განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2020
საქმის ნომერი
330100120003486134
თარიღი
18.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/785-20

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,სტაჟიორ-პროკურორ მ----------------,ბრალდებულ ზ---------–--–---–-- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------–--–---–-- (პირადი #-----------) - დაბადებულის 1--- წლის 24 დ---------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის თბილისში, მ-----ასივი, 1--–---ვარტალი, კორპუსი ,----- ბინა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისში, რ--------- გზატკეცილი 2--- კორპუსი #---- ბინა #---–ი - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ---------–--–---–-- ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 14:40 საათზე, თბილისში, კ------- გზატკეცილისა და ი----–---- ქუჩების კვეთასთან, ზ---------–--–---–--, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ოპელს‘‘, სახელმწიფო ნომრით U------- ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე, დაეჯახა ლ-–--------–---–-- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ ,,ფოლკსვაგენს‘‘, სახელმწიფო ნომრით H--------, რომელიც, თავის მხრივ, გადაადგილდა და დაეჯახა ი-----–----------- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ ,,ფორდს‘‘, სახელმწიფო ნომრით J------.

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ლ-–--------–---–-- მგზავრმა ა-----–-------–-- მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ზ---------–--–---–-- ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ზ---------–--–---–-- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ზ---------–--–---–--, დაზარალებულ ანა კლდეისელის, მოწმეების: გ-------------- ლ-------------, ი-----–-----------ა და ლ-–--------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სატრანსპორტი ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით; ავტოტექნიკური ექსპერტიზის #----- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით - დადასტურებულად მიაჩნია ზ---------–--–---–-- მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---------–--–---–-- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ზ---------–--–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ, მის მიერ ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

აღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში, ზ---------–--–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, სასამართლო მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის ქონებრივ შესაძლებლობას.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2018 წლის 6 ს-----------, ზ---------–--–---–-- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რაც მოიხადა სრულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასჯელი დაინიშნება ამ კოდექსის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

ზ---------–--–---–-- მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ სასჯელის ჩათვლის წესს, შემდეგი გაანგარიშებით: დაკისრებული ჯარიმის 50 ლარი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ოთხი საათი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზ---------–--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, ზ---------–--–---–-, დამატებითი სასჯელის სახით, 6 (ექვსი) თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ზ---------–--–---–- დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ს----------- განაჩენით მოხდილი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 150 (ას ორმოცდაათი) საათი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1 125 (ათას ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ზ---------–--–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ზ---------–--–---–-- მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ოპელი‘‘, სახ.-------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე