განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2020
საქმის ნომერი
140100120003499596
თარიღი
19.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/114-20 (011230120006)

საქმე 140100120003499596

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2020 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ---------- გ-----–-–---–- (დაბადებული 1----–-–--------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–---------------)

 

ადვოკატი - ზ----- მ------–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 10 ნოემბერს, გ------------------------–-------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, თ---------- გ-----–-–---–მა მეუღლეს - დ---- ხ-------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავზე, სახესა და ხელებში, რის შედეგად დ---- ხ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2. 2019 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში, ამავე სახლში, თ---------- გ-----–-–---–მა დ---- ხ-------------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, რის შედეგად დ---- ხ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.3. 2020 წლის 8 იანვარს გაცემული შემაკავებელი ორდერით თ---------- გ-----–-–---–ს 30 დღით აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მისი მეუღლე - დ---- ხ------------- ცხოვრობს და იმყოფება, აგრეთვე - მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, 22-23 იანვარს თ---------- გ-----–-–---–- მივიდა გ------------------------–-------------ში მდებარე დ---- ხ------------ის საცხოვრებელ სახლში და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრთან დაკავშირებული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თ---------- გ-----–-–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული დ---- ხ------------ის, მ----- გ-----–-–---–-ს გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ---------- გ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს თ---------- გ-----–-–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. მას კმაყოფაზე ჰყავს ხანდაზმული დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, შეურიგდა დაზარალებულს, რომელიც მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს, ხასიათდება დადებითად;

 

5.2. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელი არ არის თ---------- გ-----–-–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ---------- გ-----–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს:

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 ნოემბრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ნოემბრის მეორე ნახევრის ეპიზოდი) – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით თ---------- გ-----–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ თ---------- გ-----–-–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2020 წლის 24 იანვრიდან 19 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულ თ---------- გ-----–-–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი