განაჩენი

სისხლის სამართლის 17.03.2020
საქმის ნომერი
330100118002352257
თარიღი
17.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1052-18

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ--–------–-----–---

 

ბრალდებული - ვ--------–-------, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1 თ--------–-, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ზესტაფონის რაიონის სოფელ მ------------–-, მ-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ვ---------–-------ლი მ/რ-ნი, მ--- კორპუსი, ბინა #----ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, მ------------------ #2--ში მდებარე ბარ-რესტორან ,---–------–--‘, ვ--------–-------მ, ურთერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ------------------- ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ დ-------------------- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 1 იანვარს საზღვარგარეთიდან ჩამოსული პარტნიორები, ოჯახებთან ერთად, დაპატიჟა რესტორანში ახალი წლის აღსანიშნავად. დაახლოებით სამი-ოთხი საათის შემდეგ სტუმრებმა ჰკითხეს, თუ იქნებოდა სიმღერა მათთვის გასაგებ ენაზე. მივიდა სცენასთან, შეუკვეთა სიმღერა, გადაიხადა საფასური, რაც შესრულდა. შემდეგ ისევ მივიდა იმის გასარკვევად, თუ რა პროგრამა ელოდებოდათ, რა დროსაც მას მიუახლოვდა ბრალდებული, რომელმაც მკლავზე ხელი მოჰკიდა და უთხრა, რომ ასვლა არ შეიძლებოდა. ცდილობდა, აეხსნა მისთვის, რა უნდოდა, მაგრამ ბრალდებულმა ის გაიყვანა ფარდებით გამოყოფილ კულუარებში, სადაც სიტუაცია დაიძაბა. მეუღლე და სტუმრებიც შევიდნენ, სუფრასთან დაბრუნებას სთხოვდნენ. ერთმა თანამშრომელმა ხელი მოჰკიდა ვ--------–-------ს და გაიყვანა. თვითონაც გამოვიდნენ. დაურეკა დაცვის კომპანია ,--------------- თანამშრომელ სტეფანე არუთინიანს და ჰკითხა, მათი კომპანია ,---–--------- ხომ არ ემსახურებოდა, ასევე, სთხოვა, თუ შეეძლო, მისულიყო და სიტუაცია გაერკვიათ. სუფრასთან დაბრუნებიდან რამდენიმე ხანში ვ--------–------- ისევ გამოჩნდა, მისკენ მიდიოდა. ამის გამო წამოდგა და მოითხოვა ადმინისტრატორის მისვლა. ც-------- ეს არ მოეწონა და საპასუხოდ მუშტი დაარტყა ტუჩის არეში, რის გამოც განიცადა ტკივილი. იმ მომენტში მასთან ერთად იდგა მისი ორი სტუმარი მამაკაცი, ცდილობდა, სტუმრებისგან, მით უფრო, ქალბატონებისგან კონფლიქტური სიტუაცია დაემალა, გვერდულად დადგა და სისხლის დასაბანად საპირფარეშოში გავიდა. დერეფანში ისევ შეხვდა ვ--------–-------, რომელსაც, დაზიანებისა და შეურაცხყოფის გამო აღელვებულმა, შეიძლება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც იქვე, დერეფანში, ბრალდებულმა მეორეჯერ დაარტყა. ამ დროს მის გვერდით იყო რ--------–---–---, ხალხიც მოგროვდა, სიტუაცია დაიძაბა და დაცვის პოლიცია მივიდა. მეორე დღეს ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოიცნო ბრალდებული.

 

მოწმე თ--------------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 იანვარს, მეუღლე დ---------------------- და რ----------- ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, იმყოფებოდა რესტორან ,---–------–--‘. ბრალდებულთან კონფლიქტი მუსიკის გამო დაიწყო. ბრალდებული და დ------ ფარდებიან ოთახში შევიდნენ, საიდანაც ხმამაღალი ლაპარაკი ისმოდა. ამის გამო თვითონაც შევიდა და სთხოვა, გაჩერებულიყვნენ, სხვა პირებიც შეუერთდათ. შემდეგ კონფლიქტი ჩაწყნარდა და ისევ მაგიდასთან დასხდნენ. რამდენიმე ხანში ბრალდებული მივიდა მათ მაგიდასთან და მასსა და დ------ შორის ისევ კონფლიქტი დაიწყო, მაგიდას მოშორდნენ, დ-----ს ორი სტუმარი - ს------ და რ------ გაჰყვნენ. 2-3 წუთში თვითონაც გაჰყვა და დაინახა, რომ დ------ ტუჩიდან სისხლი სდიოდა. დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. უთხრა, რომ კონფლიქტის გამო დაცვის წევრმა მუშტი დაარტყა და ბრალდებულზე მიუთითა. დაცვის პოლიციამ მისი მეუღლე მეორე სართულიდან გამოიყვანა. შემდეგ ბრალდებული ქვემოთაც ნახა. მოწმის განმარტებით, მის მეუღლეს კონფლიქტი მხოლოდ ბრალდებულთან მოუხდა.

 

მოწმე ს----------------------- ჩვენებით დგინდება, რომ დაუკავშირდა ნაცნობი დ----- ს------------ და ჰკითხა, ხომ არ იცოდა, რესტორან ,---–--------- დაცვის რომელი სამსახური ემსახურებოდა, თან უთხრა, რომ დაცვის თანამშრომელთან ინციდენტი მოუხდა, სტუმრებთან ერთად იყო და პატარა პრობლემა შეიქმნა. დაახლოებით ხუთ წუთში მივიდა რესტორანში. რაღაც ხმები იყო, ერთმანეთს აგინებდენ, ყვიროდნენ, ხალხი იდგა, ს--------------- ერთად იდგა მისი მეგობარი რ------, რა დროსაც ერთმა თეთრპერანგიანმა დ------------------- ხელი დაარტყა, რის შემდეგაც მას სახეზე სისხლისმაგვარი ლაქა დაუნახა. ისინი გააშველეს და დ-----ზე დარტყმის მიმყენებელი შავკოსტუმიანმა მამაკაცმა გაიყვანა. დ----- საპირფარეშოში გადიოდა და მასთან აღარ მისულა. რომანმა უთხრა, რომ დაცვის თანამშრომელმა შეურაცხყოფა მიაყენათ. დ----- პოლიციამ გაიყვანა და ის დაბლა ნახა.

 

მოწმე დ-------------–---–-- ჩვენების მიხედვით, გამოძახების საფუძველზე, თანამშრომელ ზ--------------–---–---- ერთად, მივიდა რესტორან ,---–------–--‘. მარცხენა მხარეს შეკრებილი იყო რამდენიმე კაცი, მუსიკა იყო ჩართული და მათი საუბარი არ გაუგია. დ-------------------- უთხრა მათ, რომ დაცვის თანამშრომელმა ხელი დაარტყა. მოუწოდა, გარეთ გასულიყვნენ, ჩაჰყვა დაბლა და 112-ში დარეკა.

 

მოწმე ს---------–------- გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს, მეუღლე დ-------------------- და მეგობრებთან - რ--------–---–------ და ვ-------–---–-------- ერთად, საქართველოში ჩამოვიდა. ახალი წლის საღამო თბილისში მცხოვრებ მეგობარ დ---------------------- ერთად რესტორან ,---–------–--‘ უნდა გაეტარებინათ. ქეიფის დროს რამდენიმე წუთით გარეთ გავიდა. როცა შებრუნდა, თანამესუფრე ქალბატონებმა უთხრეს, რომ დ------ იმავე სართულზე ფარდით გამოყოფილ ოთახში იყო გასული, ვიღაც მამაკაცთან შელაპარაკება მოუხდა. მაშინვე მიაკითხეს დ------, ის უცხო პიროვნებას ეკამათებოდა. სიტუაცია განმუხტეს. დ------- მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ კამათი რესტორნის დაცვის თანამშრომელთან ჰქონდა. რამდენიმე წუთში დაცვის იგივე თანამშრომელი მათ მაგიდასთან მივიდა. მან და დ------- კამათით გაიარეს დარბაზი, რა დროსაც დაცვის თანამშრომელმა დ------ სახეში მუშტი დაარტყა. ჩაერივნენ, მაგრამ ის პირი არ წყნარდებოდა, კიდევ უნდოდა დაერტყა. თვითონ, მეუღლესთან ერთად, რესტორნიდან წასვლა დააპირა. კიბისკენ დაინახა, რომ დ------ და ის მამაკაცი ისევ კამათობდნენ, მაგრამ დარტყმის ფაქტი აღარ შეუნიშნავს. მალევე მივიდა პოლიცია და დ------ გაჰყვა მათ. მოწმის განმარტებით, მას კარგად ახსოვს დ--------- კონფლიქტში მყოფი ადამიანი და შეუძლია მისი ამოცნობა. მოწმეს გამოკითხვის ოქმში აღწერილი აქვს აღნიშნული პირის გარეგნული მონაცემები.

 

მოწმე დ---------------- გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაახლოებით 04 საათისთვის, დ-------------------, რესტორნის თანამშრომელ მამაკაცთან ერთად, გადაადგილდებოდა რესტორნის დარბაზში. ისინი ფარდის უკან შევიდნენ, საიდანაც ისმოდა ყვირილის ხმა და ქმარს ვითარებაში გარკვევა სთხოვა, თვითონ კი დარბაზიდან გავიდა. როდესაც მაგიდასთან დაბრუნდა, შეიტყო, რომ დ------ კამათი დაცვის თანამშრომელთან მოუხდა, რა დროსაც მან დ------ ხელი დაარტყა. ამის შემდეგ რესტორნიდან გამოვიდნენ და ნახეს, რომ დ------ პოლიციელები ესაუბრებოდნენ. იქ გაიგო, რომ იმ მამაკაცს დ------სთვის დაურტყამს.

 

მოწმე ვ-------–---–---- გამოკითხვის ოქმით, დაახლოებით 04 საათისთვის, დ-------------------, უცნობ მამაკაცთან ერთად, რომელიც, როგორც მიხვდა, დაცვის თანამშრომელი იყო, დარბაზში არსებულ ფარდით გამოყოფილ ადგილზე გავიდა. ფარდა ირხეოდა და ვითარებაში გასარკვევად გავიდნენ. მალე სიტუაცია დაწყნარდა და ქეიფი გააგრძელეს. რამდენიმე წუთში იგივე მამაკაცი მიუახლოვდა მათ მაგიდას, დ------ წამოდგა და ისინი ისევ შეკამათდნენ ერთმანეთში. დ------ და დაცვის თანამშრომელი რამდენიმე მეტრით დარბაზში გადაადგილდნენ, რის გამოც მათ ვეღარ ხედავდა. ს------ და რ------ მიუახლოვდნენ მათ, გარშემო ხალხიც შეგროვდა. დ------------------- და ის მამაკაცი ერთმანეთს უყვიროდნენ, დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა ნახა, რომ დ------ ტუჩიდან სისხლი მოსდიოდა და გაიგო, რომ დ------ დაცვის თანამშრომელმა ხელი დაარტყა. ამის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ, სადაც პოლიციის თანამშრომლებიც იყვნენ და დ------- სასწრაფო გამოიძახა. ახსოვს დაცვის თანამშრომლის აღწერილობა და შეუძლია მისი ამოცნობა.

 

მოწმე რ--------–---–---ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაახლოებით 04 საათისთვის, მეუღესთან ერთად, რესტორნიდან წასვლას აპირებდა, რის გამოც მიმტანთან მივიდა და ტაქსის გამოძახება სთხოვა. როდესაც მაგიდასთან დაბრუნდა, მეუღლემ უთხრა, რომ დ------------------- ვიღაც მამაკაცმა ფარდის უკან გაიყვანა. ს------სთან ერთად თვითონაც გავიდა. ფარდის უკან დ------ და ის მამაკაცი კამათობდნენ, დაამშვიდეს და მაგიდასთან დაბრუნდნენ, ქეიფი გააგრძელეს. დ------- უთხრა, რომ ის მამაკაცი რესტორნის დაცვის თანამშრომელი იყო. ამის შემდეგ ტაქსის ამბის გასარკვევად ისევ მიმტანთან მივიდა. როცა მაგიდისკენ მოტრიალდა, დაინახა, რომ იქ ის დაცვის თანამშრომელი იდგა და მასსა და დ------ შორის გაწევ-გამოწევა იყო. ცდილობდნენ გაშველებას და სწორედ ამ მომენტში იმ პირმა დ------ სახეში მუშტი დაარტყა. დ------ ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა. იმ პიროვნებას კიდევ უნდოდა დარტყმა, მაგრამ აღარ მისცეს ამის საშუალება. სიტუაცია დაწყნარდა და როდესაც, დ--------- ერთად, კიბესთან იდგა, იგივე თანამშრომელი გამოჩნდა, მიირბინა დ--------- და მუშტი კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში. აღნიშნული პირი კარგად დაამახსოვრდა და შეუძლია მისი ამოცნობა.

 

2018 წლის 1 იანვრის შეტყობინების თანახმად, დ-------------------- 112-ის სამსახურს აცნობა, რომ რესტორან ,---–------–--‘ კერძო დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ დ------------------- აღენიშნება ზედა ტუჩის ნახეთქი ჭრილობა. ასევე, მითითებულია, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თანახმად, სსიპ ,--------–------------------–---------- პაციენტის სამედიცინო ბარათით, დ------------------- აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. სამედიცინო ჩანაწერში დაფიქსირებულია ზედა ტუჩის ნახეთქი ჭრილობა. 2018 წლის 3 იანვარს დ------------------- პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) აღენიშნებოდა დაზიანება ტუჩის მიდამოში უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულს თარიღს.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მუშტი არის მკვრივი ბლაგვი საგანი. დ-------------------- ჭრილობა იყო შიგნითა მხარეს, ზედა ტუჩის ლორწოვანზე. ექსპერტის განმარტებით, მუჭის მოქმედებით შეიძლება გამოწვეულ იქნეს როგორც ჭრილობა, ისე - სისხლჩაქცევა, შეიძლება ეს დაზიანებები ერთმანეთის გარეშე იყოს ორივე.

 

დ-------------------- მონაწილეობით ჩატარებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დათვალიერდა რესტორანი ,---–---------. მეორე სართულზე მან მიუთითა სცენა, სადაც ასული იყო და დაცვის თანამშრომელმა ჩამოიყვანა. შემდეგ მიუთითა ფარდით გამოყოფილ ოთახზე, სადაც მასსა და იმ პირს შორის კამათი მოხდა. ამის შემდეგ დ-------------------- მიუთითა დარბაზში მაგიდაზე, სადაც სტუმრებთან ერთად იჯდა და ადმინისტრატორთან შეხვედრა მოითხოვა, მივიდა დაცვის თანამშრომელი და მაგიდის მიმდებარედ მას ხელი დაარტყა, რის შემდეგაც დარბაზის შესავლელ კართან, კიბეებთან, მას მეორედ დაარტყა.

 

მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–------------ დაადასტურა დ---------------------- ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა და მისი შინაარსი.

 

ი--------------- ს-----------–--------- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა, მოწმე მ--------------–---–--, ასევე, დაადასტურა 2018 წლის 1 იანვარს დ-------------------- გამოკითხვის შემდეგ, ექსპერტების მონაწილებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება.

 

დ---------------------- ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობის დაწყებამდე დაზარალებულმა განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, ღამის 04 საათისთვის, მ------------------ #2--ში მდებარე რესტორან ,---–------–--‘, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 30-35 წლის ასაკის, 185-190 სმ სიმაღლის, მოგრძო პირისახის, საშუალოზე ძლიერი აღნაგობის პირმა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა სახის არეში. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ დ-------------------- ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე პირი - ვ--------–-------.

 

მოწმე ე---–----------- ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულთან პირის ამოცნობა მისი ჩატარებულია. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ამოსაცნობ პირებთან შეხება არ ჰქონია. ბრალდებულმა თავისი ნებასურვილით აირჩია მეორე ადგილი. მან დაზარალებულს განუმარტა, რომ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობა, რა დროსაც მან რიგით მეორე პიროვნება ამოიცნო და განაცხადა, რომ 1 იანვარს მოუხდა კონფლიქტი და ამ პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა აღნიშნული პირი ამოიცნო სახის მოყვანილობით, თვალის ფერით, ცხვირით, ტუჩით, ვიზუალით, აღნაგობით. მანვე ჩაატარა ამოცნობა რ--------–---–------, რა დროსაც მან მარტივად ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი მდგარი ვ--------–------- (რომელმაც თავად აირჩია, სად დადგებოდა), თავისსავე ჩვენებაშივე მითითებული ნიშნებით - აღნაგობით, კანის ფერით, ოდნავ მოზრდილი ცხვირით, და განაცხადა, რომ ეს პირი ნახა 2018 წლის 1 იანვარს, როდესაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დ-------------------.

 

რ--------–---–------ ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ამოცნობის დაწყებამდე მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, ღამის 04 საათისთვის, რესტორან ,---–------–--‘ დ------------------- ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში პირმა, რომლის აღწერილობაც მითითებული აქვს ოქმში. ამოსაცნობი პირების წარდგენის შემდეგ რ--------–---–---- ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი პირი (ვ--------–-------) და განმარტა, რომ დარწმუნებულია მის მიერ ამოცნობილი პიროვნების სიზუსტეში.

 

ს---------–--------- ჩატარებული პირის ამოცნობის ოქმით, მან ამოცნობის დაწყებამდე განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, ღამის 04 საათისთვის, რესტორან ,---–------–--‘, როდესაც მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა ახალ წელს, მის მეგობარ დ-------------------, კონფლიქტის და შელაპარაკების დროს, სახის არეში დაარტყა მუშტი ერთმა პირმა, რომლის აღწერილობაც მიუთითა. ამოსაცნობის პირების წარდგენის შემდეგ ს---------–------- ამოიცნო მარჯვნიდან რიგით მესამე პირი (ვ--------–-------) და განმარტა,რომ დარწმუნებულია მის მიერ ამოცნობილი პიროვნების სიზუსტეში და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პირმა დაარტყა დ------------------- სახეში ხელი.

 

ი--------------- ს-----------–--------- განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა, მოწმე გ----------------- დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების, მათ შორის, ს---------–--------- ჩატარებული პირის ამოცნობის ავთენტიკურობა. ამასთან, განმარტა, რომ ამოცნობის ჩატარებისას ადგილი ვ--------–-------მ თავად აირჩია.

 

დაცვის მტკიცებულებების ფარგლებში სასამართლომ გამოიკვლია დაცვის მოწმეთა ჩვენებები:

 

მოწმე შ----------–----- ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბერს მუშაობდა რესტორან ,---–------–--‘ მენეჯერის პოზიციაზე. ახალი წელი ახლოვდებოდა და სტუმრების ნაკადი იყო. დაზარალებულმა პირობები იკითხა, დაინტერესდა გასართობი პროგრამითაც და შეთანხმდნენ. სტუმრები დავით სარდაროვზე ადრე მივიდნენ. ის, მეუღლესთან ერთად, გვიან მივიდა. მუსიკოსი ი-----–------–-–---–- აფხაზეთზე სიმღერას ასრულებდა, რა დროსაც თვითონ დარბაზის შიდა აივანზე იყო. უცებ მუსიკა შეწყდა და სცენაზე დ------------------- დაინახა. მასთან დაცვის თანამშრომელი მივიდა, რასაც ს------------ს მხრიდან აგრესია მოჰყვა. დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მის დასაწყნარებლად და ბოლოს ვ--------–-------- ძალისხმევით შერიგდნენ. დაახლოებით 15-20 წუთში მომსახურე პერსონალმა დახმარება სთხოვა, ს------------ ილანძღებოდა და სტუმრებს აწუხებდა. მასთან ისევ ვ--------–------- მივიდა, დამშვიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ ს------------ ფეხზე წამოუხტა. ამ მომენტში დაცვის პოლიცია გამოიძახა, რომელთაც ის გაიყვანეს, ვ-----–------- დარბაზში დარჩა. დარბაზში სიტუაცია დაალაგა და ფოიესკენ გავიდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიუახლოვდა მათ. ს------------ იფურთხებოდა და ყველას აგინებდა. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ დაახლოებით ორი საათი დ------------------- მისი თვალთახედვის არეში იყო და ის და ვ--------–------- ერთი-ერთზე არ დარჩენილან. დაზარალებულისთვის დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

მოწმე თ---------–-–---–-- ჩვენებით, ახალი წლის ღამეს რესტორანში მეგობართან ერთად ვახშმობდა. ყურადღება გვერდით მდგარმა მაგიდამ მიიქცია, სადაც რუსულენოვანი ორი მამაკაცი და ორი ქალი იჯდა, რომელთაც შემდეგ ქალი და მამაკაცი შეუერთდათ. რაღაც დროის შემდეგ ბოლოს მისული მამაკაცი სცენაზე ავიდა და აფხაზეთზე სიმღერა შეაწყვეტინა. მას დაცვის თანამშრომელმა - ბატონმა ვ--------- მოუწოდა, სცენა დაეტოვებინა. ძალიან მალე იგივე მამაკაცი წამოდგა თავისი მაგიდიდან და, რადგან პროგრამა არ მოსწონდა, ხმამაღლა იგინებოდა რესტორნის მენეჯერის და თანამშრომლების მისამართით. ვ--------–------- ისევ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ არ დაწყნარდა. შემდეგ ის დაცვის პოლიციის თანაშრომლებმა გაიყვანეს. შიგნით ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ მომხდარა, დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს არ შეხებიან. დაზარალებულს დაზიანება არ აღენიშნებოდა, არც სისხლი ჰქონდა.

 

მოწმე ვ-–------------–---–-- ჩვენების თანახმად, მუშაობდა რესტორან ,---–------–--‘ დაცვის თანამშრომლად. 2018 წლის ახალი წლის ღამეს, პროგრამასთან დაკავშირებით რეპლიკებით და უკმაყოფილებით, სტუმრებიდან ერთი კაცი - დ------------------- გამოირჩეოდა. შემდეგ ჩოჩქოლივით სიტუაცია იყო, რის შემდეგაც ფარდის უკან ვ-----–-------მ და სარდაროვმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ის თავის მაგიდასთან დაბრუნდა. დაცვის სხვა თანამშრომელი იქ არ ყოფილა. მათ შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. დაზარალებული მისი თვალთახედვის არეში იყო და მასზე დაზიანება არ დაუნახავს. შემდეგ ს------------ დაცვის პოლიციამ დარბაზიდან გაიყვანა, თვითონ ვახტანგთან ერთად დარბაზში დარჩა.

 

მოწმე ი-----–------–-–---–-ს ჩვენებით, ძმასთან ერთად, მღეროდა რესტორან ,---–------–--‘. 2018 წლის 1 იანვარს რესტორანში კარგი განწყობა იყო, ცეკვავდნენ, ქართულ სიმღერებზე იყო მოთხოვნა, აფხაზეთიდან და სოხუმიდან ჩამოსული სტუმრების თხოვნით, სიმღერა ,,გამარჯობა, აფხაზეთო შენი‘‘ შეასრულეს. წინ ერთი მაგიდა იყო, რომლის წევრებსაც რუსული სიმღერები უნდოდათ, მაგრამ ვინაიდან ცდილობენ, რუსულად არ იმღერონ, რჩევა მენეჯერს ჰკითხა, რაზეც უპასუხა, რომ თავიანთი პროგრამა გაეგრძელებინათ. სიმღერის დროს იმ პირისგან ხმამაღალი რეპლიკები ისმოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ. შემდეგ ის კაცი სცენაზე ავარდა, უზრდელობდა, ქართულ სიმღერებს აპროტესტებდა. სიმღერა შეწყვიტეს, რის გამოც ვახო ავიდა და ჩაიყვანა ეს კაცი. შემდეგ სცენასთან მდებარე ფარდებიან კუპეში შევიდნენ. იმ მომენტის გარდა, ვ--------–-------სა და სარდაროვს შორის რაიმე შემხებლობა არ ყოფილა. დ------------------- თავის მაგიდასთან მივიდა, ვ--------–------- კი თავის საქმიანობას აგრძელებდა. ს------------ რეპლიკებს აგრძელებდა, იგინებოდა, მთელ რესტორანს თავი შეაწყინა, ხალხი მდგომარეობიდან გამოჰყავდა. ვ--------–------- ს--------------- იყო თუ არა მისული პოლიციის მისვლამდე, როცა მათ ს------------ ქვევით ჩაიყვანეს, არ ახსოვს. პროგრამის დამთავრების შემდეგ თვითონაც ჩავიდა. სარდაროვზე სისხლის კვალი ან დაზიანება არ დაუნახავს. მოისმინა, როგორ უყვებოდა ს------------ პოლიციის თანამშრომლებს მისთვის მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მას ვ--------–-------- სახელი და გვარი არ უხსენებია, არც ეცოდინებოდა.

 

მოწმე თ------------------–----–---–-- ჩვენებით, 2018 წლის 1 იანვრისთვის მუშაობდა რესტორან ,---–---------- დაცვაში. პირველ სართულზე იჯდა, როდესაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და გამოძახების თაობაზე იკითხეს. ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო და მაღლა აჰყვა. დარბაზში იყო აგრესიული ადამიანი, რომელიც მაგიდასთან არ იჯდა და იგინებოდა. მას ვ--------–------- დაწყნარებისკენ მიუთითებდა. აღნიშნული პირი დაცვის პოლიციამ გარეთ გაიყვანა, რა დროსაც რაიმე ფიზიკური დაზიანება სახეზე არ ჰქონია. დარბაზიდან გამოსასვლელ ფოიემდე რამე შემხებლობა ვ--------–-------ს იმ პირთან არ ჰქონია. ის გარეთაც აგრესიულად იქცეოდა. კონკრეტული პირის გვარს ან სახელს არ ახსენებდა.

 

ზემოთ განხილული, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების ურთერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო ადგენს, რომ ვ--------–-------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, კერძოდ, დ------------------- ორჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში.

 

ქმედებების სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირწონე, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ვ--------–-------- მიერ დ-------------------- მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

დაზარალებულმა დ-------------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ასახა მისი გაღიზიანების მიზეზი, რაც მუსიკალურ პროგრამას უკავშირდებოდა, და ფაქტობრივად არ უარყვია ამ საკითხთან მიმართებით მისი მხრიდან გამომწვევი ქცევა. ამასთან, დაზარალებულმა ზუსტად იმგვარი თანმიმდევრობით აღწერა მოვლენათა განვითარება, როგორც ეს დაცვის მოწმეთა ჩვენებებშია აღწერილი. ერთადერთი, რასაც დაცვის მოწმეები უარყოფენ და არ ადასტურებენ, ეს არის ვ--------–-------- მიერ დ--------------------თვის ხელის დარტყმა და ამ უკანასკნელის სახეზე არსებული დაზიანება.

 

დაცვის მოწმეებმა - თ---------–-–---–--, მომღერალმა ი-----–------–-–---–--- რესტორნის დაცვის თანამშრომელმა ვ-–------------–---–-- და მენეჯერმა შ----------–----- განაცხადეს, რომ მათ არ დაუნახავთ ვ--------–-------- მიერ დ--------------------თვის ხელის დარტყმის ფაქტი, ასევე, არ დაუნახავთ სისხლი მის სახეზე, მაშინ, როდესაც აღნიშნულზე, დაზარალებულის გარდა, მიუთითეს ბრალდების სხვა მოწმეებმაც - ს----------------------ა, ს---------–------- და რ--------–---–----, რომლებიც ვ--------–-------- ძალადობრივი ქმედების პირდაპირი მოწმეები არიან, რამდენადაც დაინახეს როგორ დაარტყა მან მუშტი სახის არეში დ-------------------. ამასთან, რ--------–---–---- დაინახა ხელის ორივე ჯერზე დარტყმა ვ--------–-------- მხრიდან, როგორც დარბაზში, ისე - ფოიეში, კიბეებთან. გარდა ამისა, მოწმეებმა - თ---------------, დ---------------- და ვ-------–---–---- პრაქტიკულად წუთებში გაიგეს, რომ დ------------------- ხელი დაცვის იმ თანამშრომელმა დაარტყა, რომელთანაც კონფლიქტი მოუხდა. იმ ფაქტს, რომ დაზარალებულთან კონტაქტი, ბრალდებულის გარდა, სხვას არ ჰქონია, ვერ უარყოფენ ვერც დაცვის მოწმეები. ამასთან, თ---------------, ს----------------------ა, ვ-------–---–---- და რ--------–---–---- დაინახეს, როგორ მოსდიოდა დაზარალებულს სისხლი ტუჩიდან. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გახეთქილი ჰქონდა ტუჩი, დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემული დოკუმენტითა და სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, რომლის შინაარსი და სისწორეც, ასევე, დადასტურებულია დასკვნის გამცემი ექსპერტის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. შესაბამისად, დაცვის მოწმეთა ჩვენებები იმის თაობაზე, რომ მათ არ დაუნახავთ დაზარალებულის სახეზე დაზიანება, ეჭვქვეშ აყენებს მათი ჩვენებების სანდოობას, რის გამოც მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო ვერ შეიტანს ეჭვს ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის ჩვენებაში, რომლითაც დადგენილია, რომ დ--------------------თვის ტუჩის არეში დაზიანება მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნით, როგორიცაა მუშტი. დაზარალებულისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით კი დადასტურებულია, რომ სწორედ ვ--------–-------მ დაარტყა მუშტი სახეში დ-------------------.

 

ბრალდების მოწმეებს - ს---------–------ და რ--------–---–--- გამოკითხვის ოქმებში დეტალურად აქვთ აღწერილი ვ--------–-------- გარეგნობა, რის შემდეგაც, როგორც მათ, ასევე, დაზარალებულ დ-------------------, ამოცნობილი ჰყავთ ბრალდებული. საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელმა პირებმა - ე---–----------- და გ----------------- სასამართლოს განუმარტეს, რომ დაზარალებულსა და მოწმეებს ამოსაცნობ პირებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე კონტაქტი არ ჰქონიათ და აღნიშნეს, რომ ყველა შემთხვევაში ამოცნობის დაწყებამდე ვ--------–------- თავად ირჩევდა ადგილს, თუ სად დამდგარიყო. აღნიშნული გარემოებები ცალსახად გამორიცხავს ყველანაირ კითხვას ამოცნობის ოქმებთან დაკავშირებით და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციების სრულ სიზუსტეზე მიუთითებს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოსთვის ეჭვსგარეშე ნ-----–--, რომ დ--------------------თვის ტუჩის არეში მიყენებული დაზიანება მიზეზობრივ კავშირშია ვ--------–-------- ძალადობრივ ქმედებასთან, რაც სახეში ორჯერად დარტყმაში გამოიხატა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ‘‘ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ‘‘ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

 

სასამართლო ყურადღების მიღმა არ დატოვებს დაცვის მხარის მიერ აპელირებულ გარემოებას, რომ მოწმეები - ს---------–------, რ--------–---–---, ვ-------–---–--- და დ--------------- არ დაკითხულან სასამართლოში, რის გამოც მათი გამოკითხვის ოქმებიდან მიღებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს გაზიარებული. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ პროკურორის მიერ ხსენებულ პირთა გამოკითხვის ოქმების საჯაროდ წაკითხვასთან დაკავშირებით დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას დაცვა ყოყმანის გარეშე დაეთანხმა მათი გამოკითხვის ოქმების დეკლარირებას. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმები სრულ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, როგორიცაა დაზარალებულისა და მოწმეების - თ---------------, ს-----------------------ა და დ-------------–---–-- ჩვენებები, ასევე, ზემოთ განხილული წერილობითი მტკიცებულებები. საგულისხმოა, რომ ს---------–------, რ--------–---–---, ვ-------–---–--- და დ--------------- უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და მათი გამოკითხვის ოქმები სასამართლოში საჯაროდ წაკითხულ იქნა, ვინაიდან ისინი არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. ამასთან, მათი გამოკითხვის ოქმებით მიღებული ინფორმაციები არ წარმოადგენს ერთადერთს და გადამწყვეტს. მნიშვნელოვანია, რომ ოთხივე გამოკითხული პირი ერთგვარად აღწერს მოვლენებს, რის გამოც მათი გამოკითხვის ოქმები მეტ სანდოობას იმსახურებს. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ დაცვას არ მიეცა მოწმეთა უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა, მთელი ამ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, არ წარმოადგენს სასამართლოს მხრიდან ვ--------–--------თვის წარდგენილი ბრალის დადასტურებისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობრივი ქმედება (სხვაგვარი ძალადობა, ცემა) გამოიხატება მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ცემა წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო სხვაგვარი ძალადობა მოიაზრებს ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა ვ--------–-------- მხრიდან დ-------------------- მიმართ ხელის არაერთჯერადი, კერძოდ, ორჯერ დარტყმის ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანება ტუჩის არეში, ამასთან, განიცადა ფიზიკური ტკივილი, რაც დადასტურებულია როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე, იმ გარემოებით, რომ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული დარტყმები იყო ისეთი სიძლიერის, რომ დაზარალებულს სისხლიც კი წამოუვიდა, თუმცა მიღებულ დაზიანებას არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ამდენად, ვ--------–-------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ მითითებული კვალიფიკაციით, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობრივი აქტი განხორციელდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ამასთან, იმ პირის მიერ, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა ობიექტზე და მეტი თმენის ვალდებულება ჰქონდა, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ვ--------–-------- ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე, სასამართლო მხედველობაში იღებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რა დროსაც სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვ--------–------- და დაზარალებული პრაქტიკულად ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები არიან, ბრალდებულის მხრიდან უმართლო ქმედებას დაზარალებულის მიმართ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და მათ შორის ურთიერთობის შემდგომი კვეთა და კონფლიქტის გაგრძელების ალბათობა მინიმუმზეა. ასევე, მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა, რასაც, მოცემული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს აზრით, აბსოლუტურად უზრუნველყოფს სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება -კომპიუტერული დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ვ--------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვ--------–-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე