გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2020
საქმის ნომერი
330210019003024377
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11485-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მი----------------------------–-------------------ი +“

წარმომადგენელი - თი-------------------–ი

 

მოპასუხეები - და-–--------–--–---–ი, ცი---------–---–---–ი, რე-----------–---–ი

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების და-–--------–--–---–ის, ცი---------–---–---–ისა და რე-----------–---–ისათვის სოლიდარულად შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-ის სასარგებლოდ 2018 წლის 31 იანვრის მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის №5477037 – 14325 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8059,89 ლარის გადახდის დაკისრება, სადაც სესხის ძირი თანხაა 7840,00 ლარი, პროცენტი - 219,89 ლარი;

 

მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟისა (242,00 ლარი) და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი ბაჟის (50,00 ლარი) ანაზღაურება; ასევე, №5477037 – 14325 ხელშეკრულებიდან 2.19 ქვეპუნქტიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 31 იანვარს შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის №5477037 – 14325 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც და-–--------–--–---–ის სახელზე, 30 დღის ვადით (2018 წლის 2 მარტის ჩათვლით), გაიცა სესხი 7840,00 ლარის ოდენობით. თვიური სარგებელი განისაზღვრა 5.77%-ით (წლიურად 69,24%), პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებმა ცი---------–---–---–ი და რე-----------–---–მა როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 2.9 ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად.

 

მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მსესხებელს ვალდებულება უნდა შეესრულებინა ყოველდღიურად №1 დანართში მოცემული გრაფიკის შესაბამისად. 2018 წლის პირველი თებერვლიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით მოვალემ დავალიანებიდან გადაიხადა მხოლოდ 447,26 ლარი, საიდანაც დაიფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა სრულად - 429,96 ლარი და საპროცენტო სარგებელი ნაწილობრივ - 17,30 ლარი.

 

№5477037 – 14325 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 8059,89 ლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 7840,00 ლარი, პროცენტი - 219,89 ლარი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოდ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ცი---------–---–---–მა შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-ის სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი, თუმცა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითად არ შედავებია.

 

მოპასუხე და-–--------–--–---–ს შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-ის სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, მოპასუხე გამოცხადდა სასამრთლო სხდომაზე და არ ცნო სარჩელი.

 

მოპასუხე რე-----------–---–ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 31 იანვარს შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-სა (გამსესხებელი) და და-–--------–--–---–ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის №5477037 – 14325 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც და-–--------–--–---–ის სახელზე, 30 დღის ვადით (2018 წლის 2 მარტის ჩათვლით), გაიცა სესხი 7840,00 ლარის ოდენობით.

 

წლიური სარგებელი განისაზღვრა 69,24%-ით. სესხი უნდა დაფარულიყო №1 დანართით შეთანხმებული პირობების მიხედვით, ყოველდღიურად.

 

პირგასამტეხლო განისაზღვრა - ნარჩენი ძირის 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

№5477037 – 14325 ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

ამონაწერი (ს.ფ. 24).

 

3.1.2. 2018 წლის 31 იანვარის მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის №5477037 – 14325 ხელშეკრულებით ერთი მხრივ, შპს „მი---------------------------–-------------------ი +“-სა და მეორე მხრივ თავდებებს ცი---------–---–---–სა და რე-----------–---–ს შორის გაფორმებული №5477037 – 14325 ხელშეკრულების საფუძველზე ცი---------–---–---–მა და რე-----------–---–მა ხელშეკრულების 2.9 ქვეპუნქტის მიხედვით, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად იკისრეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მსესხებლის, მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულება.

 

თავდებობის ფარგლები, ხელშეკრულების 2.9 ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

№5477037 – 14325 ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

 

3.1.3. №5477037 – 14325 ხელშეკრულების 2.19 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

№5477037 – 14325 ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

 

3.1.4. 2019 წლის 01 თებერვალს შპს „მი----------------------------–-------------------ი +“-მა შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

24/10/2017 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-31).

01/02/2019 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 164-166).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. №4474920 – 1629 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 8059,89 ლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 7840,00 ლარი, პროცენტი - 219,89 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

№5477037 – 14325 ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22).

ამონაწერი (ს.ფ. 24).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „მი----------------------------–-------------------ი +“-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

დადგენილია, რომ და-–--------–--–---–სა და სს „მი----------------------------–-------------------ი +“-სს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების, რომლის საფუძველზეც და-–--------–--–---–ის სახელზე, 30 დღის ვადით, გაიცა სესხი 7840,00 ლარის ოდენობით, წლიური სარგებელი განისაზღვრა 69,24%-ით. სესხი უნდა დაფარულიყო №1 დანართით შეთანხმებული პირობების მიხედვით, ყოველდღიურად. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია №4474920 – 1629 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც მისი დავალიანება შეადგენს 8059,89 ლარს, სადაც სესხის ძირი თანხაა 7840,00 ლარი, პროცენტი - 219,89 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სს „მი----------------------------–-------------------ი +“-სა და ცი---------–---–---–სა და რე-----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს კრედიტორის წინაშე და-–--------–--–---–ის მიერ 2018 წლის 31 იანვარს სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია უზრუნველყოფილი 2018 წლის 31 იანვარის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8059,89 ლარის გადახდევინება მოითხოვოს სოლიდარულად თავდებების ცი---------–---–---–ისა და რე-----------–---–ისაგან. ამასთან, თავდებთა პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ყველა ვალდებულების ოდენობით (ამ შემთხვევაში 8059,89 ლარით).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, №5477037 – 14325 ხელშეკრულების 2.19 ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, სს „მი----------------------------–-------------------ი +“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ სახელმწიფო ბაჟი 242,00 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი ბაჟი 50,00 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 268-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „მი----------------------------–-------------------ი +“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხეებს და-–--------–--–---–ს, ცი---------–---–---–სა და რე-----------–---–ს სოლიდარულად სს „მი---------------------------–-------------------ი +“-ის სასარგებლოდ 2018 წლის 31 იანვრის მცირე ბიზნეს კრედიტისა და სოლიდარული თავდებობის №5477037 – 14325 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 8059,89 ლარის გადახდა, სადაც სესხის ძირი თანხაა 7840,00 ლარი, ხოლო პროცენტი - 219,89 ლარი.

 

2. მოპასუხეებს და-–--------–--–---–ს, ცი---------–---–---–სა და რე-----------–---–ს სოლიდარულად სს „მი---------------------------–-------------------ი +“-ის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 242,00 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი ბაჟის - 50,00 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე