განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
040100120003524261
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0401-01-0003524261

საქმე #1/20-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1- მარტი 2019 წელი ცაგერი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - ნანა ყვირილიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ზ----- შ--–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- დ--------–---

მამის სახელი: ე-–------;

დაბადებული: 2-.1-.1--- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო:

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

პირადი ნომერი:04001-04238;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი - ღ------; მე–1- ქუჩა N 3

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი - ა-------–------, სოფელი - ღ------; მე–1- ქუჩა N 3

ადვოკატი: მ----- დ--------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

დისპოზიცია:ოჯახის წევრის ჯ---------–----- განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯ---------–----- ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2--- წლის 1- იანვარს, დაახლოებით 18: 00 საათზე , ა-------–------ს რაიონის სოფ. ღ------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ------- დ--------–---მ,, მისივე საცხოვრებელ სახლში, ხის სკამის სროლის შედეგად, ნეკნის სწორხაზოვანი მოტეხილობის სახით ჯ---------–----- დაზიანება მიაყენა ამავე ოჯახში მცხოვრებ ძმის მეუღლეს (რძალს) – რ--------- დ--------–---ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.ოჯახის წევრის ჯ---------–----- განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯ---------–----- ხანგრძლივ მოშლასთან.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2--- წლის 1- მარტის არსებითი სხდომის ოქმი);

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, პ----- ლ----------- მიერ, 2--- წლის 1- იანვარს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულ გ------- დ--------–------- რძლის რ--------- დ--------–---- მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, გამოიცა შემაკავებელი ორდერი ;

 

6. დაზარალებულ რ--------- დ--------–---- (ბრალდებულის რძალი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ რ--------- დ--------–---ს, მისი დედამთილის – ლ------ დ--------–---- და დედის – კ-–---- ბ--------–---–-- თვალწინ, მისმა მაზლმა გ------- დ--------–---მ განაწყენების ნიადაგზე განზრახ ესროლა სკამი, რომელიც დაზარალებულს მოხვდა მარჯვენა გვერდში და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გამოიძახეს სასწრაფო, რომელმაც გადაიყვანა საავადმყოფოში და დაუდგინეს ნეკნის ხაზოვანი მოტეხილობა. დაზარალებულის განმარტებით, გარდა სკამის სროლისა და ნეკნის დაზიანებისა, მის მაზლს მასზე სხვა დროს ფსიქოლოგიური ანდა ფიზიკური ძალადობა არ მოუხდენია. ზემოთ აღწერილ ფაქტს არ შესწრებიან ოჯახის არასრულწლოვანი წევრები.

 

7.მოწმე ლ------ დ--------–---- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება,რომ 2--- წლის 1- იანვარს, საღამოს 6 საათზე, ოჯახი იყო შეკრებილი სამზარეულო ოთახში. გ------- დ--------–--- იყო ნასვამი, თავი ვეღარ გააკონტროლა და დაიწყო ჩხუბი ბენზინი რატომ დაუხარჯეს, რაზედაც დედამ და რძალმა უთხრეს დაწყნარებულიყო და მეორე დღეს უყიდიდნენ. მიუხედავად ამისა ის გაბრაზდა და სკამი ესროლა რძალს, რომელმაც მიიღო სხეულის დაზიანება.

 

8 .2--- წლის 16 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ გ------- დ--------–---ს , მის მიერ 2--- წლის 1- იანვარს ჩადენილი ქმედების გამო წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით .

 

9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით – ფორმა N1, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, 2--- წლის 1- იანვრის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 11- –საგან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მიეწოდა შეტყობინების გზით, რომ ა-------–------ს რაიონის სოფ. ღ------ში დ--------–---ების სახლში არის ოჯახური კონფლიქტი,ძმა ემუქრება ძმას და რძალს. შეტყობინების ინიციატორია ვ------ დ--------–--- , რის გამოც, 2--- წლის 1- იანვარს, 23 საათსა და 15 წუთზე გ------- დ--------–--- იქნა დაკავებული.

 

1-. გ------- დ--------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2--- წლის 15 იანვრის დაზარალებულ რ--------- დ--------–---- გამოკითხვის ოქმით ; მოწმეების -ვ------ დ--------–----, ლ------ დ--------–----, კ-–---- ბ--------–---–--, გამოკითხვის ოქმებით; 2--- წლის 1- იანვრის გ------- დ--------–---- დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით; ოქმით სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ: ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით: დაზარალებულ რ--------- დ--------–---- რენდგენოკვლევის დასკვნით: ცნობით პრობაციის ბიუროდან; ცნობით შპს „---------- ფ---------- - ჯ---------–----- ც-----------“; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; გ------- დ--------–---- ნასამართლეობის ცნობით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და სხვა.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 1-8-ე, 1-9-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 1-0-ე, 1-6-ე, 1-31, 1-32, 1-7-ე−1-1-ე, 1-3-ე, 1-4-ე−1-43, 1-9-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

1- .დაზარალებული რ--------- დ--------–--- არის ბრალდებულის რძალი (ძმის ცოლი) ოჯახის წევრი.

 

1-.ბრალდებულმა გ------- დ--------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

1-. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა გ------- დ--------–---მ ჩაიდინა ოჯახის წევრის ჯ---------–----- განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

15. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- დ--------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის წევრის ჯ---------–----- განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან –დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

16. გ------- დ--------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გაანია.

 

17. გ------- დ--------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, შერიგებულია დაზარალებულთან რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი- ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.

 

გ------- დ--------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობის შედეგს უკავშირდება.

 

ბრალდებულის მხრივ დაზარალებულთან მიმართებაში დაირღვა ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკ-–----ციის” მეხუთე პუნქტის მოთხოვნა ,,არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ...”, ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მეხუთე მუხლის პირველი წინადადების დათქმა: ,,არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ, ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობას”, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის” მესამე მუხლის დათქმა: ,,არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემბღალავ მოპყრობას...” საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ან ფ---------- ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.

 

ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილი) ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით 18 თვემდე, ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკევეთთ, ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით გ------- დ--------–---- მიმართ თავისუფლების აღკვეთის 2 (ორი) წლიანი ვადის გამოყენებით და მისი პირობითად ჩათვლით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-1- ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე–274ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული გ------- დ--------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი)წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 ( ერთი) წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ------- დ--------–---- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ გ------- დ--------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და მოეხსნას ა-------–------ს რაიონული სასამართლოს 2--- წლის 17 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა გ------- დ--------–---- მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ( ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად გ------- დ--------–----ა(პ.ნ 04001-04238) და ლ------ დ--------–----(პ.ნ 004001-00359) საკუთრებაში არსებულ 5500 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს(მდებარე ა-------–------ს რაიონი. სოფ. ღ------, დაზუსტებული ფართი – 960 კვ.მ. ზონა ა-------–------ – 86, სექტორი – სადმელი – 05, კვარტალი – 24, ნაკვეთი – 061, ს/კ 86..05.24.061).

 

4.გ------- დ--------–---ს სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2--- წლის 1- იანვრის 23 საათისა და 15 წუთიდან 2--- წლის 17 იანვრამდე.

 

5.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დაბალი ხის სკამი დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს ა-------–------ს რაიონულ სამმართველოში, განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ განადგურდეს.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით(მისამართი: ცაგერი ლ. ასათიანის ქ N 1-)

 

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი