განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #160100120003584517
საქმე #N 1/ -20
ბოლნისის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 აპრილი, 2020 წელი ქ. ბოლნისი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დევი დევიძე
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - სა-–---------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ია-----------–-------ვი, პირადი N2----------, დაბადებული 19-- წლის 1------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი: მარნეული, სოფ--–----------ი;
ადვოკატი - მაკა რევია
თარჯიმანი - ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გატალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე: საჯარო
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საპროცესო შეთანხმების არსი
201--–-–------------ს დაახლოებით 15:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფე-–---------ში ია-----------–-------ვმა ყელში ხელის მოჭერით და გაშლილი ხელის თავში ჩარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნა-------------–---ას. მისი ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნა-------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა
ია-----------–-------ვის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა, აგრეთვე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: შეტყობინება, მოწმეების ნა-------------–---ას, ან----------–----ს, მუ----------------ს, და ტე-–---------------ას გამოკითხვის ოქმები, ნა-------------–---ას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა;
საპროცესო ნორმათა დაცულობა
შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის თანახმად, პროკურორმა მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, აგრეთვე ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით, საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე და სწრაფი მართლმსაჯულების მიზნით 2020 წლის 10 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და ბრალდებულ ია-----------–-------ვის წინასწარი თანხმობით ბრალდებულსა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–---–ს შორის, ზემდგომი პროკურორის წინასწარი წერილობითი თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი.
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სა-–---------–---–მა შუამდგომლობით მომართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულ ია-----------–-------ვის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა სა-–---------–---–მა, ბრალდებულმა ია-----------–-------ვმა და მისმა ადვოკატმა მაკა რევიამ.
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებთან დაკავშირებით უშუალოდ ბრალდებულისათვის შეკითხვების დასმის შედეგად, რომლებზედაც ბრალდებულმა ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხები გასცა, დარწმუნდა, რომ:
- საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
- საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
- ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი;
- ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს;
- ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
- ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
- ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
- ბრალდებული სრულად ეთანხმება ბრალის აღიარების თაობაზე საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
- საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. სასამართლო სხდომაზე გარკვეული იქნა ყველა გარემოება და ბრალდებული სრულად ეთანხმება საპროცესო შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება ბრალის აღიარებით სასჯელზე შეთანხმებას;
- ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს;
- ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების პირობების შეცვლა, ამასთან, იგი არ არის შეზღუდული პროკურორისა და ადვოკატის პოზიციით, არც თავის მიერ გაცხადებული პოზიციით და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლომ გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს სრულად აქვთ გადაცემული საქმის მასალები, დაცვის მხარეს აგრეთვე გადაცემული აქვს საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სამართლებრივი შეფასება
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი, კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე).
სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე ბრალდებულისაგან დამარწმუნებელი პასუხები მიიღო.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროკურორის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები სწორია. საპროცესო შეთანხმებაში ასახული რომელიმე პირობა არ უზღუდავს ბრალდებულს უფლებას, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში მოითხოვოს შესაბამის პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებულის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება, ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. ბრალდებულს გააზრებული აქვს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, მათ შორის ნასამართლობა და მან გულწრფელად ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.
სასამრთლო აღნიშნავს, რომ დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალიწინებული რელევანტური გარემოებები, ხოლო სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
ამრიგად, არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდებულს არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სულისკვეთებასთან შეუთავსებელი არაა, როდესაც ბრალდებული საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე უარს ამბობს ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე (იხ. Kwiatkowska v. Italy, განაცხადი no. 52868/99, 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება). ამასთან, იმისათვის, რომ აღნიშნული ჩაითვალოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, იგი გამოხატული უნდა იყოს ცხადად და არაორაზროვნად, გაცნობიერებულად, მისი თავისუფალი ნების საფუძველზე (Colozza v. Italy, 1985 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პუნქტები 90-91, აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. აგრეთვე Slavcho Kostov v. Bulgaria, პ. 17, 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება; Ruciński v. Poland, პ. 12, 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან (იხ. აგრეთვე Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10). პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა, აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება, დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, პ. 135). უფლებაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. ამასთან, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ. აგრეთვე Scoppola v. Italy, პ. 135-136, 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება; Poitrimol v. France, პ. 31, 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება; Hermi v. Italy, პ. 73, 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება). საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი. სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების საჯარო სასამართლო სხდომაზე გარკვევა (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 92 და 95).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი სახელმწიფოს უტოვებს დისკრეციას, განსაზღვროს განაჩენის გასაჩივრების უფლების რეალიზების მოდალობები გასაჩივრების საფუძვლების ჩათვლით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, დისკრეციის აღნიშნული ფარგლები ფართოა. აღნიშნული უფლება, როგორც წესი, ირღვევა მაშინ, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გასაჩივრების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ნებადართული სამი გამონაკლისიდან თუნდაც ერთ-ერთს არ ემთხვევა (იხ. Zaicevs v. Latvia, 2007 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება პ. 53).
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში - Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96, აღნიშნა, რომ რადგან ბრალდებული უარს ამბობს საქმის არსებით განხილვაზე, ჩვეულებრივი წესით განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალებებთან შედარებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე განაჩენის გასაჩივრების მექანიზმის შეზღუდულობა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის მოთხოვნებს (Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, პ. 96).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–---–ის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე რჩება განხილვის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 255-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–---------–---–ის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ სა-–---------–---–სა და ბრალდებულ ია-----------–-------ვს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ია-----------–-------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელი ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ია-----------–-------ვის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
პროკურორს უფლება აქვს, თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: /დევი დევიძე/