განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3108-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ---------------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ----------------–---–ი (პ/№-----------), დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, თ-------------------–---------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა-–-------------;
ადვოკატი - ი--------------–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი (გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიან ისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, მათ შორის ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ში ყოფნისას, გ----------------–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ფსიქიკურ და ფიზიკურ იძულებას ახორციელებდა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა---------–--ის მიმართ, კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა---------–--ეს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა არ მიეღო მონაწილეობა სარეკლამო გადაღებებში, ა---------–--ის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, გაუსწორდა ფიზიკურად, ემუქრებოდა დასახიჩრებით, სახის ათლითა და მოკვლით, რა დროსაც ა---------–--ეს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და იძულებული იყო გ----------------–---–ის მოთხოვნა შეესრულებინა.
გ----------------–---–ი ა---------–--ეს ფსიქიკურად და ფიზიკურად აიძულებდა არ შეესრულებინა მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლება იყო, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდა, რომ არ მიეღო მონაწილეობა სარეკლამო გადაღებებში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ის სადარბაზოში, გ----------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა---------–--ის მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა---------–--ეს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, ა---------–--ის მხრიდან წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების გამოხატვისას, ხელის ხელზე მოჭერის გზით, ძალის გამოყენებით გაიყვანა იგი ბინიდან სადარბაზოში, ხელი მოჰკიდა კომბინიზონზე და ძლიერად მოქაჩვით დააგდო ძირს, რის შემდგომაც გაშლილი ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა თავში და წყლით სავსე ბოთლი რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, რა დროსაც ორსულად მყოფმა ა---------–--ემ გა--–ადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ----------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ის სადარბაზოში, გ----------------–---–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსულ ა---------–--ეს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, მიაჩნდა რა, რომ ა---------–--ეს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პროფესიისა და სამუშაო ადგილის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და ვალდებული იყო მისი, როგორც მამაკაცისა და ყოფილი მეუღლის მითითებები შეესრულებინა და მისი გენდერული სტერეოტიპული შეხედულების შესაფერისი სოციალური როლი მოერგო, მას შემდგომ, რაც ა---------–--ის დედამ გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი ორგანოსთვის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორსულად მყოფ ა---------–--ეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
1.4. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ----------------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ის სადარბაზოში, გ----------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე--------------–-–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ გ----------------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.2. გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ის სადარბაზოში, გ----------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა---------–--ის მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, ხელი მოჰკიდა კომბინიზონზე და ძლიერად მოქაჩვით დააგდო ძირს, რის შემდგომაც წყლის ბოთლი რამდენჯერმე დაარტყა თავში და ფეხებში, რა დროსაც ორსულად მყოფმა ა---------–--ემ გა--–ადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა ა---------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი სკოლის ასაკიდან იცნობს გ----------------–---–ს, რომელიც მისი ყოფილი მეუღლეა. ისინი დაახლოვდნენ 2018 წლის ზაფხულის შემდეგ, რის შემდეგაც გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. ისინი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი ცოტა ხნით, დაახლოებით ოცი დღე ცხოვრობდა გ-------ს სახლში, თემქაზე. ამ პერიოდში მათ აერიათ ურთიერთობა. მას რამდენიმე სარეკლამო კომპანიასთან ქვს ურთიერთობა და გადაღებებზე უწევდა სიარული. გ-------ს არ სურდა, რომ მას ევლო სამსახურში, ალბათ სურდა, რომ სულ სახლში მჯდარიყო. კამათის დროს გ----------------–---–ი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა დამახინჯებით, რომ გარეთ ვერასდროს გამოეყო თავი. აპრილის თვეში, გ-------სთან დაშორების შემდეგ მას სამშენებლო კომპანიის რეკლამაში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა გ------- ემუქრებოდა, რომ არ მიეღო მონაწილეობა, თორემ დაწვავდა. იგი ამ მუქარას რეალურად აღიქვამდა, თუმცა სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. გ------- მის სახლს ბუნაგს ეძახდა. როდესაც დაორსულდა, გ------- ექიმებთან დაყვებოდა მას, იგი თითქმის ყველა კონსულტაციაზეა ნამყოფი. მას ბავშვობიდან აქვს ალერგია. სანამ დაორსულდებოდა მანამდე ჩაიტარა ანალიზები ალერგიაზე და ჭინჭრის ცხელება ჰქონდა, ამის გამო რაღაც საკვებზე უარს ამბობდა. ორსულობის პერიოდში მაინც მიირთმევდა გარკვეულ საკვებს, ამის გამო მუცელზე ჰქონდა გამონაყარი. გ-------სთან ყოფნის პერიოდში გადაღებებზე მონაწილეობა არ მიუღია, რომ დაშორდა მაშინ დადიოდა გადაღებებზე. ალერგიის პერიოდშიც დადიოდა სამსახურში. სამსახურიდან ყოველდღე გ----------------–---–ს მოჰყავდა სახლში. 2019 წლის თებერვლიდან დედასთან გადავიდა საცხოვრებლად, რაც გ----------------–---–თან უთანხმოების მიზეზი გახდა.
ორსულობის პერიოდში უნდოდა, რომ გ------- მასთან ყოფილიყო, თუმცა გ------- არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მას თავი კარგად ეგრძნო. 2019 წლის 14 მაისს მას და გ-------ს ერთმანეთთან მიმოწერა ჰქონდათ. ამ დროს იგი ხუთი თვის ორსული იყო. გ-------ს მისი ნახვა სურდა, თუმცა მას არ სურდა გ-------სთან შეხვედრა და არც ეუბნებოდა სად იმყოფებოდა.
2019 წლის 15 მაისს, 19:00 საათზე ის და დედამისი - ე--------------–-–---–ი სახლში იმყოფებოდნენ, რა დროსაც გ----------------–---–მა ტელეფონზე მიწერა მას, რომ დაბლა ჩამოსულიყო სალაპარაკოდ. მან გ-------ს უარი უთხრა შეხვედრაზე, რის შემდეგაც გ------- ავიდა მასთან და კარზე დააკაკუნა. მან გ------- შეიპატიჟა სახლში, თუმცა გ------- არ შევიდა და ამის გამო სადარბაზოში გავიდა მასთან სალაპარაკოდ. სადარბაზოში გ------- ხის სკამზე ჩამოჯდა და მას ეუბნებოდა, რომ სადღაც გაყოლოდა სალაპარაკოდ, რადგან რაღაცის ახსნა უნდოდა მისთვის, თუმცა იგი გ-------ს უარს ეუბნებოდა გაყოლაზე. ამ დროს ისინი მშვიდად საუბრობდნენ. ეს საუბარი დაახლოებით ორმოც წუთს გაგრძელდა. მათი საუბრის დროს კიბეებზე ჩაიარა მეზობელმა ბ---მ, ცოტა ხანში კი ბ---ს შვილმა და მეუღლემ, რომლებსაც მიესალმნენ. გ------- ამ დროს ჩუმად საუბრობდა და მეზობლები ვერ გაიგებდნენ მათ საუბარს. გ-------ს ხელში ,,ბაკურიანი“-ს ბოთლი ეჭირა, რომელსაც ი-----------ს სახესთან. გ------- მას დაემუქრა ტელეფონის წართმევით. როდესაც სიტუაცია დაიძაბა, გ-------მ ხმამაღალ ტონალობაში დაიწყო საუბარი. შემდეგ ეს ბოთლი მას მარცხენა მუხლში და თავში ჩაარტყა და დაუწყო ჭიდაობა, რა დროსაც კომბინიზონის რკინის შესაკრავი მოძვრა და ხელი ატკინა. დარტყმულ ადგილებზე გა--–ადა ტკივილი. გ-------მ იგი ძირს დააგდო და ტელეფონი წაართვა. მან ტირილი და ყვირილი დაიწყო, რომ დაებრუნებინა მისთვის ტელეფონი. ხმაურზე გამოვიდა დედამისი, რომელმაც დაინახა, რომ იგი ძირს ეგდო და ტიროდა. ე--------------–-–---–მა გ-------ს მოუწოდა, რომ დაებრუნებინა მისი შვილისთვის ტელეფონი, რაზეც გ-------მ უარი უთხრა და კიბეებზე ჩაირბინა. ე--------------–-–---–ი გ-------ს დაემუქრა პოლიციაში დარეკვით, თუმცა გ-------ს არ ეშინოდა. იგი გ-------ს ჩაყვა მეექვსე სართულამდე და სთხოვდა ტელეფონის დაბრუნებას. როდესაც გ------- დარწმუნდა, რომ ე--------------–-–---–ი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა და მისამართს აწერინებდა, ტელეფონი დაუბრუნა მას. გ------- დაემუქრა მასაც და დედამისსაც, როცა კიბეებზე ჩადიოდა, რაც მან აღიქვა რეალურად. იგი დაბრუნდა მეშვიდე სართულზე, სადაც დედამისის მეგობარი - ი-----------–---–ი დახვდა, რომელმაც შეიყვანა იგი სახლში. რამდენიმე წუთში გ-------მ კვლავ დაიწყო კარზე ბრახუნი, თუმცა მას კარი არ გაუღეს. ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია, თუმცა გ------- უკვე წასული იყო. მან თავის ახალშობილ ბავშვს არ მისცა გ-------ს გვარი და თავის გვარზე დაწერა, რის გამოც გ----------------–---–ი გაბრაზდა და შეაგინა მას. მან თავისი ბავშვი ასევე დედამისის მეგობარს მოანათლინა. მისი პოზიციაა, რომ გ----------------–---–ი უმკაცრესად დაისაჯოს.
3.2. დაზარალებულმა ე--------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ა---------–--ე მისი ქალიშვილია, ხოლო გ----------------–---–ი არის ა---------–--ის არაოფიციალური მეუღლე. იგი არ იცნობს კარგად გ----------------–---–ს. თავდაპირველად მათ ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. მასთანაც რჩებოდნენ ზოგჯერ, რადგან გ-------ს სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ა---------–--ის დაორსულების შემდეგ მათ ერთმანეთთან აერიათ ურთიერთობა. ა---------–--ე სულ სტრესში იყო და ტიროდა, მას სამსახურში სურდა წასვლა და ვერ მიდიოდა. ა----------–--ო გადაღებებზე მუშაობდა, ასევე მუშაობდა მაკიაჟზე მოდელად. მან ა---------–--ისგან იცის, რომ ეს ყველაფერი არ მოსწონდა გ----------------–---–ს, რადგან ეჭვიანობდა მასზე და ამცირებდა მას. იგი----ს ემუქრებოდა დამახინჯებით და გამუდმებით ტელეფონს უმოწმებდა. ა---------–--ე ორსულ მდგომარეობაშიც მუშაობდა და გადაღებებში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ ა---------–--ე მასთან გადავიდა საცხოვრებლად, - ქ. თბილისი, თ--------------------–-------------------ში.
2019 წლის 15 მაისს ის და ა---------–--ე ერთად წავიდნენ სარეკლამო გადაღებაზე, რა დროსაც ა--- დაურეკა გ----------------–---–მა და დაუწყო გინება. გ-------ს აინტერესებდა თუ სად იყო ა---------–--ე. შემდეგ ისინი წამოვიდნენ სახლში და საღამოს 19:00 საათზე გ----------------–---–მა მიაკითხა ა---- იგი კარზე აბრახუნებდა. ა---------–--ეს სურდა, რომ საბოლოოდ გაერკვია მასთან ურთიერთობები და გავიდა სადარბაზოში მასთან შესახვედრად. როდესაც კარში გაიხედა, გ----------------–---–ს ხელში წყლის ბოთლი ეჭირა და საუბრისას ატრიალებდა. ცოტა ხანში მას სადარბაზოდან მოესმა ა---------–--ის ხმა, რომელიც იძახდა, - გამიშვი მტკივაო. როდესაც იგი სადარბაზოში გავიდა, დაინახა, რომ ა---------–--ე ძირს ეგდო და ტიროდა, ხოლო გ----------------–---–ი მას წყლის ბოთლს ბრახუნით ურტყამდა და ტელეფონზე ეჯაჯგურებოდა. გ------- იმუქრებოდა, - მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო. მოწმე დაემუქრა გ----------------–---–ს, რომ პოლიციას გამოუძახებდა. ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა მისი მეგობარი ი-----------–---–ი, რომელიც ვერ მიხვდა თუ რა ხდებოდა. ის შევიდა სახლში ტელეფონის ასაღებად და პოლიციის გამოსაძახებლად, რადგან შეეშინდა, ბრალდებულს მისთვისაც არ დაეშავებინა რამე, ხოლო ა---------–--ე გ----------------–---–ს კიბეებით მეექვსე სართულზე ჩაჰყვა, რომ ტელეფონი გამოერთმია. გ----------------–---–ი მას და ა---------–--ეს კიბეებიდან მოკვლით დაემუქრა, რაც მათ რეალურად აღიქვეს. ცოტა ხანში---- ამოვიდა სახლში და ტიროდა, ხოლო ის და ი-------------–--ე აწყნარებდნენ მას. ა--- კომბინიზონი ჰქონდა შემოხეული. შემდეგ კვლავ გაისმა კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა. ისევ გ----------------–---–ი იყო ამოსული და აბრახუნებდა. შემდეგ პოლიცია მივიდა, რა დროსაც გ----------------–---–ი აღარ იყო სადარბაზოში. როდესაც ა---------–--ე ორსულად იყო, ალერგია ჰქონდა და გ----------------–---–ს დაჰყავდა ალერგოლოგთან. როდესაც გ----------------–---–ს გადაღებებზე მიჰყავდა ა---------–--ე, სულ დასცინოდა მას.
3.3. მოწმე ი-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ე--------------–-–---–ის მეგობარი. მისთვის ცნობილი იყო, რომ როდესაც ა---------–--ე სამი თვის ორსული იყო, მეუღლის სახლიდან წამოვიდა და დედამისთან ცხოვრობდა. მან როდესაც სამი თვის ორსული---- ნახა, იგი ცუდ მდგომარეობაში იყო და ტიროდა, რადგან მეუღლისგან შეზღუდული ჰქონდა სამსახურში სიარული. ამის გამო იგი საცხოვრებლად დედასთან - ე--------------–-–---–თან გადავიდა. როდესაც ა---------–--ე გ----------------–---–თან ერთად ცხოვრობდა, მას გადაღებებში მონაწილეობა არ მიუღია. ა---------–--ე ორსულობის პერიოდშიც იღებდა გადაღებებში მონაწილეობას. 2019 წლის 15 მაისს იყო ე--------------–-–---–ის დაბადების დღე. მას ა---------–--ემ სთხოვა, რომ მათთან მისულიყო. საღამოს დაახლოებით რვა საათზე, მან ე--------------–-–---–ს დაურეკა და ჰკითხა ა--- რამე ხომ არ უნდოდა მაღაზიიდან. ე---------ემ უპასუხა, რომ ა--- ყოფილი მეუღლე იყო მისული, რომელიც ა--- სადარბაზოში ესაუბრებოდა. იგი ორი პარკით დატვირთული მივიდა ე---------ეს სახლში. როდესაც მეშვიდე სართულზე ლიფტიდან გამოვიდა, დაინახა, რომ ე--------------–-–---–ი იდგა სადარბაზოში თავისი ბინის წინ და ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას. ე---------ემ მას აუხსნა, რომ პატრულში რეკავდა, რადგან გ----------------–---–მა მის შვილს ტელეფონი წაართვა და ა---------–--ე ძირს ეგდო. ე---------ემ ეს ყველაფერი კარის ჭუჭრუტანიდან დაინახა, რითაც შეშინდა და გამოვიდა გარეთ.---------–---–ი ქვედა სართულზე ჩასულა და ა--– გაყოლია მას. როდესაც მოწმემ კიბეზე გადაიხედა, დაინახა, რომ ა---------–--ე ხმამაღლა ტიროდა, მას ჯინსის კომბინიზონი ეცვა. ერთადერთი რაც მან ა---გან გაიგო იყო ის, რომ ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა ასევე ესმოდა მამაკაცის ხმაც, თუმცა სიტყვები ვერ გაარჩია. მოწმემ პარკები სახლში შეიტანა და მაგიდაზე დადო, როდესაც გამობრუნდა სადარბაზოში, ა---------–--ე უკვე ამოსული იყო მეშვიდე სართულზე, მას კომბინიზონის ცალი მხარე ჩამოგლეჯილი ჰქონდა, ტიროდა და ხელში ტელეფონი ეჭირა. ცოტა ხანში, კარზე ბრახუნის ხმა გაისმა, გ----------------–---–ი აბრახუნებდა, თუმცა ა---------–--ემ მას კარი არ გაუღო. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც. იგი უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ან მუქარის ფაქტს.
3.4. მოწმე მ----------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ს-------–---------------–----------------ში. 2019 წლის 15 მაისს, საღამოს საათებში იყო გამოძახებაზე, თ--------–----------------–---–ი, სადაც იმყოფებოდა ორსული პაციენტი ა---------–--ე დედასთან ერთად და აღნიშნავდა, რომ ჰქონდა თავის ტკივილი მეუღლისგან ფიზიკური ძალადობის გამო. ვინაიდან გოგონა ორსული იყო, მედიკამენტოზურ დახმარებაზე თავს იკავებდნენ, ამიტომ შემდგომი კვლევისთვის გადაიყვანეს კლინიკაში. სამედიცინო დოკუმენტაცია შედგენილია მის მიერ. პაციენტს ვიზულაური დათვალიერებით რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა სასწრაფო დახმარების უმცროსმა ექიმმა ნ--------------ამ.
3.5. მოწეებმა ი-------------–--ემ, ქ---------------–--ემ და ბ----–----------ემ სასამართლოს მოახსენეს, რომ ცხოვრობენ ქ. თბილისი, თ--------------------–-------------------ში, მ-------------–ზე და არიან ე--------------–-–---–ის კარის მეზობლები. მათ დაადასტურეს, რომ 2019 წლის 15 მაისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე, სადარბაზოში ნახეს ა---------–--ე და გ----------------–---–ი, რომლებიც მშვიდად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მოგვიანებით, ა---------–--ის ოჯახში მივიდა საპატრულო პოლიცია.
3.6. მოწმეებმა გ---------------–---–მა, ი-----–-----------მ, რ---------------–---–მა და თ-------------ამ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერების თაობაზე.
3.7. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:
3.8. 112-ში შეტყობინების №------- აქტით დასტურდება, რომ 2019 წლის 15 მაისს, 21:44 საათზე ე------–-–---–მა შეატყობინა 112-ს, რომ მის ორსულ შვილს ეჩხუბებოდა მეგობარი მამაკაცი (ტომი I, ს.ფ. 3).
3.9. სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი შპს ,,მ------–-----------------------ოს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №-----ის და ,,ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა---------–--ე ზემოაღნიშნულ კლინიკაში მიყვანილია 2019 წლის 16 მაისს, 01:38 საათიდან 02:40 საათამდე, დაესვა დიაგნოზი: თავის ზედაპირული ტრამვა.
მოქ. ა---------–--ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა წინამხრის და მარცხენა მუხლის სახსრის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტომი I, ს.ფ. 48-50).
3.10. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ----------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
3.11. 2019 წლის 16 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, თ--------------------–-------------------ს მ-------------–ზე, ა---------–--ემ გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც მისმა ყოფილმა მეუღლემ გ----------------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავში ჩაარტყა გაშლილი ხელი და შემდეგ წყლით სავსე ბოთლი ურტყა ფეხებში, რის გამოც გა--–ადა ტკივილი (ტომი I, ს.ფ. 51-58).
3.12. 2019 წლის 14 ივნისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა---------–--ის კომბინიზონზე არსებული დაზიანება (ბრეტელის შესაკრავის დეფორმაციის და ლითონის დეტალის ამოგლეჯის სახით) წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად (ტომი I, ს.ფ. 165-169).
3.13. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ნ-----–------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
3.14. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
3.15. მოწმეებმა ლ--------------–---–მა, ნ--------------ემ, გ-----------------ემ, ბ---------------ემ, ი-----–------–--–--ემ, გ-----------------მა, რ------–------ემ, მ-------–-----ემ, ბ---------------ემ, გ-----------------ემ და ლ---–--–--–--ემ სასამართლოს დაუდასტურეს, რომ გ----------------–---–ს მეუღლის პროფესიასთან და სამსახურთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს არ ჰქონია. იგი ა---------–--ის მიმართ ყურადღებიანი მეუღლე იყო და მანქანით აკითხავდა მას სამსახურში. გ----------------–---–ს ა---------–--ე ექიმებთანაც დაყავდა კონსულტაციებზე. ა---------–--ე ფაქტობრვად არასდროს რჩებოდა გ----------------–---–თან სახლში და იგი უცნაური ხასიათით გამოირჩეოდა გ-------ს მიმართ. ა---------–--ეს ალერგია ჰქონდა და გ----------------–---–ი ამის გამო ეუბნებოდა, რომ თავი შეეკავებინა მაკიაჟის გაკეთებისგან და ჯანმრთელობისთვის მიეხედა. გ----------------–---–ს არასდროს დაუყვირია ა---------–--ისთვის და არასდროს მიუყენებია მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3.16. ბრალდებულმა გ----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ ა---------–--ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ასევე არც დამუქრებია და არ აუკრძალავს რამის გაკეთება. 2019 წლის 15 მაისს იგი----სთან სასაუბროდ მივიდა და სადარბაზოში ესაუბრებოდა მას. ამ დროს შეამჩნია, რომ ა--- დედა - ე-------------–-–---–ი კარებთან იდგა და უსმენდა მათ საუბარს. ა---------–--ე მას ეუბნებოდა, რომ ბავშვს არ ანახებდა. მან ა--- ტელეფონი გამოართვა, მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნა. მას ა---------–--ე დილით და საღამოს დაჰყავდა სამსახურში მანქანით. მან ა---------–--ეს ურჩია, რომ ცოტა ხნით თავი დაენებებინა სამსახურისთვის, რადგან ალერგია ჰქონდა, ხოლო სამსახურში მაკიაჟს უკეთებდნენ სახეზე. ორსულობის პერიოდში ა---------–--ე მარტო არასდროს წასულა სამსახურში, ყოველთვის მას დაყავდა.
3.17. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ იძულებისა და მუქარების ნაწილში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.
3.18. დაზარალებული ა---------–--ე თავის ჩვენებაში ერთის მხრივ აცხადებს, რომ გ----------------–---–ს არ სურდა, რომ მას ევლო სამსახურში და სურდა სულ სახლში მჯდარიყო, ხოლო მეორეს მხრივ ადასტურებს, რომ იგი ორსულობის პერიოდშიც მუშაობდა და ყოველდღე გ----------------–---–ს მიყავდა სამსახურში. ამდენად მისი ჩვენება ამ ნაწილში არის ორაზროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო, რასაც სასამართლო გ----------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს. აგრეთვე მოწმე ე--------------–-–---–მა განაცხადა, რომ ა---------–--ისგან იცოდა, რომ მისი მუშაობა არ მოსწონდა გ----------------–---–ს, რადგან ეჭვიანობდა მასზე და ამცირებდა მას, თუმცა მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ გ----------------–---–ს მანქანით დაჰყავდა ა---------–--ე გადაღებებზე. რაც შეეხება ბრალდების კიდევ ერთ მოწმეს ი-----------–---–ს, იგი იძულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს ა---------–--ისგან და ე--------------–-–---–ისგან და მისი განმარტებით, როდესაც ა---------–--ე გ----------------–---–თან ერთად ცხოვრობდა, მას გადაღებებში მონაწილეობა არ მიუღია. ამავე დროს მოწმე აცხადებს, რომ ა---------–--ე ორსულობის პერიოდშიც იღებდა სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, - თუ გ----------------–---–ი ა---------–--ეს აიძულებდა სარეკლამო გადაღებებში არ მიეღო მონაწილეობა, როგორ იღებდა დაზარალებული სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობას ორსულობის პერიოდშიც? გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის არაერთი მოწმე, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ გ----------------–---–ს ყოველდღე დაყავდა თავისი მეუღლე ა---------–--ე სამსახურში და მას მეუღლის პროფესიასთან პრობლემა არ ჰქონია.
3.19. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანი სთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანი ს თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე გა--–ადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება (შედეგგარეშე ანუ ფორმალური დანაშაული).
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადამიანი სთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
3.20. ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ----------------–---–მა ა---------–--ისა და ე--------------–-–---–ის მიმართ ჩაიდინა მუქარა. კერძოდ, დაზარალებულ ა---------–--ის ჩვენებით როდესაც გ----------------–---–ი დარწმუნდა, რომ ე--------------–-–---–ი ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა და მისამართს აწერინებდა, ტელეფონი დაუბრუნა მას და დაემუქრა. დაზარალებულმა ე--------------–-–---–მა კი მიუთითა, რომ ,,როდესაც იგი სადარბაზოში გავიდა, დაინახა, რომ ა---------–--ე ძირს ეგდო და ტიროდა, ხოლო გ----------------–---–ი მას წყლის ბოთლს ბრახუნით ურტყამდა და ტელეფონზე ეჯაჯგურებოდა. გ------- იმუქრებოდა, - მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო. მოწმე დაემუქრა გ----------------–---–ს, რომ პოლიციას გამოუძახებდა. ამ დროს გაიღო ლიფტის კარი და გამოვიდა მისი მეგობარი ი-----------–---–ი, რომელიც ვერ მიხვდა თუ რა ხდებოდა. მოწმე შევიდა სახლში ტელეფონის ასაღებად და პოლიციის გამოსაძახებლად, რადგან შეეშინდა, ბრალდებულს მისთვისაც არ დაეშავებინა რამე, ხოლო ა---------–--ე გ----------------–---–ს კიბეებით მეექვსე სართულზე ჩაჰყვა, რომ ტელეფონი გამოერთმია. გ----------------–---–ი მას და ა---------–--ეს კიბეებიდან მოკვლით დაემუქრა, რაც მათ რეალურად აღიქვეს“. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უცნაურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ როდესაც ე--------------–-–---–ის ორსული შვილი ძირს გდია და მასზე ბრალდებული ძალადობს, ე--------------–-–---–ი მიდის არა თავისი შვილისკენ დასახმარებლად, არამედ სახლში შედის ტელეფონისთვის. ასევე ი-----------–---–ი ჯერ შედის სახლში პარკების მაგიდაზე დასადებად და შემდეგ გამოდის ისევ სადარბაზოში. თავად ა---------–--ე კი მუქარის შემდეგ არათუ სახლში შედის, არამედ ბრალდებულს ქვედა სართულზე მისდევს ტელეფონის გამოსართმევად.
3.21. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მსხვერპლის შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით, კერძოდ, მხედველობაში იღებს დამმუქრებლის პიროვნებას, ურთიერთამოკიდებულებას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის და მუქარის გამოხატვის ხერხს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულთა ჩვენებებისა და მათი ქმედებებიდან გამომდინარე, დაზარალებულებს ან არ დამუქრებია გ----------------–---–ი, ან ამ მუქარის შედეგად მათ არ გასჩენიათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.22. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა---------–--ის და მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებები ამ ნაწილში თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
3.23. დაზარალებულმა ა---------–--ემ დეტალურად აღწერა 2019 წლის 15 მაისს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევა, რის შედეგადაც გა--–ადა ტკივილი. ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ე--------------–-–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ მას სადარბაზოდან მოესმა ა---------–--ის ხმა, რომელიც იძახდა, - გამიშვი მტკივაო. როდესაც იგი სადარბაზოში გავიდა, დაინახა, რომ ა---------–--ე ძირს ეგდო და ტიროდა, ხოლო გ----------------–---–ი მას წყლის ბოთლს ბრახუნით ურტყამდა და ტელეფონზე ეჯაჯგურებოდა. აგრეთვე, გ----------------–---–ის ბრალეულობა დადასტურდა მოწმე ი-----------–---–ის ჩვენებით, მ----------–-–---–ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
3.24. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახური ძალადობის, (ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგივე მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილად მიჩნევისათვის, ვინაიდან ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად, „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს.
გენდერი არის სოციალური სქესი, განსხვავება ქალსა და კაცს შორის, რომელიც განპირობებულია არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური მოცემულობით, ამა თუ იმ საზოგადოებაში კაცისა და ქალის როლის თავისებურებებით. გენდერი ნიშნავს სოციალურად შემუშავებული როლების, ქცევებისა და მახასიათებლების ერთობლიობას, რომლებსაც მოცემული საზოგადოება მიიჩნევს სათანადოდ ქალისთვის და მამაკაცისთვის.
იმისათვის, რათა გაირკვეს ხომ არ იყო დანაშაული ჩადენილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, უნდა დადგინდეს მოძალადის დანაშაულებრივი ქმედება ხომ არ იყო განპირობებული გენდერული სტერეოტიპების გავლენით.
გენდერული სტერეოტიპია ქალისა და მამაკაცის მსგავსი ქცევის რადიკალურად განსხვავებული შეფასება და არათანაზომიერად გაკიცხვა.
სტერეოტიპული შეხედულებები გამოიხატება ძირითადად ამგვარ შეფასებებში: მაგალითად, გენდერული სტერეოტიპების გავლენით, მამაკაცი მეუღლეს მიიჩნევს საკუთრებად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალს უფლება არ აქვს მეუღლის ნებართვის ან თანხმობის გარეშე გავიდეს სახლიდან, კონტაქტი დაამყაროს ნათესავებთან, ისარგებლოს ტელეფონით თუ სოციალური ქსელით, აირჩიოს მეგობრები, მიიღოს განათლება, დაეუფლოს გარკვეულ პროფესიას, დაიწყოს მუშაობა და ა.შ. ანუ, როდესაც ქალს წართმეული აქვს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება. ასევე, მაგალითად, განქორწინების შემდეგ, ყოფილი მეუღლის მიერ ხშირად ხორციელდება ქალის ქცევის კონტროლი; განქორწინებულ ცოლს მოეთხოვება დაკავდეს მხოლოდ ბავშვების მოვლით და აღზრდით და არ აქვს პირადი ცხოვრების თავისუფლად წარმართვის უფლება მისი ყოფილი ქმრის სახელის არშერცხვენის გამო, მის მიერ სექსუალური პარტნიორის ყოლა ითვლება ,,გზიდან აცდენად”, ,,აღვირახსნილ ცხოვრებად”. გენდერული სტერეოტიპებით განპირობებული ძალადობრივი ქცევა მიჩნეულია გენდერული ნიშნით შეუწყნარებლური მოტივით ჩადენილ დანაშაულად.
3.25. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ----------------–---–ს ედავება, რომ მან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობა ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოწმეებმა ლ--------------–---–მა, ნ--------------ემ, გ-----------------ემ, ბ---------------ემ, ი-----–------–--–--ემ, გ-----------------მა, რ------–------ემ, მ-------–-----ემ, ბ---------------ემ, გ-----------------ემ და ლ---–--–--–--ემ სასამართლოს დაუდასტურეს, რომ გ----------------–---–ს მეუღლის პროფესიასა და სამუშაო ადგილთან პრობლემა არასდროს არ ჰქონია.
3.26. შესაბამისად, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ჩადენის დასადასტურებლად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია არასაკმარისი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ გ----------------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობა განხორციელდა არა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არამედ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–ის ბრალდებიდან გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ქმედების ჩადენა უნდა ამოირიცხოს.
3.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, გ----------------–---–ის მიერ წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ორსული მეუღლის - ა---------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
3.28. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანი ს (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა გა--–ადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.29. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისი, თ--------------------–-----------------------------ის სადარბაზოში, გ----------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, მისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ა---------–--ის მიმართ, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. კერძოდ, ხელი მოჰკიდა კომბინიზონზე და ძლიერად მოქაჩვით დააგდო ძირს, რის შემდგომაც წყლის ბოთლი რამდენჯერმე დაარტყა თავში და ფეხებში, რა დროსაც ორსულად მყოფმა ა---------–--ემ გა--–ადა ფიზიკური ტკივილი.
3.30. ა---------–--ეზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე დარტყმის შემდგომი სისხლნაჟღენთები, რაც დადასტურდა დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენაციით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულ ა---------–--ის ჩვენებას, მოწმეების ე--------------–-–---–ისა და ი-----------–---–ის ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ა---------–--ე დარტყმების შემდეგ ტიროდა, გა--–დიდა ტკივილს და იყო აღელვებული. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და დანაშაულის შემდგომ მსხვერპლის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------–--ისთვის მიყენებულმა ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი.
3.31. ამასთანავე, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ქმედების ჩადენისას გ----------------–---–ს წინასწარ შეცნობილი ჰქონდა, რომ ა---------–--ე იყო ორსულად.
3.32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.33. ადამიანი ს უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანი ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანი ს უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.34. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ა---------–--ე და მოწმე ე--------------–-–---–ი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს გ----------------–---–ის წინააღმდეგ.
3.36. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანი ს გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: იძულების ნაწილში ერთის მხრივ დაზარალებულ ა---------–--ისა და მოწმე ე--------------–-–---–ის ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არათანმიმდევრული და ორაზროვანი, ხოლო მეორეს მხრივ დაცვის მხარის მოწმეები ცალსახად აცხადებენ, რომ გ----------------–---–ი ა---------–--ის მიმართ იყო მზრუნველი მეუღლე, რომელსაც ა---------–--ე თავად დაყავდა მანქანით სამსახურში. მუქარის ნაწილში კი სახეზეა მხოლოდ დაზარალებულების ა---------–--ისა და ე--------------–-–---–ის ჩვენებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის სტანდარტს და როგორც დამაჯერებლობას მოკლებულ ინფორმაციათა ერთობლიობას სასამართლო ვერ გამოიყენებს გ----------------–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად. სხვა მტკიცებულებები მუქარის ნაწილში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
4.3. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ----------------–---–მა ჩაიდინა იძულება და მუქარა.
4.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ----------------–---–ის მიმართ ჩადენილ იძულებასთან და მუქარებთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანი სათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
4.5. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა---ათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ----------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
4.12. რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამია--- უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამია--- უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კა---ა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი ქვეპუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ ,,ადამია--- ღირსება ხელშეუვალია”.
4.13. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).
4.14. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამია--- უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
4.15. შესაბამისად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა---ათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ნასამართლობა (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი და 9 თვე ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით), ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც გ----------------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
6.6. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედებების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისთვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
6.7. სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახეს. ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გ----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისთვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.150-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ----------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გ----------------–---–ის მიმართ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და გ----------------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 მაისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ექსპერტიზიდან დაბრუნებული ა---------–--ის კუთვნილი კომბინიზონი, - დაუბრუნდეს ა---------–--ეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე