განაჩენი

სისხლის სამართლის 05.04.2020
საქმის ნომერი
120100120003501490
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
05.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№1/046-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

31 მარტი 2020 წელი ქ. ახალციხე

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - გ-------–----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - დ--------------- (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 4----------, მცხოვრები ა---––------------–----–---)

ადვოკატი - ნ------------------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტი და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ“ ქ/პუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის ზაფხულის პერიოდში ა---––---- რაიონის სოფ. კ-–---–- დ---------------მ ურთიერთშელაპარაკებისას რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-----------------, მათსავე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას თავში დაარტყა მწვანილის დასაჭრელი ხის ფიცარი, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუტყდა თავი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.3. სასამართლომ დაადგინა:

 

2020 წლის 16 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე ა---––---- რაიონის სოფ. კ-–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ--------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ-----------------, რის შედეგადაც მ----------------- აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ---------------მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,დ" ქ/პ-ით.

 

1.5. სასამართლომ დაადგინა:

 

2020 წლის 16 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე ა---––---- რაიონის სოფ. კ-–---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დ--------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს ნ--------------, რის შედეგადაც ნ-------------- აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ---------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, ე.ი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ'" და ,,დ" ქ/პ-ით.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა დ---------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მ----------------- მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები; ნ-------------ს მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები; ნ-----–------------ მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები; დ---------------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი; ნ--------------- მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები; მ----------------- ქორწინების მოწმობის ასლი, ნ-------------ს დაბადების მოწმობის ასლი და ნ-------------ს მიმართ გაცემული ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ; მოწმე მ----------------- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა დ---------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.

 

4.2. დ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრების მიმართ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ დ--------------- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დ---------------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამცირებს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ--------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

დ--------------- (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქ/პ-ით (მ----------------- ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

დ--------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქ/პ-ით (ნ-------------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

დ---------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2020 წლის 17 იანვრიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.

 

2. დ---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

ცნობად იქნეს მიღებული რომ გირაო უზრუნველყოფილი არაა.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––---- რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა