განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
010100119002980047
დავის ტიპი
126 1
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002980047

1-351/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ანი ბორჩაშვილი

 

ბრალდებული - ს----- ჯ---–---–---

ადვოკატი - დ----------------------------------------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 1-----------

 

ბრალდებული: ს----- ჯ---–---–---

მამის სახელი: ნ-----

დაბადებული: 03.01.1----–--–---------–-----------------------------–-------–----–------------------------------------------------–----–----------------------------------–-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 3 აპრილს დაახლოებით 20:30 საათზე ქ.ბათუმი, ინასარიძის ქN11ა-ში მდებარე სილამაზის სალონში თურქეთის მოქალაქემ ს----- ჯ---–---–---მა ხელების ყელზე მოჭერით ს----- ჰ--------ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2019 წლის04 აპრილს ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ს----- ჯ---–---–---ი დაკავებული იქნა 01 საათსა და 15 წუთზე ქ. ბათუმში ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, დაკავება მოხდა წინააღმდეგობის გარეშე. დაკავებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ჯ-------–--–---–-------------–---------–---–-ა. დაკავების ოქმი შეადგინა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებიებელმა ზ------------------მ.

 

ბრალდებული დაკავების ოქმის სისწორე და მასში ასახული შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა ჯაბა ხიმშიაშვილმა და არჩილ ბაბუნაიშვილმა.

 

გარდა ზემოაღნიშნული სადაო მტკიცებულებებისა ს----- ჯ---–---–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია უდაო მტკიცებულებებით.

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: ს------------------------------------------------–--–---–-ს გამოკივის ოქმები და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----- ჯ---–---–---მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ან ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ს----- ჯ---–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

ს----- ჯ---–---–---ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს----- ჯ---–---–---ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენება არის მიზანშეწონილი, რადგან ჯარიმის გამოყენება გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ს----- ჯ---–---–---ის რესოციალიზაციისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ს----- ჯ---–---–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღრულებო ბიუროს

 

ს----- ჯ---–---–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ნ-------- გ-----–--ეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 06 აპრილს - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.

 

ნივთმტკიცება: ს----- ჯ---–---–---ის პასპორტი დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი