გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22452-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - სს “ თი---------ი”
წარმომადგენელი- მი-----------------–-–---–ი
მოპასუხე- რო-ნ კვ--------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე რო-ნ კვინტაძეს სს ,,თი---------ი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2017 წლის 05 ოქტომბრის N2-------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1545.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 929.33 ლარი, პროცენტი - 271.76 ლარი, ჯარიმა - 342.78 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის -1.96 ლარი;
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 11 სექტემბრიდან) 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N2-------------7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 929.33 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 27.87 ლარს;
1.3. 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3277.95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 577.95 ლარი და პირგასამტეხლო 1200 ლარი.
5. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 11 სექტემბრიდან) 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1500 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური სარგებლის 60% გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 75 ლარს.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 05 ოქტომბერს ინტერნეტბანკის საშუალებით სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1700 ლარი, სარგებლის წლიური 36 %-ის დარიცხვით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 05 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
მოპასუხის დავალიანებამ 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით 2017 წლის 05 ოქტომბრის N2-------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 1545.83 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 929.33 ლარი, პროცენტი - 271.76 ლარი, ჯარიმა - 342.78 ლარი და დაზღვევა -1.96 ლარი.
ასევე 2017 წლის 21 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, ხოლო კრედიტის ვადა 2018 წლის 21 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის დავალიანებამ 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 3453.09 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1500 ლარი, პროცენტი - 577.95 ლარი, ჯარიმა - 1375.15 ლარი.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რო-ნ კვ--------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში მიაჩნია, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 05 ოქტომბრის სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1700 ლარი, სარგებლის წლიური 36 %-ის დარიცხვით. კრედიტის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 05 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით.
3.1.2. სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს ,,თი---------ი’’-ს ვებგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას.
3.1.3. რო-ნ კვ--------ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37-38)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ 20-36)
- სს“თი---------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 18)
3.1.4. რო-ნ კვ--------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1545.83 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 929.33 ლარი, პროცენტი - 271.76 ლარი, ჯარიმა - 342.78 ლარი და დაზღვევა -1.96 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40)
3.1.5. 2017 წლის 21 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, ხოლო კრედიტის ვადა 2018 წლის 21 დეკემბრამდე. ხელშეკრულებით განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი. ამას დამატებული 0.5% პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.6. სასესხო ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ასევე დაეთანხმა სს ,,თი---------ი’’-ს ვებგვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებას.
3.1.7. რო-ნ კვ--------ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, მასზე დარიცხული პროცენტი, რაც გათვალისწინებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40)
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 37-38)
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ 20-36)
- სს“თი---------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 19)
3.1.8. რო-ნ კვ--------ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2019 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის N 2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3277.95 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1500 ლარი, პროცენტი - 577.95 ლარი და პირგასამტეხლო 1200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო არაგონივრულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თი---------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 867-ე, 868-ე 873-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამო-ტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხე რო-ნ კვ--------ემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ძირი თანხის ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, ამავე ფარგლებში, კერძოდ 923.33 ლარისა და 1500 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმო-შობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
მხარეებს შორის არსებობდა დაზღვევის პირობებზე სახელშეკრულებო შეთანხმება, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაზღვევის თანხა 1.96 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც მოპასუხე გაფრთხილდა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, დავალიანების ანაზღაურების საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოპასუხე, რო-ნ კვ--------ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 05 ოქტომბრის სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო დაიდო N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1700 ლარი, სარგებლის წლიური 36 %-ის დარიცხვით.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ვინაიდან მოპასუხემ მიიღო სესხი, მას ევალებოდა მისი დაბრუნება ხელშეკრულების თანახმად.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 05 ოქტომბრის N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთი 36% შეესაბამება გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პროცენტის სახით 271.76 ლარი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 21 დეკემბერს ინტერნეტბანკის საშუალებით სს ,,თი---------ს’’ და რო-ნ კვ--------ეს შორის დაიდო N2-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1500 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 60%-ით, კრედიტის ვადა-2018 წლის 21 დეკემბრამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლო შენიშნავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ 2017 წლის 21 დეკემბრის N2-------------- ხელშეკრულებით დაწესებული საპროცენტო განაკვეთი წლიური 60%-ის ოდენობით, ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ 2017 წლის 21 დეკემბრის N2-------------- ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში. სასამართლოს მოსაზრებით ნაცვლად გარიგებაში მითითებული 60 %-იანი ყოველწლიური სარგებლის მოცულობისა მოპასუხისთვის დასაკისრებელი ყოველწლიური სარგებელის მოცულობა უნდა განისაზღვროს წლიური 30 %-ით და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ნაცვლად 577.95 ლარისა უნდა დაეკისროს 288.97 ლარი.
6.4. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
სასამართლო შენიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ დამატებით საშუალებას, როგორიცაა პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მხარეები ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის შემოწმებისას პირგასამტეხლოს ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-420-ე მუხლებით დადგენილი ნორმები.
პირგასამტეხლოს არსებითად ორი ფუნქცია აქვს: ვიდრე ვალდებულება უნდა ირღვეოდეს, იგი ემსახურება მისი შესრულების სტიმულირებას. მოვალემ წინასწარვე იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იგი ვერ აცდება გარკვეული საზღაურის გადახდევინებას, მაშინ როცა სხვა დროს, შეიძლება მას ამის „იმედი“ ჰქონდეს. მთავარი მაინც ის არის, რომ პირგასამტეხლო ესაა ზიანის ანაზღაურების საშუალება, იმ ზიანისა, რომელიც შეიძლება განიცადოს კრედიტორმა. კრედიტორი პირგასამტეხლოს დაწესებით ვალდებულების დარღვევის შემთხვევისათვის იადვილებს და დაზღვეულს ხდის ზიანის ანაზღაურების მოხოვნას. პირგასამტეხლოს დაწესებით კრედიტორის გარანტიები გაზრდილია.
როგორც აღინიშნა მხარეებმა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრეს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შემდგეზე: ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დამატებითი პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა შორის შეთანხმებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მართალია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით, თუმცა აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. ამასთან, ეს თავისუფლება გარკვეული ფასეულობებითაა შეზღუდული, რომლის მიზანიცაა სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს მიზანს არ წარმოადგენს კრედიტორის გამდიდრება, მისი ოდენობა ადეკვატური უნდა იყოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობისა. აღნიშნულის მიუხედავად შესაძლებელია მხარეები იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. ამიტომაც განსაზღვრავს კანონი სასამართლოს უფლებამოსილებას სამართლიანად შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მოსაზრებით, 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ნაცვლად 342.78 ლარისა უნდა განისაზღვროს 34.27 ლარით, ხოლო 2017 წლის 21 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა ნაცვლად 1200 ლარისა უნდა განისაზღვროს 120 ლარის ოდენობით, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმო-შობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიაჩნია, რომ მოპასუხეს რო-ნ კვ--------ეს სს“თი---------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2019 წლის 11 სექტემბრიდან, 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 923,33 ლარზე წლიური სარგებლის 36% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა, რაც ჯამში შეადგენს 83.61 ლარს.
ასევე უნდა დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 11 სექტემბრიდან, 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 1500 ლარზე წლიური სარგებლის 30% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა რაც ჯამში შეადგენს 112.50 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირის თანხის ნაწილში, აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული მოცულობის სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს სს ,,თი---------ი’’-ს მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 152.11 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ის განჩინებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თი---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 05 ოქტომბრის N2-------------7 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის 929.33 ლარის, პროცენტის - 271.76 ლარის, პირგასამტეხლოს 34.27 ლარის და სიცოცხლის დაზღვევის -1.96 ლარის გადახდა;
3. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 11 სექტემბრიდან, 2017 წლის 05 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 923,33 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური სარგებლის 36% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა რაც ჯამში შეადგენს 83.61 ლარს;
4. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის N2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირი თანხის 1500 ლარის, პროცენტი - 288.97 ლარის და პირგასამტეხლოს 120 ლარის გადახდა;
5. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 11 სექტემბრიდან, 2017 წლის 21 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1500 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური სარგებლის 30% გადახდა, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა რაც ჯამში შეადგენს 112.50 ლარს;
6. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯი 130 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის ხარჯი - 20 ლარის გადახდა;
7. სს „თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (260.64) 74.23 ლარი, რომელიც გადახდილია 2019 წლის 10 სექტემბერს საგადახდო დავალება N4.
8. რო-ნ კვ--------ეს სს „თი---------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაცვლად 102.11 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი