განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/171-20
გამოძიების №0-----------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
05 მარტი, 2020 წელი თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - გ-------–---–----იძე
დაცვის მხარე
ადვოკატი- გ-----------------ძე
თარჯიმანი - ს---------------------
ბრალდებული - მ--------- ფ. ს-------, დაბადებული - 1----–-–---------------ერს, ი----------–-----------------–--ის მოქალაქე, პასპორტის ნომერი R--------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ირანის რესპუბლიკა, ქ--–--------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ო---–-----------------------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები - 2 ეპიზოდი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა და გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით);
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - 2 ეპიზოდი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, 2----------------ის მიმდებარედ მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 1,3844 გრამი, რომელიც 500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ფ-----–--------------ზე.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ო---–------------------------------------ში მ--------- ს-------ი მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,5457 გრამი, რომელიც 500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ფ-----–--------------ზე.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ნ-------–---–-------- N---ში მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,1692 გრამის ოდენობით, რომელიც ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ო---–-----------------------------------------ში მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,4895 გრამის ოდენობით, რომელიც ამოღებულ იქნა ბინის ჩხრეკის შედეგად.
სასამართლომ დაადგინა:
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, 2----------------ის მიმდებარედ მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 1,3844 გრამი, რომელიც 500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ფ-----–--------------ზე.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ო---–------------------------------------ში მ--------- ს-------ი მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,5457 გრამი, რომელიც 500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ფ-----–--------------ზე.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ნ-------–---–-------- N---ში მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,1692 გრამის ოდენობით, რომელიც ამოღებულ იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად.
2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ო---–-----------------------------------------ში მ--------- ს-------ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით 0,4895 გრამის ოდენობით, რომელიც ამოღებულ იქნა ბინის ჩხრეკის შედეგად, რაც არ წარმოადგენს დანაშაულის დამოუკიდებელ ეპიზოდს, ვინაიდან მ--------- ს-------ი მოქმედებდა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით - უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი ჰქონდა თან, ნაწილს კი სახლში ინახავდა, რისი საპირისპირო არგუმენტაციაც ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მ--------- ფ. ს-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას
მოწმე კ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს შ-----------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–--აში დეტექტივის თანამდებობაზე. 2----–-–------------ერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, მასზედ რომ ქ. თბილისში, ჟ--–-------------------ის მდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა 19---–-–--------------ერს დაბადებული თ------–-----------–---------–---–ი, რომელსაც თან უნდა ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ინფორმაციის თანახმად, იგი ნარკოტიკულ საშუალებას ასევე ინახავდა მის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - ქ. თბილისი, ჟ--–------------------, ბ---------ში.
მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ჰყავს მეგობარი საუდის არაბეთის მოქალაქე ფ-----–---------------------ი, რომელიც იცნობს ვინმე - მ--------- ს-------ს. მ--------- ს-------მა მის მეგობარს შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის“ შეძენა. მ--------- ს-------ი ეუბნებოდა, რომ ჰქონდა საკმაო ოდენობის ნარკოტიკული საშუალება და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით შეეძლო ფ-----–---------------------ისთვის მიეყიდა, რის თაობაზეც ამ უკანასკნელმა უამბო.
მოწმე ფ-----–--------------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ჰყავს მეგობარი - თ-------------–---–ი. 2----–-–------------ერს დაუკავშირდა მისი ნაცნობი მ--------- ს-------ი, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიში" და შეეძლო მისთვის მიეყიდა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით. 2----–-–------------ერს მ--------- ს-------ი კვლავ დაუკავშირდა და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის“ მიყიდვა. თან განუმარტა, რომ თუკი შეძენას გადაწყვეტდა უნდა დაკავშირებოდა 2----–-–------------ერს, საღამოს საათებში, დაახლოებით 1---- საათისთვის. იგი ეტყოდა შეხვედრის ადგილს და შეხვდებოდა, რა დროსაც მიჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰაშიშს.“ მოწმის ჩვენებითვე, მან თანხმობა განაცხადა თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოსთან და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. კერძდ, პირადად იქნა აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით, ასევე აღჭურვილი იქნა მის საკუთრებაში რეგისტრირებული „მ----------ს“ (M-----------------) მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით - „S--------.“ იგი 2----–-–------------ერს დაუკავშირდა მ--------- ს-------ს და განუცხადა, რომ მისგან შეისყიდიდა 500 ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშეშს.“ მ--------- ს-------მა შეხვედრა დაუთქვა ქ. თბილისში, 2-----------------ზე. კერძოდ, სპორ-----------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. შესახვედრად წავიდა მის საკუთრებაში არსებული „მ----------ს" მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ,,S--------,“ რომელიც ასევე იქნა აღჭურვილი შესაბამისი აუდიო და ვიდეო ჩამწერი აღჭურვილობით. საღამოს საათებში, დაახლოებით 2---- საათიდან 2---- საათამდე დროის შუალედში, შეხვდა მ--------- ს-------ს, რომელიც მოთავსდა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე. სწორედ ავტომანქანაში საუბრის დროს, მ--------- ს-------მა მისცა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიში,“ ხოლო ნარკოტიკული საშუალების სანაცვლოდ, მას ხელზე გადასცა 500 ლარის ოდენობის ფულადი თანხა 100 ლარიანი კუპიურებით. მოწმე ,,W--------“-ის მეშვეობით დაუკავშირდა გამომძიებელს, რომელსაც მოახსენა, რომ მ--------- ს-------მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში,“ ხოლო აღნიშნულის სანაცვლოდ ხელზე გადასცა 500 ლარის ოდენობის ფულადი თანხა 100 ლარიანი კუპიურებით. გამომძიებელი თარჯიმანთან ერთად მოკლე დროში მივიდა მასთან, რომელსაც ნებაყოფლობით წარუდგინა მის მიერ შესყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში.“ 2----–-–------------ერს, მას კვლავ დაუკავშირდა მ--------- ს-------ი, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა ახალი პარტია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰაშიში" და შესთავაზა 2019 წლის 23, 24, ან 25 ნ------რს ნებისმიერი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის" მიყიდვა. ასევე უთხრა, რომ მისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის" ყიდვისთვის წინასწარ დაკავშირებოდა და ეტყოდა შეხვედრის ადგილს. 2----–-–------------ერს კვლავ დაუკავშირდა მ--------- ს-------ი და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის“ მიყიდვა და თუ აღნიშნულზე თანახმა იყო, იმდღესვე უნდა მისულიყო ქ. თბილისი, ო---–-----------------------------------------ში, დაახლოებით 1---- საათისთვის. 2----–-–------------ერს ფ-----–--------------ი დაუკავშირდა მ--------- ს-------ს და განუცხადა თანხმობა მისგან 500 ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის" შესყიდვაზე. დღის საათებში, დაახლოებით 1---------- საათამდე დროის შუალედში, შეხვდა მ--------- ს-------ს, რომელიც დახვდა ქ. თბილისი, ო---–--------------------------თან. შევიდნენ საცხოვრებელი ფართის მისაღებ ოთახში, სადაც განთავსებულ იყო მაგიდა, რომელზეც მოთავსებული იყო სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სასწორი. დასხდნენ მაგიდასთან, რომელზეც აწონეს მ--------- ს-------ის მიერ მისთვის გადაცემული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, რაშიც 500 ლარი გადაუხადა 100 ლარიანი კუპიურებით.
2----–-–------------რის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ქ. თბილისი, 2-----------------ზე მდებარე კ----------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ფ-----–--------------------ისგან ამოღებული იქნა მუქი ფერის სფეროსებრი ფორმის მასა, რომელიც მოთავსდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში, ე.წ. „ფაილში“ და დაილუქა N------- ლუქით.
2----–-–------------რის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე პლასტიკური ნივთიერება, წონით - 52,25 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით - 0,5457გრამს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ნ------–---–-----მა.
2----–-–------------რის ქ. თბილისი, 2-----------------ზე, სპორ-----------–-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ-----–--------------ის საკუთრებაში არსებულ და მის სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილში ფ-----–--------------ისა და მ--------- ს-------ის შეხვედრისა და საუბრის „ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერით“ დგინდება შემდეგი: „მომისმინე, ჩემი მყიდველი სულელია, პრობლემა არ არის, მისმინე, ახლა მაქვს 500 ლარი, 500 ლარის მინდა ახლა. 500 ლარისას ვიყიდი ახლა და მოგვიანებით ავიღებ.“ „ამისთვის?“ „ჰო.“ „კარგი. ეს შუქი ჩააქრე. მხოლოდ 500 ლარი გაქვს?“ „კი, გეფიცები, მაქვს ცოტა ფული კიდევ მაგრამ სხვა ხალხისთვისაა.“ „კარგი, მე შენ გენდობი.“ „მეც გენდობი. მოგვიანებით წავიღებ.“ „მე ყველას მოგცემ. მომისმინე.“ „არა, არ შემიძლია ყველა.“ „კარგი, არ არის პრობლემა. სხვა საიდუმლოდ ../?/. ეს ადგილი არ მომწონს, სხვა ადგილზე მიდი.“ მანქანა დაძრეს და სხვა ადგილზე შეჩერდნენ. „მე მოგცემ ყველას, მას შემდეგ რაც გაყიდი, მე გენდობი.“ „არა, არა, ჩემო მეგობარო, ყველა ძაან ბევრი გამოდის, მე ვერა. პრობლემაა მერე, შეყვარებულს პრობლემა აქვს. მე ავიღებ. ხვალ ავიღებ. გეუბნები ავიღებ მეთქი ასი პროცენტით, უბრალოდ დამელოდე. ცოტა დამელოდე. ახლა კი მომეცი ნახევარი. პრობლემა არ არის, მე მოვიტან../?/, პრობლემა არ არის. ყველაფერი შევამოწმოთ და მომეცი 500-ის, 15 გრამი/? ან 50.“ „მე მინდა ეს ბიჭი .., მაგრამ არ შემიძლია, მე შენ გენდობი.“ „მესმის, მაგრამ არ მინდა ბევრი მქონდეს სახლში. აი ეს მგონი კარგი ადგილია გასაჩერებლად.“ „ეს ძაან კარგი მიქსია. გასინჯე?“ „არა, არ მქონდა შანსი.“ „რატო?“ „ჩემს მეგობარ გოგოსთან ერთად ვიყავი გარეთ. მას პრობლემა აქვს ამაზე.“ „შუქი ჩააქრე.“ „მერე ვერაფერს დავინახავთ ძმაო. წინა მოცემაზე კარგად არ მომეცი, 2 გრამით ნაკლები იყო. ახლა უნდა მომცე ორმოცდაათი და რაღაც. /ამოიღო მცირე ზომის ელექტრო სასწორი. ხელში უჭირავს ყავისფერი რბილი მასა, ცომის მსგავსი, რომელიც იზილება როგორც ცომის ან პლასტელინის მასა. სურთ რომ ეს მასა აწონონ აღნიშნულ სასწორზე. უნდა აწონოს 50 გრამი. ერთი მცირე ზომის გუნდა ყავისფერი მასა მამაკაცს მისცა, რომელიც ხელში თითებით ზელს, სუნავს და ამბობს რომ კარგი სუნი აქვს. „კარგი სუნი აქვს ძმაო.“ „კი. მხოლოდ გაზავება უნდა. ვინმე ხომ არ დაგვინახავს?“ „არა, არა, დაბურული ვართ.“ წონიან ყავისფერ მასას. მამაკაცმა ხელში გადათვალა ქაღალდის კუპიურები, სავარაუდოდ ასლარიანები 5 ცალი, რომელიც გადასცა მამაკაცს. „მე ვიცი ვინ იყო.“ „ვინ აიღო?“ „იცი? მანამდე ../არ ამბობს გარკვევით/.“ „ეს ამ ფულით უკვე სახლი უნდა გადავიხადო, ქირა.“ „კ------ა დამირეკა, მოდის თუ არაო.“ „ქ------ა?“ „ჰო.“ „კი, კი, მივდივარ ახლა. ამას /ყავისფერ მასას/ წავიღებ სახლში და შემდეგ.“ „არ შეგიძლია საიდუმლოდ მითხრა?“ „არა მეგობარო, ეს ძალზედ საპრობლემოა. ჩემთვის პრობლემა იქნება. /კვლავ ხელში ზელს ყავისფერ მასას/. „უნდა გააზაო. რატომ არ არის იცი კარგი? მე ვფიქრობ იმიტომ რომ ძველია.“ „სიძველის გამო არ არის კარგი?“ „ჰო.“ „ეს რამდენია, რამდენი გამოდის, იგივე 7 ხომ ? 50- გრამი, ათი.“ „10 ლარი, ათ ლარად გაძლევ.“ „კარგი, დავასრულეთ.“ „კარგი, მაგრამ საიდუმლოდ წავიდეთ, რადგანაც ../უჭირს აზრის ჩამოყალიბება ინგლისურად შენ მითხარი ავიღებო და მარტო 50 აიღე.“ „ხვალ მოვალ და ავიღებ. ხომ იცი რომ ხარახურა არ ვარ.“ /მამაკაცმა დაძრა მანქანა, ორივე ეწევა./ „ძმაო გამიკეთე ფასდაკლება.“ „როგორ?“ „ფასდაკლება.“ „არ ვიცი ეგ რა სიტყვაა, ინგლისური კარგად არ ვიცი.“ „როგორ?“ „აქედან ვერ გახვალ გარეთ.“ „შენ იცი ქუჩა? შენ სხვა ხალხს კარგ ფასად აძლევ. მე კიდევ არ მიკლებ. რატომ?“ „არა ძმა.“ „აქედან გავალთ ხომ? საით უნდა გავიდეთ?“ „კი აქედან გავალთ გარეთ. ქ-----ს/?/ დავურეკო?“ „ქ-----ს? კი მაგრამ უთხარი ქ-----ს, რამდენად მაძლევს?“ „მან თქვა 450 ხომ?“ „ჰო.“ „იგივე. 900 ლარი ე.ი. კარგი. მაგრამ ახლა არა, ახლა მე უნდა წავიდე ..ის სახლში, იქ უნდა დავალაგო ყველაფერი, მყიდველი მოვა, გასინჯავს და წაიღებს. მომეცი სანთებელა. კ-----ი რეკავს. /ტელ: „ალო, სად ხარ ქ-----?/რამდენ ხანში მოხვალ.“ „წუთში თქო.“ „ალო, ქ-----, 30 წუთში მოვალ კარგი ?// არაბული/ „კარგიო?“ „ვეუბნები დამელოდეთქო და არ ესმის. ჩემს შეყვარებულთან პრობლემა მაქვს, არ მინდა.“ „მას არ ესმის?“ „ძმაო. მე აქ გავჩერდები კარგი? შენ ტაქსი აიყვანე აქედან და წადი. აქ უკვე საცობებია.“ „შენ ქ-----ისგან არ აიღებ ახლა?“ „ავიღებ ავიღებ, სახლში მივიდე ჯერ.“ „მერე სად მიდიხარ?“ „შენ ტაქსი აიყვანე. მე შენთან მოვალ მერე. რა იყო ხომ მიცნობ. კარგი რა.“ „ჯერ მე წავალ ჩუმად და მერე წამოდი შენ.“ „კი, კარგი კარგი, უკეთესია. აბა მიხედე თავს. კარგად.“
2----–-–------------რის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ფ-----–--------------------ისგან ამოღებული იქნა მუქი ფერის ბრტყელი ფორმის მასა, რომელიც მოთავსდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში.
2----–-–------------ერს, 1------- სთ-დან 1------- სთ-მდე, ქ. თბილისში, ო-------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთის მხრივ ფ-----–--------------ის, ხოლო მეორეს მხრივ მ--------- ს-------ის და მასთან ერთად ბინაში მყოფი პიროვნების შეხვედრის და საუბრის ჩანაწერით დადგენილია: „როგორ ხარ..?“ „კარგად ვარ.“ „მომიტანე..?“ „ო, არ მიმიტანია.“ „მართლა?“ „მართლა. შენ არ გაქვს? /კვლავ ჩაჯდა მანქანაში და მაშინათვე გადმოვიდა უკან/ ქაღალდი გაქვს? მოსაწევისთვის.“ შევიდნენ სადარბაზოში, ლიფტში, სადაც მესამე მამაკაციც ფიქსირდება. იცინიან „შენ არ გიყვარს მოწევა ძმა.“ „ეს ხარახურაა“ „ეს ხარახურაა, მყიდველიც ხარახურაა.“ „ქ-----ს დაურეკე?/ან დავურეკო?/“ „არა. ახლა გაქვს?“ „მან მითხრა მე წავალო, შევამოწმებ პასპორტს მანქანისთვის/?/ და“ „რა მოხდა?“ „არ არის ..“ „რამდენი დღე? სამი დღეა გელოდები.“ „ახლა ინტერნეტი არ მუშაობს“ „რამდენი დღეა არ მუშაობს?“ „შესაძლოა ერთი კვირა.“ /აღებს ბინის კარს, შევიდნენ ბინაში. „ქაღალდი გაქვს ხომ?“ „კი.“ „მინდა გავსინჯო. აი ეს მინდა 50 გრამი.“ /სამნი მიუსხდნენ მაგიდას, სადაც დევს ელექტრო სასწორი, ამ სასწორზე წონიან გარკვეულ რბილ ყავისფერ მასას/ „ცოტა მეტი მომეცი, ეს რამდენისაა?“ „ეს 50 არის.“ „50?“ „აჰა.“ „ძმაო, შეგიძლია მომეცი ეს ცოტა კიდევ ჩემთვის რომ დავიტოვო?“ „კი. 20 გინდა?“ „20. ქაღალდი მოიტანე.“ /მისცა ქაღალდი. „მე კარგ ფასს მოგცემ, შენ მე დამეხმარე, მე შენ.“ /ხელში გადათვალა ქაღალდის კუპიურები, სავარაუდოდ ასლარიანები და გადასცა. „მადლობა.“ „არაფრის. როდის მოვა შენი მეგობარი? მე მინდა კრისტალი/?/, ტაბლეტი, ტრამადორი/?/, დაურეკე ძმაო, მყიდველი ტვინს (უწმაწურ სიტყვას იყენებს) მოიტანე, მოიტანეო. ფილტრი გაქვს?/“ აკეთებს მოსაწევს/ „სიგარეტი გაქვს?“ კვლავ წონის ყავისფერ მასას. „მომეცი კიდევ 5 ძმაო. ახლა რამდენი უნდა მოგცე? დაასრულე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ჩამოდის არაბეთიდან, აეროპორტში. უნდა წავიდე. წამოვიყვანო, სასტუმრო ავუღო. სად მიდიხარ, სად მიდიხარო, ჰაშიში, ჰაშიში ..“ წონის ყავისფერ მასას. „კიდევ 5 დამიმატე. 20 უკვე მომეცი. ა ეს ერთად არის?“ „ეს 50.“ „ეს 50. 20 აქ იყო. შენ აიღე.“ „ეს 30 ხომ? შემდეგ შენ მომეცი 300/?/“ „ახლა რამდენია? ეს კარგი, ეს 500. დავასრულოთ. ამას რამდენად მომცემ ამათ ყველას?“ „ეს 300/?/“ „ეხ. არანაირი ფასდაკლება?“ „შემდეგ როცა გაყიდი, მერე ./?/.“ „ეს არ არის ჩემთვის კარგი. მყიდველისთვის ერთჯერადად კი, მაგრამ მერე აღარ იყიდის, მეორედ. ერთხელ მისცემ და მორჩა.“ „მაგრამ შენ გინდა მეტჯერ.“ „აჰა გასინჯე. ანუ ეს რამდენია ახლა? 80.“ „საპირფარეშო სად არის?/შევიდა და მალევე გამოვიდა/ მ------. კრისტალი/?/.., მოწიე, მოწიე, არ მინდა მე. მე მეორეს გავაკეთებ. შეაკეთა მეორე მოსაწევი. კრისტალი რამდენი გრამი?.“ „შესაძლოა 100, შესაძლოა.“ „ასი გრამი?“ „შეიძლება. 50 გრამი ტაბლეტი და ../?/“ „ტაბლეტი მინდა ასი პროცენტით. 20 გრამი. 20 ტაბლეტი. მყიდველი ტვინს (უწმაწურ სიტყვას იყენებს) ტაბლეტი, ტაბლეტიო. ხომ მომეცი ტესტი, მივეცი იცი როგორ? აი ასე, ეს ბიჭი გაგიჟდა. რატომ მომატყუე? შენ მითხარი ის მოვაო აქ, წავაო, მერე სასტუმროშიო და ათასი რამე.“ „დღეს ინტერნეტი არ იყო. ახლა არ პასუხობს.“ „მოწიე, მოწიე, მე მეორეს ვაკეთებ. დაურეკე მ------, დაურეკე. შენ არ მასხრობ ხომ? მოიტან ხომ?“ „შენ ხომ მიცნობ მე? მე 2 წელია აქ ვარ.“ „ვიცი ვიცი. მე ამ ბიზნესში.., შენ იცი ეს, კარგი რა. შენ მიცნობ მე. პირველი მე გამიცანი.“ „შენს უკან არის ../?/“ „და მ--------ი/?/, ჰო.“ „მე და შენ და ა-----ი წავიდა .., მე გეუბნები ეს ჰ-----ი /?/./გაუმართავი/, მე არ ვიცი არაფერი, მე შენ გნახე პირველად, მაგრამ მოვედი სახლში და ა-----ი მეუბნება, რატომ მითხარი შენ მე კარგი ... კარგი მყიდველი, რატომ მეუბნება ის ასეო.“ „ა-----ი ../გაურკვეველი/, ვერ იპოვე ა-----ი ? /მოუკიდა მოსაწევს/, მ------ მე შენ მოგცემ 150 ლარს.“ „და?“ „150-ს მოგცემ“ „რატო რა? არ ვარგა ხარახურა და“ იცინიან, ხუმრობენ ამ თემაზე/ „მომავალში დედას გეფიცები უფრო იაფად მოგცემ, უფრო კარგი იქნება და მოგცემ 30 ლარად/?/, იმიტომ რომ ახლა ერთ ლარი არ მაქვს, მხოლოდ შენ მყავხარ, გეფიცები.“ „ვიცი ვიცი“ „და რ-----–ი/?/“ აი ნახე აჩვენებს ტელეფონში რ-----–ის ნარეკებს სავარაუდოდ „ჰო, რ-----–ი მეგობარია.“ „მე მეკითხება რატომ არ მპასუხობო. მას მხოლოდ უნდა ჰაშ.. და ეს ..?/, მაგრამ ეს ირანი, შენ მხოლოდ მე გყავარ“ „არ არის პრობლემა ძმა, ეს ბიზნესია. მაგრამ ძმა, შენ ბევრი გაქვს მარიხუანა, ბევრი ჰაშიში, ბევრი კრისტალი, ბევრი ტომადორი/?/, ბევრი მყიდველი და ფასდაკლება არის ნული.“ „მისმინე ძმა, მე არ ვარ კატასავით, კატა ჭამს და შემდეგ ../?/.“ „აქედან შემიძლია მანქანის დანახვა?“ „არა აქედან არა.“ „სუნავს ყავისფერ მასას. „კარგი მივდივარ, მაგვიანდება. მ------, მართლა მაგვიანდება. მისმინე.“ „გინდა ნამდვილად ხომ ძმა ეს?“ „კი, კი, მინდა, ასი პროცენტი, მოვალ და წავიღებ.“ „კარგი.“ „ქ-----ი არ მოვიდეს, არ უნდა გასინჯვა.“ „არა, მან მითხრა წავალო პასპორტის შესაცვლელადო.“ „კარგი, ალბათ 15 გრამი. 10 ან 15. რადგანაც მე მინდა რომ ფული გავაკეთო, ეს ძალიან დიდია ჩემო მეგობარო, ხვდები რა მინდა? მინდა რომ კარგად გავაკეთო, აი ამასავით.“ /ხელში უჭირავს ყავისფერი მასა/ „კარგი ძმაო, თავს გაუფრთხილდი.“
2----–-–------------რის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე პლასტიკური ნივთიერება, წონით - 79,35გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით - 1,3844 გრამს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ნ------–---–-----მა.
2----–-–------------რის პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ მ--------- ს-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მუქი ფერის მყარი მასა, რომელიც მისივე განმარტებით წარმოადგენს მოსაწევ საშუალებას.
2----–-–---------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისში, ლ-----------------------------------------ის სამზარეულოში,რა დროსაც მაცივრის კარის თაროდან ამოღებული იქნა მოყვითალო ფერის 14 აბი; მისაღებ ოთახში განთავსებული მცირე ზომის ხის კონსტრუქციის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოვერცხლისფრო ელექტრო სასწორი ხოლო მისაღები ოთახის შუა ნაწილში განთავსებული მცირე ზომის მაგიდას შუა თაროს ზედა ნაწილიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის მასა.
2----–-–---------------ის ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი: თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტში მოთავსებული, მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე პლასტიკური ნივთიერება, წონით–44,91გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით-0,4895გრამს (ობ.N2). თეთრი ფერის, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო, სპეციფიური სუნის მქონე პლასტიკური ნივთიერება, წონით – 15,82 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლს,“ წონით - 0,1692გრამს (ობ.N3). საკვლევ ობიექტებში N2-3 ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ საერთო წონაა -0,6587გრამი.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ------–---–-----მა და მ----------–--მ.
წარდგენილ ბრალდებაში მ--------- ს-------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ, მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--------- ს-------მა ჩაიდინა 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით - 2 ეპიზოდი და 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან მ--------- ს-------ი თავს სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ გამოიკვლია სადავო მტკიცებულებები და გაეცნო ბრალდების მხარის ყველა უდავო მტკიცებულებას, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და მ--------- ს-------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------- ს-------ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან მ--------- ს-------ი მოქმედებდა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით - უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი ჰქონდა თან, ნაწილს კი სახლში ინახავდა, რისი საპირისპირო არგუმენტაციაც ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. კერძოდ, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების დროის განსხვავებულ მონაკვეთში შეძენისა და შენახვის ფაქტს, სასამართლოზე წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ--------- ს-------ის ბრალდების დადასტურება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.
დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი.“ საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა - მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.
აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტები. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი - განსახილველ შემთხვევაში ეს გახლავთ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.
განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვით საფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე, გადასცემს მას სხვას.
სუბიექტური მხრივ, ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებაც ბრალის ფორმის მიხედვით არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული. ე.ი. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას თანაც ისე, რომ არა აქვს ამგვარი ქმედების ჩადენის კანონიერი უფლებამოსილება.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ამდენად, მ--------- ს-------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ: 1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის (2 ეპიზოდი) და 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--------- ს-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებათა ნაწილი მიჩნეული იქნა უდავოდ, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განცორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ფ-----–--------------ისგან და მ--------- ს-------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო სასწორი, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–--აში, პოლიეთილენის ფრაგმენტიდან აღებული ანაწმენდები, ქაღალდი, მ--------- ს-------ის ხმის და ნერწყვის ნიმუშები, ფ-----–--------------ის ხმის ნიმუში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- გასაღებები, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ფოტოგამოსახულების ნიმუში, რომელიც ინახება შ--------------------------–------------------------------------------------------ში, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------- ს-------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2. მ--------- ს-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2----–-–------------რის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2----–-–------------რის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2----–-–------------რის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ--------- ს-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
4. მ--------- ს-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------რიდან.
5. მ--------- ს-------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
7. ნივთმტკიცება:
- ფ-----–--------------ისგან და მ--------- ს-------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ელექტრო სასწორი, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–--აში, პოლიეთილენის ფრაგმენტიდან აღებული ანაწმენდები, ქაღალდი, მ--------- ს-------ის ხმის და ნერწყვის ნიმუშები, ფ-----–--------------ის ხმის ნიმუში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- გასაღებები, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება შ-------------------------–---------–-–--------------------------------------–----------------–-----------–-----------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- ფოტოგამოსახულების ნიმუში, რომელიც ინახება შ--------------------------–------------------------------------------------------ში, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი