განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2020
საქმის ნომერი
340100120003484197
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
13.03.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100120003484197

№1/25-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ბ----------–----–---–ის

ადვოკატ - ნ--–----------–----–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ბ----------–----–---–ი

მამის სახელი: ს---–-----

დაბადებული: 1----–-–-----------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გ-----------------–----–----------------–-----–---

ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------–----–----------------–-----–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

კვალიფიკაცია: ბ----------–----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 30 დეკემბრიდან, ბ----------–----–---–ი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ----------–----–---–მა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–--ში თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს - ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბ----------–----–---–ი 2020 წლის 12 იანვარს 17:45 საათზე დააკავეს და 2020 წლის 13 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 30 დეკემბრიდან, ბ----------–----–---–ი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–--ში, თავის საცხოვრებელ ბინაში სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

2. 2020 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ----------–----–---–მა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ა--–--ში თავის საცხოვრებელ ბინაში, სახეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს - ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა შანტაჟი და დამცირება,რამაც გამოიწვია ტანჯვა.

(სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ბ--–---------–---–ის, მოწმეების - თ-----------–--ის, ნ--------–----–---–ის, ბ------------–----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბ----------–----–---–ი სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ძალადობა, შანტაჟი, დამცირება, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. ამასთან აუცილებელია, ამგვარ ძალადობას ჰქონდეს სისტემატიური ხასიათი.

 

რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას მასში მოიაზრება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს, მაგრამ არ იწვევს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს. მათ შორის, ფიზიკურ ძალადობაში იგულისხმება სახეში ხელის ერთჯერადი დარტყმაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----------–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(2020 წლის 7 იანვრის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ბ--–---------–---–ის, მოწმეების - თ-----------–--ის, ნ--------–----–---–ის, ბ------------–----–---–ის, თავად ბრალდებულ ბ----------–----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბ----------–----–---–მა სახეში ხელის მრავალჯერადი დარტყმით სცემა მეუღლეს - ბ--–---------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. მათ შორის შეიძლება განვიხილოთ ხელის დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----------–----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ----------–----–---–მა ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 7 იანვრის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბ----------–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ბ----------–----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ბ----------–----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. მათგან ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

ბ----------–----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელთაგან ორივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრი მეუღლეა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ----------–----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბ----------–----–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ბ----------–----–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

2020 წლის 2 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე, ბ----------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაო 2000 (ორი ათასი) ლარით. ბ----------–----–---–ი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ბრალდებულის მიერ გირაოს თანხა უზრუნველყოფილი არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ----------–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ბ----------–----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ბ----------–----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ბ----------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 12 იანვრის 17:45 საათიდან 2020 წლის 2 მარტის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი