გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
190210019003327757
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2321-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27 თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო ს------ა კოლეგია

 

მოსამართლე - მამუკა ნოზაძე

სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი

 

მოსარჩელე -ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - მ------ ზ--------–-–---–ი, ა---- ჩ--------ი

 

მოპასუხე - შ-- „ს---------ი“

წარმომადგენელი - ნათია გოგაძე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე შ-- „ს---------ს“ დაეკისროს საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ 71195,85 ლარის გადახდა.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოსა და შ-- „ს---------ს“ შორის 2--- წლის 0- აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, შსს სხვადასხვა დანაყოფების მომსახურებისთვის ქურთუკებისა და ქუდების შესყიდვაზე.

აღნიშნული ხელშეკრულების დანართი N--ის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასყიდი პირველი, მეორე და მეხუთე პოზიციით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში- 2--- წლის 0- ივნისის ჩათვლით, ხოლო მესამე და მეოთხე პოზიციით გათვალისწინებული საქონლის 90 კალენდარულ დღეში, ანუ 2--- წლის 0- ივლისის ჩათვლით. საქონლის მიწოდება, რეალულად დასრულდა 2--- წლის 2- სექტემბერს.

2--- წლის 0- აპრილის N- შეთანხმების ოქმის თანახმად, 2--- წლის 0- აპრილს N--- ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები. კერძოდ, შეიცვალა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა და ღირებულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება საბოლოოდ განისაზღვრა 416 350. 00 ლარით.

2--- წლის 0- აპრილს N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მთლიანად მიწოდება დასრულდა 2--- წლის 2- სექტემბერს, ანუ 114 კალენდარული დღის დაგვიანებით.

მითითებული ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში საერთო ჯამში შეადგენს 71 195.85 ლარს.

მომსახურების სააგენტოს 2--- წლის 1- ოქტომბრის წერილით მოვალეს მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა მოპასუხის მხრიდან ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის 71 195. 85 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხის მიერ არ მომხდარა საქონლის მიწოდება 114 დღის დაგვიანებით, საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა ეტაპობრივად.

ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის მიხედვით „ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის“ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში კი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია არა შესასრულებელი ვალდებულების ოდენობიდან, არამედ საქონლის მთლიანი ღირებულებიდან, ხოლო ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 0.15%, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუს იძენს.

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა შესაბამისი გაანგარიშება მისაწოდებელი საქონლის ოდენობის და ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, 0,02% პირგასამტეხლოს გათვალისწინებით და განმარტა, რომ მოპასუხეს მხოლოდ 6.1-3,80 ლარის გადახდა შესაძლებელია დაეკისროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოსა და შ-- „ს---------ს“ შორის 2--- წლის 0- აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულება, საბოლოო ღირებულებით 416 350. 00 ლარი, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოსათვის მიეწოდებინა ქურთუკები და ქუდები, პოზიციების მიხედვით 60 და 90 დღიან ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

 

3.1.2. მიმწოდებლის მიერ დარღვეულ იქნა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ: შსს მომსახურების სააგენტოსათვის ქურთუკები და ქუდები, მიწოდება დასრულდა 2--- წლის 2- სექტემბერს, 114 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

- 2--- წლის 0-, 19, 23, 24 და 2- სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2--- წლის 0- აპრილის N--- ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში საერთო ჯამში შეადგენს 71 195.85 ლარს (41635.00*0.15%*114=71 195.85).

 

3.2.2. შ-- „ს---------ის“ მიერ დარღვეული იქნა 2--- წლის 0- აპრილს გაფორმებული №1-4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.

 

ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შ------ი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 2--- წლის 0-, 19, 23, 24 და 2- სექტემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები. მოპასუხე წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით, მათ საქონლის მიწოდება განახორციელეს ეტაპობრივად. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების და მისი N- დანართის თანახმად მართალია პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, თუმცა ვინაიდან მოპასუხეს უნდა მიეწოდებინა მოსარჩელისათვის ხუთი სახის (ექსპერტ კრიმინალისტების ქურთუკი მათმუნებლით, ქურთუკი (ცკპდ), ქურთუკი თბილი, ზამთრის ქუდი, ქურთუკი (ქბრბ)) საქონელი, რათქმაუნდა აღნიშნული პროდუქციის მიწოდება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, კონკრეტულად ექსპერტ კრიმინალისტების ქურთუკის, ქურთუკის (ცკპდ) და ქურთუკი (ქბრბ) მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 60 კალენდარულ დღეში, ხოლო თბილი ქურთუკის და ზამთრის ქუდის მიწოდებისათვის განსაზღვრული იყო 90 კალენდარული დღე. განსახილელ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად თბილი ქურთუკის და ზამთრის ქუდის მიწოდება განხორციელდა 2--- წლის 19, 23, 24 და 2- სექტემბერს ანუ 114 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

ამდენად, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულება, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს სარჩელი შემცირებული პირგასამტეხლოს გათვალისწინებით, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 41--ე, 420-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოსა და შ-- ,,ს---------ს" შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

ამავე კოდქსის მუხლი 327 ე მუხლის შესაბამისად, კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2--- წლის 0- აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების დანართი N--ში მითითებულია, რომ ტანსაცმლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 60 და 90 კალენდარულ დღეში, თუმცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 90 კალენდარული დღის დაცვა და ტანსაცმელი მიაწოდა მოსარჩელეს 114 კალენდარული დღის დაგვიანებით.

შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობისა და გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს მოვალეს დაეკისროს თუ არა ხელშეკრულებით გათავლისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

ამასთან, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. გასნსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, ამასთან პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგო რიცაა, მაგალითად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი. ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის დროს მხარეები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ კეთილსინდისიერების და პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი და ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლებები. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს მხარის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას შეფასებულ უნდა იქნეს პირგასამტეხლოსა და ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 41--ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-41--ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან (ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 416.350 ლარი) და შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, ხელშეკრულების საერთო თანხის 0.0- %-ის ოდენობით, რაც N--- ხელშეკრულებაზე შეადგენს - 23.731.95 ლარს (416350*0.0-%*114=23731.95).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 6 1-3.80 ლარის ნაწილში და ამასთან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 526.44 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს 1-5.51 ლარი, ხოლო 1423.91 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შ-- „ს---------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე შ-- „ს---------ს“ (ს/კ 4--------) ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ 2--- წლის 0- აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 23 731.95 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე შ-- „ს---------ს“ (ს/კ4--------) დაეკისროს ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 526.44 ლარის გადახდა.

 

4. ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს უარი ეთვას მოთხოვნილი თანხის 47,463.90 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

5. მოსარჩელე ს--- საქართველოს შ------ ს------ა ს------------ს მომსახურების სააგენტოს უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 06 დეკემბერს (საგადახდო დავალება N35246) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2135.88 ლარიდან 1-5.51 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300063150, ბანკის კოდი TRESGE22, ხოლო 1423.91 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მამუკა ნოზაძე