განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100119003362554
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6169-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლის – ბ-------------–---–----

ადვოკატის - ნ-------------------

თარჯიმანის - ლ----–--------

ბრალდებულის – რ-------------------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

რ-----------------------------------------, დაბადებულის - 1----–-–-----------, უ-------- მოქალაქის, პირადი №--------------, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: უ-------- რესპუბლიკა, ქ----------–-----------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–----------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ რ-----------------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ჯგუფურად.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

რ-----------------------ი და ვ-–----------–------, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი თანამზრახველის მეშვეობით პროგრამა „ტელეგრამის“ საშუალებით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა მოქალაქეებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკული საშუალებების შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეს დამატებით ეგზავნებოდა შეხვედრის ადგილისა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი პირის აღწერილობა. 2019 წლის 16 ოქტომბერს, უ-------- რესპუბლიკის მოქალაქე რ-----------------------მა ქალაქ თბილისში, პ---–-----–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანა“ უკანონოდ გაასაღა ნ---------------ესა და დ--------------ეზე, რაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა რ------------------------- დროებით საცხოვრებელ ბინებში, მდებარე - თბილისში, მ-–-------------------------ში და ბ--------------------------ში, საიდანაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი უკანონოდ შეძენილი და შენახული 19 პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი ,,მარიხუანა“, საერთო წონით 19,094 გრამი.

ჩადენილი ქმედებისათვის რ-----------------------ი 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდებულმა რ-----------------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმები, ამოღებული ნივთმტკიცება, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის N------- და ქიმიური ექსპერტიზის N----------------, N---------------- და N---------------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა რ-----------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

რ------------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

რ-----------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ რ-----------------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, უნდა დაენიშნოს საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ-----------------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

- საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, რ-----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

3. რ------------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ნოემბრიდან.

4. რ------------------------- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. ნივთმტკიცება:

- გამომშრალი ,,მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს ა---------------- პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- რ------------------------- მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რომლებიც ასევე ინახება შსს ა---------------- პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- 03 (სამი) ცალი ,,CD“ დისკი, რომლებიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი