განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119003111181
N1/184-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ--- ფ------–---, ე----- ო------ და მ-----– ნ------;
ბრალდებული - ს----–-- ჯ----–----, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი მ----------;
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); 2) საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–------–-, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს----–-- ჯ----–---მა, განაწყენების ნიადაგზე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში მეუღლის დედას - მ------ ფ--------ეს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–------–-, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს----–-- ჯ----–---მა, განაწყენების ნიადაგზე ხელი დაარტყა ზურგის არეში მეუღლის დედას - მ------ ფ--------ეს, რომელიც შეეცადა გაცლოდა ს----–-- ჯ----–---ს, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა ქვა ესროლა მ------ ფ--------ეს ხელის არეში. აღნიშნულ ფაქტს საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან უყურებდა ვ-–-------- ლ--------ე, რის გამოც განაწყენებულმა ს----–-- ჯ----–---მა ორჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა ყურის არეში მეუღლის მამას - ვ-–-------- ლ--------ეს. აღნიშნული ქმედებებით მ------ ფ--------ემ და ვ-–-------- ლ--------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
3. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით: 1) 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–------–-, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს----–-- ჯ----–---მა, განაწყენების ნიადაგზე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის არეში მეუღლის დედას - მ------ ფ--------ეს; 2) 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–------–-, მეუღლის საცხოვრებელ სახლში, ს----–-- ჯ----–---მა, განაწყენების ნიადაგზე ხელი დაარტყა ზურგის არეში მეუღლის დედას - მ------ ფ--------ეს, რომელიც შეეცადა გაცლოდა ს----–-- ჯ----–---ს, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა ქვა ესროლა მ------ ფ--------ეს ხელის არეში. აღნიშნულ ფაქტს საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან უყურებდა ვ-–-------- ლ--------ე, რის გამოც განაწყენებულმა ს----–-- ჯ----–---მა ორჯერ დაარტყა ხელი მარჯვენა ყურის არეში მეუღლის მამას - ვ-–-------- ლ--------ეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–-------- ლ--------ემ განაცხადა, რომ მისი შვილის თ----- ლ--------ის მეუღლე არის ს----–-- ჯ----–----.
5. 1996 წლის 2 დეკემბერს თ----- ლ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია მ------ ფ--------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ვ-–-------- ლ--------ე.
6. 2016 წლის 24 ოქტომბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია თ----- ლ--------ე, ხოლო საქმროდ ს----–-- ჯ----–----.
7. 2016 წლის 11 მაისის ბარბარე ჯ----–----ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ლ--------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ს----–-- ჯ----–----.
8. 2017 წლის 21 სექტემბრის მ------ ჯ----–----ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ლ--------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ს----–-- ჯ----–----.
9. 2019 წლის 15 მაისის გ------- ჯ----–----ს დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია თ----- ლ--------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ს----–-- ჯ----–----.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----–-- ჯ----–---- და დაზარალებულები ვ-–-------- ლ--------ე და მ------ ფ--------ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ:
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-–-------- ლ--------ემ განაცხადა, რომ მის სიძეს ს----–-- ჯ----–---ს, არც მისთვის და არც მისი მეუღლისათვის მ------ ფ--------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. არის ალკოჰოლის მოყვარული, ხშირი მომხმარებელი და ნასვამ მდგომარეობა მყოფი, ხშირად ეცემა ძირს და იღებს სხვადასხვა სახის დაზიანებებს. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 10 ივნისს (ტომი I, ს.ფ. 109-111), მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია ,,ს----–--ი და თ----- ცხოვრობდნენ დაქორწინების შემდეგ ს----–--ის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ბოლო წელიწად ნახევარია რაც გადმოვიდნენ ჩვენთან საცხოვრებლად, რადგან ჩვენ თ-----ს მეტი არავინ არ გვყავდა და დავისიძეთ ს----–--ი. ჩვენთან მოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მან დაიწყო ჩემი და ჩემი მეუღლის მ------ ფ--------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, ის მაგინებდა დედის და ოჯახის მისამართით რა დროსაც განვიცდიდი ძლიერ სულიერ ტანჯვას, ის თითქმის ყოველდღე მაგინებდა დედის და ოჯახის მისამართით, რა დროსაც ყოველივე მის შეგინებაზე განვიცდიდი ძლიერ სულიერ ტანჯვას, რადგან თან ვყვებოდი და მისგან გინებას არ ვიმსახურებდი ის მეუბნებოდა, რომ ის იყო ოჯახის უფროსი და რასაც იტყოდა უნდა დავმორჩილებულიყავით ყველა, მეც ხმას არ ვცემდი, რადგან მეშინოდა მისი. მას არ მოწონდა არც ჩემი და არც ჩემი მეუღლის გაკეთებული არაფერი იყო სულ მიზეზხე, რომ რამე მიზეზი ენახა ჩვენში, რომ მერე ეჩხუბა და ეგინებია. დღეს 2019 წლის 10 ივნისს დილით დაახლოებით 10 საათზე მე და ჩემი მეუღლე მ------ ფ--------ე სახლში, ხოლო ს----–--ი და ჩემი გოგო თ----- წავიდნენ უბნის ექიმთან მათი უმცროსი შვილი გ------- იყო ცუდად. მე, დაახლოებით იქნებოდა 12 საათი შევედი ჩემ საძინებელში და დავიძინე, იქნებოდა დაახლოებით 14:00 საათი, ჩამესმა ს----–--ის გინების ხმა, მე დამაინტერესა რა ხდებოდა და გავიხედე ფანჯრიდან და შევხედე, რომ ს----–--მა ხელი დაარტყა ჩემ მეუღლეს ზურგის არეში, რის შემდეგადაც ჩემი მეუღლე გაიქცა ჭიშკრისკენ, ხოლო ს----–--მა აიღო ქვა და ესროლა ჩემ მეუღლეს, რომელიც მოხვდა, როგორც ფანჯრიდან შევხედე, ხელზე. ჩემი მეუღლე დავინახე, რომ გაიქცა მეზობლის სახლისკენ რამოდენიმე წუთში ს----–--ი მობრუნდა შემოვიდა ჩემ ოთახში და დამიწყო გინება დედის და ოჯახის მისამართით, რომ რას ვიხედებოდი ფანჯრიდან, როდესაც ს----–--ი მაგინებდა განვიცდიდი ძლიერ სულიერ ტანჯვას ამის შემდეგ ს----–--მა მარჯვენა ხელის მუჭი დამარტყა მარჯვენა ყურში, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ყურიდან წამომივიდა სისხლი, ს----–--ი ისევ მაგინებდა დედის და ოჯახის მისამართით, რა დროსაც მე განვიცდიდი ძლიერ სულიერ ტანჯვას, მე მისთვის არაფერი არ მითქვამს, იქვე თუთუნი მქონდა და მას მოვკიდე ხელი და მინდოდა მომეწია, რა დროსაც მან ისევ მარჯვენა ხელი დამარტყა მარჯვენა ყურზე მეორედ, რა დროსაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამის შემდეგ ს----–--ი წავიდა და გავიდა სხვა ოთახში, სადაც იყვნენ მისი ცოლ-შვილი’’. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განაცხადა, რომ მისთვის ს----–-- ჯ----–---ს არ დაურტყამს, ასევე, არ დაუნახავს დაარტყა თუ არა ს----–--მა მ------ ფ--------ეს. მისივე განმარტებით, მართალია მან დაამთავრა საშუალო სკოლა, თუმცა წერა და კითხვა არ იცის.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----–--- ლ--------ემ განაცხადა, რომ არ იცის თუ რატომ არის დაკავებული ს----–-- ჯ----–---- აღნიშნულ საქმეზე. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2019 წლის 10 ივნისს (ტომი I, ს.ფ. 26-28), მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც მითითებულია ,,მყავს შვილიშვილი ლ--------ე თ-----, რომელიც დაოჯახდა ზესტაფონის რაიონის სოფელ მე-2 სვირში მცხოვრებ ს----–-- ჯ----–---ზე 2004 წელს, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 3 შვილი ბარბარე ჯ----–---- 3 წლის, მ------ ჯ----–---- 2 წლის და გ------- ჯ----–---- 1 თვის. ს----–--ი და თ----- ცხოვრობდნენ დაქორწინების შემდეგ ს----–--ის საცხოვრებელ სახლში, ხოლო ბოლო წელიწად ნახევარია, რაც გადმოვიდნენ ჩვენთან საცხოვრებლად, რადგან ჩვენ თ-----ს მეტი არავინ არ გვყავდა და დავისიძეთ ს----–--ი. ს----–--ი მისვლის დღიდან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჩემ შვილს ვ-–--------ს და რძალს მ------ს თითქმის ყოველდღე, მეც შევსწრებივარ როგორ აგინებდა ჩემ შვილს და რძალს დედის მისამართით, მე ხმას ვერ ვიღებდი რადგან ხმა რომ გამეღო და მისთვის რამე მეთქვა, მეც დამიწყებდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებას, ამიტომ თავს ვიკავებდი მათ კონფლიქტში ჩარევაზე, რაც შეეხება დღეს 2019 წლის 10 ივნისს დილით დაახლოებით 10 საათზე ს----–--ი და თ----- წავიდნენ ექიმთან, მათ წაიყვანეს ბავშვი, იქნებოდა დაახლოებით 14:00 საათი, მე და ჩემი რძალი მ------ ვიყავით ეზოში რა დროსაც შემოვიდა ს----–--ი და ჩემი შვილიშვილი თ-----, თ----- შევიდა ბავშვთან ერთად სახლში, ხოლო ს----–--ი დარჩა გარეთ, მან დაუწყო მ------ს გინება, აგინებდა დედის და ოჯახის მისამართით და უყვიროდა, რომ მისი ბრალი იყო ბავშვი, რომ ცუდად იყო, ს----–--მა მ------ს ხელი დაარყა ზურგის არეში, რის შემდეგაც მ------ გაიქცა ჭიშკრისკენ ამ დროს ს----–--მა აიღო ქვა და ესროლა მ------ს, რომელიც მოხვდა ხელზე მ------ გარბოდა მეზობლის სახლისკენ, ხოლო ს----–--ი შევიდა სახლში, მეც მ------ს გავყევი, მ------ ტიროდა და ჩვენ ორივე შევედით მეზობელთან, სადაც დავაწყნარეთ მ------. მალევე გავიგონე, რომ პოლიცია იყო მოსული, ჩვენ გადავედით სახლში და ვნახე, რომ ს----–--ს ჩემი შვილი ვ-–--------იც გაულახია, მას სისხლი სდიოდა ყურიდან. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე შევესწარი იმ ფაქტს, როდესაც მ------ს დაარტყა ხელი და ქვა ესროლა ს----–--მა, ხოლო ჩემ შვილს, რომ დაარტყა ხელი მე ეგ არ დამინახავს, რადგან ვიყავი მეზობელთან გადასული. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ რაც შეეხება 2019 წლის 08 აგვისტოს ფაქტს მე ვიყავი სხვა ოთახში და პირადად ფაქტს არ შევსწრებივარ ხოლო მესმოდა ჩემი რძლის ტირილის და ს----–--ის გინება ხმა, რომ აგინებდა ჩემ რძალს, მე ვერ შვედი მათ ოთახში, რადგან შემეშინდა ჩემთვისაც არ მოეყენებინა რაიმე შეურაცხყოფა’’. პროკურორის შეკითხვებზე მოწმემ განაცხადა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და მსგავსი რამ, მას, გამომძიებლისათვის არ უთქვამს.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--–- კ------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 10 ივნისს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში, გეწაძეების უბანში და ვ-–-------- ლ--------ის სახლიდან გაიგო ყვირილისა და გინების ხმა. აღნიშნულის შესახებ აცნობა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ.კ----–-–---–ს. მოწმის განმარტებით, სავარაუდოდ, გაიგო ს----–-- ჯ----–----ს ხმა, რომელიც აგინებდა ოჯახის წევრებს.
15. საქმის არსებით განხილვის დროს, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია მოწმე ა------- ზ-------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 10 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პ------–------–- და უყურებდა ტელევიზორს. დაახლოებით 14 საათზე, მასთან სახლში მივიდა მ------ ფ--------ე და ბ----–--- ლ--------ე, რომელთაც ემჩნეოდათ, რომ იყვნენ ანერვიულებულები. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, უპასუხეს, რომ მ------ს ქვა ესროლა სიძემ ს----–-- ჯ----–---მა და ხელი დაარტყა ზურგის არეში. მან უთხრა მ------სა და ბ----–---ს, რომ ყოფილიყვნენ მასთან. მალე მივიდა პოლიცია და წაიყვანა ისინი. მისთვის უცნობია 2019 წლის 10 ივნისს, სცემა თუ არა ს----–--მა ვ-–-------- ლ--------ე. აღნიშნული იცის ვ-–--------ისგან. კერძოდ, როდესაც ვ-–--------ი მივიდა მასთან უთხრა, რომ მას სცემა სიძემ. 2019 წლის 8 ივნისს, დაარტყა თუ არა ფეხი ს----–--მა მ------ს, აღნიშნულის შესახებ არაფერი იცის.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს სვირის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 10 ივლისს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. გ.კ------ემ დაურეკა შ.კ----–-–---–ს და აცნობა, რომ ვლ.ლ--------ის ოჯახიდან ისმოდა გინებისა და ხმაურის ხმა. აღნიშნულის საფუძველზე, შ----- კ----–-–---–თან ერთად გამოცხადდა ვ-–-------- ლ--------ის სახლში, სადაც მათ დახვდათ ს.ჯ----–----, რომელიც იყო აგრესიული. ადგილზე მყოფმა მ------ ფ--------ემ განუცხადათ, რომ სიძემ, ს----–-- ჯ----–---მა მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულის გამო, მოახდინეს ს----–-- ჯ----–----ს დაკავება.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- კ----–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს სვირის პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 10 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მას ტელეფონზე დაუკავშირდა რწმუნებული გ--–- კ------ე და განუცხადა, რომ ფეხით გადაადგილდებოდა გეწაძეების უბანში და გაიგო ყვირილისა და გინების ხმა ვლ.ლ--------ის ოჯახიდან. თავის მხრივ, შეტყობინებით აცნობა სამმართველოს აღნიშნულის თაობაზე და მეწყვილე მ.ბ-----ესთან ერთად გავიდა ადგილზე, სადაც მათ დახვდათ დაზარალებულები და ს----–-- ჯ----–----. დაზარალებულების განმარტებით, ორივეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს.ჯ----–---მა. მათ ემჩნეოდათ დაზიანებები. აღნიშნულის საფუძველზე მოახდინეს ს----–-- ჯ----–----ს დაკავება. მოწმის განმარტებით დაზარალებულებს დაზიანებები ყურთან და ხელზე ემჩნეოდათ. ასევე, მ------ ლ--------ემ განუმარტა, რომ დაზიანება ზურგზე ჰქონდა.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს სვირის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ს----–-- ჯ----–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ს.ჯ----–---ს და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ვ.ლ--------ემ მას განუცხადა, რომ არ შეეძლო სწორად დაწერა, ამიტომ მოიწვია გარეშე პირის გამოკითხვის დროს. ასევე, ბ----–--ა ლ--------ემაც ჩვენება წაიკითხა და მას შემდეგ მოაწერა ხელი.
19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 10.06.2019წ. 23:26-23:41სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. მ------ ფ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მტევნის გარეთა ზედაპირზე მეხუთე თითის ნების ძვლის საპროექციო მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,6X0,4სმ. მარცხენა წვივის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი - კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო ფერის, ალაგ პერიფერიაზე მომწვანო ელფერით სისხლნაჟღენთი ზომით: 4,0X3,5სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 9,0X3,5სმ. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა და შუა მესამედებში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 9,0X4,5სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (08.06.19წ.), ხოლო დაზიანებები ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (10.06. 9წ). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 10.06.2019წ. 23:15-23:24სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ვ-–-------- ლ--------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები უსწოროკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით (მარცხენა ყურის ნიჟარის წინა კიდეზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით: 0,03X0,2სმ - კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,5X0,2სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ქვედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი-კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 3,7X3,5სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- თ------ემ.
21. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენით დასტურდება, რომ ს----–-- ჯ----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელიდან ს----–-- ჯ----–---ს 1 (ერთი) წელი განესაზღვრა რეალურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. ს----–-- ჯ----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 6 ოქტომბრიდან;
22. 2019 წლის 11 ივნისის იმერეთის პრობაციის ბიუროს N---------- მიმართვით დასტურდება, რომ ს----–-- ჯ----–---- აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განაჩენის საფუძველზე.
23. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ------ ფ--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ხოლო ბრალდებულმა ს----–-- ჯ----–---მა გამოიყენა დუმილის უფლება.
24. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა, სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
დანაშაულის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა მისი ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ჯანმრთელობას უზიანებს ორ ან მეტ პირს, თანაც ერთიანი განზრახვით. როგორც წესი, ეს ქმედებები ერთდროულად ან ერთმანეთის მიყოლებით ხდება, თანაც, აუცილებელია, რომ ეს პირები (როგორც მსხვერპლი, ისე ამსრულებელი) იყვნენ ოჯახის წევრები. მაგალითად მამამ ერთდროულად სცემა როგორც ცოლი, ისე შვილი (ორი პირის მიმართ).
25. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ, გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ს----–-- ჯ----–----ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ს----–-- ჯ----–----ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ს----–-- ჯ----–----ს უდანაშაულობის შესახებ ოჯახური ძალადობის ორ ეპიზოდში. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ს----–-- ჯ----–----ს მხრიდან დაზარალებულების ვ-–-------- ლ--------ის და მ------ ფ--------ის მიმართ 2019 წლის 8 ივნისს, და 2019 წლის 10 ივნისს ძალადობის განხორციელების ფაქტები.
სამართლებრივი შეფასება:
26. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
29. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/548), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
31. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----–-- ჯ----–----ს მიერ ვ-–-------- ლ--------ის და მ------ ფ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - შ----- კ----–-–---–ის, ლ-–- გ--–-----ის, მ--–---- ბ-----ის ჩვენებები და მოწმე ა------- ზ-------ის გამოკითხვის ოქმი, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს----–-- ჯ----–----ს მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს მიერ, გამოკვლეულ და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებით კი უტყუარად არ დასტურდება, რომ 2019 წლის 8 და 10 ივნისს, ს----–-- ჯ----–---მა ძალადობა ჩაიდინა მეუღლის მშობლების ვ-–-------- ლ--------ის და მ------ ფ--------ის მიმართ. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებები მიუთითებენ, ს----–-- ჯ----–----ს მხრიდან ვ-–-------- ლ--------ის და მ------ ფ--------ის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა მ------ ფ--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ირიბ მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ მ------ ფ--------ესთან. ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ვ-–-------- ლ--------ეს, მან უარყო გამოძიების დროს მიცემული ჩვენების სისწორე და განაცხადა, რომ არც მისთვის და არც მისი მეუღლისთვის, ს----–-- ჯ----–---ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებზე დაზარალებულების ვ-–-------- ლ--------ის და მ------ ფ--------ის მიმართ, სადაც მართალია მითითებულია დაზარალებულების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდათ მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულებს, აღნიშნულის დამადასტურებელი, სხვა, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წერილობით მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე, რამდენადაც ვერ ხდება ინფორმაციის გადამოწმება ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროსთან - დაზარალებულ მ------ ფ--------ესთან, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, მ------ ლ--------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ვ-–-------- ლ--------ემ არ დაადასტურა ს----–-- ჯ----–----ს მიერ მისი და მისი მეუღლის მიმართ ძალადობის განხორცილების ფაქტები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, ს----–-- ჯ----–---- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----–-- ჯ----–---- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
2. ს----–-- ჯ----–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის N1/184-2019 განჩინებით ა-–---------- ჯ----–----ს (----------------, ბ---- ჯ----–----ს (პ/ნ 1----------) თ----- ჯ----–----ს (პ/ნ 1----------), მ---- ჯ----–----ს (პ/ნ 1----------) და ს----–-- ჯ----–----ს (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი I--------, ს/კ №------------)
3. გამართლებულ ს----–-- ჯ----–---ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე