გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210118002343967
N 2/317-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: სს „ტ---------“,წარმომადგენელი: ა-- გ-------, ნ--- გ----–--,მოპასუხეები: ზ----- კ-------- (ზ---- კ--------- უფლებამონაცვლე), ტ------– კ--–------,დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიას დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ზ----- კ-------- დაადგინდეს გარდაცვლილი ზ---- კ--------- უფლებამონაცვლედ. ზ----- კ--------- (ზ---- კ--------- უფლებამონაცვლეს) და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ დაეკისროთ:
1. N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 6286,78 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 5216,95 ლარი, პროცენტი - 382,82 ლარი და ჯარიმა - 687,01 ლარი.
2. N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5216,95 ლარზე, წლიური 13% სარგებლის გადახდა (ყოველდღიურად შეადგენს 1,86 ლარს) 2018 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 678,90 ლარი).
თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 8375,15 ლარს.
1.2. ზ----- კ--------- (ზ---- კ--------- უფლებამონაცვლეს) სს „ტ----------“ საასრგებლოდ დაეკისროს:
1.N40.0278857.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 825,06 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 710 ლარი, პროცენტი - 15,06 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 100 ლარი.
2. N40.0278857.002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 710 ლარზე, წლიური 14% სარგებლის გადახდა, (ყოველდღიურად შეადგენს 0,27 ლარს) 2017 წლის 4 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 98,55 ლაი).
1.3. ზ----- კ--------- და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის 236,68 ლარის და 100 ლარის გადახდა.
1. სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სს „ტ----------“ (ყოფილი კ----------------- ბ----) და ზ---- კ--------- შორის 2016 წლის 25 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N40.0278857.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 13,00 %-ით, კრედიტის ვადა 25.08.2016 წლიდან 25.02.2019 წლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 25.08.2016 წელს ტ------– კ--–------სთანს დაიდო N40.0278857.003/01 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მან იკისრა ვალდებულება მთლიანად იყოს პასუხისმგებელი ბ----ს წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 2016 წლის 25 აგვისტოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 8 375,15 ლარს.
სს „ტ----------“ და ზ---- კ--------- შორის 2015 წლის 08 ივლისს დაიდო N40.0278857.02 ხელშეკრულება საბარათე აბგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის თანხა 710 ლარი, ოვერდრაფტის ვადა 08.07.2015 წლიდან 08.07.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%, ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრებოდა ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0,5 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სარგებლობის დღეების შესაბამისად გადახდის ფაქტიურ დღემდე.
2017 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა ზ---- კ--------. მის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. ფოთი, გორგასლის ქუჩა N8. 2017 წლის 25 დეკემბერს ნოტარიუს ირაკლი ტოროტაძის მიერ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც ზ---- კ--------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა მისი მემკვიდრე ზ----- კ-------- პ/ნ 4----------.
სასამართლოს მთავარ სდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნ--- გ----–--მ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ზ----- კ--------მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას, თუმცა საფუძველს ვერ ასახელებს.
მოპასუხე ტ------– კ--–------ სხდომაზე მოწვეულ იქნა საჯარო შეტყობინების გზით, იგი სხდომაზე არ გამოცხადდა
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სს „ტ----------“ (ყოფილი კ----------------- ბ----) და ზ---- კ--------- შორის 2016 წლის 25 აგვისტოს დაიდო საბანკო კრედიტის N40.0278857.003 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოება, მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. სს „ტ----------“ და ზ---- კ--------- შორის 2015 წლის 08 ივლისს დაიდო N40.0278857.02 ხელშეკრულება საბარათე აბგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მეორე ფაქტობრივი გარემოებით, ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.3. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 25.08.2016 წელს, ტ------– კ--–------სთან დაიდო N40.0278857.003/01 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუზველზეც, მან იკისრა ვალდებულება მთლიანად იყოს პასუხისმგებელი ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 2016 წლის 25 აგვისტოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 8 375,15 ლარს.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სარჩელის მე-3 ფაქტობრივი გარემოება და მხარეთა ახსნა განმარტებები.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებებით გათვალიწინებული სესხების ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება;
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს ზ----- კ--------- და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5799,77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5216,96 ლარი, პროცენტი - 382,82 ლარი და ჯარიმა 200 ლარი.
მოპასუხეებს ზ----- კ--------- და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5216,95 ლარზე წლიური 13.%-ის გადახდა, (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,86 ლარს) 2018 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 678,90 ლარი)
მოპასუხე ზ----- კ--------- N40.0278857.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების გადახდა 745,06 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 710 ლარი, პროცენტი -15,06 ლარი და ჯარიმა 20 ლარი.
მოპასუხე ზ----- კ--------- სს „ტ----------“ სასარგებლოდ N40.0278857.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს ძირ თანხაზე 710 ლარზე წლიური 14 % სარგებლის გადახდა (ყოველდღიურად შეადგენს 0,27 ლარს) 2017 წლის 04 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე. არაუმეტეს ერთი წლისა (98,55 ლარი).
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით ყველა არსებით პირობაზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ზ----- კ--------ზე (ზ---- კ--------- უფლებამონაცვლე) გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დაკისრების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 25.08.2016 წელს, ტ------– კ--–------სთან დაიდო N40.0278857.003/01 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუზველზეც მან იკისრა ვალდებულება მთლიანად იყოს პასუხისმგებელი ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 2016 წლის 25 აგვისტოს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით. მისი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 8 375,15 ლარს. სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმაა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საკრედიტო ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები შეასრულოს სოლიდარულად ისე, რომ მონაწილეობა მიიღოს მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდა უნდა დაეკისროს სოლიდარულ მოვალესაც.
8. საპროცესო ხარჯები:
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე ზ----- კ--------- N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7,68 ლარის გადახდა. ხოლო მოპასუხე ტ------– კ--–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 205,58 ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 2,30 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად,მოსარჩელე სს „ტ---------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით და მასვე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟიდან 21,12 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ №030210118002343967 განჩინებით:
1. აეკრძალა მოპასუხე ზ----- კ--------- მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, გ------ ქ. N------- N---–-, საკადასტრო კოდით №-------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. აეკრძალა მოპასუხე ტ------– კ--–------ს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ზ---------- რაიონის სოფელ ნ--------–-- საკადასტრო კოდით №------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე და 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ტ----------“ სარჩელი, მოპასუხეების ზ----- კ--------- (ზ---- კ--------- უფლებამონაცვლე) და ტ------– კ--–------ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებს ზ----- კ--------- და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5799,77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5216,96 ლარი, პროცენტი - 382,82 ლარი და ჯარიმა 200 ლარი.
მოპასუხეებს ზ----- კ--------- და ტ------– კ--–------ს სს „ტ----------“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5216,95 ლარზე წლიური 13.%-ის გადახდა, (რაც ყოველდღიურად შეადგენს 1,86 ლარს) 2018 წლის 05 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს ერთი წლისა (არაუმეტეს 678,90 ლარი).
3. მოპასუხე ზ----- კ--------- N40.0278857.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების გადახდა 745,06 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 710 ლარი, პროცენტი -15,06 ლარი და ჯარიმა 20 ლარი.
მოპასუხე ზ----- კ--------- სს „ტ----------“ სასარგებლოდ N40.0278857.002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს ძირ თანხაზე 710 ლარზე წლიური 14 % სარგებლის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0,27 ლარს) 2017 წლის 04 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე. არაუმეტეს ერთი წლისა (98,55 ლარი).
4. მოსარჩელე სს „ტ---------“ დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი: 27.11.2019 წელი, საგადასახადო დავალება N2, სახაზინო კოდი: 300423150). მასვე დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან (236,68 ლარიდან) 21,12 ლარი (სახ. ბაჟის გადახდის თარიღი:09.03.2018 წელი, საგადასახადო დავალება N1, სახაზინო კოდი: 300423150).
მოპასუხე ზ----- კ--------- N40.0278857.003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 7,68 ლარის გადახდა, მოპასუხე ტ------– კ--–------ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 205,58 ლარის გადახდა, ხოლო 2,30 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე