განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-251-19
(027301119001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 თებერვალი, 2020 წელი ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლ--–----------–---–ი
სხდომის მდივანი - ნ-----–-----ე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ---------–-–---–ი
ბრალდებული - ლ------------ი, დაბადებული 196- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4---------6, ნასამართლევი, რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე: ქ-----–-, თ-----------ს ქუჩა №4-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ში, რ------- ქუჩის №1--ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ლ------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ??????? ????????? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით, 11:00 საათზე ქ-----–ში, რ------- ქუჩის №1--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ------------მა თავისი არასრულწლოვანი შვილის ნ------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ლ------------მა ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედება, რაც ბრალად ერაცხება, ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს (საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ): მოწმეთა და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება.
3. სამართლებრივი შეფასება:
ერთობლიობა იმ მტკიცებულებებისა, რაც საქმეშია წარმოდგენილი და რომელთა შეფასებაც სასამართლოს მიერ მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლ------------მა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 3--------ს დაბადებული ნ------------ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ------------ისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ აღიარებს ჩადენილს, ინანიებს, ითხოვს პატიებას; აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ, როგორც დაცვის მხარემ განმარტა, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ------------ემ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი - სათანადო უწყებათა გადაწყვეტილებითა და ზედამხედველობით, დაზარალებული სასწავლებლად და, შესაბამისად, საცხოვრებლადაც გადავიდა (გადაყვანილ იქნა) სხვა ქალაქში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ლ------------ს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; ამასთან, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელ ვადაში, საბოლოოდ მას (ბრალდებულს) სასჯელი დაენიშნება განაჩენთა ერთობლიობით - უნდა გაუქმდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილი დაემატოს ახლად დანიშნულ სასჯელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მითითებული სასჯელით შესაძლებელია, ბრალდებულმა მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და, ამასთან, მიღწეულ იქნეს სასჯელის მიზანი, რაც გულისხმობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 293-ე მუხლების გამოყენებით, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
2. გაუქმდეს ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ნაწილი - 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა დაემატოს ახლად დანიშნულ სასჯელს;
3. საბოლოოდ ლ------------ს განაჩენთა ერთობლიობითა და სასჯელთა შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;
4. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის (5 თვით თავისუფლების აღკვეთა) ვადის ათვლა ლ------------ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 30 ნოემბრიდან;
5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ლ------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა) ხ-–----ის რაიონული სასამართლოს (ხ-–----ი, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) იმეშვეობით.
მოსამართლე
ლ--–----------–---–ი