გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2020
საქმის ნომერი
101210019003327056
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე NN 101210019003327056

#2/272 -2019 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.03.2020 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს..,, გ-–--------

მოსარჩელის წარმომადგენელი: ფა------------ე

მოპასუხე: ლა-–------–---

 

დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - შ.პ.ს. ”--–------------------------- წარმომადგენელმა, მოპასუხე - ლა-–------–---ს (პ.№6----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.2. მოსარჩელე უთითებს, რომ 2016 წლის 07 ივლისს შპს “----------- და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №99322918009, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 650 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 650 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “4--------ა“ შპს „--------------------ს“, შპს „--------------------მა“ „----------------------, შპს „ფინანსურმა ბიურომ“ შპს „-------–---------------------------ს“, შპს „-------–---------------------------მ“ შპს „--------–----ს“ ხოლო შპს „--------–----მა“ შპს ”--–------ს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №99322918009 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 650 ლარს, რაც წარმოადგენს სესხის ძირ თანხას;

 

ასევე 2016 წლის 20 მაისს შპს “----სა“ და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №643933, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 100 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 100 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 7.05 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “----მ“ შპს „აღსრულების სააგენტოს“, შპს „აღსრულების სააგენტომ“ შპს ”პრობლემური აქტივების ბიუროს“, შპს ”პრობლემური აქტივების ბიურომ“ შპს „--------–----ს, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „გლობუსს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №643933 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 145 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 100 ლარი, საკომისიო 7.05 ლარი და პირგასამტეხლო 37.95 ლარი;

 

სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხეზე დავალიანების ორივე სესხზე - ჯამში 795 (შვიდასოთხმოცდათხუთმეტი) ლარის დაკისრება; სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 50 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია თანხა 100 ლარის ოდენობით, ხოლო საფოსტო ხარჯი 24 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელს არ ცნობს, ადასტურებს რომ აიღო სესხები 2016 წელს შპს „4------------“ და შპს „---------- რაც ვერ გადაიხადა ეკონომიური მდგომარეობის გამო, მაგრამ მას შემდეგ გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და გარდა ამისა 2000 ლარამდე აღებული სესხები სახელმწიფოს მიერ განულებული იქნა 2018 წელს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2016 წლის 07 ივლისს შპს “----------- და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №99322918009, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 650 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 650 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “4--------ა“ შპს „--------------------ს“, შპს „--------------------მა“ „----------------------, შპს „ფინანსურმა ბიურომ“ შპს „-------–---------------------------ს“, შპს „-------–---------------------------მ“ შპს „--------–----ს“ ხოლო შპს „--------–----მა“ შპს ”--–------ს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №99322918009 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 650 ლარს, რაც წარმოადგენს სესხის ძირ თანხას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.23-28)

-საგადახდო ისტორია(ს.ფ.30)

-დავალიანების ცნობა(ს.ფ.32)

-საგადახდო დავალება (ს.ფ.33)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. 2016 წლის 20 მაისს შპს “----სა“ და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №643933, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 100 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 100 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 7.05 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “----მ“ შპს „აღსრულების სააგენტოს“, შპს „აღსრულების სააგენტომ“ შპს ”პრობლემური აქტივების ბიუროს“, შპს ”პრობლემური აქტივების ბიურომ“ შპს „--------–----ს, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „გლობუსს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №643933 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 145 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10 ლარი, საკომისიო 7.05 ლარი და პირგასამტეხლო 37.95 ლარი;

ლა-–------–---მ დაადასტურა მოცემულ სესხებზე მის მიერ 2017-2018 წლებში თანხის ნაწილობრივ დაფარვის ფაქტები.(იხ.სხდომის ოქმი)

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.18-23)

-საგადახდო ისტორია(ს.ფ.29)

-დავალიანების ცნობები(ს.ფ.31)

-საგადახდო დავალება (ს.ფ.33)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ შპს ”--–------------------------- სარჩელი ლა-–------–---ს (პ.№6----------) მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს. ამ შემთხვევაში ორივე ხელშეკრულებიდან უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2. 2016 წლის 07 ივლისს შპს “----------- და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №99322918009, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 650 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 650 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “4--------ა“ შპს „--------------------ს“, შპს „--------------------მა“ „----------------------, შპს „ფინანსურმა ბიურომ“ შპს „-------–---------------------------ს“, შპს „-------–---------------------------მ“ შპს „--------–----ს“ ხოლო შპს „--------–----მა“ შპს ”--–------ს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №99322918009 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 650 ლარს, რაც წარმოადგენს სესხის ძირ თანხას;

 

6.3. 2016 წლის 20 მაისს შპს “----სა“ და მოქალაქე ლა-–------–---ს (პ.№6----------) შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №643933, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 100 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით; მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 100 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 7.05 ლარის ოდენობით დაებრუნებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც არ იქნა შესრულებული; შპს “----მ“ შპს „აღსრულების სააგენტოს“, შპს „აღსრულების სააგენტომ“ შპს ”პრობლემური აქტივების ბიუროს“, შპს ”პრობლემური აქტივების ბიურომ“ შპს „--------–----ს, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „გლობუსს“ დაუთმო კრედიტის, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება ლა-–------–---ს მიმართ, 2019 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლის ფულადი ვალდებულება გამსესხებლის წინაშე №643933 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 145 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 100 ლარი, საკომისიო 7.05 ლარი და პირგასამტეხლო 37.95 ლარი;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ძირი და პროცენტი;

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

6.5.ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან მოპასუხის მიერ 2017-2018 წლებში მოცემულ სესხებზე გადახდილი იქნა თანხები.

 

6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.8. ამდენად ლა-–------–---ს (პ.№6----------) უნდა დაეკისროს შპს ”--–------------------------- სასარგებლოდ (2016 წლის 07 ივლისის სესხის ხელშეკრულება №99322918009) 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარი, რაც წარმოადგენს სესხის ძირ თანხას;

 

ლა-–------–---ს (პ.№6----------) უნდა დაეკისროს შპს ”--–------------------------- სასარგებლოდ (2016 წლის 20 მაისის ხელშეკრულება №643933) 145 ლარის გადახდა (საიდანაც 100 არის ძირი თანხა, პროცენტი არის 7.05 ლარი პირგასამტეხლო 37.95 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხე ლა-–------–---მ არ ცნო სარჩელი, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს „გლობუსის“ სასარგებლოდ;

 

ლა-–------–---ს შპს „გლობუსის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საფოსტო ხარჯი 24 ლარის, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯები 23 ლარისა და 85 თეთრის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”--–------------------------- სარჩელი ლა-–------–---ს (პ.№6----------) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

1.1. ლა-–------–---ს (პ.№6----------) შპს ”--–------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს (N99322918009 ხელშეკრულება) 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

1.2. ლა-–------–---ს (პ.№6----------) შპს ”--–------------------------- სასარგებლოდ დაეკისროს (N643933 ხელშეკრულება) 145 (ასორმოცდახუთი) ლარის გადახდა;

 

2. ლა-–------–---ს (პ.№6----------) შპს ”--–------------------------- სასარგებლოდ სასარგებლოდ დაეკისროს მოასრჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საფოსტო ხარჯი 24 (ოცდაოთხი) ლარის იურიდიული მომსახურების ხარჯები 23.85 (ოცდასამი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი