განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
010100119003211375
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003211375

1-952/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილმა

ციცინო მაჭარაშვილის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ი-----–------------–----

ადვოკატის _ თ--------------

 

მონაწილეობით, ბრალდებულ ი-–--- ზ---–--ის მონაწილეობის გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №170300819002 საქმე,ბრალდებული ი-–--- ზ---–--ი

მამის სახელი: შა-----

დაბადებული: 01.01.1----–--–---------–---------------------

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-–--- ზ---–--იმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7,576 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც 5,472 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოღებული იქნა მისგან 2019 წლის 30 აგვისტოს ქ--------–-------------------- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩატარებული პირადი ჩრეკის შედეგად, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2,104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოღებული იქნა 2019 წლის 31 აგვისტოს ქ--------–-------------------- ბინა N5 მდებარე მისივე დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–--- ზ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ბესარიონ ვაშაკიძის, ბეგლარ ხონელიას, რომან ქათამაძის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩრეკის ოქმი, დაკავების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, შუამდგომლობები საგამოძიებო მოქმედებების კანონიერად ცნობის შესახებ, სასამართლოს განჩინებები, დადგენილება ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში შეკრებილი სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა.

 

სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-–--- ზ---–--ის ბრალდების დადასტურება.

 

"ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

სასჯელის არგამოყენების დასაბუთება:

 

N 2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესეულების დირექტრის მიერ 2020 წლის 28 თებერვლის N 60272/20 წერილის მიხედვით მიღებული იქნა შეტყობინება გარდაცვალების ი-–--- ზ---–--ის შესახებ. შეტყობინების თანახმად ი-–--- ზ---–--ი გარდაიცვალა 2020 წლის 28 თებერვალს 03 სთ 30 წთ სავარაუდო დიაგნიზით გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაიცვალა, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს ადგენს სასჯელის დაუნიშნავად.

ამდენად, გარდაცვალების ცნობით დასტურდება ბრალდებული ი-–--- ზ---–--ის გარდაცვალების ფაქტი, რის გამოც მის მიმართ არ უნდა მოხდეს სასჯელის განსაზღვრა.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს, პირადობის მოწმობა, დოკუმენტაცია, ორი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, ფულადი თანხა 400 ლარი და 2000 თურქული ლირა, ტელეფონის აკუმულატორი, მაჯის საათი, ტყავის ხელჩანთა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს .

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-–--- ზ---–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ი-–--- ზ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთმტკიცებები - ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს., პირადობის მოწმობა, დოკუმენტაცია, ორი ცალი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ტყავის საფულე, ფულადი თანხა 400 ლარი და 2000 თურქული ლირა, ტელეფონის აკუმულატორი, მაჯის საათი, ტყავის ხელჩანთა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს .

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი