განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
010100119003171776
დავის ტიპი
151
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003171776

1-811/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა----------–---–-

 

ბრალდებული - ე-–------ ა--–-----ი

ადვოკატი - დავით ჯაფარიძე

თარჯიმანი - ზინაიდა ანტონიანი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N 1-----------

 

ბრალდებული: ე-–------ ა--–-----ი

მამის სახელი: ა-------–--

დაბადებული: 19.07.1983 წელი

მოქალაქეობა:საქართველოს

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: მარნეული, სოფელი ულაშლო

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე , ქ---------–-------------–---–-------–-----–--–---–-ს ქუჩების კვეთაში მდებარე „მაკდონალდსის“ მიმდებარედ ფეხით გადაადგილებისას ე-–------ ა--–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, ს------ მ------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2019 წლის 31 ივლისს დღის საათებში, ქ---------------------------- მდებარე დროებით საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ს------ მ------–---–ს თავის მფლობელობასი არსებულ მობილურ ნომერზე 5----------- დაუკავშირდა ქ.ბათუმში, გოგებაშვილის ქ. N26 მდებარე ს------ მ------–---–ის კუთვნილ რესტორანში მყოფილ მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ე-–------ა ა--–-----ი, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. სატელეფონო საუბრის დროს ე-–------ ა--–-----ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ს------ მ------–---–ს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

N-------- შეტყობინების რეგისტრაციის მიხედვით ირკვევა - 2019 წლის 31 ივლისს სევინჩ მ------–---–მა პოლიციაში განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ ე-–--- ა--–-----მა განახორციელა მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა. შეტყობინების რეგისტრაცია მოახდინა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ--–- ყ----–-----ემ.

 

შეტყობინების შინაარსი სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ--–- ყ----–-----ემ.

 

ბრალდებულმა თავი დამნაშავედ სცნო, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა რიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: შეტყობინება, მოწმეების: ლ--–- ყ----–-----ის, ს------ მ------–---–ის და თამარ მახარაძის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 31ივლისის შემაკავებელი ორდერი N 0----- და ორდერის ოქმი N 0-----და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------ ა--–-----მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმი 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

ე-–------ ა--–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

ე-–------ ა--–-----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე-–------ ა--–-----ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ე-–------ ა--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 28 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე-–------ ა--–-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–------ ა--–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 09 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ე-–------ ა--–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე-–------ ა--–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ს------ მ------–---–ს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 10 აგვისტოს - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა

 

მსჯავრდებულ ე-–------ ა--–-----ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

 

ე-–------ ა--–-----ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში (მისი აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში) ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 აგვისტოდან 2019 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი