გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019003103470
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - მ-----------------–--ე
წარმომადგენელი - ი---------–---–---–ი
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი - ნ----------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 მაისის №-- სხდომის ოქმში N16-ე საკითხზე მიღებული გადაწყვეტულება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 7 ივნისის №---- განკარგულება;
1.3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ქალაქ თ---–--–----------------–-----–--------------------------------–---------------------------–-------------------, მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნეს მ-----------------–--ის საკუთრების უფლება.
2018 წლის 25 აპრილს, მ------ მ---------–-ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თ---–--–----------------–-----–--------------------------------–---------------------------–-------------------, მიმდებარედ არსებულ 465 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთების უფლების რეგისტრაცია. ამავე კორპუსში მ-----------------–--ე დედასთან ერთად ცხოვრობა 90-იანი წლებიდან, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობს ოჯახთან ერთად, სადაც საკუთრებაში აქვს ერთი ოთახი.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება განსახილველად გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. განცხადების განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე განმარტებული იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა არის აშენებული 90-იან წლებში, რომელიც ააშენა მ-----------------–--ის დედამ, ნინო მ---------–-ძემ. შენობას ჰქონდა კოლონები და აშენებული იყო აგურით, თუმცა სიძველის გამო, აღნიშნულ შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, კერძოდ 2013 -2014 წლებში ამოყვანილი იქნა ბლოკის კედლები, ისე რომ არ შეცვლილა არც სახურავი და არც ფართი.
ქალაქ თბილისი მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფელბის აღიარების კომისიის 2019 წლის 20 მაისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მ------ მ---------–-ძეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მ-----------------–--ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. უარის თქმის საფუძველი ასევე გახდა განმცხადებლის წარმომადგენლის განმარტება იმის თაობაზე, რომ შენობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მანამდე კი იყო აშენებული აგურისგან და ჰქონდა ხის კოლონები, რის გამოც კომისიამ მიუთითა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს რა დანიშნულების შენობა იყო აშენებული კანონის ამოქმედებამდე.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომისიამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და სადავო აქტი გამოსცა ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, რადგან რა დანიშნულების შენობაც არ უნდა ყოფილიყო განთავსებული მიწის ნაკვეთზე, კანონი აძლევს უფლებას მ------ მ---------–-ძეს დაიკანონოს მიწის ნაკვეთი.
(იხ. სარჩელი; მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი)).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად. შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 25 აპრლს მ-----------------–--ის წარმომადგენელმა ი---------–---–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა ქალაქ თ---–--–----------------–-----–--------------------------------–---------------------------–-------------------,-ს მიმდებარედ მდებარე 465 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას ერთვოდა წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელ. ვერსია, მეზობლების თანხმობები.
3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის №196173 მიმართვით, მ-----------------–--ის განცხადება, თანდართულ და საჯარო რეესტრის მიერ დამატებით მოძიებულ დოკუმენტებთნ ერთად განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2018 წლის 25 აპრლს განცხადება, თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 39-53);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 04 მაისის №196173 მიმართვა (ს.ფ. 36)
3.3. საქმეში წარმოდგენილია ე----------------------ის, თ---------------ის, მა-------------–-–---–ის თანხმობები მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებენ შემდეგს: „წარმომედინა მ-----------------–--ის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ფართთან დაკავშირებით სარეგისტრაციო დოკუმენტები, ჩემთვის ცნობილი მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის შესახებ, რომელიც ესაზღვრება ჩემს მიწის ნაკვეთს. მ-----------------–--ე და მისი ოჯახი ნაკვეთს ფლობს 90-იანი წლებიდან, დარგულია ხეხილი და ვაზი, ასევე აშენებულია სახლთმფლობელობა. მე ვაცხადებ თანხმობას მას დაურეგისტრირდეს მიწის ნაკვეთი მდებარე ქ-------–--------------–-----–-------------------------------–---------------------------–------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ე----------------------ის, თ---------------ის და მა-------------–-–---–ის (ს.ფ. 43,46,49);
3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2019 წლის 02 აპრილის წერილის თანახმად, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ქ-------–--–--------–-----–--------------------------------–----------------------------------------, 465 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში, მასზე გათვალისიწნებული 7-------- და 7-------- სისტემური რეგიტრაცია (არ იძებნება ვისზეა რეგისტრირებული) და კვეთს 0--------------- საკადასტრო ერთეულს
3.5. საჯარო რეეტსრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 02 მაისის N 253456/17 სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ N892018345573 განცხადებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ელ. ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი 26.04.2018წ. მდგომარეობით ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემებთან (საკადასტრო კოდი 0--------------- მესაკუთრე სახელმწიფო). საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ მცხეთის რაიონის დიღმის სასწავლო-საცდლი მეურნეობის 1987 წლის მიწატსარგებლობის გეგმის მიხედვიტ აღნიშნული მიწის ნაკვეთიწარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიას, რომლის დანიშნულება და კატეგორია არ დგინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 02.04.2019წ. წერილი (ს.ფ. 33);
- სსიპ საჯარო რეესტრის წერილი (.ფ. 37).
3.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №---- განკარგულებით მ-----------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ-------–--------------–-----–-------------------------------–---------------------------–--------------------------------------------------------------------) საკუთრების უფლების აღიარებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №---- განკარგულება (ს.ფ. 16-17).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-----------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №---- განკარგულება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ამავე კომისიის 2019 წლის 20 მაისის №-- სხდომის ოქმი არ წარმოადგენს ინდივიდულურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლო მასზე იმსჯელებს ზემოაღნიშნულ აქტთან ერთობლიობაში. სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
6.2. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი, ასევე უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებული უნდა იყოს შენობა - ნაგებობა საცხოვრებელი (ასენებული, ან დაბგრეული) ან არასაცხორებელი (აშენებული) ან თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს მოსარჩელის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შენობას წარმოადგენს – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი დროებითი შენობა არის – ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს (განსახილველ შემთხვევაში მერთან არსებულ შესაბამის კომისიას) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით მოახდინოს კანონითა და დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია. ამ მიზნით კომისია უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოიპოვოს დამატებითი დოკუმენტები, დაათვალიეროს საკუთრებაში გადასაცემი ნაკვეთი, მოისმინოს განმცხადებლის, სხვა დაინტერესებული პირის განმარტებები და აღნიშნული მასალების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზვნილი იქნა მ-----------------–--ის განცხადება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის №---- განკარგულებით მ-----------------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ქ-------–--------------–-----–-------------------------------–---------------------------–--------------------------------------------------------------------) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით რომ არ დასტურდოდა მ-----------------–--ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.
კომისიამ მიუთითა, რომ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 20 მაისს გამართულ კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე (ოქმი N25), განმცხადებლის წარმომადგენელმა თავადვე განმარტა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოთხოვნის დორისათვის არსებული შენობა ბლოკით გაამაგრეს 2013-2014 წლებში, მანამდე კი იყო აგურის და ნაწილობრივ ხის. მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტებითა და ფოტოსურათებით, კომისიმ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების დროისათვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა არსებული სახით არ არსებობდა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, შესაბამისად განმარტა, რომ კომისია მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს თუ რა დანიშნულების შენობა იყო განთავსებული მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და აკმაყოფილებდა თუ არა იგი შენობის მახასიათებლებს, რაც კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი პირობაა.
საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის ზემოაღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ განცხადებლის მიერ სწორედ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უნდა იქნეს დადასტურებული მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ისეთი შენობა-ნაგებობის არსებობა, როგორიც განმარტებულია ამავე კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელშიც თავად მიუთითებს (იგივე განმარტა წარმომადგენელმაც სხდომაზე), რომ მიწის ნაკვეთზე იდგა ხის კოლონებიანი, აგურით ამოშენებული შენობა, რომელსაც 2013-2014 წლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოხდა მისი ბლოკით ამოშენება, სასამართლოს მოსაზრებით, აღიარების კომისიამ სწორად მიუთითა, რომ შეუძლებელია იმის დადგენა თუ რა სახის შენობა იდგა ნაკვეთზე კანონის ამოქმედებამდე და აკმაყოფილებდა თუ არა იგი შენობის მახასიათებლებს, რაც კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების აუცილებელი პირობაა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ გარდა შენობა-ნაგებობის ფაქტის დადასტურებისა ასევე უნდა დასტურდებოდეს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთის იმ კონფიგურაციით ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რომლის აღიარებასაც ითხოვს განმცხადებელი და მხოლოდ შენობა-ნაგებობის ფაქტის არსებობის დადასტურება, რომლის ფართი ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი 10-20 კვ.მ. (ან ოდენავ მეტის) ფარგლებში მერყეობდეს, ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მ-----------------–--ე კანონის ამოქმედებამდე სწორედ ამ კონფიგურაციის და ამ ფართის მიწის ნაკვეთს ფლობდა. მითუფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი 2005 და 2010 წლის ორტოფოტოებით არ დასტურდება ამ კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ დაფიქსირებული ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 07 ივნისის N---- განკარგულების ბათილად ცნობის საკმარის მტკიცებულებად, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----------------–--ის მოთხოვნა განკარგულების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმის გათვალისინებით, რომ მ-----------------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გადაიხდის სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ-----------------–--ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. მ-----------------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი