით შეუსაბამოდ მძიმე ტვირთი არ დაეკისროს ხელშეკრულების მხარეს და ვალდებულების დარღვევის ხარისხის შესაბამისად დაეკისროს ფულადი პასუხისმგებლობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური მომენტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია. ამასთანავე, პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორს დანაკარგი უნდა აუნაზღაურდეს და არა გამდიდრდეს.

 

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

 

ამდენად, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ -(შდრ. საქმე №ას-176-157-2014).

 

ერთ -ერთ ანალოგიურ საქმეზე უზენაესი სასამართლო განმარტავს შემდეგს: ,,მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მენარდის სახელშეკრულებო ვალდებულების არსზე, სახელდობრ, ამ უკანასკნელს უნდა განეხორციელებინა საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული ვალდებულება პირველმა მოპასუხემ უხეშად დაარღვია, კერძოდ, 299 999 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან პირველმა მოპასუხემ შეასრულა მხოლოდ 95 468. 80 ლარის სამუშაოები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად, მოცემულ შემთხვევაში, 50 000 ლარი მიაჩნია, რაც პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს. '' (იხ. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის Nას-1511-2018 განჩინება).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება, ანუ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით. მოპასუხეს სამუშაოები არ დაუწყია და რაიმე ღირებულების სამუშაო არ შეუსრულებია. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 6700 ლარი.

 

2019 წლის 04 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, ხელშეკრულების ღირებულება, ანუ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 245 099.77 ლარით. მოპასუხეს სამუშაოები არ დაუწყია და რაიმე ღირებულების სამუშაო არ შეუსრულებია. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 7353 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებას, შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობას და მისით კრედიტორისათვის წარმოქმნილ საფრთხეებს, გამოწვეულ ზიანს, ასევე შეუსრულებელი ხელშეკრულებების ღირებულების თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხეს შესასრულებელი ჰქონდა 100 000 ლარის ღირებულების სამუშაო და მან სამუშაო საერთოდ არ შეასრულა, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა - 6700 ლარი სრულიად გონივრული ოდენობაა და იგი შესაბამისია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობასთან. ანალოგიურად მეორე შემთხვევაშიც, როდესაც 245 099.77 ლარის ღირებულების სამუშაოდან მოპასუხეს საერთოდ არ შეუსრლებია სამუშაო, პირაგსამტეხლოს ოდენობა 7 353 ლარი სრულიად გონივრული ოდენობაა.

 

ამდენად, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები გონივრულია და არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

,,სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 421.59 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო 1405.3 ლარის ნაწილში, რომლის ბაჟია 42.16 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის (421.59-42.16=379.43) 379.43 ლარის გადახდა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი (-------------- დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა---------------------------------------ს’’ (-------------- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის (-------------- სასარგებლოდ, 2019 წლის 21 მარტის N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხის 6700 (ექვსი ათას შვიდასი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ა---------------------------------------ს’’ (-------------- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის (-------------- სასარგებლოდ, 2019 წლის 4 ივნისის N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხის 7353 (შვიდი ათას სამას ორმოცდაცამეტი) ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ა---------------------------------------ს’’ (-------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 379 (სამას სამოცდაცხრამეტი) ლარისა და 43 (ორმოცდასამი) თეთრის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს კოდზე 300193150.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე