გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.04.2020
საქმის ნომერი
190310019003231171
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
08.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----1-

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0--0--2--- წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე - შპს ,,რ-------------",წარმომადგენელი - თ------ პ-----–---–ი,მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია,-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახური,წარმომადგენელი- ს------- დ---------, მ------ი მ---------ე,დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანების ბათილად ცნობას ჯარიმის დაკისრების ნაწილში.

მოსარჩელის მითითებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2-1- წლის 4----–--ის №1- გაფრთხილებით მიეცა ვადა 1- დღე პროექტთან შესაბამისობაში მოეყვანა მშენებლობაში განხორციელებული დარღვევები, ან ამ დროის განმავლობაში წარედგინა დოკუმენტაცია პროექტის კორექტირებისათის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა 1000 ლარით. მოსარჩელემ გათვალისწინებულ ვადაში წარადგინა ადმინისტრაციულ ორგანოში დოკუმენტაცია პროექტის კორექტირებისათვის. მიუხედავად ამისა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და ზედამხედველობის სამსახურმა 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილებით დააჯარიმა 1000 ლარით. დასახელებული დადგენილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანებით, შპს ,,რ-------------" წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი და მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და ყველა ამ გარემოებების შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; მოსარჩელე სადავოდ არ მიიჩნევს სამართალდარღვევის ფაქტს. შპს ,,რ-------------"-მა მშენებლობა განახორციელა სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროექტის დარღვევით, რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის ,,1-5" და ,,ე-ა" ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლასა და შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილებაში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შპს ,,რ-------------"-ის მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა.

2.2. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოსარჩელის მოთხოვნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ უკვე დაკმაყოფილებულია. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების მიღებისას საპროცესო დარღვევები, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ბათილად ცნობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2-1- წლის 04----–--ის №1- მითითებით, შპს ,,რ-------------"-ს მოეთხოვა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" 45-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით. მითითების შესასრულებლად განისაზღვრა 1- (თხუთმეტი) დღის ვადა. მითითება ჩაბარდა მოსარჩელის წარმომადგენელს (დირექტორს).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-10);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 33-41; 48-56);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2-1- წლის 04----–--ის №1- მითითება (ს. ფ. 42);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №2- დადგენილება (ს. ფ. 43)

3.1.2. მოსარჩელემ 2-1- წლის 1- ი--–--ს, გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მის მიერ წარდგენილი არქიტექტურულ კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და შესაბამისი ნებართვის გაცემის მოთხოვნით, თუმცა მითითებით გათვალისწინებული ობიექტი პროექტთან შესაბამისობაში არ მოუყვანია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-10);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 33-41; 48-56);

-მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება (ს. ფ. 148);

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი 17:2-:41; 17:26:1-);

-მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი);

3.1.3. მოსარჩელე მითითებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №2- დადგენილებით დაჯარიმდა 1000 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-10);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 33-41; 48-56);

-მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება (ს. ფ. 148);

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი 17:2-:41);

-მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი);

-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის 2-1- წლის 2- ი--–--ის №6---- შემოწმების აქტი (ს. ფ. 1-1)

3.1.4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №2- დადგენილება მოსარჩელის მიერ 2-1- წლის 1- ა--------ს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანებით, შპს ,,რ-------------" წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-97-ე მუხლების შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დასახელებული გარდაწყვეტილებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შპს ,,რ-------------"-ის მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმის წარმოების პროცედურები. 2-1- წლის 04----–--ის №1- მითითებით, დარღვევის სახედ განისაზღვრა შენობა-ნაგებობის ,,1-5" და ,,ე-ა" ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლა, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. მოსარჩელემ 2-1- წლის 1- ი--–--ს წარადგინა ახალი პროექტი შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით. სამსახურმა შემოწმების აქტით იმსჯელა მითითების შეუსრულებლობაზე ჯერ კიდევ პროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე და მხარეს წერილით მოსთხოვა ჯარიმის გადახდის ქვითრის წარდგენა პროექტის შესათანხმებლად, აღნიშნული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2-1- წლის 5 ა--------ს, 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების მიღების შემდეგ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელი (ს. ფ. 2-10);

-დაზუსტებული სარჩელი (ს. ფ. 33-41; 48-56);

-მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება (ს. ფ. 148);

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი);

-მოპასუხის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტება (2--- წლის 0--------–ის სხდომის ოქმი);

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. გასაჩივრებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, ხოლო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება უკვე ბათილადაა ცნობილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითებს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისას მისი გამოცემის წესის დარღვევისა და მოსარჩელის მიერ მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.

მოპასუხეები გასაჩივრებულ აქტებს მიიჩნევენ კანონიერად.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები გამოკვლეულია სრულყოფილად, მოსარჩელემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო არგუმენტაციისა და იმ სამართლებრივი ნორმის მითითება, რომლის საფუძველზეც დაადასტურებდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებისა და მის მიერ მიღებული აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ვერ მიუთითა კანონის ისეთ დარღვევაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილების გამოცემისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულის საქმის წარმოების პროცედურის დარღვევის გამო, უკვე გააუქმა აღნიშნული დადგენილება.

სამოტივაციო ნაწილი:

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი"; საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. 7. სამართლებრივი შეფასება. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების წესებს, მათ შორის მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (სადავო აქტის მიღებისას მოქმედი) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ. აღნიშნული დადგენილების 30-ე მუხლის მიხედვით, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. ამავე ნორმის 31-ე მუხლით კი დადგენილია მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენცია. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს საზედამხედველო წარმოებას. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათადანო სანქციას - დაჯარიმებას ითვალისწინებს (25.9 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი), მნიშვნელოვანია, რომ დამრღვევისათვის სახდელის დაკისრება არ ხდება დაუყონებლივ, გადაცდომის აღმოჩენისთანავე, ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით (25.2 მუხლი), მითითებით სავარაუდო დამრღვევს განესაზღვრება ვადა განხორციელებული ქმედების მართლზომიერების დასადასტურებლად ან დარღვევის გამოსასწორებლად (მე-1- მუხლის „ღ" ქვეპუნქტი), მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების შესრულებასთან მიმართებით (25.5 მუხ.), უკეთუ შემოწმების აქტში დაფიქსირდა დარღვევა - მითითების პირობების შეუსრულებლობა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას პირისათვის სახდელის დაკისრების შესახებ (25.9 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,რ--------------ს" საკუთრებაში ერიცხება 181.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ქ. რუსთავი, მე-1- მ/რ, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ს. კ. 0-.0-.0- 8--, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებს საჩრდილობლის რეკონსტრუქციას, რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის ,,1-5" და ,,ე-ა" ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლაში, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის'' მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; მითითებული ნორმის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულობელობა გამოწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა 1000 ლარით. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში მშენებლობის კონტროლი, დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. ამასთან სამშენებლო საქმიანობაზე დარღვევების გამო ობიექტი მფლობელს ეძლევა მითითება არსებული ხარვეზების გამოსწორებისათვის. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,რ-------------" სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. კ. 0-.0-.0-.8--, შესაბამისი ნებართვის გარეშე ახორციელებს საჩრდილობლის რეკონსტრუქციას, რაც გამოიხატა შენობა-ნაგებობის ,,1-5" და ,,ე-ა" ღერძების გაბარიტული ზომების შეცვლაში, რამაც გამოიწვია შიდა საყრდენ სვეტებს შორის მანძილების ცვლილება. 2-1- წლის 04----–--ის №1- მითითებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ განეხორციელებინა ობიექტის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა ან განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით. (ს. ფ. 142) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნა საპროცესო ნორმათა დაუცველად, რის გამოც იგი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურს დაევალა საქმის მასალების სრულად გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. დადგენილია, რომ შპს ,,რ-------------" ახორციელებს საჩრდილობლის რეკონსტრუქციას, ხოლო მის მიერ მითითების შემდეგ წარდგენილი პროექტი საჭიროებს ახალ ნებართვას, რომელიც მოსარჩელეს არ გააჩნია, ხოლო დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებისას დაირღვა მისი გამოცემისთვის დადგენილი საპროცესო ნორმები, რის გამოც ეს უკანასკნელი უკვე გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას გაუქმებული დაჯარიმების დადგენილების სასამართლოს მიერ გაუქმებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მთავარი მიზანი არ არის დამრღვევის დასჯა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანომდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა. ამ ამოცანის განსახორციელებლად კანონმდებლობა განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩამდენს (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1-ლი მუხ.). ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთი სახეა სამშენებლო სამართალდარღვევა - სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება. ნორმატიულად კონკრეტული დარღვევისათვის სახდელის დაკისრების შესაძლებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს შესაძლო დარღვევების თავიდან აცილებას. სახდელის დაკისრების სწორედ აღნიშნული ფუნქციით არის განპირობებული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირების შესაბამისი პროცედურის გათვალისწინება, სავარაუდო დამრღვევს უნდა მიეცეს გონივრული, კონკრეტულად განსაზღვრული ვადა გადაცდომის გამოსასწორებლად. უკეთუ პირი დადგენილ ვადაში გამოასწორებს დარღვევას, მისთვის სახდელის დაკისრების წინაპირობა უქმდება, მიუხედავად იმისა, რომ მითითების მიცემისას გადაცდომა სახეზე იყო. სამართალდარღვევის საქმის წარმოება მიმართულია უკვე არსებულ ფაქტზე, ხდება ისეთ ქმედებაზე რეაგირება, რომელიც უკვე ჩადენილია. აღნიშნულის მიუხედავად არ ხდება დამრღვევისათვის სანქციის დაუყონებლივ შეფარდება, მოქმედი მოწესრიგების მიხედვით პირს ეძლევა სამშენებლო გადაცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. ამდენად, ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა. ამდენად, როდესაც ერთი მხრივ, არ არის ამოწურული დარღვევის გამოსწორების ვადა, ხოლო მეორე მხრივ განმეორებითი შემოწმებისას დადგინდა, რომ სამართალდარღვევა კვლავ არსებობდა მოსარჩელე გამოთქვამს მზადყოფნას და რეალურად მის მიერ წარდგენილია უკვე ახალი პროექტი სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს სახდელის დაკისრების დანიშნულება, ახალი დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, უწევს ორმაგი ფუნქციის შესრულება, ერთი მხრივ იგი არის საჯარო ინტერესების გამტარებელი, სამართალდარღვევაზე რეაგირების განმახორციელებელი, სანქციის დამკისრებელი სუბიექტი, ხოლო მეორე მხრივ მას ეკისრება აქტის ადრესატის ინტერესების დაცვის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, როგორც საჯარო მმართველობის განმახორციელებელმა სუბიექტმა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას უნდა გაითვალისწინოს როგორც საჯარო, ასევე კერძო პირის ინდივიდუალური ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა უნდა უზრუნველყოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, არც ერთი ინტერესის დაცვა არ უნდა მოხდეს მეორე ინტერესის არაპროპორციულად და გაუმართლებლად შეზღუდვის ხარჯზე. ადმინისტრაციულ საჩივარზე წარმოებას, რომელიც წარიმართება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანების საფუძველზე არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი არის ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სრულყოფის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იგი იძლევა ადმინისტრაციული ორგანოს სისტემაში დაშვებული შეცდომის შემჭიდროვებულ ვადაში, ქმედითად გამოსწორების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სადავო საკითხის სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას. ამდენად, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანოს მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევა, საჩივრის ავტორის პრეტენზიების შესწავლა, მათზე დასაბუთებული პასუხების გაცემა, სრულყოფილი წარმოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდგომ წარდგენილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანა, რომელშიც აისახება ჩატარებული წარმოების შედეგები. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პარალელურად უნდა განიხილოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი პროექტი და არ უნდა დაელოდოს სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების მიღებას. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითიტებულ ვადაში უკვე წარადგინა პროექტი. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებას საჯარიმო ქვითრის წარდგენასთან დაკავშირებით (2--- წლის 2--------ის სხდომის ოქმი 1-:27:33; 1-:27:39 საათი) სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ №3ბ/2-2--17 საქმეზე (მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტთან დაკავშირებით) განმარტა, რომ უკანონო მშენებლობის გამო ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტს, ,,(ამჟამად მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე-11 პუნქტი)" რომლის თანახმადაც, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. მოცემულ კონსტიტუციურ პრინციპში იგულისხმება არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივი ურთიერთობის დროს საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის ვალდებულების აკრძალვა, არამედ მასში იგულისხმება ნებისმიერი სახის იურიდიული პასუხისმგებლობის დამდგენი ურთიერთობა, მათ შორის სამშენებლო სამართალდარვევის საქმისწარმოებაც. ამდენად, პირისათვის იმის დავალდებულება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში (ზედამხედველობის სამსახურში) განაცხადოს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ინფორმაცია, რასაც, დიდი ალბათობით, მისი დაჯარიმება მოჰყვება, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 ნაწილის საწინააღმდეგოა და სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მას. საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 63-ე მუხლის მე-2 პუნქტში იგულისხმება უკვე არსებული აქტი პირის დაჯარიმების შესახებ და არა მომავალში შესაქმნელი (მით უმეტეს თავად განმცხადებლის ინიციატივით) განკარგულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-1-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანებით უკვე ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2-1- წლის 2-----–--ის №2- დადგენილება სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ამ უკანასკნელის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, შპს ,,რ-------------"-ის წარმომადგენლის სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო აქტი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2-1- წლის 1- ს---------ის №1--- ბრძანება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხის შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-1-, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,რ-------------"-ის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი