გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24291-19 (330210019003209825)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე
მოსარჩელე - შპს „ჯ--------- უ------- ე------------ი“
მოსარჩელის წარმომადგენელი - მზია პატარაშვილი
მოპასუხე - შპს ,,დ-------’’
წარმომადგენელი - ბ--- ნ-----–--–---–ი
გ--–- ნ-----–--–---–ი
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „ო------------ი თბილისი (მონაწილეობის გარეშე)
დავის საგანი: მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,დ-------ს’’ მოსარჩელე შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 4683.32 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ჯ--------- უ------- ე------------ი“ წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა“ და სემეკის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული №000058 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად.
მოსარჩელე კომპანიის ბაზაში მისამართზე: ქ.თბილისი, საბურთალო, ალ ყაზბეგის გამზ. №20-ში აბონენტად (არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად) რეგისტრირებულია შპს „დ-------“ სააბონენტო ნომრით №755201212, რომელსაც მოხმარებული წყლის საფასური ერიცხება მრიცხველის ჩვენების მიხედვით. აღნიშნულ კომპანიას 2017 წლის ივნისიდან ერიცხება სასმელი წყლის დავალიანება, რომელიც შეადგენს 4683.32 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, საბურთალო, ა-–---------------------- წარმოადგენს შპს „დ-------ს“ იურიდიულ მისამართს, მაგრამ აღნიშნულ მისამართზე უკვე წლებია არ არსებობს შპს „დ-------ს“ კუთვნილი არც უძრავი და არც მოძრავი ქონება, დღეის მდგომარეობითაც აღნიშნულ მისამართზე ფუნქციონირებს შპს „ო------------ი თბილისი“ და შესაბამისად, იგი ვერ გამოიყენებდა სხვის საკუთრებას. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის განმარტებით აღნიშნულ მისამართზე მას მართალია იჯარით ჰქონდა აღებული ფართი, მაგრამ აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო 2014 წლის 18 სექტემბრამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დ-------“ რეგისტრირებულია 23/02/2012 წლიდან და მის იურიდიულ მისამართს დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ქ. თბილისი ინგოროყვას ქ. №22.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 38).
3.1.2. დადგენილია, რომ შპს „დ-------“, როგორც მომხმარებელი შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ის” აბონენტად (აბონენტის ნომერი: 755201212) რეგისტრირებულია 2011 წლის 24 იანვრიდან მისამართზე ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. შენობა 20.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ 28)
3.1.3. დადგენილია, რომ შპს „დ-------მ“ 2013 წლის 30 დეკემბერს შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ის” მომხმარებლებთან ურთიერთობის და წყლის გაყიდვების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა მისამართზე ქ. თბილისი, ა-–-------------------–--------- აბონენტად რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზაში სათანადო ცვლილების შეტანის თაობაზე და განცხადებას დაურთო უძრავი ნივთის მესაკუთრის, სს „ჰ--------–-----------------------------–-----------–-----------–-------------------ის“ დირექტორის თანხმობა მის კუთვნილ ფართში შპს „დ-------ს“ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ და მესაკუთრესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.12.2013 წლის განცხადება (ს.ფ 122);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
აღნიშნული განცხადების მიხედვით შპს „დ-------“ (მისამართად მითითებულია მისამართია ა-–----------------------) მიუთითებს, რომ მისამართზე საბურთალო, ა-–-----------------------ში მდებარე ფართი არის მათი (ნაქირავები) ფუნქციონირებს ავტოსამრეცხაო და ითხოვს მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანას და ნაცვლად შპს „დგთ“-სა ქვითარი გაეგზავნოს შპს „დ-------ს“ და მიუთითებს, რომ ძველ აბონენტზე რიცხული ყველა შესაძლო დავალიანება დაფარული იქნება მათ მიერ სახელწოდების შეცვლის შემდეგ.
სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ შპს „დ-------“ აბონენტად რეგისტრირებულია მისამართზე საბურთალო, ა-–---------------------- და აბონენტის ბარათსა და ქვითარში მითითებული მისამართი №20 შემდეგში დაზუსტებულია (იხ. 20.02.2020 წ. სხდომის ოქმი).
2013 წლის 30 იანვრით დათარიღებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ა-–-----------------------ში მდებარე უძრავი ქონების - 9214 კვ. მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10 და უფლ. დამ. დოკ.-ის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობების: №11, №12, №13, (საკადასტრო კოდი: 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს „ჰ--------–-----------------------------–-----------–-----------–-------------------ი“. (ს.ფ. 125).
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, 2013 წლის 18 სექტემბერს შპს „დ-------სა“ და სს „ჰ--------–-----------------------------–-----------–-----------–-------------------ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, ქ. თბილისი, ა-–-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან 220 კვ.მ ფართზე ერთი წლის ვადით - 2014 წლის 18 სექტემბრამდე (ს.ფ. 128-131).
სს „ჰ--------–-----------------------------–-----------–-----------–-------------------ის“ დირექტორი განცხადებით თანხმობას აცხადებს აღნიშნულ ფართში გაფორმდეს აბონენტად შპს „დ-------“ და პასუხისმგებლობას იღებს მათ მიერ დატოვებული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 127).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ აბონენტს ბარათით აბონენტს №755201212, დასახელება: შპს „დ-------“ მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგი, შენობა №20 (22), 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის 20 აგვისტოს მდგომარეობით უფიქსირდება დავალიანება 4683.32 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- აბონენტის ბარათი (იხილეთ ს.ფ. 32-36)
- შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ის” ქვითარი №755201212 (ს.ფ.37)
3.2.2. დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ა-–--------------------------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ 06/07/2015 წლიდან რეგისტრირებულია შპს „ო------------ი თბილისი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.134);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.95);
- შპს „ო------------ი თბილისის“ გენერალური დირექტორის წერილი (ს.ფ. 120);
- მოპასუხის ახსნა-განმარტება, შესაგებელი სხდომის ოქმი.
2018 წლის 19 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების - ქ. თბილისი, ა-–-----------------------ში მდებარე 9214 კვ.მ ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10 და უფლ. დამ. დოკ.-ის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობები №11, №12, №13), ს/კ: 0---------------, მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ო------------ი თბილისი“ (ს.ფ. 134).
2019 წლის 06 ნოემბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ქ. თბილისი, ა-–-----------------------ში მდებარე 9428 კვ.მ (დაზუსტებული) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობა №1, 192.22 კვ.მ ფართით, ს/კ: 0--------------- (წინა ს/კ: 0---------------; 0---------------) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „ო------------ი თბილისი“ (ს.ფ. 95).
შპს „ო------------ი თბილისის“ გენერალური დირექტორის წერილის მიხედვით, უძრავ ქონებას, მდებარე თბილისი, ა-–---------------------- მდებარე 9 428 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ: 0---------------), საკუთრების უფლებით ფლობს 2015 წლის 06 ივლისიდან და აღნიშნულ მიწის ნაკვეთი შპს „ო------------ი თბილისის“ მიერ საკუთრების უფლების მოპოვების შემდეგ და არც მანამდე, არ ყოფილა გადაცემული რომელიმე სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „დ-------სათვის“ მფლობელობაში/სარგებლობაში (ს.ფ. 120).
3.2.3. მოპასუხე შპს „დ-------ს“ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ გააჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ ხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები;
??????????? ???????????? ?? ??????????????? ?????????????? ???????? ???????? 2008 წლის 26 ნოემბრის №32 ??????????? „??????? ????? ?????????? ?? ?????????? ??????? ??????????? ??????? “.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის მიერ თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ წარმოადგენს რა წყლის მიმწოდებელ კომპანიას, მოპასუხეს, რომელიც რეგისტრირებული იყო აბონენტად, მიაწვდიდა სასმელ წყალს, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და არ გადაიხადა წყლის მიწოდების საფასური.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთარი ინტერესები ნებისმიერი ხელყოფისაგან ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარემ სადავოდ გახადა, მის მიერ მოპასუხსათვის მიწოდებული სასმელი წყლის საფასურის ღირებულების გადახდა, მოპასუხემ კი თავის მხრივ მოსარჩელის მოთხოვნას დაუპირისპირა მისი მხრიდან დავალიანების არარსებობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო დროის მონაკვეთში (2017-2019წწ), იგი აღარ მოიხმარდა სასმელ წყალს. ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად, შესაბამისად, საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, პირველ რიგში დასადგენია რა სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არსებობდა მხარეთა შორის, უფლებამოსილია თუ არა კრედიტორი მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება და ეკისრება თუ არა მოვალეს რაიმე სახის ვალდებულების შესრულება კრედიტორის წინაშე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ვინაიდან, დავის საგანი უშუალო კავშირშია აბონენტის მიერ წყლის დანახარჯთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია დაადგინოს: რა ურთიერთობა არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის და რა პერიოდის განმავლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ი” წარმოადგენს წყლის მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს სემეკის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა” და სემეკის მიერ 2011 წლის 21 დეკემბერს გაცემული №005 წყალმომარაგების ლიცენზიის შესაბამისად, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესი არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის მომხმარებელთა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად; საყოფაცხოვრებო (ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის) და არასაყოფაცხოვრებო (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი) მომხმარებლად. ამავე წესების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
ამდენად, იმისათვის, რომ ინდივიდუალურ მრიცხველზე წყალმომმარაგებელმა განახორციელოს დარიცხვა, პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს მომხმარებლად ზემოთ მითითებული წესების შესაბამისად.
6.3. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ შპს „დ-------“ შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ის” მომხმარებლებლად (აბონენტად) რეგისტრირებულია 2011 წლის ივნისიდან, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. შესაბამისად, აბონენტის ბარათის მიხედვით მას ერიცხება დავალიანება 2017-2019წწ. დროის მონაკვეთში. ასევე დადგენილია, რომ შპს „დ-------“ რეგისტრირებული იყო აბონენტად და მოიხმარდა სასმელ წყალს, თუმცა უძრავი ქონების მესაკუთრეს თვითონ არ წარმოადგენდა და აბონენტად დარეგისტრირდა სწორედ ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობით. შესაბამისად, დაცულია ”სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამდენად, შპს „დ-------სა“ (მომხმარებელსა) და შპს ”ჯ--------- უ------- ე------------ს” (წყლის მიმწოდებელი კომპანია) შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის ივნისიდან და წყლის მიმწოდებელ კომპანიასთან ურთიერთობის დამადასტურებელი ბოლო განცხადება დარეგისტრირებულია 2013 წლის 30 დეკემბერს, რომელსაც ერთვის უძრავი ნივთის მესაკუთრესა და აბონენტს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა 2014 წლის 18 სექტემბერს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან.
6.6. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების არსებობის საფუძველია მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. რაც შეეხება „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ დადგენილ რეგულაციებს, აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს იგივე წესს, რასაც სკ 477-ე მუხლი, კერძოდ, წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ამდენად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითად ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს საქონელი, მყიდველის ძირითადი ვალდებულებას კი, ნაყიდი საქონლის მიღება და გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ნასყიდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულებას - მიწოდებული საქონლის ღირებულების (ნასყიდობის ფასის) გადახდას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ 2011 წლის ივნისიდან 2014 წლის 18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ვინაიდან მათ შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა განსაზღვრული იყო გარკვეული დროით - 2014 წლის 18 სექტემბრამდე (მოსარჩელეს 2018 წლის 18 სექტემბრიდან მოპასუხესთან ურთიერთობის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია), ხოლო მოსარჩელე სადავოდ ხდის 2017-2019 წლებში მიწოდებული სასმელი წყლის დავალიანებას.
ამდენად, მხარეებს შორის სასმელ წყლის მიწოდებაზე შეთანხმების არსებობა დასტურდება მხოლოდ 2011 წლიდან 2014 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დაადასტურებდა 2014 წლის 18 სექტემბრიდან მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სასმელი წყლის მიწოდების) გაგრძელების ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეს, სადაც აბონენტია რეგისტრირებული და დამონტაჟებულია მრიცხველი არ წარმოადგენს შპს „დ-------“, არ არის წარმოდგენილი ასევე მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე შპს „დ-------“ განაგრძობს აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობას, შესაბამისად, ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ სადავო პერიოდში - 2017 წლის ივნისიდან 2019 წლის 25 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში - მოსარჩელის მიერ სასმელი წყალი მიეწოდებოდა მოპასუხე შპს „დ-------ს“.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
აღსანიშნავია, რომ მართლმსაჯულების მიზანია მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლა, შედეგად კი ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო პერიოდში მისი მხრიდან მოპასუხისათვის წყლის მიწოდების ფაქტი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა სასმელი წლის დავალიანების დაფარვის შესახებ, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას, რომ მოპასუხე ვალდებული იყო ეცნობებინა წყლის მიმწოდებლისათვის უძრავი ნივთის მესაკუთრის შეცვლის შესახებ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ დადგენილ რეგულაციებით, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრეა ვალდებული საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის მიმწოდებელთან (აღნიშნული წესების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი), შპს „დ-------“ კი არც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და არც ამ უძრავი ნივთის მესაკუთრის შეცვლის შემდეგ არ იყო იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც მიეწოდებოდა მოსარჩელის მიერ სასმელი წყალი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 70.24 ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ--------- უ------- ე------------ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,დ-------ს’’ მიმართ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი