განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2020
საქმის ნომერი
130100120003403168
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
10.04.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2-20

№ 038051-19003

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11.02. 2020 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ბ-------------------–-–--–--ლი დაბადებული 1--1--1--- წელს. საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელი ც-------ხა.

ადვოკატი - ქ--------------ვი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 05 დეკემბერს, ღამის საათებში ქ.ხ-–----ში, ტ----–----ას ქ.N 37-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა თავისი მეუღლის, ე---------------–------–--ლის მიმართ. კერძოდ, ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდგომ ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში , რის შედეგადაც ე---------------–------–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა, ბ-----–-–--–--ლის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება ე---------------–------–--ლის და რ--------------ძის მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 07 იანვრის N 0-------- დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სასამართლომ დაადგინა

3.1. ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ქმედება რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 05 დეკემბერს, ბ-----–-–--–--ლი ღამის საათებში, მეუღლის, ე---------------–------–--ლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შემდეგ მივიდა ქ.ხ-–----ში, ფალიაშვილის ქ.N21-ში მდებარე ე---------------–------–--ლის დის, რ--------------ძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაარტყა მუშტი გულმკერდის არეში, რის შედეგადაც რ--------------ძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

4.1. სასამართლოს დასკვნა, ბ-----–-–--–--ლის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება ე---------------–------–--ლის და რ--------------ძის მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 07 იანვრის N 0-------- დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ბ-----–-–--–--ლის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ბ-----–-–--–--ლს.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

5.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ-----–-–--–--ლმა ჩაიდინა - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით და 1-6 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

6.1. ბ-----–-–--–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი მამა და ძმა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ბ-----–-–--–--ლს არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

7.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

7.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.

 

7.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ-----–-–--–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-----–-–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. სსკ-ის 1-61 მუხლის პირველი ნაწილით ბ-----–-–--–--ლს შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. სსკ-ის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 330 (სამას ოცდაათი) საათის ვადით.

3. სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე ბ-----–-–--–--ლს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 05 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ასთხუთმეტი) საათის ვადით.

4. კონტროლი და დახმარება ბ-----–-–--–--ლის მიმართ განაჩენით დანიშნული

სასჯელის აღსრულებაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი(მსჯავრდებულის

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5.გაუქმდეს ბ-----–-–--–--ლის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

6.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი