განაჩენი

სისხლის სამართლის 07.04.2020
საქმის ნომერი
210100120003545851
დავის ტიპი
126
თარიღი
07.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100120003545851

saqme #1/55-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 აპრილი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,თინათინ მჭედლიშვილის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - ი-–-- წ---–-------,ადვოკატ - ნ-----–- ბ-–----,თარჯიმან-ნელი სიფრაშვილის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034130220001

 

ბრალდებულ ი-–-- წ---–------- მიმართ

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი - 4----------

დაბადებული - 0-.0--1--- წელი

განათლება - გ------–---- ა-- მქონე

ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული (არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი)

ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ს--------- რაიონი, სოფელი ქ----- მ-------

ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------, ქ. წ------, 9 ა-----–-- ქ. №--

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ი-–-- წ---–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

- 2020 წლის 12 თებერვალს, საღამოს საათებში, დაახლოებით 21:30 საათზე, ს--------- რაიონის ქ.წ-----–-, 9------–-- ქუჩა №---ში მდებარე წიკლაურების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-–-- წ---–------- სახეში ხელის ერთხელ დარტყმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ-- პ---–--–---–-- მიმართ, რის შედეგადაც თ-- პ---–--–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, ი-–-- წ---–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის თებერვლამდე, თანაცხოვრების დროის, ს--------- რაიონის ქ. წ-----–-, 9------–-- ქუჩა №---ში მდებარე წიკლაურების საცხოვრებელ სახლში, ი-–-- წ---–------ მეუღლეს - თ-- პ---–--–---–- აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა მას. ხოლო 2020 წლის 12 თებერვალს, საღამოს საათებში, დაახლოებით 21:30 საათზე, ს--------- რაიონის ქ.წ-----–-, 9------–-- ქუჩა №---ში მდებარე წიკლაურების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-–-- წ---–------- მეუღლეს - თ-- პ---–--–---–- მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აღნიშნული ქმედებების შედეგად თ-- პ---–--–---–-- განიცადა ტანჯვა.

 

ესე იგი, ი-–-- წ---–------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ი-–-- წ---–------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი-–-- წ---–------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2020 წლის 3 აპრილს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ი-–-- წ---–------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-–-- წ---–------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი-–-- წ---–------- ბრალეულობა, კერძოდ:

 

შეტყობინება №382534 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; დადგენილება თ-- პ---–--–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულ თ-- პ---–--–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმე შ--–-- ყ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2020 წლის 14 თებერვლის №001022720 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ი-–-- წ---–------- დაკავების ოქმი; ი-–-- წ---–------- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ ი-–-- წ---–------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ ი-–-- წ---–------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ი-–-- წ---–------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ი-–-- წ---–------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, განაჩენის გამოტანამდე, მისი მხრიდან არ განხორციელებულა და არ განმეორებულა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გარკვეულწილად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიღო შესაბამისი შედეგი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სოციალურ-ეკონომიკურ და ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ბრალდებული და მისი ოჯახი რეგისტრირებული არის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ი-–-- წ---–------ კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი დედა და სწორედ ბრალდებულის მიერ განხორციელებული დროებითი-დაქირავებული შრომა არის მათი ოჯახის შემოსვალის ის წყარო, რომელითაც უზრუნველყოფილი არის მათი მინიმალურიმალური და ყოველდღიური საჭიროებები. ასევე, მხედველობაში ა--ის მისაღები ის გარემოებაც, რომ ი-–-- წ---–------ ა--ის ერთადერთი პირი, რომელიც ზრუნვას ახორციელებს ასაკოვან დედაზე.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–-- წ---–------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-- წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

2. ი-–-- წ---–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აპრილიდან 2020 წლის თებერვლამდე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აპრილიდან 2020 წლის თებერვლამდე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–-- წ---–------ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ი-–-- წ---–------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 13 თებერვლიდან 2020 წლის 9 მარტის ჩათვლით.

 

5. გაუქმდეს ი-–-- წ---–------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს ”-----------–--------–-- გადახდილი გირაოს თანხა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - მ---- წ---–------ (პირადი №40001032198).

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ ი-–-- წ---–------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა ი-–-- წ---–------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი