გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.02.2020
საქმის ნომერი
330310119003210574
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/7437-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - ნ---------------ე

მოსარჩელე (ასევე მოსარჩელე ნ---------------ის წარმომადგენელი) - ზ-------------–---–ი

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ----------------ა

მესამე პირი - სს კ------- ბ---ი

წარმომადგენელი - ლ------------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მხარი დაუჭირა შესაგებელს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის - სს კ------- ბ---ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. 2018 წლის 29 ივნისს თ----------------ასა და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება;

 

2018 წლის 29 ივნისს ზ------------–---–სა და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

 

2018 წლის 27 ივნისს მ----------------ასა და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო თავდების ხელშეკრულება;

 

2018 წლის 27 ივნისს ნ--------------ას და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო თავდების ხელშეკრულება;

 

2018 წლის 27 ივნისს ნ---------------ეს და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო თავდების ხელშეკრულება;

 

2018 წლის 28 ივნისს ლ-–-------ას და სს კ------- ბ---ს შორის დაიდო თავდების ხელშეკრულება;

 

2018 წლის 30 ნოემბერს თ----------------ას სს კ------- ბ---ის მიერ ეცნობა ის, რომ მას გააჩნდა ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება, რომელიც იმ დროისათვის შეადგენდა 225.26 ლარს;

 

ზ------------–---–ს, მ----------------ას, ლ-–-------ას, ნ---------------ეს და ნ--------------ას სს კ------- ბ---ის მიერ ეცნობათ, რომ თ----------------ას აქვს ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება, რომელიც შეადგენდა 225.26 ლარს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 111-116);

- თავდების განცხადება; სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 118-121)

- თავდების განცხადება; თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 125-127)

- თავდების განცხადება; თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 129-131)

- თავდების განცხადება; თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 132-134)

- თავდების განცხადება; თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 135-137)

- შეტყობინება; საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 101-109);

4.2. 2018 წლის 19 დეკემბერს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - სს კ------- ბ---ის განცხადების საფუძველზე, რესპოდენტების ნ--------------ას, ნ---------------ის, ლ-–-------ას, მ----------------ას, ზ------------–---–ის, თ----------------ას მიმართ. განცხადებას თან ერთვოდა ხელშეკრულება, მინდობილობა, საბ---ო რეკვიზიტი, სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, გადახდების ამონაწერი დარჩენილი დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები და გადაგზავნის დასტურები, გადახდის გრაფიკი, პირადობის ასლები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 92-96);

- თანდართული მასალები (ს.ფ. 97-144);

 

4.3. 2019 წლის 12 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №S----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც გაეგზავნა რესპოდენტებს - თ----------------ას, მ----------------ას, ლ-–-------ას ნ---------------ეს და ზ------------–---–ს და ეცნობათ გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე განემარტათ, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინათ დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება.

 

ნ---------------ეს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა 2019 წლის 24 მაისს;

 

ზ------------–---–ს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა 2019 წლის 27 მარტს;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შეტყობინება გამარტივებული წარმოების შესახებ (ს.ფ. 162-163);

- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 224);

- საფოსტო გზავნილი (ს.ფ. 216);

 

4.4. 2019 წლის 22 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით მიმართა რესპოდენტმა ლ-–-------ამ მასზედ, რომ იგი არ აღიარებდა აპლიკანტი (სს კ------- ბ---ი) მოთხოვნას;

 

2019 წლის 1 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით მიმართა რესპოდენტმა ნ--------------ამ მასზედ, რომ იგი არ აღიარებდა აპლიკანტის (სს კ------- ბ---ი) მოთხოვნას;

 

2019 წლის 5 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით მიმართა რესპოდენტმა მ----------------ამ მასზედ, რომ იგი არ აღიარებდა აპლიკანტის (სს კ------- ბ---ი) მოთხოვნას;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 148);

- განცხადება (ს.ფ. 153);

- განცხადება (ს.ფ. 155);

 

4.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- გადაწყვეტილებით, სს კ------- ბ---ს რესპოდენტ თ----------------ს მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე ეთქვა უარი;

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- გადაწყვეტილების სს კ------- ბ---ს რესპოდენტების ნ--------------ას, ლ-–-------ას, მ----------------ას მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე ეთქვა უარი;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 232);

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 235);

 

4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანებით რესპოდენტ ნ---------------ეს და ზ------------–---–ს დაეკისრათ დავალიანების გადახდა 6562.64 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს კ------- ბ---ის მიმართ. განიმარტა გასაჩივრების წესი და ვადა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ივლისის №S----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 33).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ და აღსრულების შესახებ ბრძანება. ამავე კანონის 919-ე მუხლის მე-3 პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XVI1 თავით დადგენილი გამარტივებული წარმოების პროცედურა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მოცემული დავის ფარგლებში შემოწმებას ექვემდებარება მისი გამოცემის კანონით დადგენილი პროცედურა ანუ აქტის გამოცემის ფორმალური საფუძვლები.

 

7.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპოდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც მითითებული კანონის 917 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს. ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით.

 

7.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - სს კ------- ბ---ის განცხადების საფუძველზე, რესპოდენტების ნ--------------ას, ნ---------------ის, ლ-–-------ას, მ----------------ას, ზ------------–---–ის, თ----------------ას მიმართ. განცხადებას თან ერთვოდა ხელშეკრულება, მინდობილობა, საბ---ო რეკვიზიტი, სესხის ხელშეკრულება, თავდებობის ხელშეკრულება, გადახდების ამონაწერი დარჩენილი დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები და გადაგზავნის დასტურები, გადახდის გრაფიკი, პირადობის ასლები, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან. 2019 წლის 12 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა №S----------------- შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც გაეგზავნა რესპოდენტებს - ნ---------------ეს და ზ------------–---–ს და ეცნობათ გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე. ასევე განემარტათ, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინათ დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება.

 

მოსარჩელეებს, შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ წარმოუდგენიათ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება, რაც 2019 წლის 15 ივლისის გახდა მის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ №S----------------- ბრძანების გამოცემის საფუძველი.

 

სასამართლო კვლავ უთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება ??????????? ?????????? ????????? ???????? დადგენილი წესით, რაც გულისხმობს გამარტივებული წარმოების პროცესში გამოცემული დოკუმენტების მხარეებისათვის ჩაბარებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-77-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტით დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

 

დადგენილია, რომ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდათ მოსარჩელეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსით დადგენილი წესით. მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმისა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და განაცხადეს წერილობითი პროტესტი, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითეს შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაასტურებდნენ მათ მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობას. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მიმართ არ დარღვეულა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამარტივებული წარმოების პროცედურა ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, იგი გამოცემულია კანონით დადგენილი პროცედურების საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. ნ---------------ის და ზ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე