განაჩენი

სისხლის სამართლის 31.03.2020
საქმის ნომერი
080100118002447941
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
31.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/432-18 (№041100318001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 მარტი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- ზ-------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ა---------– მ----–----–---

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, ნ------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტები;

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად, ოთხი პირის მიმართ.

 

ბრალდებული: თ------ ღ---------

მამის სახელი: მ--–-----

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ქუთაისი, მ. ლ--------------------–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ადვოკატი - მ-----– ნემსაძე

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 9 მარტს, დაახლოებით 23:30-ზე, ქუთაისში, გ------------------- მდებარე რესტორან „კ---–---“ ეზოში ა---------– მ----–----–---მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----- ტ---------, ნ---- ა-------, მ------ ა-------ა და არასრულწლოვან ლ---- ბ------–---–-. კერძოდ, ა---------– მ----–----–---მ ნ---- ა-------ა და მ------ ა------- ფეხი დაარტყა საჯდომზე და ასევე ხელი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მანვე არასრულწლოვან ლ---- ბ------–---–- ფეხი მიარტყმევინა მაგიდაზე, რის შედეგადაც ლ---- ბ------–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი. ა---------– მ----–----–---მ თ----- ღ------------ ერთად თმა მოქაჩა თ----- ტ---------, წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სახისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც თ----- ტ--------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 9 მარტს, დაახლოებით 23:30-ზე, ქუთაისში, გ------------------- მდებარე რესტორან „კ---–---“ ეზოში თ------ ღ---------- ა---------– მ----–----–---სთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ----- ტ---------, კერძოდ: თ----- ღ---------- თმა მოქაჩა წააქცია და რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სახისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც თ----- ტ--------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულების ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულ ნ---- ა------- ჩვენება, დაზარალებულ მ------ ა------- ჩვენება, დაზარალებულების თ----- ტ---------- და ლ---- ბ------–---–-- გამოკითხვის ოქმები, მოწმეების გ------- გ----------, გ----------------, თ----- ბ------–---–--, მ-----– გ--------- ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე ნაწილი მტკიცებულებებისა არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით. მაკვალიფიცირებელი გარემოებებია ქმედების ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------– მ----–----–---მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად, ოთხი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით; თ------ ღ---------- ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულების მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულების შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად ა---------– მ----–----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, თ------ ღ--------- სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---------– მ----–----–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალად ედებათ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– მაღლაკელიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

რაც შეეხება თ------ ღ---------, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან თ------ ღ--------- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მას ამ განაჩენით უნდა დაედოს მსჯავრი ჩადენილი აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე - 2018 წლის 9 მარტს, როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევ პირს (სახეზეა დანაშაულის რეციდივი), სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილის შესაბამისად. სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ თ------ ღ--------- სასჯელი განესაზღვროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---------– მ----–----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თ------ ღ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ------ ღ--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

თ------ ღ--------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 19 ოქტომბრიდან.

 

პირობითი მსჯავრის პერიოდში ა---------– მ----–----–----- და თ------ ღ---------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური