განაჩენი

სისხლის სამართლის 24.03.2020
საქმის ნომერი
340100119003161336
დავის ტიპი
19 - 177 2 ბ , 177 4 გ
თარიღი
24.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003161336

N1/158-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

24 მარტი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით ნარიმანიშვილი

სხდომის მდივანი - ანნა მათიაშვილი

სხდომის სახე - დისტანციური

გამოძიების N------------

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნატო ტორიაშვილი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გ------------–---–-

ბრალდებული: ი------------–---

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლევი.

რეგისტრირებული: დ--------–--–-------------------------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–------–-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

წარდგენილი ბრალდების არსი: ი------------–---მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, საცავში უკანონო შეღწევით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

ბრალდების დადგენილების თანახმად, ი------------–--ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით ი------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ი------------–--- ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2019 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 02:15 საათზე, წარსულში სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ი------------–---მ, ვიტრინის მინის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია ქალაქ ლ--------ში, ზ------–ის ქუჩა N2--ში მდებარე ლ----–-----ის კუთვნილ მაღაზია „ლ----“-ში, საიდანაც შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა ტანსაცმელს, რა დროსაც მხილებული იქნა შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

ი------------–--- 2019 წლის 13 ივლისს 02:24 საათზე დააკავეს და 2019 წლის 14 ივლისს და 2- აგვისტოს ჩადენილი ქმედებისთვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 ივლისის განაჩენით ი------------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ი------------–--- ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

სასამართლომ ვერ დაადგინა:

ი------------–--ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დადგინდა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა.

ქურდობის - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულ ი------------–--ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 ივლისს დასთან იმყოფებოდა სტუმრად, ნასვამი იყო. შეკამათება მოუხდა დასთან დალევასთან დაკავშირებით. გაბრაზდა და ღამით დაახლოებით პირველ საათზე ფეხით გამოვიდა ქალაქ ლ--------ში. მაღაზიებიდან დაახლოებით 3 მეტრში იქნებოდა. მარჯვენა ხელი ხეს თუ ბეტონს გამოსდო და დაეკაწრა, გაბრაზებულმა აიღო ქვა და უმისამართოდ გაისროლა. გასროლას მსხვრევის ხმა მოჰყვა. მიხვდა, რომ მისმა ნასროლმა ქვამ მინა დაამსხვრია. პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, ამიტომ შეეშინდა შარში არ გავეხვიოო და სცადა გარიდებოდა იქაურობას. ამ დროს დააკავეს. მაღაზიასთან ახლოსაც არ მისულა. ქურდობის განზრახვა არ ჰქონია. მხოლოდ უმისამართოდ ისროლა ქვა, რის შედეგადაც მინა დაიმსხვრა.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ნ-----–--------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის ი------------–--ის და. 2019 წლის 13 ივლისს ი------------–--- მასთან იყო სტუმრად. შეკამათება მოუხდათ, რის გამოც ი------------–--- ნასვამი გაბრაზებული წავიდა მისი სახლიდან.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე გ----------–----–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსი. 2019 წლის 13 ივლისს, შუაღამეს დაახლოებით ორ საათზე მისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქალაქ ლ--------ში, ზ------–ის ქუჩაზე. მის უკან კიდევ ერთი მერსედესის მარკის ავტომანქანა - ტაქსი მოძრაობდა. ნელა მიდიოდა. მაღაზია „ლ---ს“ გასცდა. მაღაზიასთან ჩავლისას არავინ ყოფილა, რადგან რომ ყოფილიყო დაინახავდა და აუცილებლად გააჩერებდა. დაახლოებით 150 მეტრით გასცდა მაღაზიას და მსხვრევის ხმა შემოესმა, სვლა შეანელა, რადგან მისი რაიონია და ყოველთვის ყურადღებით არის. მის უკან მიმავალმა მანქანამაც შეანელა სვლა. გ----------–----–---–მა მოატრიალა მანქანა და ტაქსის მძღოლს ჰკითხა, რა ხმა იყოო, რადგან ტაქსის მძღოლი ისეთ დისტანციაზე მოსდევდა, რომ წესით, მსხვრევის ხმის დროს ის სწორედ მაღაზია „ლ---თან“ უნდა ყოფილიყო. ტაქსის მძღოლმა უპასუხა, „არ ვიციო“. გ----------–----–---–მა მორიგე ჯგუფს რაციით აცნობა მომხდარის შესახებ და სთხოვა, მაღაზია „ლ----სკენ“ წასულიყვნენ, თვითონ კი გზა გააგრძელა მაღაზიისკენ. დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ, მაღაზია „ლ---თან“ დაინახა ი------------–---. შებრუნებული იყო მაღაზიისკენ, „დაზუსტებით ვერ იტყვის, მაგრამ სავარაუდოდ შემძვრალი იყო შიგნით“. მანქანის ფარები როგორც მიანათა, ი------------–--- გაიქცა. გ----------–----–---–ი მანქანითვე გაედევნა და რამდენიმე მეტრში, ქუჩის კუთხეში დააკავა. ი------------–--- ყველაფერს უარყოფდა და წინააღმდეგობას უწევდა. მას ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. ხელები კი დაკაწრული ჰქონდა. ი------------–--- გ----------–----–---–მა დააკავა, ამასობაში მორიგე ჯგუფიც მივიდა. ტაქსის მძღოლიც მოტრიალდა და იკითხა რა ხდებოდა, გ----------–----–---–მა უთხრა, „ქურდობას ცდილობდაო“. შემთხვევის ადგილზე ი------------–--ის გარდა არავინ ყოფილა. ასევე არანაირი იარაღი არ ყოფილა, რითაც ი------------–--- მინის ჩამტვრევას შეძლებდა. თავად გ----------–----–---–ი მაღაზიაში შიგნით არ შესულა, საგამოძიებო მოქმედებები ლ--------ის რაიონული სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა ჩაატარეს. მაღაზიის პირველივე მინა იყო ჩამტვრეული, მინა მცირე დიამეტრით იყო ჩამსხვრეული, ადამიანი ხელების შეყოფას შეძლებდა, თუმცა ვერანაირად ვერ შევიდოდა. ჩამტვრეული მინის შიგნით ეკიდა ტანსაცმელი. ყველაფერი ადგილზე იყო, მხოლოდ ერთი შარვალი იყო ნაწილობრივ ჩამოვარდნილი საკიდის ერთ მხარეს. გარეთ გამოტანილი ან გამოწეული ტანსაცმელი არ ყოფილა.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) ლ----–-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ქალაქ ლ--------ში აქვს ტანსაცმლის მაღაზია. 2019 წლის ივლისში პოლიციამ დაიბარა და მათგან შეიტყო, რომ მისი მაღაზიის გაქურდვას აპირებდნენ. მაღაზიასთან რომ მივიდა, ნახა, რომ მარცხენა მხარეს მინა იყო გატეხილი. შიგნით შარვალი იყო ნახევრად ჩამოვარდნილი საკიდიდან. კარი არ იყო დაზიანებული. მაღაზიაში შიგნით არაფერი არ იყო დაზიანებული, არც რაიმე მოუპარავთ. მაღაზიაში შიდა პერიმეტრზე სათვალთვალო კამერები აქვს დაყენებული. თუმცა უშუალოდ ჩამტვრეული მინის ადგილი ვერ გამოჩნდებოდა, რადგან მანეკენი ეფარებოდა. ჩამოკიდებული ტანსაცმელი ჩანს კამერაში. ლ----–-----ს არავისთან პრეტენზია არ გააჩნია.

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ო--------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2019 წლის ივლისის თვეში, მოძრაობდა ქალაქ ლ--------ში, ზაქათალის ქუჩაზე. მაღაზია „ლ---თან“ არავინ შეუნიშნავს. მის წინ, ნელა მიდიოდა ლ--------ის პოლიციის უფროსის მანქანა, კუდიგორის ქუჩაზე იყო, რომ შემოესმა მსხვრევის ხმა. მის წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა, ლ--------ის პოლიციის უფროსი - გ----------–----–---–ი იყო. შეეკითხა, „რა ხდებაო“. ო--------------–---–მა უპასუხა, „არ ვიციო“. მაღაზია „ლ---თან“ დაახლოებით 10 წუთში დაბრუნდა. დაინახა ჩამსხვრეული მინა. პოლიციის უფროსმა გააჩერა და უთხრა, ქურდობას ცდილობდაო. ახალგაზრდა ბიჭი ჰყავდათ დაკავებული. რაიმე ნივთი არ დაუნახავს, რითიც შეიძლება დაზიანებულიყო მინა. არავინ არ შეუნიშნავს მაღაზიასთან, არც ვინმეს მოძრაობა. ვერ იცნობს დაკავებულ პიროვნებას, შავგვრემანი, გამხდარი ბიჭი იყო.

6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეების ბ-----------–---–ის და გ---------------ის მიერ მიცემული ჩვენებებით დადასტურდა, რომ მუშაობდნენ შსს ლ--------ის რაიონულ სამმართველოში. 2019 წლის 13 ივლისს იყვნენ მორიგეები. დაახლოებით შუაღამის 2-3 საათზე იმყოფებოდნენ ქალაქ ლ--------ში „ნიკორას“ მაღაზიასთან, რა დროსაც გ----------–----–---–მა რაციით დაუძახათ, რომ მისულიყვნენ მაღაზია „ლ---თან“. „ნიკორას“ მაღაზია „ლ----დან“ დაახლოებით 200-300 მეტრშია. ესევე წამოვიდნენ, მცირე დრო დასჭირდათ მაღაზია „ლ---თან“ მისასვლელად. რომ მივიდნენ, მაღაზიიდან დაახლოებით 10-15 მეტრში, დაინახეს, რომ გ----------–----–---–ი აკავებდა ი------------–---ს. დაკავებაში მიეხმარნენ. მაღაზიის მინა იყო ჩატეხილი. გ---------------ემ დაინახა, რომ ერთ-ერთი შარვალი იყო საკიდიდან ნაწილობრივ, ერთ მხარეს ჩამოვარდნილი. ი------------–---ს ხელები დახაზული ჰქონდა.

7. ბაკური ბაკაშვილის მიერ შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით „პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში, ნანახი და ამოღებული იქნა ასანთის კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია ასანთის ღერები და ასანთის ღერებთან ერთად მასში დევს თეთრი ფერის პატარა ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა.“

8. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (გამომძიებელი) ლ-–--------ის, მოწმე (გამომძიებელი) გ---------–----------ის, მოწმე (ექსპერტი) გ--------------ის ჩვენებით და მათი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 ივლისს, ჩატარდა ქ. ლ--------ში, ზ------–ის ქუჩაზე შემთხვევის ადგილის - მაღაზია „ლ----ს“ დათვალიერება. გ--------------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე მაღაზიის შუშა იყო ჩამტვრეული, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 60 სანტიმეტრზე. აიღო ანაწმენდები, რაფაზე და ფანჯრებზე შიგნიდან და გარედან. რაფაზე იყო მოწითალო ფერის ლაქები შიგნითა მხრიდან. შარვალი იყო ერთ მხარეს ჩამოვარდნილი, ვიზუალურად რამე კვალი არ შეუმჩნევია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, „მაღაზიას წინა მხრიდან, ასფალტიდან 0,74 მ-ის სიმაღლეზე აქვს კედელი და შემდეგ დიდი მეტალოპლასტმასის კონსტრუქციაში ჩასმული სამ ნაწილად გაყოფილი ვიტრინა ფანჯარა... ფანჯრის შუშა არის დაზიანებული ნაწილობრივ და ჩამსხვრეული ფანჯრის რაფიდან 0.60 მ-ის სიმაღლეზე...დაზიანებულ ფანჯარას აქვს ჩამსხვრევის შედეგად 0,13 მ-ის დიამეტრის სიცარიელე... სპეციალური საკიდიდან ნაწილობრივ ჩამოგდებულია ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ფანჯრის ჩამსხვრეული სიცარიელიდან ჩამოგდებულ შარვლამდე დაშორება არის 0.30 მეტრი.“

9. გამომძიებელ ლ-–--------ის მიერ გამოტანილი დადგენილებით ბიოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადასტურებულია, რომ აღნიშნული დადგენილებით ექსპერტიზას დაევალა, გამოეკვლია ემთხვეოდა თუ არა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული მასალები ი------------–--ის გენეტიკურ პროფილს. (იხ. საქმის ფურცელი N137).

10. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამომძიებლებმა - ლ-–--------ემ, ზ--------------–--ემ, გ---------–----------ემ და ე-–----------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და მათ მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

11. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა თ------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს გურჯაანის „ჯ-------------–-ის“ სამედიცინო ცენტრში, ექთნის თანაშემწედ. მასთან მიიყვანეს ი------------–---, რომელსაც თავისი ნებით აუღეს 5 გრამი სისხლი, მის თვალწინ დაილუქა სისხლი, მოაწერა ხელი. ი------------–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია სისხლის აღებისას.

12. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ექსპერტი თ-------------–-–---–ი. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მის მიერ შედგენილი ექსპერტის N--------- დასკვნით დადასტურდა, რომ „ი------------–---ს მარცხენა და მარჯვენა წინამხრის არეში აღენიშნება ხაზოვანი ნაჭდევები, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მსხვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევები ქვედა ტუჩის და მარჯვენა მუხლის სახსრის არეში განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობა არა ნაკლებ ერთი კვირისა.“

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობას - სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ეს ხდება, როგორც ნივთის მესაკუთრის, ასევე სხვა, გარეშე პირებისაგან ფარულად. გარდა ამისა, დანაშაულის ჩამდენ პირს უნდა ამოძრავებდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

14. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

16. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების ქურდობის მცდელობად დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია დადასტურდეს, რომ ბრალდებულის მიერ განხორციელებული კონკრეტული მოქმედებები უშუალოდ მიმართული იყო სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისაკენ და ბრალდებულს გააჩნდა მათი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

17. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ 2019 წლის 13 ივლისს ნასვამი ი------------–--- ქვეითად გადაადგილდებოდა ქალაქ ლ--------ში, ზ------–ის ქუჩაზე. ი------------–---მ დაამსხვრია აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ლ----ს“ ვიტრინის შუშა. რის შემდეგაც სცადა გასცლოდა შემთხვევის ადგილს, თუმცა იგი დააკავეს შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მხოლოდ ეს ფაქტი არ არის საკმარისი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ი------------–---ს მაღაზია „ლ----დან“ მასში არსებული ტანსაცმლის ფარული დაუფლების განზრახვა მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

18. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ი------------–--ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა. მართალია, დადგენილია, რომ მაღაზიის ფანჯარა მართლაც იყო ჩამტვრეული, თუმცა მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დადასტურდა, რომ ი------------–---მ მაღაზიის მინა მასში არსებული ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დასაუფლებლად გატეხა.

19. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფროსი გ----------–----–---–ი, რომელიც აღწერს 2019 წლის 13 ივლისს მომხდარ გარემოებებს. გ----------–----–---–მა შემთხვევამდე 2-3 წუთით ადრე გაიარა შემთხვევის ადგილთან, სადაც მისივე თქმით, არავინ იმყოფებოდა. გ----------–----–---–ის ავტომანქანას დაახლოებით 50 მეტრში მისდევდა ო--------------–---–ის მერსედესის მარკის ავტომანქანა. გ----------–----–---–ის ჩვენების თანახმად, მაშინ როდესაც შემოესმა მსხვრევის ხმა, მაღაზია „ლ----დან“ დაახლოებით 100-150 მეტრში იქნებოდა. მისივე ვარაუდით, სწორედ მსხვრევის დროს, შემთხვევის ადგილთან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ო--------------–---–ის ავტომანქანა. ო--------------–---–ის განმარტებით, მანაც მხოლოდ მსხვრევის ხმა გაიგონა, შემთხვევის ადგილას კი არც მსხვრევის ხმამდე და არც უშუალოდ ხმის გაგონების მომენტში არავინ და არაფერი დაუნახავს. იმ გარემოებას, რომ მაღაზიის მინა დაიმსხვრა, ასევე ადასტურებს ი------------–---, რომელიც განმარტავს, რომ მის მიერ ქვის უმისამართო გასროლის შემდეგ გაიგო მინის გატეხვის ხმა, მიხვდა, რომ რომელიღაც მაღაზიის მინა გატეხა, რის გამოც სცადა გარიდებოდა შემთხვევის ადგილს, რადგან ნასამართლევია. გ----------–----–---–ის განმარტებით, მსხვრევის ხმის გაგების შემდეგ მან მოატრიალა მანქანა და შემთხვევის ადგილისკენ წავიდა, დროის მცირე მონაკვეთში მივიდა მაღაზია „ლ---თან“, სადაც დაინახა ი------------–---, რომელიც შებრუნებული იყო მაღაზიის მინისკენ. გ----------–----–---–მა ვარაუდი გამოთქვა, რომ „სავარაუდოდ, ი------------–--- შემძვრალი იყო შიგნით“. გ----------–----–---–ის განმარტებითვე, ი------------–---მ გაქცევა სცადა, თუმცა კლიმიაშვილს ის თვალთახედვიდან არ დაუკარგავს და დაახლოებით 10-15 მეტრში, ქუჩის კუთხეში დააკავა. მისივე განმარტებით, ი------------–---ს ხელი ჰქონდა დაკაწრული, თუმცა რომელი არ ახსოვს. ი------------–--ის შემთხვევის ადგილთან ახლოს დაკავების ფაქტს ადასტურებს ასევე მოწმე ო--------------–---–იც, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მიბრუნდა მაღაზია „ლ---თან“ სადაც ის გააჩერეს ან თვითონ გაჩერდა და გ----------–----–---–ისაგან მოისმინა ვერსია, რომ ი------------–--- მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა. იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დროს ამ ადგილას იმყოფებოდა ი------------–--- და სწორედ მის მიერ მოხდა მინის ჩატეხვა, ადასტურებს თავად ბრალდებულიც, რომელიც ასევე განმარტავს, რომ „შარის თავიდან ასაცილებლად სცადა გარიდებოდა შემთხვევის ადგილს, თუმცა მალევე დააკავეს.“ ამასთან, ი------------–--- განმარტავს, რომ ის მაღაზია „ლ---თან“ ახლოსაც არ მისულა, არათუ ნივთების ფარულად დაუფლება უცდია. მისი განმარტებითვე, ქვის სროლის მომენტში იმყოფებოდა მაღაზიებიდან დაახლოებით სამ მეტრში, თუმცა არ უთითებს რომელი მაღაზიიდან, რადგან მისივე განმარტებით, ამავე ქუჩაზე სხვა მაღაზიებიც არის.

20. ამ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი------------–---მ ჩატეხა მაღაზია „ლ----ს“ ვიტრინა, რის შემდეგაც სცადა გარიდებოდა შემთხვევის ადგილს, მაგრამ მალევე დააკავეს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირველად სად შეამჩნია გ----------–----–---–მა ი------------–---, სასამართლოს აქვს სამი ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულება - ერთ შემთხვევაში, გ----------–----–---–ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ი------------–--- დგას ჩამტვრეულ მინასთან, შებრუნებული პირით მაღაზიისაკენ. მეორე შემთხვევაში, ი------------–--ის ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ მაღაზიის ჩამტვრეულ მინასთან ახლოს არ მისულა და პირიქით, ცდილობდა შემთხვევის ადგილს გასცლოდა. მესამე კი ტაქსის მძღოლის - ო--------------–---–ის ჩვენება, რომელიც გ----------–----–---–ის განმარტებით მას მიჰყვებოდა უკან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით, მაგრამ მას მაღაზია „ლ---თან“ არავინ შეუმჩნევია. სამივე აღნიშნული პიროვნება 3 წუთის ინტერვალით შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 50-100 მეტრის რადიუსში მოძრაობს. გ----------–----–---–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს ან უშუალოდ შემთხვევის ადგილთან უნდა ყოფილიყო ტაქსის მძღოლი, რომელიც ამბობს, რომ მაღაზია „ლ---თან“ არავინ დაუნახავს, რაც თანხვედრაშია ი------------–--ის ჩვენებასთან, რომელიც ამბობს რომ უშუალოდ მაღაზიასთან არ მისულა.

21. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მეოთხე მტკიცებულებას - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ანაწმენდებს და კვლებს და შემდგომში მის საფუძველზე გამოტანილ დადგენილებას ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა, რაც ასევე თანხვედრაშია ი------------–--ის ჩვენებასთან. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ი------------–---ს ხელზე ჰქონდა ნაკაწრები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდებით და ლაქებით და მათ საფუძველზე გამოტანილი უშედეგო ბიოლოგიური ექსპერტიზის დადგენილებით გაურკვეველია სისხლისმაგვარი ლაქების კუთვნილება და წარმოშობა. ამიტომ სასამართლო იზიარებს ი------------–--ის ჩვენების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც მან დაზიანება მიიღო არა შემთხვევის ადგილზე, არამედ სხვაგან, საპირისპირო რამ, რითაც დადასტურდებოდა რომ იოსებ ბოოლაძემ დაზიანება მაღაზიის მინის გატეხვისას მიიღო მხოლოდ ვარაუდია და არ დასტურდება.

22. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადგენილია, რომ მორიგე ჯგუფის მისვლისას, გ----------–----–---–ს ი------------–--- მაღაზია „ლ----დან“ დაახლოებით 10-15 მეტრში ჰყავდა გაჩერებული და მის დაკავებას ცდილობდა. მათივე განმარტებით, მორიგე ჯგუფს მინიმალური დრო დასჭირდა შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, რადგან დაახლოებით 200-300 მეტრში იმყოფებოდნენ და კლიმიაშვილის შეტყობინებისთანავე დაიძრნენ მაღაზიისაკენ. ამდენად, უშუალოდ სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა ი------------–---, რა ქმედებას ახორციელებდა ის და რისი განხორციელება ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ფაქტობრივად დაუდგენელია.

23. ამასთან, საქმის მასალებში გამახვილებულია ყურადღება გარე პერიმეტრის კამერების არ არსებობაზე, მაშინ როდესაც მაღაზია აღჭურვილი იყო შიდა სათვალთვალო კამერით და მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, მართალია უშუალოდ ჩამტვრეულ მინას კამერა ვერ დაინახავდა, რადგან მანეკენი ეფარებოდა, მაგრამ კამერა უყურებდა ჩამტვრეული მინის გასწვრივ განლაგებულ სპეციალურ ტანსაცმლის საკიდს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კამერის მიერ აღქმული შეიძლებოდა ყოფილიყო ამ საკიდზე განთავსებული ტანსაცმლის მოძრაობა ან გარე პერიმეტრის გარკვეული ნაწილი.

24. სასამართლო ასევე გაამახვილებს ყურადღებას თავად მინის დაზიანებული ადგილის მდებარეობაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, „მაღაზიას წინა მხრიდან, ასფალტიდან 0,74 მ-ის სიმაღლეზე აქვს კედელი და შემდეგ დიდი მეტალოპლასტმასის კონსტრუქციაში ჩასმული სამ ნაწილად გაყოფილი ვიტრინა ფანჯარა... ფანჯრის შუშა არის დაზიანებული ნაწილობრივ და ჩამსხვრეული ფანჯრის რაფიდან 0.60 მ-ის სიმაღლეზე...დაზიანებულ ფანჯარას აქვს ჩამსხვრევის შედეგად 0,13 მ-ის დიამეტრის სიცარიელე... სპეციალური საკიდიდან ნაწილობრივ ჩამოგდებულია ერთი ცალი ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ფანჯრის ჩამსხვრეული სიცარიელიდან ჩამოგდებულ შარვლამდე დაშორება არის 0.30 მეტრი.“

25. ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ექსპერტ გ--------------ეს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერს მინაზე დაზიანების მდებარეობას და სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტავს, რომ „შემთხვევის ადგილზე, მაღაზიის შუშა იყო ჩამტვრეული, დაახლოებით 40 სანტიმეტრზე, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 60 სანტიმეტრზე“. არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმეების უმრავლესობა თანხმდება იმ საკითხზე, რომ სიცარიელეში ადამიანი ორი ხელის შეყოფას შეძლებდა, თუმცა მთლიანად ვერ შეეტეოდა, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კონკრეტული სიმაღლის ადამიანი შეძლებდა, მიწიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით 130 სანტიმეტრ სიმაღლეზე არსებულ მრავალწახნაგიანი მინის ნამსხვრევში ხელის შეყოფას და მისგან 30 სანტიმეტრით დაშორებული ტანსაცმლის გამოტანას, მითუმეტეს ფეხზე მდგომ, გამართულ მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც აღწერს მოწმე გ----------–----–---–ი ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე მისვლისას. გარდა ამისა, სასამართლოს გაურკვეველი დარჩა მიწიდან რა სიმაღლეზე მდებარეობდა დაზიანებული მრავალწახნაგიანი სიცარიელის უკიდურესი ზედა და ქვედა კიდე. წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუდგენელია მინის დაზიანებული ადგილის მდებარეობის და გ----------–----–---–ის ჩვენების გათვალისწინებით, ფეხზე მდგომი ადამიანი შეძლებდა თუ არა მიწიდან 130 სმ სიმაღლეზე არსებული ღიობიდან გამოეტანა რაიმე ნივთი. ხოლო რაიმე სხვა მტკიცებულება, გარდა გ----------–----–---–ის ჩვენებისა, რაც დაადასტურებდა, რომ ი------------–--- იმყოფებოდა უშუალოდ მაღაზიის მინასთან წარმოდგენილი არ არის, მათ შორის არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუნდაც გ----------–----–---–ის ჩვენების მიხედვით, რომ ი------------–--- სხვადასხვა საშუალებებით და ხერხებით ცდილობდა მაღაზიიდან ნივთების დაუფლებას.

26. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ დადასტურებულ გარემოებაზე, რომ საკიდზე განთავსებული ერთი შარვალი ნაწილობრივ ჩამოვარდნილია. აღნიშნული გარემოება ნამდვილად დადასტურებულია, თუმცა სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ ადგენს, უშუალოდ მინის დამსხვრევის მომენტში ჩამოვარდა შარვლის ერთი მხარე საკიდიდან, თუ ვინმე ცდილობდა მის ჩამოხსნას. რაც საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგაც გაურკვეველი დარჩა.

27. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არ არის ამოღებული სავარაუდო დანაშაულის იარაღი, ამ შემთხვევაში ი------------–--ის განმარტებით - ქვა. თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ოქმში გაკეთებული აღწერის შესაბამისად, სავარაუდოდ შიდა პერიმეტრის დეტალური დათვალიერება არ მომხდარა და ყურადღება გამახვილდა უშუალოდ მაღაზიის დაზიანებული მინის უახლოეს პერიმეტრზე.

28. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ--------------ემ განმარტა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც აღწერილია, რომ შემთხვევის ადგილას, ჩამსხვრეული მინის დაბლა, ფანჯრის რაფაზე იყო წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც შესაბამისი ექსპერტიზისათვის ამოღებულია. საქმის არსებითი განხილვის სხდომის მიმდინარეობისას პროკურორის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ექსპერტის დასკვნა, რაც ასევე პროკურორის მიერ შემდგომში მოიხსნა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოსაკვლევი მტკიცებულებების ნუსხიდან. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რას წარმოადგენდა შემთხვევის ადგილზე არსებული წითელი ლაქები.

29. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი------------–--ის ჩხრეკის დროს ნანახი და ამოღებული არ ყოფილა რაიმე ისეთი ნივთი, რაც დაადასტურებდა მის მიერ ქურდობის ჩადენის განზრახვას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალის ნორმატიული თეორიიდან გამომდინარე, საქმის არსებითი განხილვის და მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს უნდა გამოიკვეთოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სამართლებრივად დაასაბუთებს ბრალდებულის განზრახვას და კონკრეტული ქმედების მიზანს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის ქმედებას - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობას, შესაბამისად არსებული მდგომარეობით შეუძლებელია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე მსჯელობა, რადგან თავად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით.

30. ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

31. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს. კონსტიტუციური მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, ბრალის დასაბუთებისას შეიძლება მხოლოდ იმ მტკიცებულებების გამოყენება, რომლებიც უტყუარია და რომელთა სანდოობაში, ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

32. სსსკ-ის 9-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს განმარტებული იმდაგვარად, რომ ბრალდებულს დაეკისროს მის მიერ მოყვანილი ყველა გარემოების მტკიცების ტვირთი, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

33. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

34. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

35. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო სრულად იზიარებს ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ი------------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის მცდელობა არ დასტურდება.

36. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------–--- ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი------------–--- ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი------------–--- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

 

განემარტოს ი------------–---ს, რომ მას აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულება მარიხუანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ჯინსის შარვალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი