განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210100120003534904
saqme #1/53-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აპრილი, 2020 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე პაატა ნოზაძემ
თინათინ მჭედლიშვილის მდივნობით,პროკურორ - გი------ ნა---------,ბრალდებულ - თე------ მო---–----,ადვოკატ - ნა----–- ბი–----,თარჯიმან - ნე-–- სი-----–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №040080220002
ბრალდებულ თე------ მო---–---- მიმართ
მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი - 25---------
დაბადებული - 2-.1-.197- წელი
განათლება - არ-------–- სა–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი
ნასამართლობა - ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ჰ-------------
ფაქტობრივად მცხოვრები: დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი არ---–---
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ თე------ მო---–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თე------ მო---–---- 2020 წლის 07 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ არ---–--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში სცემა თავის მეუღლეს - მზ-- რუ---–---–ს, რომელმაც მისი ფეხსაცმლის გახდის დროს ფეხი დაარტყა სახის არეში, ხოლო შემდეგ მუშტი დაარტყა სახეში, წააქცია იატაკზე და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით სცემა ტანის სხვადასხვა ადგილზე, რის შემდეგაც გადაათრია და დააგდო საწოლზე და ყელში წაუჭირა, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება.
ესე იგი, თე------ მო---–---- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თე------ მო---–--- 2020 წლის 07 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ არ---–--–- მეუღლის - მზ-- რუ---–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენისას მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ყელში წაუჭირა ხელები და ემუწრებოდა, რომ მოკლავდა, რის გამოც მზ-- რუ--–---–- გაუჩნდა თე----- მო---–---- მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ესე იგი, თე------ მო---–---- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - თე------ მო---–---- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა თე------ მო---–---- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2020 წლის 01 აპრილს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ თე------ მო---–---- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თე------ მო---–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თე------ მო---–---- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1, დადგენილება მზ-- რუ---–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დადგენილება მზ-- რუ---–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მზ-- რუ---–---–ის ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, თე------ მო---–---- დაკავების ოქმი, მოწმეების: ნა---- ნა----–---–--, ნი--- ბა----–---–-- ჩვენებები, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2020 წლის 14 თებერვლის №001000920 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულ მზ-- რუ---–---–ის ჩვენებები, ბრალდებულ თე------ მო---–---- ჩვენება, თე------ მო---–---- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ თე------ მო---–---- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ თე------ მო---–---- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ თე------ მო---–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თე------ მო---–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ნასამართლობის არ მქონეა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თე------ მო---–---- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თე------ მო---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
2. თე------ მო---–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თე------ მო---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
4. გაუქმდეს თე------ მო---–---- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება -პატიმრობა.
5. თე------ მო---–--- დაუყონებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თე------ მო---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 08 თებერვლიდან 2020 წლის 07 აპრილის ჩათვლით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა თე------ მო---–---- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე პაატა ნოზაძე