გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
330210019003165978
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/21460-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

19 ნოემბერი, 2--- წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - ზა----------–--ე

 

მოპასუხე - ქ. თ---–-----------–----–----------------------------------------------ა

წარმომადგენელი - ლე-–---------ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ქ. თ---–-----------–----–----------------------------------------------ას მოსარჩელე ზა----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3412.50 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელე ქ. თ---–---------------------------------–--------------–ი, საკუთრების უფლებით ფლობს შენობას #--, ფართით 22.42 კვ.მ. 2--- წლის დეკემბერში დ------------------ გ--------- მიერ განხორციელებული ხეების სხვლის დროს ხის დაცემის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული #-- შენობა. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- მიერ გაცემული დასკვნით მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანების შედეგად მიყენებული ზარალი შეადგენს 3412.50 ლარს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ შენობის დაზიანების დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და დაბრუნდა 2--- წლის მარტში, რის შემდეგაც განცხადებით მიმართა დი---------------------------ს და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება. გა----------ნ მიიღო პასუხი, რომ მათ ხეების სხვლა-ფორმირებაზე ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული შპს „ა----–---------------------------ნ“, რომელმაც აწარმოა სამუშაოები მოსარჩელის შენობასთან. ხელშეკრულების შესაბამისად ვისიმე ქონების დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა გა-------------ს, რაც არ გაუკეთებია. განცხადების შემდეგ ჩატარებული შემოწმების დროს გამოირკვა, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაცვლილა, ხოლო მეორე კი კავშირზე არ გამოდის. ზარალის ანაზღაურება, ხელშეკრულების თანახმად, ეკისრება მიმწოდებელს.

მოსარჩელის განმარტებით, დი-----------------ს პასუხი არის ბუნდოვანი, არ გამომდინარეობს კანონიდან და სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა მესამე პირს მისი მუშაობის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ქ. თ---–----------–----–---------------- დი---------------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გა------------ს შენობის სახურავის დაზიანების თაობაზე ცნობილი გახდა მოსარჩელის მიერ, განცხადების წარმოდგენით. ქ. თ---–----------–----–-------- დი---------------------------სა და შპს "-----–--------------------------ს შორის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 3.12 მუხლის თანახმად, მომსახურების დროს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკურ ზედამხედველს და შესაბამის ორგანოს. ქ. თ---–----------–----–-------- დ------------------ გა------------ს, რომელიც ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შემსყიდველი მხარეა, მიმწოდებელს-შპს "-----–---------------------------, არ უცნობებია დ-------------------------–---- კორპუსის მიმდებარედ წარმოებული სამუშაოების დროს რაიმე დაზიანების ფაქტის შესახებ.

მოსარჩელემ 2--- წლის 0- აპრილს განცხადებით მომართა გ---------, სადაც მიუთითებდა, რომ 2--- წლის დეკემბერში დ------------------ გ--------- მიერ დ-------------------------–---- კორპუსის მიმდებარედ განხორციელებული ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების დროს, მის საკუთრებაში არსებული შენობის სახურავი დაზიანდა. მოსარჩელე მოითხოვდა მის მიერ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გ--------- პოზიციის დაფიქსირებას. აღნიშნული მოთხოვნა შესრულდა,- გ--------- 2--- წლის წერილით ზ. უ----–---ს დასაბუთებული პასუხი გასცა. განუმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების დროს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკურ ზედამხედველს და შესაბამის ორგანოს. მიმწოდებელს კი ასეთის შესახებ გა------------ს არ უცნობებია. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი კავშირზე არ გამოდის. გ--------- წერილობით მიმართა კომპანიას სამეწარმეო რეესტრში დაფიქსირებული იურიდიული მისამართის მიხედვით და მოსთხოვა დაკავშირებოდა როგორც გ---------, ისე ზ. უ----–---ს (მოპასუხის ხელთ არსებული დოკუმენტით დასტურდება რომ გ--------- აღნიშნული წერილი ჩაბარდა კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, რა-----–------ს მეუღლეს). მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ მიმწოდებლისგან პასუხის მიღებისთანავე, გ--------- წარმომადგენლები მას დაუკავშირდებოდნენ და მიმწოდებლის პოზიციას აცნობებდნენ. მოსარჩელეს ასევე, წერილობით განემარტა, რომ ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების დროს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანების შემთხვევაში, ზარალი ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ. სამწუხაროდ, შპს "-----–-------------------------- დღემდე გა------------ს საკუთარი პოზიცია არ უცნობებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 0------------, ქ. თ---–----------–----–-------- დი---------------------------ს და შპს ,------–------------------------- შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ქ. თ---–----------–----–-------- დ------------------ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, სხვლა-ფორმირებისა და დამუშავება-გატანის, ასევე კუნძების ამოძირკვა-გატანის მომსახურება.

 

ხელშეკრულების 3.12 მუხლის თანახმად, მომსახურების დროს მცენარეების, შენობა-ნაგებობების ან სხვა საგნების დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ ტექნიკურ ზედამხედველს და შესაბამის ორგანოს. ზარალი ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 49-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 0--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, დ------------------------–------------------- შენობა #--, ფართი 22.42 კვ.მ., საკადასტრო კოდი #0------------------- საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ზა----------–--ეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 0--------- წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 28-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. საქმეზე დადგენილია, რომ ქ. თ---–----------–----–-------- დი---------------------------ს და შპს ,------–-------------------------- შორის 2--- წლის 0------------ გაფორმებული #2------------ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,-----–----------------------------------------–-----------------–------------------- აწარმოებდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელე ზა----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 0------------ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 49-57);

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 10/07/2--- წლის დასკვნა (ს.ფ. 17-27);

- დ------------------ გ--------- 29/07/2--- წლის წერილი (ს.ფ. 31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 10/07/2--- წლის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, დ-----------------------------–----------------- არსებულ დამხმარე სათავსოში (შენობა #--) დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო შესასრულებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა, ნორმატიული დანარიცხების და დღგ-ს გათვალისწინებით შეადგენს 3 412.50 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 10/07/2--- წლის დასკვნა (ს.ფ. 17-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მხარეთა შორის ზიანის ოდენობის საკითხი სადაცო არ გამხდარა, მოპასუხე მხარის მიერ სადავო გახდა მხოლოდ მოთხოვნის ადრესატის საკითხი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოდგენს ზიანის მიმყენებელი. წარმოდგენილ შემთხვევაში ზიანის მიმყენებლის ვინაობა ცნობილია - შპს ,------–-------------------------, და მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მის ხელმძღვანელ პირებთან კომუნიკაცია ვერ ხდება და მათი მოძიება შეუძლებელია, არც ცვლის ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული სუბიექტს. დელიქტური ვალდებულების ფარგლებში ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია არა მოსარჩელე მხარე, არამედ პირი რომელის ქმედებითაც მოხდა უშუალოდ ზიანის მიყენება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნას ქ. თ---–----------–----–---------------- გა------------ს ზიანის სახით 3412.50 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.39 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, ანაზღაურებას არ ექვემდებარება ექსპერტის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 20--ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-268-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ზა----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე