განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
330100119003213565
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4574-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ბ-------------------,ადვოკატის - ლანა ცერცვაძის, მ--–---------------

ბრალდებულების – უ---------–---–ის და ლ-–--------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

უ---------------------–---–--, დაბადებულის - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, დ------–---–------–----–----–------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

ლ-–---–----------------–---–--- დაბადებულის - 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------------–---–------–----–----–-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ - უ---------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1) პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით და 2) ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, ხოლო ლ-–--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე რესტორან ,------–-------––-- ყოფნისას, ლ-–--------–---–მა და უ---------–---–მა, ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ა-–-------------–---–სა და ლ--------------–იას. კერძოდ, ურტყავდნენ ხელებს და ფეხებს სახის, თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, თბილისის მთავარი სამმართველოს ძ---–-------–-----------------–--------–-–-------------------–---- თანამშრომლები ო--------–---–- და ვ-–------------------–--- იმყოფებოდნენ თბილისში, რ---------–-----------------ში მდებარე რესტორან ,------–-------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ო--------–---–- და ვ-–------------------–--- მივიდნენ მათთან, წარუდგინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, რის შემდეგაც აღნიშნული პირებიდან ერთერთმა - უ---------–---–მა, გამოხატა აგრესია პოლიციის მუშაკების მიმართ, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ვ-–------------------–---ს. კერძოდ, დაარტყა მუშტი ცხვირის არეში, რის შედეგადაც პოლიციის მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება.

ჩადენილი ქმედებისათვის, უ---------–---–ი 2019 წლის 25 აგვისტოს დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ-–--------–---–ი 2019 წლის 09 სექტემბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით;

ბრალდებულებმა: უ---------–---–მა და ლ-–--------–---–მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გაუხდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულების აღიარებითი, დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, ამოღების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის - პაციენტის სამედიცინო ბარათები და სამედიცინო ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: უ---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო ლ-–--------–---–მა - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

უ---------–---–ის და ლ-–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

უ---------–---–ს და ლ-–--------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - უ---------–---–ს და ლ-–--------–---–ს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ---------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 6200 (ექვსი ათას ორასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, უ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 200 (ექვსი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 24 აგვისტოდან 2019 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. უ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

4. ლ-–--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. ლ-–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

6. ნივთმტკიცება:

- უ---------–---–ისგან, ვ-–------------------–----გან, ა-–-------------–---–ისგან და ლ--------------–იასაგან ამოღებული ტანსაცმელი, რომლებიც ინახება ძ---–-------–-----------------–--------–-–-------- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ვიდეოჩანაწერი 01 (ერთ) ცალ ელექტრონულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი