განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/68-20
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ ნ-------------–---–--,ადვოკატ ნ---------–-------,ბრალდებულ გ----------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----------------- (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 2---------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ბ---–----- რაიონის სოფელ ქ--––- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘, ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გი---------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, დ--- დ------–-, დემეტრე თავდადებულის ქ.#---ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გი---------------- არასრულწლოვან შვილს - თ--------------- მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ----------------- ძალადობრივი ქმედება ოჯახის წევრების მიმართ გაგრძელდა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ კუთვნილ ავტომანქანასთან, კერძოდ, გი---------------- არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს - ე-----------------–---–--- სახისა და მხარის არეში დაარტყა ხელი, მანვე, ავტომანქანაში, როგორც არასრულწლოვან შვილს - თ---------------, ასევე, მეუღლეს - ე-----------------–---–--- კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ----------------- აღნიშნული ქმედებების შედეგად თ--------------მ და ე-----------------–---–--- განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის მაისის თვეში, არასრულწლოვანი თ-------------- იმყოფებოდა თბილისში, დ--- დ------–- მდებარე #--- საჯარო სკოლაში, რა დროსაც მის კუთვნილ ტელეფონის ნომერზე 5----------- დაუკავშირდა მამამისი - გ---------------- ფარული ნომრით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 17 თებერვალს, არასრულწლოვანი თ-------------- იმყოფებოდა თბილისში, ფ------------------ში, რა დროსაც, სოციალური ქსელის - ფეისბუქის საშუალებით, მამამისმა - გი---------------- გაუგზავნა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ გ----------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - დაზარალებულების: ე-----------------–---–---ა და თ---------------, მოწმეების: მ------------–---–--- და მ------------ გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; სოციალურ ქსელში არსებული მიმოწერით; ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #--------- და #--------- დასკვნებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია გ----------------- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა.
უტყუარადაა დადგენილი, რომ გი---------------- 2018 წლის 4 იანვარს მეუღლეს - ე-----------------–---–---ა და არასრულწლოვან შვილს - თ--------------- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მათ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2018 წლის მაისის თვეში და 2019 წლის 17 თებერვალს ბრალდებული არასრულწლოვან შვილს - თ--------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებებით, რომელთა უტყუარობა არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭვქვეშ.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გ----------------- არასწორად აქვს წარდგენილი ბრალი სსკ-ის 111151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში), რამდენადაც მითითებული პუნქტი სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2019 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო, ამავე კოდექის მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს და სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას, ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. შესაბამისად, ზემოთ მითითებული პუნქტი ბრალდებულს უნდა ამოერიცხოს.
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ამ მუხლთან ერთად მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფს, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, გი---------------- ჩაიდინა ოჯახის წევრების - მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მეუღლემ - ე-----------------–---–--- და შვილმა - თ--------------მ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ე.ი. დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით; მანვე ჩაიდინა არასრულწლოვანი შვილის - თ--------------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც შვილს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, გ----------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი ზემოაღნიშნული მუხლებით და სასჯელი განესაზღვროს ამ დანაშაულთათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გი---------------- დაზარალებულების - ე-----------------–---–---ა და თ--------------- მიმართ განახორციელა ფიზიკური ძლადობა, რითაც დაზარალებულებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე, შვილის - თ--------------- მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დანაშაული, რომელმაც არასრულწლოვან დაზარალებულს დაურღვია ფსიქიკური ხელშეუხებლობა და მშვიდი ცხოვრების უფლება და გამოიწვია შიში.
ამასთან, გ----------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამავდროულად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენიდან გასულია 2 წელზე მეტი, ხოლო მუქარის განხორციელებიდან გასულია ერთ წელზე მეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ----------------- მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ----------------- წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი (ორივე ეპიზოდში), როგორც არასწორად წარდგენილი.
გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (2018 წლის მაისის ეპიზოდში) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდში - 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘, ,,ბ‘‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (2018 წლის მაისის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ‘‘ ქვეპუნქტით (2019 წლის 17 თებერვლის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ----------------- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, გ----------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, გ----------------- დაევალოს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გ----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე