განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
330100119003172633
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4074-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ------–--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - პ---–--------–---–- (პ/ნ 3----------), დაბადებული 1--- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ს------–-----------, თ------------ ქ.#7--ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 4----–---, დაახლოებით 14:50 საათზე, თბილისში, მ--–------------------- ბ--–------------- და ბ-------–----------- კვეთაზე, პ---–--------–---–-- ა--------------–---–- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის არეში. პ---–--------–---–-ს ქმედების შედეგად, ა--------------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება.

 

2018 წლის დეკემბერ - 2019 წლის იანვრის პერიოდში, პ---–--------–---–-, მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - ლ--–----------- და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შედეგად, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ

არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ ა--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 4----–--- მანქანით ყიდდა საზამთროს, რა დროსაც მასთან მივიდა პ---–--------–---–-, რომელსაც მანამდე არ იცნობდა, უთხრა, რომ საქმე ჰქონდა და გაჰყოლოდა. ჩაჯდა მის მანქანაში, როდესაც გადმოვიდა მანქანიდან, გადმოჰყვა პ---–--------–---–- და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა, ერთმანეთს ურტყამდნენ. დაზიანება მიიღო კისრის არეში, კერძოდ, ყურის მიდამოში, რის შემდეგაც, მოგერიების დროს, დაჭრა ბრალდებული და დააკავეს.

 

დაზარალებულმა ა--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე, ასევე, დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 4 ივლისის გამოკითხვის ოქმში მითითებული ფაქტები, კერძოდ, ის, რომ 2019 წლის 4----–---, დაახლოებით 15 საათამდე პერიოდში, იმყოფებოდა თბილისში, ა---------------–------ ბ--–------------- და ბ-------–----------- კვეთაზე, სადაც ახდენდა საზამთროსა და ნესვის რეალიზაციას, რა დროსაც მასთან მივიდა უცნობი მამაკაცი და ჰკითხა, იყო თუ არა ლ--–----------- მეუღლე, რაზეც დასტურის მიღების შემდეგ დაუწყო მუშტების დარტყმა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც გაუსკდა ყური და წამოუვიდა სისხლი, ასევე, მისი დარტყმების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე გ----------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 4----–--- ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება პ---–--------–---–-ს დაჭრის ფაქტზე. დაიწყო გამოძიება და გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, გამოჰკითხეს ადგილზე მყოფი პირები. მოწმეთა იდენტიფიცირების დროს შენიშნეს ერთი პიროვნება, რომელსაც საყელოსა და ყურის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. იგი გამოკითხულ იქნა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც განმარტა, რომ პ---–--------–---–--, რომელიც იყო დაჭრილ მდგომარეობაში, მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც თანნაქონი დანით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. ამის შემდგომ ჩატარდა სხვა საგამოძიებო ღონისძიებები, გამოთხოვილ იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა, თუ როგორ აყენებდა პ---–--------–---–- ფიზიკურ შეურაცხყოფას ა--------------–---–-.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა შ------–------.

 

გარდა მოწმეთა მიერ გადმოცემული ინფორმაციისა, პ---–--------–---–-ს მიერ ა--------------–---–--თვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულის მიერ უდავოდ ცნობილი, 2019 წლის 4 ივლისის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია ა---------------–------ ბ--–------------ ქ.#---ის მიმდებარე ტერიტორია. კადრში ჩანს ა--------------–---–-- რომელსაც უკან მოჰყვება პ---–--------–---–-, რომელიც ესაუბრება მას და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამს ხელებს სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შემდეგაც ა--------------–---–- მიკროავტობუსის კარიდან იღებს დანის მსგავს საგანს, რომელსაც იქნევს პ---–--------–---–-ს მიმართულებით.

 

2019 წლის 3 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, ა--------------–---–- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა მუხლის, მარჯვენა ყურის ნიჟარის მიდამოში, ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ისე - ერთობლიობაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 4----–---.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

გარდა ზემოთ მითითებული მტკიცებულებებისა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარეს (ბრალდებულს) სადავოდ არ გაუხდია, ასევე, მოწმეების - ა-------------–---–--, თ----------------–---–--, დ------------------, შ---------------–----, თ------------------, ლ--–-----------, თ---------------, დ----------–------, მ---------------–---–--- და ნ----------–---–-- გამოკითხვის ოქმები, რის გამოც აღნიშნული გამოკითხვის ოქმები მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები, როგორც სხდომაზე გამოკვლეული, ისე - უდავოდ მიჩნეული, ერთობლიობაში საკმარისია პ---–--------–---–-ს მიერ ა--------------–---–-- მიმართ განხორცილებული ცემის ფაქტის დასადასტურებლად.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამავე სტანდარტს ადგენს საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

აღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ პ---–--------–---–-- 2019 წლის 4----–--- ფიზიკურად იძალადა ა--------------–---–---, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

მოწმეებმა - გ----------------–---–-- და შ------–------ ერთმანეთთან თავსებად ჩვენებებში აღწერეს, რომ, შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულთ დახვდათ პიროვნება, რომელსაც ყელისა და ყურის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. გამოკითხვის დროს აღნიშნულმა პიროვნებამ მათ აუხსნა, რომ პ---–--------–---–-- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახისა და თავის არეში, კერძოდ, ურტყამდა ხელს.

 

პ---–--------–---–-ს მიერ ა--------------–---–-- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია როგორც დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, უდავო მტკიცებულებად ცნობილი 2019 წლის 4 ივლისის ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ასახულია ა--------------–---–--- განახორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

დაზარალებულის სხეულზე განვითარებული დაზიანებებისა და მის მიერ მიცემული ჩვენებების გაანალიზების შედეგად, როგორც სუბიექტურად, ისე - ობიექტურად, უტყუარად დგინდება, რომ პ---–--------–---–-ს მხრიდან ა--------------–---–-- მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები ერთობლიობაში წარმოადგენს იმ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებს, რაც საკმარისია დასარწმუნებლად, რომ პ---–--------–---–-- განზრახ განახორციელა ა--------------–---–-- მიმართ ძალადობა.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა, რაც, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას გულისხმობს, და სხვაგვარი ძალადობა - ერთჯერადი ძალმომრეობითი აქტი. ამასთან, აღნიშნულმა ქმედებებმა უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი და არ უნდა მოჰყვეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 4----–---, დაახლოებით 14:50 საათზე, თბილისში, მ--–------------------- ბ--–------------- და ბ-------–----------- კვეთაზე, პ---–--------–---–-- ა--------------–---–- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ პ---–--------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის

მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის

განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მუქარის ნაწილში ბრალდებულის მიერ ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე არ გამხდარა სადავო. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 7--ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ პ---–--------–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია პ---–--------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, რაც გამოიხატა 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრის პერიოდში პ---–--------–---–-ს მიერ ყოფილი მეუღლის - ლ--–----------- მიმართ განხორციელებულ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით - სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ან ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ - ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად პირისპირ საუბრით, ასევე, მიმოწერით, სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. ამასთან, შესაძლებელია, მუქარა სხვა პირის მეშვეობითაც განხორციელდეს, კერძოდ, მუქარა შეუთვალოს სხვა პირის მეშვეობით ან განზრახ დაიმუქროს დაზარალებულის ახლობელთან, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი მუქარა მივა ადრესატამდე. მოცემულ შემთხვევაში, პ---–--------–---–-ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია დაზარალებულის მიმართ სატელეფონო საუბრის დროს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დასჯადია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, თუ პირს, რომელსაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო იგივე დანაშაულის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენისას ქმედების კვალიფიკაციისთვის 2019 წლის 20 სექტემბერს განხორციელებულ ცვლილებამდე აუცილებელი იყო, ამ მუხლთან ერთად, მე-111 მუხლზე მითითება, რაც ცხადყოფდა, რომ სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით განხორციელებული ქმედება ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიმართ.

 

სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აპირებს თუ არა პირი მუქარის შესრულებას, მთავარია, დაზარალებულის მიერ სუბიექტურად როგორ მოხდა მისი აღქმა. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელიც უდავოდაა ცნობილი, დგინდება, რომ პ---–--------–---–-ს პიროვნების და მისდამი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის აღიარებისა და დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ პ---–--------–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატა მისი მხრიდან ყოფილი მეუღლის - ლ--–----------- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ამდენად, პ---–--------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ პ---–--------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის (ყოფილი მეუღლის) მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, რომ არ არის ნასამართლევი; ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადი ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შესაბამისად, პ---–--------–---–- სასჯელები უნდა განესაზღვროს მითითებული სანქციების ფარგლებში.

 

პ---–--------–---–-ს მიმართ თითოეული დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას და თვლის, რომ ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის აღიარებას, იმ გარემოებას, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობისას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პ---–--------–---–-ს მიმართ დანაშაულის თითოეული ეპიზოდისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის წესს.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები, CD დისკების სახით, რომლებზეც ასახულია 2019 წლის 4----–--- მომხდარი დანაშაულის ფაქტი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პ---–--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ---–--------–---–- საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, პ---–--------–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, პ---–--------–---–- დაევალოს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

პ---–--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - 2 (ორი) ცალი CD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე